ავტორი: ზურაბ მამნიაშვილი
პლატფორმა sinologia.ge-ს ადმინისტრაციის კომენტარი: სტატია ჩინური კალენდრის შესახებ წარმოადგენს პირველ ქართულ, ვრცელ ნაშრომს მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ცივილიზაციის კალენდარული ტრადიციის შესახებ. ვიმედოვნებთ რომ აღნიშნული სტატია ქართველი მკითხველისთვის ბევრი საინტერესო ინფორმაციის მიმცემი აღმოჩნდება და მადლობა ვუხდით ბატონ ზურაბ მამნიაშვილს გაწეული შრომისთვის.
1. კალენდრის განსაზღვრება და ტიპები (日历的概念及种类)
კალენდარი [1] ციური სხეულების მოძრაობის [2] პერიოდულობაზე დამყარებული, დროის დიდ მონაკვეთებად (დღეებად, თვეებად, წლებად) დაყოფისა და ათვლა-აღრიცხვის სისტემაა, რომელიც გამოიყენება სოციალური, სამეურნეო, რელიგიური და კულტურული მიზნებისათვის. კალენდრის საშუალებით ვგეგმავთ მუშაობისა და დასვენების დროს, თვალს ვადევნებთ მნიშვნელოვანი თარიღების მოახლოებას, ვემზადებით რომელიმე სეზონის დადგომისთვის, ვითვლით რაიმე მოვლენის ხანგრძლივობას და ა.შ. ადამიანთა ისტორიული განვითარების პროცესმა თავისთავად მოითხოვა დროის აღრიცხვის ისეთი სისტემის შექმნა, რომელიც მათ საკუთრივ დროის ათვლის გარდა, გარემო პირობების (მცენარეული საფარის, მდინარეებისა და ზღვების დონის, ცხოველთა ქცევის და ა.შ.) პერიოდული ცვლილებების მიმართ მზადყოფნაშიც დაეხმარებოდა და ეს იყო პირველი კალენდრების შექმნის მთავარი მიზანი. მაგ., მსოფლიოში უძველესი, ეგვიპტური კალენდარი [სურ. 1], მდ. ნილოსის პერიოდულად მოდიდების გათვლასთან არის დაკავშირებული, რადგან ამ დროს თუ ეგვიპტელ გლეხებს მოსავალი აღებული არ ჰქონდათ, მას წყალი წალეკავდა.

აღსანიშნავია, რომ ეგვიპტური კალენდრები არამარტო მთვარისა და დედამიწის, არამედ ცის თაღზე ვარსკვლავთა მოძრაობასაც ეფუძნებოდნენ, რადგან ახალი წელი, რომელიც ზაფხულის მზებუდობის [3] მომენტიც იყო, სირიუსის [4] ჰელიაკური ამოსვლის [5] დღიდან იწყებოდა. ასტრონომიული მოვლენები არის ის მთავარი ბაზა რომელსაც ეყრდნობა ნებისმიერი კალენდარი. კალენდრის ტიპიც განისაზღვრება იმის და მიხედვით, თუ რომელი ასტრონომიული მოვლენა უდევს მას საფუძვლად. სულ არსებობს კალენდრის 3 ძირითადი ტიპი ე.ი. სულ გვაქვს სამი სახეობის კალენდარული სისტემა, ესენია:
1. მთვარისმიერი ანუ ლუნარული კალენდარი (阴历, 太阴历);
2. მზისიერი ანუ სოლარული კალენდარი (太阳历, 阳历);
3. მთვარე-მზისიერი ანუ ლუნისოლარული კალენდარი (阴阳历, 阴阳合历, 太阴太阳历, 农历).
განვიხილოთ თითოეული მათგანი:
1. მთვარისმიერი (ლუნარული) კალენდარი (阴历, 太阴历)

მთვარის ზედაპირის განათებული და ბნელი მხარეების ციკლური მონაცვლეობა ანუ მთვარის ფაზების (月相, 朔望月) ცვლა, ციურ მოვლენებში, შეუიარაღებელი თვალით ყველაზე ადვილად დაკვირვებადი ისეთი პერიოდული მოველნაა, რომელიც ადამიანებს დღეა-ღამეზე უფრო დიდ დროის აღსარიცხ ერთეულად (მთვარისმიერ თვედ და წლად) მარტივად შეეძლოთ გამოეყენებინათ. ამიტომ კალენდრებს შორის ყველაზე ადრე მთვარის კალენდარი შეიქმნა. მთვარის ფაზების ცვლა ანუ მზის მიერ მთვარის განათებული ნაწილის ხილულობის ცვლა დედამიწელი დამკვირვებლისთვის, განპირობებულია დედამიწის, მთვარის და მზის ურთიერთგანლაგების ცვლით [სურ. 2]. მზე მთლიანად ანათებს მისკენ მიქცეულ მთვარის ნახევარსფეროს,მაგრამ მთვარის დედამიწის გარშემო მიმოქცევის გამო,მზის მიერ მთვარის განათებულ ნაწილს, დედამიწიდან სხვადასხვა კუთხით ვხედავთ, შედეგად განათებული ნაწილი ჩვენთვის სხვადასხვა სიდიდით მოჩანს. როცა მთვარე დედამიწასა და მზეს შორისაა, ის საერთოდ არ მოჩანს, რადგან განათებული ნაწილი დამკვირვებლისგან საპირისპირო მხარესაა მიქცეული, ეს ახალი მთვარეა (新月, 朔月) 🌑︎, შემდეგ გამოჩნდება მცირე განათებული ნაწილი ანუ ახალგაზრდა, ნამგალა მთვარე (眉月, 娥眉月, 蛾眉月) 🌒︎, შემდეგ – პირველი მეოთხედფაზა (上弦月, 盈凸月) 🌓︎, შემდეგ – მატებადი მთვარე (上凸月, 盈凸月) 🌔︎, შემდეგ – სავსე მთვარე (满月, 望月) 🌕︎, შემდეგ – კლებადი მთვარე (下凸月, 亏凸月) 🌖︎, შემდეგ – მეოთხედფაზა (下弦月) 🌗︎ და სულ ბოლოს, ძველი მთვარე (残月) 🌘︎ [6]. ეს პროცესი გრძელდება უწყვეტად და ზუსტად ამ თანამიმდევრობით. მთვარის რომელიმე ფაზის დადგომიდან მის ხელმეორედ დადგომამდე (მაგ. ერთი ახალმთვარეობიდან მეორემდე) გასული დრო, არის მთვარისმიერი ანუ ლუნარული (იგივე სინოდური) თვე (朔望月). ეს არის დრო რომელსაც ანდომებს მთვარე დედამიწის გარშემო ერთხელ შემოვლას. ასეთი თვის ხანგრძლივობა არ არის მუდმივი და მერყეობს 29 დღეს, 6 საათს, 15 წუთსა (29.27 დღესა) და 29 დღეს, 19 საათს, 12 წუთს (29.83 დღეს) შორის, რაც გამოწვეულია მზის გარშემო დედამიწის და დედამიწის გარშემო მთვარის არათანაბარი სიჩქარით მოძრაობით. საშუალო მნიშვნელობას თუ ავიღებთ ყოველ მთვარისმიერ თვეში არის (29.27+29.83) / 2 = 29.5 კალენდარული დღე. მთვარე წელიწადის 4 დროის (სეზონის) განმავლობაში 12 – ჯერ იცვლის თავის ფაზებს ანუ სრულდება ფაზების შეცვლის 12 ციკლი (გადის 12 მთვარისმიერი თვე). დროის ამ მონაკვეთს დღეებში თუ გამოვსახავთ, ეს არის 354 დღე, რაც 1 მთვარისმიერ ანუ 1 ლუნარულ (სინოდურ) წელს შეესაბამება. როგორც უკვე ვთქვით, მთვარისმიერ წელში ერთი თვის საშუალო ხანგრძლივობა 29.5 დღეა (354 დღე /12 თვე = 29.5 დღე), მაგრამ დღეების კალენდარულად აღსარიცხად საჭიროა მთელი (ნატურალური) რიცხვების გამოყენება, ამიტომ, მაგ., ჩინურ მთვარისმიერ კალენდარში (რომელიც ჩინური მთვარისმიერ-მზისიერი (ლუნისოლარული) კალენდრის ნაწილია და მას ქვემოთ განვიხილავთ), რიგი თვეებისა 29 დღიანია (小月), რიგი კი 30 დღიანი (大月), ისე, რომ მათი ჯამური რაოდენობა გვაძლევს მთელ რიცხვს – 354 დღეს. წელიწადის ფაქტობრივ ხანგრძლივობასთან [7] პირველი მთვარისმერი კალენდრების ეს 11 დღიანი სხვაობა [8] (365-354=11) რამდენიმე წელში უკვე დიდი ცდომილებას იწვევდა. მაგ., მთვარისმიერი კალენდრით იდგა გაზაფხული, ფაქტობრივად კი იყო ზაფხული. ამის გამო, ადამიანები მთვარის ფაზებს კალენდრის საფუძვლად იყენებდნენ მანამ, სანამ მონადირეობასა და შემგროვებლობას მისდევდნენ, ხოლო როცა ისინი მიწათმოქმედებაზე გადავიდნენ და ერთ კონკრეტულ ადგილს მიეჯაჭვნენ, აუცილებელი გახდა სამიწათმოქმედო სამუშაოების წელიწადის დროთა ცვლასთან შეთანხმება. საჭირო იყო შექმნილიყო კლიმატის სეზონური ცვლის და წელიწადის ხანგრძლივობის უფრო ზუსტად გამომხატველი, 365 დღიანი, მზისიერი კალენდარი (太阳历, 阳历).
ამჟამად, სუფთა მთვარისმიერი კალენდრები ძირითადად გავრცელებულია ისლამურ ქვეყნებში, მაგ., ასეთია ისლამური კალენდარი – ჰიჯრა (伊斯兰历, ინგ. Hijri calendar, Muslim calendar).
2. მზისიერი (სოლარული) კალენდარი (太阳历, 阳历)
მზისიერ კალენდარს საფუძვლად უდევს, მზისიერი ანუ ტროპიკულ წელი (太阳年, 回归年). ტროპიკული წელი არის დრო (დღეების რაოდენობა), რომელიც სჭირდება დედამიწას მზის გარშემო ერთი სრული ბრუნის გასაკეთებლად. დედამიწის ერთი სრული ბრუნის დასაფიქსირებლად, ადამიანებმა გამოიყენეს ისეთი ადვილად დაკვირვებადი ასტრონომიული მოვლენები, რომლებიც ყოველ წელს, არაუმეტეს 2 დღიანი სხვაობისა, ზუსტად ერთი და იმავე დროს მეორდებიან, ამასთან, სეზონების ცვლასთან და ხანგრძლივობასთან პირდაპირ არიან დაკავშირებული. ესენია: დღეღამტოლობა (ბუნიობა, 分点, ინგ. Equinox) და მზებუდობა (ნაბუნიობა, 至点, ინგ. Solstice). მზებუდობაა როდესაც შუადღის მზე, მთელი წლის სხვა დღეებთან შედარებით, ჰორიზონტის ხაზიდან უმაღლეს წერტილში ადის და ეს დღე ასევე მთელი წელის დღეებს შორის მაქსიმალურად გრძელია (ზაფხულის მზებუდობა, 夏至, ინგ. Summer solstice, 21-22 ივნისი) ან როდესაც ჰორიზონტის ხაზიდან უდაბლეს წერტილში იმყოფება და ეს დღე, ასვე, მთელი წლისთვის მაქსიმალურად მოკლეა (ზამთრის მზებუდობა, 冬至, ინგ. Winter solstice, 21-22 დეკემბერი); დღეღამტოლობაა როდესაც დღისა და ღამის ხანგრძლივობა ერთმანეთის ტოლი ხდება გაზაფხულეზე (გაზაფხულის დღეღამტოლობა, 春分, ინგ. Spring Equinox, 20-21 მარტი) და შემოდგომაზე (შემოდგომის დღეღამტოლობა, 秋分, ინგ. Autumn Equinox, 22-23 სექტემბერი). მზისიერი წლის ხანგრძლივობა განისაზღვრა დღეთა რაოდენობით ერთი მზებუდობიდან მომდევნო მზებუდობამდე ან ერთი დღეღამტოლობიდან მომდევნომდე, მაგრამ ისიც არ აღმოჩნდა მთელი რიცხვი და (დღევანდელი ზუსტი გამოთვლებით) უდრის 365 დღეს, 5 საათს, 48 წუთსა და 46 წამს (იგივე 365.24217 დღეს). რადგანაც სამოქალაქო კალენდრისთვის საჭიროა დღეების მთელი რაოდენობა, გრიგორიანულ კალენდარში, რომელსაც ამჟამად ვიყენებთ, დაფიქსირებულია 365 დღე, მაგრამ წელიწადის კალენდარული და ფაქტობრივი (ასტრონომიული) ხანგრძლივობის სინქრონიზაციისათვის, კალენდარულ წელში, გარკვეული პერიოდულობით (ჩვულებრივ 4 წელიწადში ერთხელ) საჭირო ხდება ერთი დღის ჩამატება და ვიღებთ 366 დღიან წელს ანუ ნაკიან წელიწადს (闰年) [9].

