სინოლოგია ~ გახლავთ ქართველი სინოლოგებისა და მკვლევარების მიერ შექმნილი საგანმანათლებლო და ანალიტიკური პლატფორმა, რომლის მიზანია ცოდნის კვლავწარმოება ჩინეთმცოდნეობის ისეთ მიმართულებებზე როგორებიცაა: პოლიტიკა, კულტურა, ისტორია, ეკონომიკა და სხვა. პლატფორმა ატარებს აკადემიურ ხასიათს, სადაც პოპულარულ სამეცნიერო ენაზე განთავსებულია მცირე ზომის სტატიები, რომელიც შეიცავს კვლევის ელემენტებს. მისი კარი ღიაა ყველა მსურველთათვის ვისაც სურს თავიანთი სტატიები განათავსოს ჩვენს პლატფორმაზე. ნებისმიერ მსურველს სტატიების თემატიკასთან დაკავშირებით შეუძლია მოგვმართოს, მიიღოს დამატებითი ინფორმაცია ან გაგვიზიაროს საკუთარი შეხედულებები.
პლატფორმის დამფუძნებლები და მკვლევრები:
შალვა ჩიხლაძე ~ ჩინეთის ახალი და უახლესი ისტორიის, საგარეო და გლობალური პოლიტიკის მკვლევარი.
- ჩინეთის კვლევების კავკასიური ასოციაციის პრეზიდენტი, ჩინეთის ჟენმინის უნივერსიტეტის, თანამედროვე ჩინეთის კვლევების მაგისტრი. ჩინეთი, პეკინი, 2018-2020.
- ჭეძიანგის უნივერსიტეტის ჩინური ენისა და კულტურის მიმართულება. ჩინეთი, ხანგჭოუ, 2016-2017.
- თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერების ბაკალავრი, მეორადი სპეციალობა შორეული აღმოსავლეთის რეგიონმცოდნეობა. საქართველო, თბილისი, 2013-2018.
- თანაავტორი წიგნებისა “ჩინეთის ისტორია” & “ჩინეთმცოდნეობის საფუძვლები”
ოთარ ჭიღლაძე ~ ჩინეთის ანტიკური და შუა საუკუნეების ისტორიის მკვლევარი.
- პეკინის უნივერსიტეტის, ჩინეთის ისტორიის მაგისტრანტი. ჩინეთი, პეკინი, 2019 – 2022.
- ჭეძიანგის უნივრსიტეტის ჩინური ენისა და კულტურის მიმართულება. ჩინეთი, ხანგჭოუ, 2016-2017.
- თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ბაკალავრი, მეორადი სპეციალობა შორეული აღმოსავლეთის რეგიონმცოდნეობა. საქართველო, თბილისი, 2014-2019.
- თანაავტორი წიგნებისა “ჩინეთის ისტორია” & “ჩინეთმცოდნეობის საფუძვლები”
თეონა გელაშვილი ~ თანამედროვე ჩინეთის პოლიტიკის მკვლევარი

- პეკინის საერთაშორისო ბიზნესისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის, საერთაშორისო ურთიერთობების (შორეული აღმოსავლეთს მიმართულებით) მაგისტრი. ჩინეთი, პეკინი, 2018-2020.
- ჭეძიანგის უნივერსიტეტის ჩინური ენისა და კულტურის მიმართულება. ჩინეთი, ხანგჭოუ, 2016-2017.
- თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერების ბაკალავრი, მეორადი სპეციალობა შორეული აღმოსავლეთის რეგიონმცოდნეობა. საქართველო, თბილისი, 2013-2018.
- თანაავტორი წიგნისა “ჩინეთმცოდნეობის საფუძვლები”