პარასკევი, თებერვალი 3, 2023
No Result
View All Result
Education Blog
  • მთავარი გვერდი
  • ჩვენს შესახებ
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ისტორია
  • კულტურა
  • განხილვები
სინოლოგია
No Result
View All Result
Home კატეგორიის გარეშე

ჩინური ტრადიციული არქიტექტურის საოცრება – თულოუ

teona gelashvili by teona gelashvili
სექტემბერი 27, 2021
in კატეგორიის გარეშე
3 min read
Share on FacebookShare on TwitterLinkedin

ჩინური ტრადიციული არქიტექტურის საოცრება – თულოუ

ჩინური ხელოვნების ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი არქიტექტურას უჭირავს. სხვადასხვა ეპოქაში იქმნებოდა მრავალი საკულტო თუ საერო არქიტექტურული ნაგებობა. უნდა აღინიშნოს, რომ ჩინური სტილი გამოირჩევა თვითმყოფადობით და შორეული აზიის რეგიონის ქვეყნებში უძველესად მიიჩნევა. 

არქიტექტურა თვალნათლივ წარმოგვიდგენს ქვეყნის კულტურულ, სოციალურ და პოლიტიკურ ვითარებას, ასევე გვაძლევს საშუალებას დავინახოთ ადამიანების ცხოვრების სტილი, მათი ჩვევები და ყოფა. არქიტექტურას შეუძლია მოგვითხროს ადამიანის შესახებ იმაზე მეტი, ვიდრე ხელოვნების ნებისმიერ სხვა დარგს.

როგორც ვიცით, ჩინეთი ფართობით საკმაოდ დიდი ქვეყანაა. განსხვავებულია ქვეყნის მასშტაბით კლიმატიც და, შესაბამისად, საცხოვრისის ტიპებიც. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე გარმორჩეული არქიტექტუტული ნიმუშია თულოუ.

თულოუ – (土楼) ჩინურიდან შეგვიძლია ვთარგმნოთ, როგორც მიწის კოშკი. ის წარმოადგენს თავდაცვითი ტიპის საცხოვრისს. თულოუს ნაგებობათა ყველაზე დიდი რაოდენობა ფუძიანის პროვინციაში არის კონცენტრირებული. ამ სტატიაში სწორედ მათზე გვექნება საუბარი.

თულოუს ტიპის შენობების აგება უკავშირდება ჩინეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ ეთნიკურ ჯგუფ ხაკკას (客家民系). ხაკკას ეთნიკური ჯგუფი  ოდითგანვე ცნობილი იყო მომთაბარეობით. თავდაპირველად ხაკკას ხალხი ჩინეთის ჩრდილოეთ ნაწილში ცხოვრობდა. თუმცა, თანგის დინასტიის მმართველობის პერიოდში (618-907წწ.), ხშირი ომიანობისა და ბუნებრივი კატაკლიზმების გამო ისინი სამხრეთში გადმოსახლდნენ.  ჩრდილოეთიდან სამხრეთში ჩამოსულ ხაკკას ხალხს ადგილობრივ მოსახლეობასთან ხშირად ჰქონდა დაპირისპირება, რის გამოც ისინი იძულებულნი გახდნენ საკუთარი საცხოვრებელი ციხე-სიმაგრედ ექციათ.   

თულოუს ტიპის საცხოვრისების მშენებლობა დიწყო სუნგის დინასტიის (960-1279წწ) დროს და ეს პროცესი გრძელდებოდა XX საუკუნემდე. თუმცა ყველაზე რთული კონსტრუქციები იგებოდა XVII-XVIII საუკუნებში. 

არსებობს თულოუს ორი ტიპი: ოთხკუთხა და მრგვლოვანი. სწორედ ეს უკანასკნელი არის ყველაზე ფართოდ გავრცელებული. შენობის დასახელებიდავე ვიგებთ, რომ მისი ძირითადი ნაწილი მიწისა და თიხისგან არის აგებული, თუმცა ნაგებობაში არის გამოყენებული სხვა სამშენებლო მასალებიც. 

თულოუს საძირკველი და მიწიდან რამდენიმე მეტრი ქვისაა. ეს საცხოვრისისათვის ერთი მხრივ, მტრისგან თავის დაცვის დამატებითი მექანიზმია, მეორე მხრივ კი, ის იცავს სახლს დატბორვისგან წყალდიდობის დროს. შენობას მხოლოდ ერთი, ცენტრალური კარიბჭე აქვს.  მიწიდან 5-10 მეტრის სიმაღლეზე ყრუ კედლებია, საცხოვრისს გარედან მხოლოდ რამდენიმე ფანჯარა აქვს და ისინი მაქსიმალურად მაღლაა განლაგებული.