ძველმა ჩინელებმა, მზებუდობისა და დღეღამტოლობის მომენტების ზუსტად დადგენა მზის ჩრდილის საათის ანუ გნომონის (圭表) საშუალებით შეძლეს. გნომონი არის ძველებური ასტრონომიული ინსტრუმენტი, მზის ჩრდილის საზომი ერთგვარი ხელსაწყო, რომელიც წარმოადგენს ჰორიზონტალურ დანაყოფებიან შიმშას (圭), ჩრდილოეთისკენ მიმართულ ბოლოზე დამაგრებული ვერტიკალური ჭოკით (表), ისე, რომ შუადღისას, ჭოკის ჩრდილი პირდაპირ შიმშას დანაყოფებიან ზედაპირს ეცემა [სურ. 3]. ჩრდილის სიგრძე იცვლება ზენიტისკენ მზის ასვლის სიმაღლის მიხედვით. რაც უფრო მაღლაა მზე, შიმშას ჩრდილი მით უფრო მოკლეა, რაც უფრო დაბლაა მზე – შიმშას ჩრდილი მით უფრო გრძელია. მთელი წლის განმავლობაში გნომონით დაკვირვების შედეგად დგინდება ის დღეები, როცა შუადღისას (正午) ჩრდილი მაქსიმალურად გრძელია ან მაქსიმალურად მოკლეა, რაც ზამთრის და ზაფხულის მზებუდობის თარიღებს შეესაბამება. უენის ეპოქის (元朝) ცნობილი ასტრონომისა და მათემატიკოსის გო შოუძინგის (郭守敬, 1231-1316 წწ.) მიერ შექმნილი 12.8 მეტრიანი გნომონით დადგენილი წელიწადის ხანგრძლივობა (365.2425 დღე), თავის სიზუსტით, 300-ზე მეტი წლის შემდეგ, ევროპელთა მიერ შედგენილ გრიგორიანული კალენდრისას უტოლდებოდა.
ერთი მხრივ, მზისიერი კალედნრით დადგენილი წელიწადის, თვეებისა და სეზონების ხანგძლივობა მთვარის კალედრისაზე ბევრად უფრო ზუსტი იყო, მაგრამ მეორე მხრივ, მთვარის კალენდრის კულტურა და მთვარის ფაზებთან დაკავშირებული სადღეასწაულო თუ რელიგიური თარიღები უკვე მყარად დამკივდრდა ჩინელთა ყოველდღიურ ცხოვრებაში [10]. მაგ., (ჩინური) ახლი წელი, იგივე გაზაფხულის დღესასწაული (春节), იწყება ზამთრის მზებუდობის შემდეგ, მეორე ახალი მთვარის (新月, 朔月) გამოჩენის დღეს, ეს არის 1-ლი მთვარისმიერი თვის (正月), 1-ლი რიცხვი (初一); შუა შემოდგომის დღესასწაული (中秋节) დგება სავსემთვარეობის (满月, 望月) ღამეს, მე-8 მთვარისმიერი თვის მე-15 დღეს (八月十五); ამის გარდა სხვადასხვა რელიგიური რიტუალების თარიღებიც პირდაპირ მთვარის ფაზებთანაა დაკავშრირებული და მათი ზუსტად განსაზღვრა სუფთა მზისიერი კალენდრით შეუძლებელია. ყოველივე ამის გამო, ჩინელებმა შექმნეს საკუთარი მთვარე-მზისიერი (ლუნისოლარული) კალენდარი, რომელიც ზუსტად ადგენდა როგორც სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებისთვის აუცილებელ, წლის სეზონებისა და შესაბამისად, მთლიანი წელიწადის ხანგრძლივობას, ასევე კულტურულ-რელიგიური ღონისძიებების დათარიღებისთვის საჭირო მთვარის ფაზების ცვლასაც.
3. მთვარე-მზისიერი (ლუნისოლარული) კალენდარი
(农历, 阴阳历, 阴阳合历, 太阴太阳历)
არსებობს ინდური (维克拉玛历, ვიქრამ-სამვატი), ებრაული (希伯来历, ხალუახაივღი), ოსმალური (鲁米历 რუმი თაკვიმი), ტიბეტური (藏历, ლოთო) და სხვა ლუნისოლარული კალენდრები. ჩვენ დაწვრილებით განვიხილავთ მხოლოდ ჩინურ კალენდარს (ტრადიციულ ჩინურ ლუნისოლარულ კალენდარს), რომლის პოპულარული სახელწოდებაა – ნუნგლი (农历) [11].
მოკლე ისტორია 历史简述. ისტორიული განვითარების პროცესში ჩინელებმა 100 – ზე მეტი კალენდარი შექმნეს, მათ შორის აღსანიშნავია: ① სიას კალენდარი (夏历, 殷历, 古历), რომელსაც სიას და შანგის (夏, 商, ძვ.წ. XXI – XI საუკუნეები) ეპოქებში იყენებდნენ. ეს კალენდარი ძირითადად მთვარის ფაზების ცვლას ეყრდნობოდა, მაგრამ ცაზე მზის მოძრაობის ციკლსაც ითვალისწინებდა, ანუ იყო ჩინური მთვარე-მზისიერი კალენდრის პირველსახე. აღსანიშნავია, რომ შანგის ეპოქის სამკითხაო წარწერებში [12] (甲骨文) გვხვდება ციური სხეულების და მოვლენების აღმნიშვნელი სიტყვები: 日, 月 (მზე, მთვარე), 星 (ვარსკვლავი), 日食, 月食 (მზის დაბნელება, მთვარის დაბნელება) და სხვ.; ② თაიჩული (太初历) – დასავლეთ ხანის დინასტიის (西汉) იმპერატორ ხან უტის (汉武帝, ძვ.წ. 156 – 87 წწ.) მიერ დაკანონებულ ამ ლუნისოლარულ კალენდარში პირველად ჩაიწერა წლის 24 სეზონი (二十四节气) და დაფიქსირდა წელიწადის ხანგრძლივობა – 365.25 დღე. შემდგომი თანგისა და სუნგის ეპოქებში (唐宋, VII-XII საუკ.) ჩინური კალენდრების სიზუსტე კიდევ უფრო გაიზარდა, ამ დროს შეიქმნა ცნობილი კალენდარი ტამინგლი (大明历); ③ შოუშშილი (授时历) – ზემოთ ნახსენები უენის დინასტიის (元, XIII-XIV საუკ.) დროინდელი ასტრონომის გო შოუძინგის მიერ შექმნილ ამ კალენდარში, წელიწადის ხანგრძლივობა თავისი სიზუსტით უკვე თანამედროვე გრიგორიანული კალენდრისას მაქსიმალურად მიუახლოვდა (365.2425 დღე). ④ შშისიენლი (时宪历) – მინგისა და ცინგის დინასტიის დროს (明, 清, XIV- XIX საუკ.), გერმანელი იეზუიტელი მისიონერის შან ფონბელის (汤若望, გერ. Johann Adam Schall von Bell, 1592-1666 წწ.) დახმარებით შეიქმნა, კიდევ უფრო სრულყოფილი მთვარე-მზისიერი კალენდარი, რომელსაც საფუძვლად დაედო ევროპელ ასტრონომთა ცოდნა, კერძოდ ეკლიპტიკაზე მზის მდებარეობის [13] მიხედვით [იხ. სურ. 4], და არა გნომონის ჩრდილის დახმარებით, წელიწადის სეზონების ხანგრძლივობის, დღეღამტოლობისა და მზებუდობის თარიღების ზუსტად განსაზღვრის წესი. 1902 წელს, ცინგის დინასტიის (清朝, 1616-1911 წწ.) მთავრობამ არ გაითვალისწინა ცნობილი ლიბერალი სწავლულის და საზოგადო მოღვაწის ლიანგ ციჩაოს (梁启超, 1873 – 1929 წწ.) მოწოდება, ქვეყნის გრიგორიანულ კალენდარზე გადასვლის შესახებ.

⑤ რესპუბლიკური კალენდარი (国民纪元). 1912 წელს, ქ. ნანკინში, ჩინეთის რესპუბლიკის დროებითმა მთავრობამ (南京临时政府), ოფიციალურად გამოაცხადა კალენდარი, რომელიც წელთაღრიცხვის დაწყების თარიღის გარდა ყველაფერში გრიგორიანულს ემთხვეოდა. ამის შემდეგ ჩინეთში, წელთაღრიცხვა ჩინეთის რესპუბლიკის დაარსების (1912 წ.) და არა რომელიმე იმპერატორის ტახზე ასვლის (帝王年号) [14] ან ქრისტესშობის წლიდან იწყეობდა. ამიტომ გრიგორიანული კალენდრის 1912 წელს შეუსაბამეს რესპუბლიკის 1-ლი წელი (民国1年), 1913 წელს – რესპუბლიკის მე-2 წელი (民国2年) და ა.შ [15]. მიუხედავად ამისა ჩინელთა უმრავლესობა დაბადების, გარდაცვალების, ქორწინების, დღესასწაულების და ა.შ. თარიღების აღსანიშნად მაინც ტრადიციულ ჩინურ კალენდარს, ნუნგლის (农历) იყენებდა. ასე გაგრძელდა 1949 წლამდე. ⑥ ახალი სტილის, საყოველთაო, დასავლური, გრიგორიანული კალენდარი (公历, 西历, 格里历) – ეს ზუსტად ისეთი კალენდარია როგორიც ჩვენთან და დასავლეთის ქვეყნებში გამოიყენება და ის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის (中华人民共和国, 1949 წ. -დან) გამოცხადების მომენტიდან დღემდე ოფიციალურად მოქმედებს მატერიკული ჩინეთის (中国大陆) ტერიტორიაზე. თუმცა ქვეყნის თვითმყოფად კულტურასთან დაკავშირებული ტრადიციული დღესასწაულების აღნიშვნა, მაგ., გაზაფხულს დღესასწაულის, იგივე ჩინური ახალი წლის (春节), მიცვალებულთა მოხსენიების დღის (清明节), შუა შემოდგომის დღესასწაულის (中秋节) და ა.შ. ძველებურად ჩინური კალენდრით დადგენილი თარიღების მიხედვით ხდება. გარდა ამისა მრავალი ისტორიულად მნიშვნელოვანი მოვლენის სახელწოდებაც ჩინური კალენდრის თარიღის მიხედვით არის დამკვიდრებული და არ შეცვლილა მაგ., უ-სსუის (წლის) რეფორმები (戊戌变法) [16], ძია-უს (წლის) ომი (甲午战争) [17], სინ-ხაის რევოლუცია (辛亥革命) [18] და ა.შ. თანამედროვე ოფიციალური ჩინური კალენდარი (ნუნგლი) შედეგნილია ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიის ძძიძინშანის მთის ობსერვატორიის მიერ [19].
现代农历的组成部分 თანამედროვე ჩინური კალენდრის შემადგენელი ნაწილები:
I. მზისიერი ანუ სოლარული ნაწილი (阳历部分)

როგორც სურათებზე ვხედავთ [იხ. სურ. 5, 6], თანამედროვე ჩინური კალენდრის ონლაინ და მობილური ტელეფონის ვერსიებიც, პირდაპირ ოფიციალურ გრიგორიანულ კალენდარზეა დადებული, ისე, რომ ადვილი იყოს ორი სხვადასხვა კალენდარული სისტემის თარიღებისთვის ერთდროულად თვალის დევნება. ჩინური კალენდრის სოლარული ნაწილი არის წლის 24 სამეურნეო სეზონის (二十四节气) [20] აღმნიშვნელი სახელები (მაგ., 立春, 春节, 雨水, 小寒) და თარიღები (სრული ჩამონათვალი, იხ. ცხრილი 1). 24 სამეურნეო სეზონის შესახებ ჩანაწერები პირველად მებრძოლ სამეფოთა ხანაში (战国时期, ძვ. წ. 475-221 წწ.) გამოჩნდა, ხოლო დასავლეთ ხანის (西汉 ) ეპოქაში ეს თარიღები უკვე კალენდარშიც (《太初历》- ში) შეიტანეს. 24 სამეურნეო სეზონი მზისიერ ანუ ტროპიკულ წელთან პირდაპირ კავშირშია. ცის თაღზე, ეკლიპტიკის წრეზე, მზის წარმოსახვით წრიულ (360° – იან) მოძრაობას ჩინელები ძველი დროიდან აკვირდებოდნენ. მათ თავიდან ეკლიპტიკა წლის 4 სეზონის (春, 夏, 秋, 冬) შესაბამის 4 სექტორად დაჰყვეს, შემდეგ სექტორების რაოდენობა 8 ტრიგრამის [21] შესაბამისად ჯერ 8-მდე, ბოლოს კი 24 -მდე გაიზარდეს, რათა მცირე სეზონური ცვლილების დაფიქსირებაც შესაძლებელი ყოფილიყო. თითო სექტორი, რომლის საწყისი წერტილი იყო სეზონის დაწყების შესაბამისი ეკლიპტიკური გრძედი, ბოლო წერტილი კი სეზონის დასასრულის და მომდევნო სეზონის დასაწყისის ეკლიპტიკური გრძედი, შეესაბამებოდა ეკლიპტიკის წრეზე მზის 15° -იან გადაადგილებას. მაგ., გაზაფხულის ბუნიობა (春分) – 0° [21 მარტი], წმინდა ნათელი (清明) – 15° [5 აპრილი], ხორბლეულის წვიმა (谷雨) – 30° [20 აპრილი] – და ა.შ. სასოფლო სამეურნო სამუშაოების თვალსაზრისით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო რომელიმე სეზონის ასევე ბუნებრივი მოვლენების (წვიმების, ყინვების და ა.შ.) დადგომის დროისა და ხანგრძლივობის ცოდნა, რაც ტროპიკული წლის ასტრონომიული მონაცემების ცოდნით მიიღწეოდა და მთვარის კალენდარზე ბევრად ზუსტი იყო. მთვარის კალენდრის წლის (ლუნარული წლის) სეზონებთან სინქრონიზაცია 24 სეზონის თარიღების მიხედვით ხდებოდა.

24 სეზონის სისტემის საკვანძო მომენტებია მზებუდობისა (ზაფხულის და ზამთრის ნაბუნიობის, 夏至, 冬至) და დღეღამტოლობის (გაზაფხულის და შემოდგომის ბუნიობის, 春分, 秋分) თარიღები, რომელთა საერთო სახელწოდებაა 分至点, ასევე თითოეული სეზონის დაწყების დღე (立春, 立夏, 立秋, 立冬). 24 სეზონის სისტემა, რამდენადმე განსხვავებული სახით, ჩინეთის მეზობელ ქვეყნებშიც (მაგ., იაპონიაში, კორეაში, ვიეტნამში) გავრცელდა და მათი კულტურის ნაწილად იქცა.
საყურადღებო მომენტი 注意点: ჩინური კალენდრის სოლარული სისტემით, ახალი წელი იწყება გაზაფხულის დასაწყისის (立春) სეზონით [22], მაგ., გველის წელი (2025 წ., 蛇年) დაიწყო
季节 წელიწადის დრო | 节气名称 სეზონის დასახელება | 日期 თარიღი | |
春 გაზაფხული | 1 | 立春 (lìchūn) გაზაფხულის დასაწყისი | 3, 4 ან 5 თებერვლიდან |
2 | 雨水 (yǔshuǐ) წვიმების დასაწყისი | 18, 19 ან 20 თებერვლიდან | |
3 | 惊蛰 (jīngzhé) მწერთა გამოღვიძება | 5, 6 ან 7 მარტიდან | |
4 | 春分 (chūnfēn) გაზაფხულის ბუნიობა | 20 ან 21 მარტიდან | |
5 | 清明 (qīngmíng) წმინდა ნათელი | 4, 5 ან 6 აპრილიდან | |
6 | 谷雨 (gǔyǔ) ხორბლეულის წვიმა | 19, 20 ან 21 აპრილიდან | |
夏 ზაფხული | 7 | 立夏 (lìxià) ზაფხულის დასაწყისი | 5, 6 ან 7 მაისიდან |
8 | 小满 (xiǎomǎn) მცირე ბარაქა | 20, 21 ან 22 მაისიდან | |
9 | 芒种 (mángzhòng) ფხიანი თავთავი | 5, 6 ან 7 ივნისიდან | |
10 | 夏至 (xiàzhì) ზაფხულის ნაბუნიობა | 21 ან 22 ივნისიდან | |
11 | 小暑 (xiǎoshǔ) მცირე სიცხე | 6, 7 ან 8 ივლისიდან | |
12 | 大暑 (dàshǔ) დიდი სიცხე | 22, 23 ან 24 ივლისიდან | |
秋 შემოდგომა | 13 | 立秋 (lìqiū) შემოდგომის დასაწყისი | 7, 8 ან 9 აგვისტოდან |
14 | 处暑 (chǔshǔ) სიცხის დასასრული | 22, 23 ან 24 აგვისტოდან | |
15 | 白露 (báilù) თეთრი ცვარი | 7, 8 ან 9 სექტემბრიდან | |
16 | 秋分 (qiūfēn) შემოდგომის ბუნიობა | 22, 23 ან 24 სექტემბერი | |
17 | 寒露 (hánlù) ცივი ცვარი | 8 ან 9 ოქტომბრიდან | |
18 | 霜降 (shuāngjiàng) ჭირხლის დადება | 23 ან 24 ოქტომბერიდან | |
冬 ზამთარი | 19 | 立冬(lìdōng) ზამთრის დასაწყისი | 7 ან 8 ნოემბერიდან |
20 | 小雪 (xiǎoxuě) მცირე თოვლი | 22 ან 23 ნოემბერიდან | |
21 | 大雪 (dàxuě) დიდი თოვლი | 6, 7 ან 8 დეკემბერიდან | |
22 | 冬至 (dōngzhì) ზამთრის ნაბუნიობა | 21, 22 ან 23 დეკემბრიდან | |
23 | 小寒 (xiǎohán) მცირე ყინვა | 5, 6 ან 7 იანვრიდან | |
24 | 大寒 (dàhán) დიდი ყინვა | 20 ან 21 იანვრიდან | |
ცხრილი 1 |
ლუნარული 1-ლი თვის მე-6 დღეს (正月初六 [3 თებერვალს]), მაშინ როცა ლუნარული კალენდარული სისტემით, ახალი წელი დაიწყო, ლუნარული 1-ლი თვის, 1-ელ დღეს (გაზაფხულის დღესასწაულის დღეს, 正月初一, 春节 [29 იანვარს] – ისე, როგორც ტრადიციულადაა მიღებული ჩინეთში).
II. მთვარისმიერი ანუ ლუნარული ნაწილი (阴历部分)

ჩინური კალენდრის ლუნარული ნაწილია მთვარის ფაზების შესაბამისი ლუნარული თვეებისა და რიცხვების სისტემა. ლუნარული თვის პირველი 10 დღის რიცხვები ასე ჩაიწერება: 初一 (1) , 初二 (2), 初三 (3) და ა.შ. 初十 (10); მომდევნო 10 დღის: 十一 (11), 十二 (12), 十三 (13) და ა.შ. 二十 (20) -მდე, ამის შემდეგ გამოიყენება 20- ის აღმნიშვნელი 廿 (niàn) იეროგლიფი (სიტყვა): 廿一 (21), 廿二 (22) … და ა.შ. 廿九 (29) – მდე თუ ეს თვე პატარა ანუ 29 დღიანია (小月), ან 十三 (30) თუ ეს თვე 30 დღიანი, ანუ დიდია (大月). სეზონის დაწყების დღეს რიცხვის მაგივრად ამ სეზონის სახელი იწერება, მაგ., ჩინური ახალი წლის (გაზაფხულის დღესასწაულის, 春节) წინა და მომდევნო დღეები ასეა ჩაწერილი: 廿八 (28 რიცხვი) , 大寒 (დიდი ყინვა [29 რიცხვი]) , 除夕(ახალი წლის წინაღამე [30 რიცხვი]), 春节 (ახალი წელი [1-ლი თვის 1-ლი რიცხვი]), 初二 (1-ლი თვის 2-ე რიცხვი ), 初三 (1-ლი თვის მე-3 რიცხვი); ყოველი თვის პირველი დღე (初一) ახალმთვარეობას (新月, 朔月)ემთხვევა, ყოველი მე-15 დღე (十五) კი სავსემთვარეობას (满月, 望月) [23]. ახალი მთვარე ჩინელებისთვის ახალი დაწყების და საერთოდ, განახლების სიმბოლოა, სავსე მთვარე კი ბარაქისა და ერთიანობის მომასწავებელი ნიშანი, ამიტომ ხშირად, ჩინური ტრადიციული დღსასწაულების თარიღსაც, ახალმთვარეობა და სავსემთვარეობა განსაზღვრავს. მაგ., ჩინური ახალი წელი (春节), ზამთრის ბუნიობის (21 დეკემბრის) შემდეგ მეორე ახალი მთვარის გამოჩენის დღესაა, ფარნების დღესასწაულს (元宵节) ზეიმობენ 1-ლი თვის მე-15 დღეს (正月十五日, სავსემთვარეობისას), შუა შემოგომის დღსასწაულს (中秋节) – მე-8 თვის მე-15 დღეს (八月十五日, სავსემთვარეობისას).
თვეები სახელწოდებას რაც შეეხება, 1-ლი, მე-11 და მე-12 თვის სახელები განსხვავებულია და შესაბამისად ჰქვია: 正月, 冬月 (十一月) , 腊月 (十二月); დანარჩენი თვეების სახელებს განსაზღვრავს მათი რიგითობა, მაგ., 二月 – მე-2 თვე, 三月 – მე-3 თვე და ა.შ. თუ წელიწადი ნაკიანია, თვეებს ემატება მე-13 ნაკიანი თვე (闰月). მაგ., ჩინური კალენდრით 2025 წელი ნაკიან წელია, ამიტომ მასში ორი მე-6 თვეა: პირველი – ჩვეულებრივი მე-6 თვე – 六月 (25 ივნისიდან 24 ივლისამდე) და მეორე – დამატებით ანუ ნაკიანი მე-6 თვე – 闰六月 (25 ივლისიდან 22 აგვისტომდე).
III. ასტროლოგიური ნაწილი (黄历部分)
ჩინური კალენდრის ზემოთ განხილულ I და II ნაწილებს შეგვიძლია ვუწოდოთ ასტრონომიული, რადგან მსოფლიოს სხვა კალენდარული სისტემების მსგავსად, მათაც გარესამყაროს ასტრონომიულ მოვლენებზე და ადგილობრივ კლიმატური ცვლილებებზე დაკვირვება უდევს საფუძვლად; რაც შეეხება III ნაწილს, რამდენადაც ის ცალსახად ემყარება ჩინურ ნატურფილოსოფიასთან [24] (中国自然哲学) დაკავშირებულ მცნებებსა და გამოთვლებს, ასევე ადგილობრივ ტრადიციებსა და ადათ-წესებს (ჩინურ ფოლკლორს) – შეგვიძლია ვუწოდოთ ასტროლოგიური. შესაბამისად, მას ვინც ზოგადად მკაცრ მეცნიერულ მსჯელობასა და ლოგიკას აძლევს უპირატესობას, ვურჩევთ ჩინური კალენდრის ეს ნაწილი განიხილოს როგორც ერთგვარი ისტორიულ-კულტურული მოვლენა, ძველ ჩინელთა მსოფლმხედველობისა და აზროვნების მოდელი.
მოკლე ისტორია 历史简述. კლასიკური ჩინური კალენდრის, ნუნგლის (农历) ბაზაზე, დროთა განმავლობაში შეიქმნა კალენდარ-ალმანახი – ხუანგლი 黄历 – რომელშიც თარიღების გარდა, მოცემული იყო სხვადასხვა საქმიანობის თუ ღონისძიებისთვის (მაგ., გამგზავრებისთვის, მშენებლობის დაწყებისთვის, დაკრძალვისთვის, ქორწილისთვის და ა.შ.) ითბლიანი დღის, საათის ან ადგილის შესარჩევი (择吉) რეკომენდაციები. კერძოდ ეს იყო, ზემოთ აღნიშნულ ჩინურ ნატურფილოსოფიურ მცნებებზე და გამოთვლებზე დამყარებული, კონკრეტულ თარიღთან დაკავშირებული მითითებები და აკრძალვები (宜忌). ასეთ კალენდრებს, უბრალო ხალხი, იმპერატორის მიერ გამოცემული ოფიციალური კალენდრის 皇历 -სგან განსხვავებით თავიდან 通书 -ს ან 通胜 -ს ეძახდა. მოგვიანებით როცა ხუანგლიში (皇历) ასტროლოგიური მონაცემებიც ჩაამატეს, ყველა სახეობის კალედნარ-ალმანახს სერთო სახელი – 黄历 დაერქვა.
თანამედროვე ნუნგლის ყოველი კალენდარული გვერდი, წლის, თვისა და დღის ინფორმაციის გარდა, ხუანგლიდან აღებულ ასტროლოგიურ მონაცემებსაც (干支, 五行, 生肖, 月相, 星宿, 宜忌, 冲, 煞, 彭祖, 胎神) შეიცავს. მათგან ყველაზე პოპულარულებს ქვემოთ სათითაოდ განვიხილავთ.
天干地支 – ციკლური ნიშნები
ეს არის სიმბოლურ ნიშანთა ორი ჯგუფი, ათი ციური ღერო (十天干:甲、乙、丙、丁、戊、己、庚、辛、壬、癸)და თორმეტი მიწიური შტო (十二地支:子、丑、寅、卯、辰、巳、午、未、申、酉、戌、亥), ჩინურად კან-ჯჯი (干支), რომელთა დაწყვილებით (მაგ., 甲子 [1-ლი წყვილი], 乙丑 [მე-2 წყვილი], 丙寅 [მე-3 წყვილი] და ა.შ. 癸亥 [მე-60 წყვილი]) მიღებული 60 წყვილი (60 ნიშნიანი ციკლი 甲子循环) [იხ. ცხრილი 2], ძირითადად გამოიყენება ჩინურ კალენდარულ სისტემაში, წლების, თვეებისა, დღეებისა და საათების აღსანიშნად, ასევე გამოიყენება სხვა სფეროებშიც, მიმართულებების, დონეების, თანამიმდევრობის, რაიმე სისტემის შემადგენელი ნაწილების და ა.შ. დასანომრად.


მოკლე ისტორია 历史简述. ციკლური ნიშნების თავდაპირველი დანიშნულება დღის რიგითობის ე.ი. თარიღის ჩაწერა იყო. მაგ., უძველესი დროის სამკითხაო წარწერების ტექსტები უმეტესწილად მკითხაობის ჩატარების თარიღით იწყება: 丙子卜韦贞我不其受年 („პინგ-ძძის დღეს ვიმკითხავეთ და მკითხავმა ვეიმ იკითხა: ვერ მივიღებთ მოსავალს?“) [იხ. სურ. 8, 9]. დასავლეთ ჭოუს დინასტიიდან მოყოლებული, მებრძოლი სამეფოების ეპოქამდე (ძვ.წ. XII – III საუკუნ.) პერიოდში ციკლური ნიშნები თანდათანობით წლების, ასევე ხელმწიფეთა გამეფების თარიღების ჩასაწერად გამოიყენებოდა, ამდენად ისინი წელთაღრიცხვის აუცილებელ კომპონენტად იქცნენ. ხანის ეპოქის შემდეგ (III საუკუნიდან) ციკლური ნიშნებით უკვე საათებსაც აღნიშნავდნენ.

საყურადღებო მომენტი 注意点 : არსებობს ვარაუდი, რომ ციური ღეროების ნიშანთა რაოდენობა – 10, განაპირობა: ❶ ათობითმა თვლის სისტემამ, რომელსაც ადამიანები უხსოვარი დროიდან დღემდე ვიყენებთ; ან ❷ ძველ ჩინელთა წარმოდგენამ, რომ არსებობდა 10 სხვადასხვა მზე და ისინი რიგრიგობით, თითოეული 10 დღის განმავლობაში, ამოდიოდა ცაზე [25], ამიტომ თვეში იყო 3 ათდღიანი ციკლი (旬); ან ❸ შესაძლოა ეს დაკავშირებულია მთვარისმიერი თვის 3 ათდღიან ციკლად – დეკადად – დაყოფასთან (上旬, 中旬, 下旬). თავად იეროგლიფი 旬 შეიქმნა – 10 დღის ანუ დეკადის – აღსანიშნად და მისი პირვანდელი სახე (甲骨文) გამოხატავდა სპირალურ, ციკლურ მოძრაობას [იხ. სურ. 10]. მოგვიანებით (金文) [26] „სპირალს“ ცენტრში დაემატა რაღაც „ციური მნათობი“, რომელიც ამ იეროგლიფით გამოხატული მცნების (დეკადის) მზის ან მთვარის მოძრაობასთან კავშირზე მიუთითებდა. მიწიერი შტოების ნიშანთა რაოდენობა – 12, სავარაუდოდ განაპირობა: ❶ წელიწადში 12 მთვარისმიერი თვის რაოდენობამ; ან ❷ იუპიტერის მზის გარშემო 1 მიმოქცევის ხანგრძლივობამ – 12 წელმა [27]. ხუთი ელემენტის, იგივე ხუთი სტიქიის (五行) [28] შესახებ ჩინური ნატურფილოსოფიური მოძღვრების განვითარების შემდეგ, ციკლური ნიშნების გამოყენება დაიწყეს ჰოროსკოპში [29], გეომანტიაში, [30] და სხვადასხვა სახის ნუმეროლოგიაში [31]. რაც შეეხება თანამედროვე ჩინურ კალენდარს, მასში გრიგორიანული (西历) და ჩინური ლუნარული კალენდრების (农历) წესით ჩაწერილი თარიღის გვერდით მოცემულია ციკლური ნიშნებით (天干地支) ჩაწერილი წელი, თვე და რიცხვი: მაგ.,
西历:2025年2月3日 农历:蛇年 / 正月 / 初六 天干地支:乙巳年 / 戊寅月 / 癸卯日


❶ 年干支 – წლების ჩაწერა ციკლური ნიშნებით. ციკლური ნიშნებით წლების ჩაწერა, ხდება ამ ნიშნების წყვილით, ზემოთ აღნიშნული თანამიმდევრობის მიხედვით (მაგ., 甲辰 (2024 წ.), 乙巳 (2025 წ.), 丙午 (2026 წ.) და ა.შ.). ყოველი 60 წლიანი ციკლის დასრულების შემდეგ, ე.ი. დაწყვილების ყველა ვარიანტის ამოიწურვის შემდეგ, იწყება ახალი 60 წლიან ციკლი და წლების სახელები მეორდება. მაგ., 1965 წელი იყო 乙巳 წელი, 2025 წელიც არის 乙巳 წელი (1965 + 60 = 2025) და 2085 წელიც იქნება 乙巳 წელი (2025 + 60 = 2085). მაგრამ საიდან იწყება ჩინური კალენდრის ციკლური ნიშნებით ჩაწერილი წლების ათვლა? რომელი იყო პირველი 60 წლიანი ციკლის პირველი 甲子 წელი? ტრადიციულად მიღებულია, რომ წლების ათვლა დაიწყო ყვითელი იმპერატორის [32] დაბადების (ძვ. წ. 2697 წ.) ან მისი ტახტზე ასვლის (ძვ. წ. 2637 წ.) წლიდან. თუმცა, ოფიციალურ კალენდარში, წლების ჩასაწერად ციკლური ნიშნები პირველად ბევრად უფრო გვიან, ძვ.წ. 104 წელს [33] გამოიყენეს.
საყურადღებო მომენტი 注意点 : გრიგორიანული კალენდრის რომელიმე წლის შესაბამისი კან-ჯჯის (干支) წლის გამოსათვლელად, მოხერხებულობისთვის, ათვლას არა ძვ.წ. 2697 ან 2637 წლიდან, არამედ უფრო ახლო თარიღიდან, ახ. წ. 4 წლიდან იწყებენ, რადგან ეს არის ახალი წერლთაღრიცხვის პირველი 甲子 წელი. მაგ., გამოვითვალოთ 2025 (乙巳) წელი კან-ჯჯის მერამდენე ციკლის წელია. ((2025 – 4) / 60) +1 = 34.68, შედეგის დამრგვალებული მნიშვნელობაა – 35. ე.ი. 2025 წელი არის 35 -ე ციკლის რიგით 42 -ე წელი. ციკლური ნიშნებით ჩაწერილი თარიღებისა და გრიგორიანული კალედრის თარიღების ერთმანეთში გადაყვანისას, თუ ეს უახლოეს წარსულს ან მომავალს ეხება, ზემოთ მოყვანილი კან-ჯჯის ცხრილითაც [ცხრილი 2] ადვილად შეიძლება. უფრო შორეული თარიღების გამოსათვლელად, მკითხველს ვურჩევთ გამოიყენოს ინტერნეტ სივრცეში არსებული ელექტრონული ჩინური კალენდრები. ასევე შეიძლება გამოთვლა შემდეგი ორი ფორმულის საშუალებით: (1) წლის ციური ღერო (年干) = [(გრიგ. კალენდრის წელი −3) / 10] – ის ნაშთი [34]; (2) წლის მიწიური შტო (年支) = [(გრიგ. კალენდრის წელი −3) / 12] – ის ნაშთი. შედეგის მიხედვით ვპოულობთ შესაბამის ციკლურ ნიშანს რიგში: 甲 (1), 乙 (2), 丙 (3), 丁 (4), 戊 (5), 己 (6), 庚 (7), 辛 (8), 壬 (9), 癸 (0) და 子 (1), 丑 (2), 寅 (3), 卯 (4), 辰 (5), 巳 (6), 午 (7), 未 (8), 申 (9), 酉 (10), 戌 (11), 亥 (0) რიგში. მაგ,. გამოვითვალოთ 2028 წლის ციკლური ნიშნები. წლის ციური ღერო = [(2028 −3) / 10] – ის ნაშთი → [2025 /10] – ის ნაშთი = 5, 5 -ის შესაბამისი ციური ღერო არის 戊.; წლის მიწიური შტო = [(2028 −3) / 12] – ის ნაშთი → [2025 /12] – ის ნაშთი = 9; 9 -ის შესაბამისი მიწიური შტო არის 申. შედეგი: 2028 წელი არის 戊申 წელი.
❷ 月干支 – თვეების ჩაწერა ციკლური ნიშნებით. წლის პირველი თვის პირველ დღეს, მომენტს საიდანაც იწყება ღამის კლება და დღის მატება, ძველმა ჩინელებმა გაზაფხულის დასაწყისი (立春) დაარქვეს. ეს დღე შეესაბამება მზის მდებარეობას ეკლიპტიკური გრძედის 315°-ზე, და არის შუა წერტილი ზამთრის მზებუდობასა (270° [冬至]) და გაზაფხულის დღეღამტოლობას (0° (360°) [春分]) შორის. ამ დღეს, ცის თაღზე,„ჩრდილოეთის ჩამჩის“ 7 თანავარსკვლავედის „ტარი“ (北斗七星的斗柄) [35], კერძოდ3 ვარსკვლავი 玉衡 (Alkaid), 开阳 (Mizar) და 瑶光 (Alioth) მიმართულია ზუსტად ჩრდილო-აღმოსავლეთ-აღმოსავლეთისკენ (东东北, ENE) [იხ. სურ. 12]. რადგანაც ძველი ჩინელები ამ გეოგრაფიულ მიმართულებას [36] 寅 ნიშნით გამოსახავდნენ [იხ. სურ. 13], სიას კალენდრის (夏历) ავტორებმა წლის პირველ თვეს 寅月 დაარქვეს და ის მიწიური შტოების მესამე (寅) და არა პირველი (子) ნიშნით აღნიშნეს. ამრიგად განისაზღვრა 1-ლი თვის მიწიური შტოს ნიშანი – 寅 და მომდევნო თვეებს თავისი ნიშნები ციკლური რიგის მიხედვით შეუსაბამეს, მაგ., 2-ე თვის მიწის შტოს ნიშანი გახდა – 卯,მესამე თვის – 辰 და ა.შ. პირველი თვის ციური ღეროს ნიშანს რაც შეეხება, ის წლის ციური ღეროს ნიშნის (年份的天干) მიხედვით განისაზღვრება სპეციალური წესის მიხედვით [37]. ეს არის ხუთი სტიქიის (五行) თვისების მიხედვით, წლის ციურო ღეროს შესატყვისი პირველი თვის ციური ღეროს გამოთვლის პრინციპი. სიმარტივისთვის გავარჩიოთ ამ წესის პირველი სტროფი: 甲己之年丙作首 – ე.ი. როცა წლის ციური ღეროს ნიშანია 甲 ან 己, ამ წლის 1-ლი თვის ციური ღეროს ნიშანი უნდა იყოს 丙, და ეს გამომდინარეობს 5 სტიქიის თვისებიდან, კერძოდ: 甲 და 乙 ნიშნებს ხუთი სტიქიიდან [იხ. ცხრილი 6] შეესატყვისება ხე (木), ხე შობს ცეცხლს (火), ცეცხლის შესაბამისი ციური ღერო კი არის 丙, ამიტომ თუ რომელიმე წლის ნიშანია 甲 ან 乙, ამ წლის პირველი თვის ციური ღეროს ნიშანი უნდა იყოს 丙, ე.ი. ამ წლის პირველი თვე ჩაიწერება როგორც 丙寅月, მეორე თვე – 丁卯月, მესამე – 戊辰月, და ა.შ. ეს ხერხი უზრუნველყოფს თვის აღსანიშნი ციკლური ნიშნების წყვილის უწყვეტ, პერიოდულ ცვლას, წლისა და დღეების აღსანიშნი ციკლური ნიშნების მსგავსად, რაც ჩინური კალენდრის ერთ-ერთი მთავარი პრინციპია.


❸ 日干支 – დღეების ჩაწერა ციკლური ნიშნებით. დღეების ჩაწერა, წლების მსგავსად, ციკლური ნიშნების წყვილებით ხდება, ყოველი 60 ნიშნიანი ციკლის დასრულების შემდეგ, ახალი ციკლი იწყება. მაგ., 2025 წლის 3 თებერვალი, სამშაბათი არის 癸卯 დღე, ოთხშაბათი – 甲辰 დღე, ხუთშაბათი – 乙巳 დღე და ა.შ., 60 დღის შემდეგ 2025 წლის 4 აპრილი ისევ 癸卯 დღე იქნება. დღეების აღნიშვნა წლებზე და თვეებზე არ არის დამოკიდებული და ჩინური კალენდრის დამწყები პირველი თარიღიდან დღემდე 60 ნიშნიანი ციკლის თანამიმდევრობით მოდის.
❹ 时干支 საათების ჩაწერა ციკლური ნიშნებით. ხანის ეპოქაში (汉代, ძვ.წ. 206 – ახ. წ. 220 წწ.) ჩინელ ასტრონომებს უკვე საკმაოდ ზუსტი კალენდარი ჰქონდათ შედგენილი და ციკლური ნიშნებითდღე-ღამის საათების აღნიშვნა სწორედ მათ დაიწყეს. ციურ მოვლენებზე დაკვირვების დროს მათ დღე-ღამე 12 ორსაათიან მონაკვეთებად – შშიჩენებად (时辰) დაჰყვეს და ყოველ მონაკვეთს თორმეტი მიწიური შტოს მიხედვით თავისი სახელი მიანიჭეს (子时, 丑时, 寅时 და ა.შ.). ათვლა იწყება ღამის 11 საათიდან: 子时 (23:00 – 01:00), 丑时 (01:00 – 03:00), 寅时 (03:00 – 05:00), 卯时 (05:00 – 07:00), 辰时 (07:00 – 09:00), 巳时 (09:00 – 11:00), 午时 (11:00 – 13:00) 未时 (13:00 – 15:00), 申时 (15:00 – 17:00), 酉时 (17:00 – 19:00), 戌时 (19:00 – 21:00), 亥时 (21:00 – 23:00). [იხ. სურათი 15]. რიგ ჩინურ კალენდრებში, ყოველი დღის გვერდზე, დღეღამის საათების გასწვრივ მითითებულია კონკრეტულად ამ საათისთვის მინიჭებული იღბლიანობა-უიღბლობის (წარმატება-წარუმატებლობის) სტატუსი (时辰吉凶). ეს არის ერთგვარი რეკომენდაცია, რომ ადამიანმა, ამ დღეს, მნიშვნელოვანი საქმიანობისთვის ან ღონისძიებისთვის აირჩიოს იღბლიანი დროის მონაკვეთი და შესაბამისად, უიღბლო საათებში აქტივობას მოერიდოს [იხ. ცხრილი 3].


პიროვნების ჰოროსკოპის მონაცემებში, მისი დაბადების საათიც, წლის, თვისა და დღის მსგავსად, წყვილი ციკლური ნიშნით უნდა ჩაიწეროს. ამ წყვილში მიწიური შტოს (地支) ნიშანი დღე-ღამის მონაკვეთის (საათის) მიხედვით განისაზღვრება, ციური ღეროს ნიშანი (天干) კი კონკრეტული დღის ციური ღეროს ნიშნის (日干) მიხედვით მე-4 ცხრილში მოცემული წესის საფუძველზე. მაგ., თუ რომელიმე დღის აღმნიშვნელი ციკლური ნიშნებია 己巳 (己巳日), ამ დღის დილის 8:00 [辰] ჩაიწერება როგორც 戊辰 (戊辰时).

十二生肖 (十二属相) ჩინური ზოდიაქოს 12 ნიშანი
N | 十二生肖 | 地支 | ||
1 | ვირთხა | 鼠 | Shǔ | 子 |
2 | ხარი | 牛 | Niú | 丑 |
3 | ვეფხვი | 虎 | Hǔ | 寅 |
4 | კურდღელი | 兔 | Tù | 卯 |
5 | დრაკონი | 龙 | Lóng | 辰 |
6 | გველი | 蛇 | Shé | 巳 |
7 | ცხენი | 马 | Mǎ | 午 |
8 | თხა | 羊 | Yáng | 未 |
9 | მაიმუნი | 猴 | Hóu | 申 |
10 | მამალი | 鸡 | Jī | 酉 |
11 | ძაღლი | 狗 | Gǒu | 戌 |
12 | ტახი | 猪 | Zhū | 亥 |
ცხრილი 5 |
ჩინურ ზოდიაქოს (აღმოსავლური ჰოროსკოპს) უწოდებენ ჩინური კალენდრის 12 წლიანი ციკლის შესაბამის 12 სიმბოლური ცხოველს: ვირთხას (鼠), ხარს (牛), ვეფხვს (虎), კურდღელს (兔), დრაკონს (龙), გველს (蛇), ცხენს (马), თხას (羊), მაიმუნს (猴), მამალს (鸡), ძაღლს (狗) და ტახს (猪). პირველი ცნობები ამ ნიშნების შესახებ ძვ.წ. II-III საუკუნეებს მიეკუთვნება. ყველაზე გავრცელებული ვერსიით 12 ციკლური ნიშნის (12 მიწიური შტოს (地支)) უკეთესად დამახსოვრების მიზნით, მას 12 სიმბოლური ცხოველი შეუსაბამეს. სხვა ვერსიის თანახმად, აღნიშნული ცხოველები, როგორც ტოტემები, ძველი ხალხის თაყვანისცემის ობიექტი იყო და ბუნებრივია ისინი ადამიანთა ცხოვრების ისეთ მნიშვნელოვან სფეროებს დაუკავშირეს, როგორიცაა კალენდარული სისტემა. აღსანიშნავია კიდევ ერთი პოპულარული ლეგენდაც, რომელიც 12 სიმბოლური ცხოველის ჩინურ კალენდარში შეყვანას ტაოისტთა (道家) [38] უმაღლეს ღვთაებას, ნეფრიტის იმპერატორს (玉皇大帝) მიაწერს. მას შემდეგ რაც 12 სიმბოლური ცხოველი 12 ციკლურ ნიშანთან (地支) დააწყვილეს, ეს კავშირი თავისთავად გავრცელდა ჩინური ნატურფილოსოფიის ყველა იმ სფეროზე, სადაც ციკლური ნიშნები ფიგურირებენ (ხუთი სტიქიის მოძღვრებაზე (五行), გეომანტიაზე (风水), ასტროლოგიაზე (八字儿, 占星) და ა.შ.). რაც შეეხება ჩინურ კალენდარს, წელთაღრიცხვის ყოველ 12 წლიან ციკლს, 12 სიმბოლური ცხოველი შეესაბამება [იხ.ცხრილი 5, 6] მაგ., 2025 წლის შესატყვის ციკლურ ნიშანთა წყვილში (乙巳), მიწიური შტოს ნიშანი არის 巳, და რადგანაც ამ ნიშანს შეესაბამება გველი (蛇) – 2025 წელი გველის წელია.

საყურადღებო მომენტი 注意点 : მზისიერი კალენდარული სისტემით წლის დასაწყისად გაზაფხულის პირველი დღე (立春) ითვლება [39] და ის მთვარისმიერი კალენდარული სისტემის წლის დასაწყისს, გაზაფხულის დღესასწაულს (春节, 正月初一) არ ემთხვევა (ზოგჯერ რამდენიმე დღით ადრეა, ზოგჯერ – გვიან). თანამედროვე ჩინურ კალენდარში გათვალისწინებულია ჩინელთა საერთო ტრადიცია, იზეიმონ ახალი წელი მთვარისმიერი თვის პირველ დღეს (正月初一), ამიტომ ოფიციალურად ეს დღე ითვლება ახალი წლის პირველ დღედ. რაც შეეხება წლის შესაბამის ზოდიაქოს სიმბოლოს (生肖), მისი შეცვლა მზისიერი კალენდრის სისტემით ანუ გაზაფხულის დასაწყისის დღეს (立春) ხდება. მაგ., 2025 წელს, ჩინური ახალი წლის (春节) თარიღი მთვარისმიერი კალენდრით იყო 龙年 / 正月 / 初一 [29 იანვარი (乙巳年 / 丁丑月 / 戊戌日)] , გაზაფხულის დასაწყისის დღის (立春) თარიღი კი ჩაწერილია როგორც 蛇年 / 正月 / 初六 [3 თებერვალი (乙巳年 / 戊寅月 / 癸卯日)], ე.ი. გველის წელი (蛇年), ზუსტად, 2025 წლის 3 თებერვალს და რა 29 იანვარს დადგა.
五行 – ხუთი სტიქია
მოძღვრება ხუთი სტიქიის (ხუთი ძირითადი ელემენტის) შესახებ (五行学说) ჯერ კიდევ ცინის დინასტიამდელ (秦朝, ძვ.წ. 221-206 წწ.) ჩინეთში არსებობდა. პირველი ჩანაწერები ხუთი ელემენტის შესახებ გვხდება შანშუში [40], სადაც სისტემურად არის აღწერილი ხუთი სტიქიის კონცეფცია, ასევე მისი კავშირი პოლიტიკურ საქმიანობასთან და საზოგადოებრივ წესრიგთან. მოგვიანებით ხუთი სტიქიის თეორია კიდევ უფრო განვითარდა, ის მჭიდროდ დაუკავშირდა ინ-იანგის თეორიას (阴阳学) [41], მისნობის პრაქტიკას (მაგ.,《周易》[42]), ჩინურ ტრადიციულ მედიცინას (中医, მაგ.,《黄帝内经》 [43]), გეომანტიას (风水) და ჰოროსკოპს (八字儿), იქცა ჩინური ნატურფილოსოფიის ერთ-ერთი ძირითად მცნებად და შესაბამისად ჩინური თვითმყოფადი კულტურის განუყოფელ ნაწილად. ხუთი სტიქია, იგივე ბუნების ხუთი ძირითადი ელემენტი – ლითონი (金), ხე (木), წყალი (水), ცეცხლი (火) და მიწა (土) – ძველ ჩინურ კოსმოლოგიურ მოძღვრებაში აღნიშნავს სამყაროს შემადგენელ ხუთ მთავარ საწყისს, მატერიის ხუთ ძირითად მდგომარეობას, რომლითაც აიხსნება ბუნებაში და ადამიანის სხეულში მიმდინარე პროცესები, მათი კანონზომიერება და ურთიერთკავშირი. მაგ., ჩინური მედიცინა ემყარება ხუთი სტიქიისა და ადამიანის შინაგანი ორგანოების ფიზიოლოგიურ და პათოლოგიურ ურთიერთკავშირის თეორიას, რომელიც მომდინარეობს ბუნებისა და ადამიანის ერთიანობის (განუყოფლობის) შესახებ ძველ ჩინელთა ფილოსოფიური იდეისგან (天人合一). ჩინურ მედიცინაში პიროვნების ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება, ჩინური ჰოროსკოპის (八字命理) სისტემაში კი პიროვნების ხასიათისა და ბედი-იღბლის ანალიზი, ძირითადად ხუთი სტიქიის თვისებებზე დამყარებული გათვლებით ხდება. ხუთ სტიქიას ახასიათებს 3 ძირითადი თვისება:
(1) სტიქიები ერთმანეთს შობენ (五行相生): ხე შობს ცეცხლს, ცეცხლი → მიწას, მიწა → ლითონს, ლითონი → წყალს, წყალი → ხეს (木生火, 火生土, 土生金, 金生水, 水生木);
(2) სტიქიები ერთმანეთს სძლევენ (五行相克): წყალი სძლევს ცეცხლს, ცეცხლი → ლითონს, ლითონი → ხეს, ხე → მიწას, მიწა → წყალს (水克火, 火克金, 金克木, 木克土, 土克水), ამ ორი თვისების შემაჯამებელი ფორმულა შეიძლება ასე ჩამოყალიბდეს: ხე შობს ცეცხლს და ლითონით იძლევა, ცეცხლი შობს მიწას და წყლით იძლევა, მიწა შობს ლითონს და ხით იძლევა, ლითონი შობს წყალს და ცეცხლით იძლევა, წყალი შობს ხეს და მიწით იძლევა. [იხ. სურათი 17].
(3) სტიქიები გავლენას ახდენენ: ხუთ პლანეტაზე [44], წელიწადის ხუთ დროზე, ადამიანის ხუთ შინაგან ორგანოზე [45] დახუთ მიმართულებაზე [იხ. ცხრილი 4].

ხუთი სტიქია | ხუთი დრო | ლუნარული თვეები | ხუთი ორგანო | ხუთი მიმართულება | ხუთი პლანეტა |
五行 | 季节 | 月 | 内脏 | 方向 | 行星 |
木 | 春 | 正月 (I თვე) | 肝 | 东 | 木星 |
ხე | გაზაფხული | 二月 (II თვე) | ღვიძლი | აღმოსავლეთი | იუპიტერი |
火 | 夏 | 四月 (IV თვე) | 心 | 南 | 火星 |
ცეცხლი | ზაფხული | 五月 (V თვე) | გული | სამხრეთი | მარსი |
土 | 季土 | 三月 (III თვე) | 脾 | 中 | 土星 |
მიწა | გარდამ. დრო[46] | 六月 (VI თვე) 九月 (IX თვე) 十二月 (XII თვე) | ელენთა | შუაგული | სატურნი |
金 | 秋 | 七月 (VII თვე) | 肺 | 西 | 金星 |
ლითონი | შემოდგომა | 八月 (VIII თვე) | ფილტვები | დასავლეთი | ვენერა |
水 | 冬 | 十月 (X თვე) | 肾 | 北 | 水星 |
წყალი | ზამთარი | 十一月 (XI თვე) | თირკმელები | ჩრდილოეთი | მერკური |
ცხრილი 6
ჩინელებმა ხუთი სტიქია ციკლურ და ზოდიაქოს ნიშნებსაც შეუსაბამეს [იხ. ცხრილი 5]., შედეგად, ჩინურ კალენდარში ყოველ წელს, თვეს, დღეს და საათსაც კი თავისი შესატყვისი სტიქია აქვს. მაგ., 2025 წელს თავისი ციკლური 乙巳 წყვილის მიხედვით ხე (木 [乙]) და გველი (蛇 [巳]) შეესაბამება. რადგან წლის სტიქიას განსაზღვრავს 10 ნიშნა ციკლის ნიშანი (乙), ზოდიაქოს სიმბოლოს კი 12 ნიშნა ციკლის ნიშანი (巳), ეს წელი ხის გველის წელია (木蛇年). 12 წლის შემდეგ (2037 წელს) ისევ გველის წელი დადგება, მაგრამ რადგანაც ამ წლის ციკლური 丁巳 წყვილის შესაბამისი სტიქია და ზოდიაქოს სიმბოლო ცეცხლი და გველია (火 [丁] 蛇 [巳]), ეს წელი ცეცხლის გველის წელი (火蛇年) იქნება და ა.შ. ხის გველის წელი განმეორებით მხოლოდ 60 წლის შემდეგ ე.ი. 2085 წელს მოვა.
N | 天干 | 阴阳 | 五行 | 地支 | 阴阳 | 五行 | 生肖 | N | 天干 | 阴阳 | 五行 | 地支 | 阴阳 | 五行 | 生肖 | |
1 | 甲 | 阳 | 木 | 子 | 阳 | 水 | 鼠 | 31 | 甲 | 阳 | 木 | 午 | 阳 | 火 | 马 | |
2 | 乙 | 阴 | 木 | 丑 | 阴 | 土 | 牛 | 32 | 乙 | 阴 | 木 | 未 | 阴 | 土 | 羊 | |
3 | 丙 | 阳 | 火 | 寅 | 阳 | 木 | 虎 | 33 | 丙 | 阳 | 火 | 申 | 阳 | 金 | 猴 | |
4 | 丁 | 阴 | 火 | 卯 | 阴 | 木 | 兔 | 34 | 丁 | 阴 | 火 | 酉 | 阴 | 金 | 鸡 | |
5 | 戊 | 阳 | 土 | 辰 | 阳 | 土 | 龙 | 35 | 戊 | 阳 | 土 | 戌 | 阳 | 土 | 狗 | |
6 | 己 | 阴 | 土 | 巳 | 阴 | 火 | 蛇 | 36 | 己 | 阴 | 土 | 亥 | 阴 | 水 | 猪 | |
7 | 庚 | 阳 | 金 | 午 | 阳 | 火 | 马 | 37 | 庚 | 阳 | 金 | 子 | 阳 | 水 | 鼠 | |
8 | 辛 | 阴 | 金 | 未 | 阴 | 土 | 羊 | 38 | 辛 | 阴 | 金 | 丑 | 阴 | 土 | 牛 | |
9 | 壬 | 阳 | 水 | 申 | 阳 | 金 | 猴 | 39 | 壬 | 阳 | 水 | 寅 | 阳 | 木 | 虎 | |
10 | 癸 | 阴 | 水 | 酉 | 阴 | 金 | 鸡 | 40 | 癸 | 阴 | 水 | 卯 | 阴 | 木 | 兔 | |
11 | 甲 | 阳 | 木 | 戌 | 阳 | 土 | 狗 | 41 | 甲 | 阳 | 木 | 辰 | 阳 | 土 | 龙 | |
12 | 乙 | 阴 | 木 | 亥 | 阴 | 水 | 猪 | 42 | 乙 | 阴 | 木 | 巳 | 阴 | 火 | 蛇 | |
13 | 丙 | 阳 | 火 | 子 | 阳 | 水 | 鼠 | 43 | 丙 | 阳 | 火 | 午 | 阳 | 火 | 马 | |
14 | 丁 | 阴 | 火 | 丑 | 阴 | 土 | 牛 | 44 | 丁 | 阴 | 火 | 未 | 阴 | 土 | 羊 | |
15 | 戊 | 阳 | 土 | 寅 | 阳 | 木 | 虎 | 45 | 戊 | 阳 | 土 | 申 | 阳 | 金 | 猴 | |
16 | 己 | 阴 | 土 | 卯 | 阴 | 木 | 兔 | 46 | 己 | 阴 | 土 | 酉 | 阴 | 金 | 鸡 | |
17 | 庚 | 阳 | 金 | 辰 | 阳 | 土 | 龙 | 47 | 庚 | 阳 | 金 | 戌 | 阳 | 土 | 狗 | |
18 | 辛 | 阴 | 金 | 巳 | 阴 | 火 | 蛇 | 48 | 辛 | 阴 | 金 | 亥 | 阴 | 水 | 猪 | |
19 | 壬 | 阳 | 水 | 午 | 阳 | 火 | 马 | 49 | 壬 | 阳 | 水 | 子 | 阳 | 水 | 鼠 | |
20 | 癸 | 阴 | 水 | 未 | 阴 | 土 | 羊 | 50 | 癸 | 阴 | 水 | 丑 | 阴 | 土 | 牛 | |
21 | 甲 | 阳 | 木 | 申 | 阳 | 金 | 猴 | 51 | 甲 | 阳 | 木 | 寅 | 阳 | 木 | 虎 | |
22 | 乙 | 阴 | 木 | 酉 | 阴 | 金 | 鸡 | 52 | 乙 | 阴 | 木 | 卯 | 阴 | 木 | 兔 | |
23 | 丙 | 阳 | 火 | 戌 | 阳 | 土 | 狗 | 53 | 丙 | 阳 | 火 | 辰 | 阳 | 土 | 龙 | |
24 | 丁 | 阴 | 火 | 亥 | 阴 | 水 | 猪 | 54 | 丁 | 阴 | 火 | 巳 | 阴 | 火 | 蛇 | |
25 | 戊 | 阳 | 土 | 子 | 阳 | 水 | 鼠 | 55 | 戊 | 阳 | 土 | 午 | 阳 | 火 | 马 | |
26 | 己 | 阴 | 土 | 丑 | 阴 | 土 | 牛 | 56 | 己 | 阴 | 土 | 未 | 阴 | 土 | 羊 | |
27 | 庚 | 阳 | 金 | 寅 | 阳 | 木 | 虎 | 57 | 庚 | 阳 | 金 | 申 | 阳 | 金 | 猴 | |
28 | 辛 | 阴 | 金 | 卯 | 阴 | 木 | 兔 | 58 | 辛 | 阴 | 金 | 酉 | 阴 | 金 | 鸡 | |
29 | 壬 | 阳 | 水 | 辰 | 阳 | 土 | 龙 | 59 | 壬 | 阳 | 水 | 戌 | 阳 | 土 | 狗 | |
30 | 癸 | 阴 | 水 | 巳 | 阴 | 火 | 蛇 | 60 | 癸 | 阴 | 水 | 亥 | 阴 | 水 | 猪 | |
ცხრილი 7 |
月相 – მთვარის ფაზები
როგორც ლუნარული კალენდრის განხილვისას აღვნიშნეთ, ჩვეულებრივ, მხედველობაში იღებენ მთვარის 4 ძირითად ფაზას: 🌑︎ ახალ მთვარეს (新月, 朔月), 🌗︎ პირველ მეოთხედფაზას (上弦), 🌕︎ სავსე მთვარეს (满月, 望月) და 🌓︎ ბოლო მეოთხედფაზას (下弦), მაგრამ ზოგიერთ ჩინურ კალენდარში, გარდა ზემოთ აღნიშნულ 4 ძირითადი ფაზებისა, შეიძლება შეგვხდეს შუალედური ფაზების ჩანაწერიც მაგ., ნამგალა, ახალგაზრდა მთვარე (眉月, 娥眉月, 蛾眉月) 🌒︎, მატებადი მთვარე (上凸月, 盈凸月) 🌔︎, კლდებადი მთვარე (下凸月, 亏凸月) 🌖︎, ძველი მთვარე (残月) 🌘︎ . ზოგ კალენდარში შეიძლება ჩაწერილი იყოს მთვარის ფაზის თითქმის ყოველდღიური ცვლილება – ეს არის ძირითადად ჩინური მხატვრული ლიტერატურიდან აღებული, სხვადასხვანაირი ეპითეტით გამოხატული, მთვარის ფაზის სახელები. ამ სახელებს შორის აზრობრივი განსხვავება ზუსტად გამოკვეთილი არ არის და ისინი მეცნიერულ (ასტრონომიულ) ტერმინებს არ წარმოადგენენ. თვალსაჩინოებისთვის, მოგვყავს ერთ-ერთი ჩინური ონლაინკალენდრის 2025 წლის, მე-11 თვის (甲辰龙年, 十一月) ყველა დღის მთვარის ფაზის დასახელება:
1. 新(朔)月, 2. 既朔月, 3. 娥眉新月, 4. 娥眉新月, 5. 娥眉月, 6. 夕月, 7.上弦月, 8. 上弦月, 9. 九夜月, 10. 宵月, 11. 宵月, 12. 宵月, 13. 渐盈凸月, 14. 小望月, 15. 满(望)月, 16. 既望月, 17. 立待月, 18. 居待月, 19. 寝待20. 更待月, 21. 渐亏凸月, 22. 下弦月, 23. 下弦月, 24. 有明月, 25. 有明月, 26. 娥眉残月, 27. 娥眉残月, 28. 残月, 29. 晓月, 30. 晦月.
თანამედროვე ჩინურ კალენდრებში ყოველდღიური მთვარის ფაზების მითითების ტრადიცია ძველი დროიდან მოდის, რადგან ადრე ამას პრაქტიკული მნიშვნელობა ჰქონდა. ძველად ახალი მთვარე (新月, 朔月) ხალხს თვის დასაწყისს, თვის პირველ რიცხვს (初一) ამცნობდა, სავსე მთვარე (满月, 望月) – თვის შუა რიცხვს (十五); გლეხები რიგ სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებს და დღესასწაულებს მთვარის ფაზებს უკავშირებდნენ, მეთევზეები ზღვის მიქცევა-მოქცევის (潮汐) დროს მთვარის ფაზების მიხედვით ვარაუდობდნენ [47] და ა.შ.
星宿 – თანავარსკვლავედები

ნუნგლის ამ განყოფილებაში ჩაწერილია ჩინური ზოდიაქოს (二十八宿) [48] იმ თანავარსკვლავედის სახელი [იხ. სურ. 18, 18-1] რომელშიც მოცემული დღის საღამოს გაივლის მთვარე, გვერდით კი მითითებულია თვისება, რომლითაც ამ დღეს ეს თანავარსკვლავედი ზემოქმედებს მოვლენებზე და ადამიანებზე – იღბლიანობა (吉) ან უიღბლობა (凶). აღნიშნული იღბლიანობა-უიღბლობის სტატუსი, თანავარსკვლავედს მინიჭებული აქვს მის ხუთ სტიქიასთან (五行), ცის თაღზე (ეკლიპტიკაზე (黄道)) მდებარეობასა და მიმართულებასთან (方位), ასევე წელიწადის დროსთან (季节) კავშირის მიხედვით ჩატარებული გათვლების საფუძველზე. დაწვრილებით ამ გათვლის წესებს აქ არ განვიხილავთ, რადგან ისინი არ ემყარებიან რაიმე მკაცრ მათემატიკურ ფორმულებს ან ცალსახა ლოგიკურ პრინციპებს. მხოლოდ მოვიყვანთ ამ გათვლების შედეგს, საერთო ცხრილისა [იხ. ცხრილი 6] და გალექსილი წესის სახით: 角亢氐房心尾箕,六宿青龙好做宜;斗牛女虚危室壁,五宿玄武不可持;奎娄胃昴毕觜参,七宿白虎须防之;井鬼柳星张翼轸,六宿朱雀莫逢时。

განვიხილოთ ნუნგლის ორი კალენდარული გვერდიდან აღებული მაგალითი:
① თარიღი: 2023.05.21 (癸卯兔年/丁巳月/乙卯日] – თანავარსკვლავედი 星宿: 西方昴日鸡-凶.
ეს არის დღე როცა მთვარე იმყოფება ჩინური ზოდიაქოს დასავლეთ თეთრი ვეფხვის სექტორის (西白虎), ოთახის (昴) [49] თანავარსკვლავედში, ამ თანავარსკვლავედს შერქმეული აქვს სიმბოლური ცხოველის სახელი – მზის მამალი (日鸡), შესაბამისი სტიქიაა ლითონი (金), სტატუსი: უიღბლობა (凶).
方位 | 四象 | 星宿 (对应的动物) | 五行属性 |
东方 | 青龙 | 角 (木蛟), 亢 (金龙), 氐 (土貉), 房 (日兔), 心 (月狐), 尾 (火虎), 箕 (水豹) | 木 |
北方 | 玄武 | 斗 (木獬), 牛 (金牛), 女 (土蝠), 虚 (日鼠), 危 (月燕), 室 (火猪), 壁 (水貐) | 水 |
西方 | 白虎 | 奎 (木狼), 娄 (金狗), 胃 (土雉), 昴 (日鸡), 毕 (月乌), 觜 (火猴), 参 (水猿) | 金 |
南方 | 朱雀 | 井 (木犴), 鬼 (金羊), 柳 (土獐), 星 (日马), 张 (月鹿), 翼 (火蛇), 轸 (水蚓) | 火 |
ცხრილი 8 |
② თარიღი: 2025.07.27 (乙巳蛇年 / 癸未月 / 丁酉日] – თანავარსკვლავედი 星宿: 东方房日兔-吉.
ეს არის დღე როცა მთვარე იმყოფება ჩინური ზოდიაქოს აღმოსავლეთ ნაცრისფერი დრაკონის სექტორის (北方玄武), სადგომის (房) [50] თანავარსკვლავედში. ამ თანავარსკვლავედს შერქმეული აქვს სიმბოლური ცხოველის სახელი – მზის კურდღელი (日兔), შესაბამისი სტიქიაა – ხე (木), სტატუსი: იღბლიანობა (吉).
彭祖 ფენგ წუ – წინაპრის შეგონება
ფემგ წუ [51] არის მითური მბრძანებლის ჭუან სსუის (颛顼 Zhuānxū) შვილთაშვილის შვილიშვილი, მათუსალას [52] ჩინური პროტოტიპი, რომელმაც თითქოს 800 წელი იცოცხლა [53]. გადმოცემის თანახმად, ფაენგ წუმ თავისი ხანგრძლივი ცხოვრების პერიოდში დიდი ცოდნადა გამოცდილება დააგროვა,განსაკუთრებით წარმატებას მიაღწია სწორი კვებისა და ვარჯიშების საშუალებით სხეულის გაჯანსაღებისა და სიცოცხლის გახანგრძლივების საკითხში. ფენგ წუს ტრაქტატი 《彭祖养生经》 დაიკარგა, მაგრამ მისი შინაარსი ზეპირსიტყვიერების წყალობით მომავალმა თაობებმა აღადგინეს. ჩინურ კალენდარში, ყოველი კონკრეტული თარიღისთვის მოცემულია ფენგწუს მიერ ჩინური ნატურფილოსოფიის კანონების საფუძველზე ჩამოყალიბებული შეგონებებიდან და გაფრთხილებებიდან (《彭祖百忌》) ერთ-ერთი.ფაქტობრივად ეს არის მოცემული კალენდარული დღის აღმნიშვნელი ციკლური ნიშნების (მაგ., 甲午) შესატყვისი 8 ან 4 იეროგლიფიანი აკრძალვა, რომლის მთავარი შინაარსია: ამა და ამ დღეს (მაგ., 甲卯 დღეს) ეს და ეს საქმიანობა (მაგ., ვაჭრობის დაწყება (开市), მიწის დამუშავება (动土), ხის დარგვა (栽种), დაკრძალვა (安葬), ქორწილი (嫁娶) და ა.შ.) არ არის სასურველი, რადგან ის წარუმატებელი (დამაზიანებელი, უიღბლო) იქნება. სულ არის 22 აკრძალვა [54] [იხ. ცხრილი 9]. მაგალითის სახით განვიხილოთ 3 მათგანი:
① 甲不开仓,财物耗亡 – „ძია დღეს საწყობი არ გახსნა, (თორემ) საქონელს დაკარგავ“;
აკრძალვის ახსნის ვარიანტი. რადგანაც: (ა) 甲 ციურ ღეროს აქვს დადებითი ენერგია (阳 ), რომელიც ამოვლენას, გაფანტვას უწყობს ხელს; (ბ) 甲 -ს შეესაბამება სტიქია ხე (木), რომელიც სძლევს მიწას (木克土), მიწა კი საწყობის შესაბამისი სტიქიაა. აქედან გამომდინარე, ამ მომენტში სტიქიათა კონფიგურაცია (阳木, 木克土) ხელს უწყობს ქონების გაფანტვას და ასუსტებს საწყობის ფუნქციას, ამიტომ ამ დღეს საწყობის გახსნა არასასურველია.
② 乙不栽植,千株不长 – „ი დღეს მცენარე არ დარგა, (თორემ) არაფერს მოისხამს.
აკრძალვის ახსნის ვარიანტი. რადგანაც: (ა) 乙 ციურ ღეროს შეესაბამება სტიქია ხე (木) და აქვს უარყოფითი (阴) ენერგია, ეს არის არააქტიური, სუსტად მზარდი ხე (阴木) ; (ბ) ხე თავის მხრივ სსძლევს მიწას (木克土), ე.ი. მიწაც დასუსტებულია, ამიტომ ამ დღეს დარგული მცენარე ძნელად გაიზრდება და ვერ მოისხამს ნაყოფს.
③ 丙不修灶,必见灾殃 – „პინგ დღეს ღუმელი არ შეაკეთო, (თორემ) ხანძარი გაჩნდება“.
აკრძალვის ახსნის ვარიანტი. რადგანაც: 丙 ციურ ღეროს შეესაბამება სტიქია ცეცხლი (火) და აქვს დადებითი, აქტიური (阳) ენერგია, ე.ი. ეს ძლიერი ცეცხლის (阳丙) დღეა, ამიტომ ამ დღეს ცეცხლთან დაკავშირებული საქმიანობა სახიფათოა და ხანძრის გაჩენა შეიძლება გამოიწვიოს.
天干 | 百忌 | 地支 | 百忌 |
甲 | 甲不开仓,财物耗散。 | 子 | 子不问卜,自惹祸殃。 |
乙 | 乙不栽植,千株不长。 | 丑 | 丑不冠带,主不还乡。 |
丙 | 丙不修灶,必见灾殃。 | 寅 | 寅不祭祀,神鬼不尝。 |
丁 | 丁不剃头,头必生疮。 | 卯 | 卯不穿井,水泉不香。 |
戊 | 戊不受田,田主不祥。 | 辰 | 辰不哭泣,必主重丧。 |
己 | 己不破券,二比并亡。 | 巳 | 巳不远行,财物伏藏。 |
庚 | 庚不经络,织机虚张。 | 午 | 午不苫盖,屋主更张。 |
辛 | 辛不合酱,主人不尝。 | 未 | 未不服药,毒气入肠。 |
壬 | 壬不汲水,更难提防。 | 申 | 申不安床,鬼祟入房。 |
癸 | 癸不词讼,理弱敌强。 | 酉 | 酉不宴客,醉坐颠狂。 |
戌 | 戌不吃犬,作怪上床。 | ||
亥 | 亥不嫁娶,必主分张。 | ||
ცხრილი 9 |
胎神 თაიშენი – ნაყოფის მფარველი სული
ჩინეთში, ხალხური რწმენით, არსებობს ნაყოფის (ჩანასახის) მფარველი სული – თაიშენი (胎神), რომელიც ოთახში მოთავსებულ საგნებში არის გარდასახული ან მათ მახლობლად იმყოფება და მთვარის ფაზის ცვლის შესაბამისად იცვლის თავის მდებარეობას (胎神占位), გადადის ერთი ნივთიდან ან ადგილიდან მეორეში, განაგებს ნაყოფის ზრდის პროცესს და ქალის ფეხმძიმობის მიმდინარეობას; ამის გამო ფეხმძიმე ქალმა სახლის ნებისმიერ საგანს თვითნებურად ადგილი არ უნდა შეუცვალოს და არც თაიშენის სამყოფელის ახლოს იაქტიუროს (მაგ., იხმაუროს), რათა ნაყოფის მფარველი სული არ შეაწუხოს; ხუანგლიში (黄历) მოცემულია ყოველდღიური ინფორმაცია თაიშენის სამყოფელის (აქტივობის ადგილის ან მისი ენერგიის მიმართულების) შესახებ. მაგ., 胎神: 房床门外正南; 仓库炉房内南; 门鸡栖外正南; 厨灶厕外正南; 仓库炉房内东 და ა.შ. თაიშენი შეიძლება იყოს ერთ, ასევე ერთდროულად რამდენიმე ადგილზეც. თაიშენის ყოველდღიური მდებარეობის და აქტივობის მიმართულების განსაზღვრა ხდება მიმდინარე თვის და დღის ციკლური ნიშნების კონფიგურაციის, კერძოდ, მათი ინ–იანგ საწყისებთან, ხუთ სტიქიასთან და ერთმანეთთან ურთიერთქმედების გაანალიზების შედეგად. მაგალითისთვის მოვიყვანოთ 2025 წლის 18 თებერვლის ნუნგლის გვერდის ჩანაწერი (公历: 2025年2月18日 / 农历: 正月二十一日 / 干支: 乙巳年戊寅月戊午日), 胎神: 仓库床外正东 – თაიშენი იმყოფება საკუჭნაოში, ლოგინთან და სახლის აღმოსავლეთ ნაწილშიც. ოჯახის წევრები, სახლის ამ ნაწილებში უნდა მოერიდონ რაიმე საგნის გადაადგილებას, შეკეთებას, მიწის დამუშავებას, კაკუნს და ა.შ. თაიშენი რომ არ შეწუხდეს, თორემ ის ნაყოფს ვეღარ დაიფარავს [55]. გავარჩიოთ ნუნგლის კდევ ორი ჩანაწერი კონკრეტული თარიღის მითითების გარეშე: 胎神: 厨灶门外东南 – თაიშენი სამზარეულოს გაერეთ კართანაა და აქტიურია სახლის სამხრეთ-აღმოსავლეთ მიმართულებით; 胎神: 房床栖外正东 – თაიშენი საწოლთან, გარეთა მხრიდან, აღმოსავლეთის მიმართულებითაა.
საყურადღებო მომენტი 注意点: თუ კედელზე გააკრავენ წითელ ქაღალდს წარწერით 胎神在此 („თაიშენი აქ იმყოფება“), ნაყოფის მფარველი სული იქ გაჩერდება და აღარ გადაადგილდება.
冲 (地支相冲) ჰოროსკოპული კონფლიქტი
ყოველ პიროვნებას, დაბადების წლის, თვის, დღისა და საათის მიხედვით განესაზღვრება საკუთარი ჰოროსკოპის (ჩინური ზოდიაქოს) ნიშნები. მაგ., 2025 წლის 27 თებერვლის, 15:00 საათის შესაბამისი ჰოროსკოპული ნიშნებია: 乙巳年 (蛇年) / 戊寅月 / 丁卯日 / 戊申时. ხუთი სტიქიის ელემენტთა (五行) თვისებები, ერთმანეთის შობა და ძლევა (相生相克) მათ შესაბამის ციკლურ ნიშნებზე და ზოდიაქოს სიმბოლურ ცხოველებზეც ვრცელდება, ამიტომ ციკლურ ნიშნებშიც და ზოდიაქოს სიმბოლურ ცხოველებშიც არის ერთმანეთთან შეუთავსებელი ე.ი. კონფლიქტური წყვილები [იხ. ცხრილი 10].
子午相冲: 子(鼠) ↔ 午(马) | 丑未相冲: 丑(牛) ↔ 未(羊) | 寅申相冲: 寅(虎) ↔ 申(猴) |
卯酉相冲: 卯(兔) ↔ 酉(鸡) | 辰戌相冲: 辰(龙) ↔ 戌(狗) | 巳亥相冲: 巳(蛇) ↔ 亥(猪) |
ცხრილი 10 |
იგივე პრინციპით, თუ პიროვნების დაბადების თარიღის ჰოროსკოპული ნიშნები (სიმბოლური ცხოველი (属相) და ციკლური ნიშნები, განსაკუთრებით მიწის შტო (地支) რომელიმე კალენდარული დღის მიწის შტოსთან მიმართებით შეუთავსებელია, ამ პიროვნებამ ამ დღეს რაიმე მნიშვნელოვანი ღონისძიება (ქორწილი, ახალმოსახლეობა, მოლაპარაკება და ა.შ.) არ უნდა დაგეგმოს. განვიხილოთ კონკრეტული მაგალითი, ნუგნლის კალენდარული გვერდის ჩანაწერი ზემოთ მოყვანილი 乙巳年 / 戊寅月 / 丁卯日 / 戊申时 თარიღისთვის: 冲: 兔日冲鸡 (辛酉). რადგანაც ეს არის 丁卯 -ს დღე (丁卯日), ხოლო 卯 და 酉 ისვე როგორც მათი შესაბამისი ცხოველები 兔 (კურდღელი) და 鸡 (მამალი) კონფლიქტური წყვილია, მამლის წელს დაბადებული პირისთვის ეს დღე შეიძლება უიღბლო იყოს. გარდა ამისა ეს დღე (丁卯日) პრობლემური შეიძლება იყოს იმ პირისთვისაც ვისი დაბადების თვის, დღის ან საათის ციკლური ნიშნებია 辛酉 (მაგ., 辛酉月, 辛酉日, 辛酉时), რადგან 辛酉, 丁卯 -ის მიმართ კონფლიქტური წყვილია. ამის მიზეზი ისევ და ისევ ხუთი სტიქიის ბუნებაშია, კერძოდ: ცეცხლი 火 (丁) სძლევს (克) ლითონს 金 (辛), ხოლო ხე 木 (卯) ცვეთს (耗) რკინას 金 (酉). ნუნგლის ამ ნაწილის მთავარი მიზანია, დაეხმაროს ადამიანს იღბლიან დღის არჩევაში (择吉避凶), და შეახსენოს მას კონკრეტულ კალენდარულ დღესთან დაკავშირებული ჰოროსკოპული კონფლიქტის (地支相冲) შესახებ.
岁煞日煞 – წლის, დღის უიღბლო (არასასურველი) მიმართულება
ნუნგლის ამ ნაწილში მითითებულია მიმდინარე წლისთვის (岁煞) ან კონკრეტული დღისთვის (日煞) უიღბლო, არასასურველი მიმართულება, რომელსაც ამ წლის და ამ დღის აღმნიშვნელი მიწის შტო (地支) განსაზღვრავს. ხუთი სტიქიის ბუნება (相生相克) მათ შესაბამის ციკლურ ნიშნებზეც ვრცელდება, ციკლური ნიშნებს კი თავის მხრივ კონკრეტული მიმართულებები (方向) შეესაბამება, ამიტომ ერთმანეთის მიმართ კონფლიქტური სტიქიების შესაბამისი ციკლური ნიშნებიც და მიმართულებებიც კონფლიქტურები არიან. თითოეულ მიწის შტოსთვის და მისი შესაბამისი მიმართულებისთვის არსებობს ერთი კონკრეტული კონფლიქტური მიწის შტო და მისი შესაბამისი მიმართულება. ეს მიმართულება წლის შემთხვევაში (年支) მთელი წლისთვის, დღის შემთხვევაში (日支) კი მთელი დღისთვის უიღბლოდ ანუ არასასურველად ითვლება [იხ. ცხრილი 11, 12]. ხალხური რწმენით ამ მიმართულებით ან ამ მიმართულებით მდებარე ადგილზე რაიმე მნიშვნელოვანი ღონისძიება არ უნდა დაგეგმოს.
序 | 干支 | 方向 | 五行 | 煞方向 | 序 | 干支 | 方向 | 五行 | 煞方向 | |
1 | 子 | 正北 | 水 | 南 | 7 | 午 | 正南 | 火 | 北 | |
2 | 丑 | 东北 | 土 | 东 | 8 | 未 | 西南 | 土 | 西 | |
3 | 寅 | 东北 | 木 | 北 | 9 | 申 | 西南 | 金 | 南 | |
4 | 卯 | 正东 | 木 | 西 | 10 | 酉 | 正西 | 金 | 东 | |
5 | 辰 | 东南 | 土 | 南 | 11 | 戌 | 西北 | 土 | 北 | |
6 | 巳 | 东南 | 火 | 东 | 12 | 亥 | 西北 | 水 | 西 | |
ცხრილი 11 |
宜忌 – დასაშვები და დაუშვებელი მოქმედებები
宜忌 არის კონკრეტული კალენდარული დღისთვის დასაშვები (იღბლიანი, სასურველი) და დაუშვებელი (უიღბლო, აკრძალული, არასასურველი) მოქმედებების ჩამონათვალი, ერთგვარი შემაჯამებელი რჩევები, რომელიც ისევე როგორც ზემოთ განხილული ნუნგლის (农历) ასტროლოგიური ნაწილების (干支, 五行, 生肖, 星宿, 冲, 煞, 彭祖, 胎神) მონაცემებია, ძირითადად ემყარება ამ დღესთან დაკავშირებულ ციკლური ნიშნების კონფიგურაციის (天干地支属性), ხუთი სტიქიის ურთიერთქმედების (五行生克) საფუძველზე ჩატარებულ გათვლებს, ასევე ამ დღესთან დაკავშირებულ ტრადიციებს და ადათ-წესებს. ეს გათვლები არის რთული და მათი პრინციპების ფორმულირება, მხოლოდ იმ მკითხველს დააინტერესებს ვისაც ჩინური გეომანტიის (风水), ჰოროსკოპის (八字儿) ან ნატურფილოსოფიის (五行学说, 阴阳学 და ა.შ.) საფუძვლიანად შესწავლა აქვს განზრახული. ფართო მკითხველს რაც შეეხება, ჩვენი აზრით, საკმარისია თვალსაჩინოებისთვის ნუნგლის ამ (宜忌) ნაწილიდან აღებული ქვემოთ მოყვანილი რამდენიმე ტიპიური მაგალითის გარჩევა.
თარიღი – 西历: 2025.02.19 阴历: 蛇年 / 正月 / 廿二 干支: 乙巳年 / 戊寅月 / 己未日
宜 დაშვებულია: 动土 (მიწის სამუშაოების დაწყება), 入殓 (მიცვალებულის კუბოში ჩასვენება), 嫁娶 (დაქორწინება), 移柩 (მიცვალებულის გადასვენება), 安葬 (დაკრძალვა), 破土 (მშენებლობის ან ხვნა-თესვის დაწყება)
忌 დაუშვებელია: 开市 (ვაჭრობის დაწყება), 作灶 (ღუმლის შეკეთება), 安床 (საწოლის მოწყობა / გადაადგილება), 入宅 (ახალ ბინაში გადასვლა), 上梁 (ჭერის კოჭთან შეხება), 裁衣 (ჭრა-კერვა).
თარიღი – 西历: 2025.02.20 阴历: 蛇年 / 正月 / 廿三 干支: 乙巳年 / 戊寅月 / 庚申日
宜 დაშვებულია: 求医 (ექიმთან მისვლა), 治病 (მკურნალობა), 破屋 (სახლის დაშლა-დანგრევა), 坏垣 (კედლის დანგრევა); 余事勿取 (დაუშვებელია ყველა სხვა საქმის კეთება და მოქმედება)
忌 დაუშვებელია: 开市 (ვაჭრობის დაწყება), 嫁娶 (დაქორწინება).
თარიღი – 西历:2025.02.21 阴历:蛇年 / 正月 / 廿四 干支:乙巳年 / 戊寅月 / 辛酉日
宜 დაშვებულია: 祭祀 (შეწირვა), 斋醮 (ღვთისმსახურება/წირვა-ლოცვა), 沐浴 (დაბანა), 开生坟 (სასაფლაოს მოწყობა), 合寿木 (კუბოს გამზადება).
忌 დაუშვებელია: 开市 (ვაