სამშაბათი, აპრილი 21, 2026
No Result
View All Result
Education Blog
  • მთავარი გვერდი
  • ჩვენს შესახებ
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ისტორია
  • კულტურა
  • CACS
სინოლოგია
No Result
View All Result
Home ისტორია

ქართველები ჩინეთში XX საუკუნის პირველ ნახევარში

shalva chikhladze by shalva chikhladze
ოქტომბერი 6, 2021
in ისტორია
1 min read
ქართველები ჩინეთში XX საუკუნის პირველ ნახევარში
Share on FacebookShare on TwitterLinkedin

საუკუნეთა განმავლობაში საქართველოდან ნებით თუ ძალით წასული მოქალაქეები, მნიშვნელოვან როლს თამაშობდნენ ევრაზ­იის ტერიტორიაზე არსებულ სხვადასხვა სახელმწიფოებში, როგ­ო­რც სამხედრო, პოლიტიკური თუ ეკონომიკური კუთხით. ამ მხ­რივ გამონაკლისი არც შორეული აღმოსავლეთი იყო, სადაც სხვა­დასხვა პერიოდში ქართველები ჩართულნი იყვნენ პოლიტიკურ და ეკონომიკურ პროცესებში და დიდი გავლენითაც სარგებ­ლო­ბდნენ. დანამდვილებით არავინ იცის თუ როდის და რა პირობებში მოხვდა შორეულ ჩინეთში პირველი ქართველი, თუმცა პირველი სათვისტომოს გაჩენა მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარსა და ქალაქ ხარპინს უკავშირდება. პოლიტიკური და ეკონომიკური ფაქტორების გამო, შორეულ აღმოსავლეთში რუსეთის იმპერიის სხვადასხვა წერტილიდან იქ თავი მოიყარა სხვადასხვა ეთნი­კურმა ჯგუფმა, მათ შორის ქართველებმაც. ქართული სათვი­სტომოს შესახებ ცნობები და საარქივო მასალები მეტნაკლებად ადრეც არსებობდა, თუმცა კვლევამ ბევრ ახალი ფაქტი გახადა ცნობილი, რომელიც უფრო ფართო სურათს ქმნის თუ რას და როგორ საქმიანობდა ქართული სათვისტომო აღმოსავლეთში. ქართული, ჩინური და რუსული წყაროების შედარებით დად­გინდა რომ ხარპინის ქართველი მაცხოვრებლები ჩართული იყვნენ როგორც ეკონომიკურ და სამეწარმეო საქმიანობაში, ისინი აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ როგორც ადგილობრივ პოლი­ტიკურ პროცესებში, ასევე კავშირში იყვნენ საქართველო დემო­კრატიულ რესპუბლიკასთანაც. კიდევ ერთი ქართველი, რომელმაც საინტერესო კვალი დატ­ოვა ჩინეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში იყო კომინტერნის წევრი ბესარიონ ლომინაძე. 1927 წელს დასრულდა სამწლიანი ეროვ­ნ­ული თანხმობა კომუნისტურ და ნაციონალისტურ პარტიას შორის და მათ შორის ანტაგონიზმი კიდევ უფრო გაიზარდა. სწო­რედ ამ პერიოდში კრემლმა ინსტრუქტაჟისთვის მიავლინა კომი­ნტერნის ახალი დელეგაცია ბესარიონ ლომინაძისა და ჰეინც ნეუმანის ხელმძღვანელობით. კომინტერნის მეცადინეობით კომ­პარტიის ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარის თანამდებ­ობიდან გადააყენეს ჩენ ტუსიოუ და აირჩიეს ახალი პოლიტბიურო. მეტიც, ლომინაძისა და ნეუმანის ჩართულობით ახალგაზრდა მაო ძედუნი დროებით წევრად შევიდა პოლიტბიუროში, რითითაც მისი გავლენა საგრძნობლად გაიზარდა. კომინტერნის საქმიანობა მხოლოდ ამით არ შემოიფარგლა, მათ რეკომენდაციები გასცეს შეიარაღებული წინააღმდეგობის დაწყებასა და ადგილობრივ აჯანყებებზე, რომლის წარუმატებლობაც გარკვეულწილად გახდა დამოკლეს მახვილი ლომინაძის თავზე. კიდევ ერთი ქართველი ბოლშევიკი, რომელიც ჩინეთის სამო­ქალაქო ომში კრემლის უშუალო წარმომადგენელი იყო ალექსა­ნდრე (ალიოშა) სვანიძე გახლდათ. სვანიძე სტალინის პირველი ცოლის ძმა იყო, რომელიც სხვადასხვა დროს გავლენიან თანამ­დებობს იკავებდა. 1934 წელს როგორც სახელმწიფო ბანკის წარმ­ომადგენელი და დესპანი, სვანიძე სინძიანგში ჩადის და იქაურ სამხედრო მმართველს შენგ შიცაის რეგიონის ეკონომიკურ, ფინ­ანსურ და სამხედრო მოდერნიზებაში დირექტივებს აძლევს. სვან­იძე რეგიონში გარკვეული პერიოდი რჩება და ორგანიზაციულ საკითხებს კურირებს, რის გამოც არაერთი ვერბალური თუ წერი­ლ­ობითი მადლობა მიიღო ადგილობრივი მმართველებისგან. ქართულ აკადემიაში ზემოთხსენებული ეპიზოდები ფაქტობ­რივად არ არის შესწავლილი, არადა სვანიძეც და ლომინაძეც საკმ­აოდ მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ადგილობრივ პროც­ესებში როგორც საბჭოთა კავშირის წარმომადგენლები. კვლევა პირველი მცდელობაა, თავი მოუყაროს ქართველების ჩართულობას ჩინ­ეთის პოლიტიკურ და ეკონომიკურ პროცესებში მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში, აღწეროს მათი პიროვნული და პროფესიული როლი ჩინეთის სამოქალაქო ცხოვრებაში. კვლევა ეფუძნება ქართ­ულ, ინგლისურ, რუსულ და ჩინურ წყაროებს, რაც ერთიანობაში ფართო სურათს იძლევა და ფაქტების გადამოწმებას შესაძლ­ებ­ელს ხდის.