თულოუს შენობა ძირითადად სამ სართულიანია, თუმცა არსებობს ოთხ სართულიანი თულოუც. შენობის სიმაღლე საშუალოდ 15-18 მეტრს აღწევს, გარშემოწერილობა კი 200 მეტრამდეა. კედლების სისქე 1,5-2 მეტრამდე მერყეობს.

საინტერესოა, რომ შენობა საძირკველში ფართოა, ზემოთ კი ვიწროვდება. ამგვარი კონსტრუქციის მეშვეობით, ის კარგად უძლებს ძლიერ ქარს, წვიმასა თუ მიწისძვრას. თულოუს სახურავები მთლიანად კრამიტისაა.

რაც შეეხება შიდა ნაწილს, მისი მთავარი ხიბლია, ხის უწყვეტი აივანი, რომელიც გარს შემოუყვება თითოეულ სართულს და ამით აერთიანებს ყველა ბინას. ამგვარი აივანი  იქცევს მნახველის ყურადღებას და შეიძლება ითქვას, რომ ის თულოუს ერთ-ერთი ყველაზე სახასიათო ელემენტია. მიუხედავად იმისა, რომ აივანი მთლიანად ხისაა, შიდა ოთახებში გვხვდება  ქვისა და აგურის კელდებიც — განსაკუთრებით ისეთ ადგილებში, სადაც ხშირად ანთებდნენ ცეცხლს. ამგვარი კედლები ხანძრის გაჩენის ალბათობას ამცირებენ. 

თულოუს შიდა ეზო მოსახლეების მთავარი შესაკრებელი ადგილია. უნდა აღინიშნოს, რომ სხვადასხვა თულოუში ეზო განსხვავებულად არის დატვირთული.  ეზოში  შეიძლება იყოს საერთო გამოყენების სამზარეულოები და სველი წერტილები, ასევე  საქონლის სადგომი ან  ზამთრის მარაგის შესანახი ოთახები. ასეთ შემთხვევაში ეზო თითქმის სავსეა დამატებითი შენობებით. თუმცა ზოგიერთი თულოუს შიდა ეზოში მეტი სივრცეა, და მასში მხოლოდ საკურთხეველი, ადგილობრივი სულებისადმი მიძღვნილი ტაძარი, ან სულაც მხოლოდ ჭა არის განთავსებული. ეზოს, თულოუში,  ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია აქვს. აქ იმართება მთავარი შეკრებები, დიდი წვეულებები, რელიგიური რიტუალები და ცხადია წყდება მნიშვნელოვანი საკითხები. 

აღსანიშნავია, რომ თულოუ საშუალოდ 500-600 მოსახლეს იტევდა, გამონაკლის შემთხვევაში ვხვდებით სახლებს, რომლებშიც 800-მდე მოსახლე ცხოვრობდა. ერთ შენობაში ძირითადად ერთი გვარის წარმომადგენლები სახლობდნენ, რომლებსაც ჰქონდათ მჭიდრო ნათესაური კავშირი. ერთი შენობის წევრებს შორის ქორწინება თითქმის არ ხდებოდა.

დღესდღეობით თულოუს მაცხოვრებელთა რაოდენობა მკვეთრად არის შემცირებული. საშუალოდ, აქ დაახლოებით 60-70 მუდმივი მოსახლეა. ისინი ძირითადად ტურისტულ სფეროში საქმიანობენ, რადგან ამ არქიტექტურულ მშვენებას ყოველდღიურად ასობით ტურისტი სტუმრობს. 

დღესდღეობით თულოუს მაცხოვრებელთა რაოდენობა მკვეთრად არის შემცირებული. საშუალოდ, აქ დაახლოებით 60-70 მუდმივი მოსახლეა. ისინი ძირითადად ტურისტულ სფეროში საქმიანობენ, რადგან ამ არქიტექტურულ მშვენებას ყოველდღიურად ასობით ტურისტი სტუმრობს. 

თულოუ ასახავს ხაკკას ხალხის ისტორიულ, სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობას საუკუნეების განმავლობაში. დღესდღეობით თულოუმ დაკარგა თავდაცვითი ფუნქცია და გადაიქცა ჩინური არქიტექტურის უნიკალურ ძეგლად. 2008 წელს ფუძიანის თულოუს ტიპის შენობები შეიტანეს იუნესკოს ძეგლთა დაცვის სიაში.

 

გამოყენებული ლიტერატურა

·      Discover the Tulou earth villages of the Fujian Hakka. (2007). From the Earth, https://web.archive.org/web/20080725091343/http://www.cityweekend.com.cn/beijing/articles/cw-magazine/travel/earth/.