სტატიის სანახავად გადადით ბმულზე:https://www.researchgate.net/publication/355093966_kartvelebi_chinetshi_XX_saukunis_pirvel_nakhevarshi_Georgians_in_China_in_the_first_half_of_the_20th_century

Previous Post

ჩინური ტრადიციული არქიტექტურის საოცრება – თულოუ

Next Post

საერთაშორისო კონფერენცია “სინოლოგია, ერთი სარტყელი ერთი გზა”

shalva chikhladze

shalva chikhladze

Next Post
საერთაშორისო კონფერენცია “სინოლოგია, ერთი სარტყელი ერთი გზა”

საერთაშორისო კონფერენცია "სინოლოგია, ერთი სარტყელი ერთი გზა"

Discussion about this post

ბოლო პოსტი

ჩინეთის საიმპერატორო საგამოცდო სისტემა

ჩინეთის საიმპერატორო საგამოცდო სისტემა

იანვარი 19, 2026

კალენდარი

აპრილი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  
« იან    

ტეგების ღრუბელი

თანგის დინასტია იუენის დინასტია კონფუციონიზმი ლადახის მთიანეთი მაო ძედუნი მატეო რიჩი მინგის დინასტია მონტეკორვინი სამი სამეფოს რომანი სამხრეთ ჩინეთის ზღვა სიას დინასტია სინოლოგია სინხაის რევოლუცია სიძინპინი სტალინი სუნგის დინასტია ტაივანი ქაღალდის გავრცელება ქაშმირი შანგის დინასტია ჩაგვრის საუკუნე ჩენგიუ ჩინეთ-ამერიკა ჩინეთი ჩინეთის ისტორია ჩინეთისისტორია ჩინეთისკვლევებისკავკასიურიასოციაცია ჩინეთის რესპუბლიკა ჩინეთის საგარეო პოლიტიკა ჩინური აღმოჩენები ჩინური იეროგლიფური დამწერლობა ჩინურიკულტურა ჩინური ლიტერატურა ჩინური ნაციონალიზმი ჩუნციოუ ცაო ცაო ცინგის დინასტია ცინის დინასტია ცინ შიხუანგტი ძველი ჩინური ფილოსოფია ძიაკუვენი ჭანკუო ჭოუს დინასტია ჭუ იუენჭანგი ხანის დინასტია

კატეგორიები

  • CACS
  • ეკონომიკა
  • ისტორია
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • პოლიტიკა
სინოლოგია

სინოლოგია

ყველა კატეგორია

  • CACS (4)
  • ეკონომიკა (4)
  • ისტორია (39)
  • კატეგორიის გარეშე (12)
  • კულტურა (36)
  • პოლიტიკა (19)

ბოლო ჩანაწერები

ჩინეთის საიმპერატორო საგამოცდო სისტემა

ჩინეთის საიმპერატორო საგამოცდო სისტემა

იანვარი 19, 2026

© 2020 Sinologia - ყველა უფლება დაცულია

No Result
View All Result
  • მთავარი გვერდი
  • ჩვენს შესახებ
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ისტორია
  • კულტურა
  • CACS

© 2020 Sinologia - ყველა უფლება დაცულია