·       Fujian Tulou. (2008). მოპოვებული UNESCO World Heritage Centre: https://whc.unesco.org/en/list/1113-დან

·       Fujian Tulou. (Jun 14, 2019). მოპოვებული https://www.aimircg.com/fujian-tulou/-დან

·       Huang, H. (2020). Fujian’s Tulou: A Treasure of Chinese Traditional Civilian Residence.

·       世界文化遗产. (2009). მოპოვებული http://www.fj.xinhuanet.com/tulou/index.htm-დან

·       清爽华安丨闽南土楼的发祥地. (2019). მოპოვებული https://baike.baidu.com/reference/10143115/663bjE37tk81rsKmKwd4ql9CnYWkpn9zJBX8yqgWsYNkPWs7GLenRy-7RXNf71pNFC6E36ixK4cFvKHjQfSXc1DxU7MPK1RjYq4ZnWCngTBZQP9sxTBUmJLKQn5SEp-DyDnZKTKmEEo0EZWJWuf4-IRTJx2XKmlNkA-დან

·       生土夯就的中国世界文化遗产——福建土楼. (2019). მოპოვებული https://baike.baidu.com/reference/10143115/c383PPex9o0gbbMiLGe9bDpiEsp3v9EUYuWeVnuhZ5oE7IDnzvdRfWLCk-kplKZHgZlOk7DZC6QtD650bETbpImJI9durbkELUaqYgANwoXd5zBmAOSAIzp8vJmZZ-1hCbqzMZ-J5iknrsVk-დან


ავტორი: ანუკა მახარაძე

Previous Post

ცინგის დინასტიის დროინდელი ჩაცმულობა და აქსესუარები

Next Post

ქართველები ჩინეთში XX საუკუნის პირველ ნახევარში

teona gelashvili

teona gelashvili

Next Post
ქართველები ჩინეთში XX საუკუნის პირველ ნახევარში

ქართველები ჩინეთში XX საუკუნის პირველ ნახევარში

Discussion about this post

ბოლო პოსტი

გამოიცა პირველი ქართულენოვანი წიგნი ჩინეთის ისტორიის შესახებ

გამოიცა პირველი ქართულენოვანი წიგნი ჩინეთის ისტორიის შესახებ

იანვარი 2, 2023

კალენდარი

თებერვალი 2023
ო ს ო ხ პ შ კ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728  
« იან    

ტეგების ღრუბელი

ახალიბარეშუმისგზა თანგის დინასტია იუენის დინასტია კონფუციონიზმი ლადახის მთიანეთი მაო ძედუნი მატეო რიჩი მინგის დინასტია მონტეკორვინი მონღოლთაიმპერია სავაჭროგზები სამი სამეფოს რომანი სამხრეთ ჩინეთის ზღვა სარტყელიდაგზაინიციატივა სიას დინასტია სინოლოგია სიძინპინი სტალინი სუნგის დინასტია ტაივანი ქაღალდის გავრცელება ქაშმირი შანგის დინასტია ჩენგიუ ჩინეთ-ამერიკა ჩინეთი ჩინეთის ისტორია ჩინეთის რესპუბლიკა ჩინეთის საგარეო პოლიტიკა ჩინური აღმოჩენები ჩინური იეროგლიფური დამწერლობა ჩინურიკულტურა ჩინური ლიტერატურა ჩინური ნაციონალიზმი ჩუნციოუ ცაო ცაო ცინგის დინასტია ცინის დინასტია ცინ შიხუანგტი ძველი ჩინური ფილოსოფია ძიაკუვენი ჭანკუო ჭოუს დინასტია ჭუ იუენჭანგი ხანის დინასტია

კატეგორიები

  • განხილვები
  • ეკონომიკა
  • ისტორია
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • პოლიტიკა
სინოლოგია

სინოლოგია

ყველა კატეგორია

  • განხილვები (4)
  • ეკონომიკა (4)
  • ისტორია (36)
  • კატეგორიის გარეშე (7)
  • კულტურა (26)
  • პოლიტიკა (18)

ბოლო ჩანაწერები

გამოიცა პირველი ქართულენოვანი წიგნი ჩინეთის ისტორიის შესახებ

გამოიცა პირველი ქართულენოვანი წიგნი ჩინეთის ისტორიის შესახებ

იანვარი 2, 2023

© 2020 Sinologia - ყველა უფლება დაცულია

No Result
View All Result
  • მთავარი გვერდი
  • ჩვენს შესახებ
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ისტორია
  • კულტურა
  • განხილვები

© 2020 Sinologia - ყველა უფლება დაცულია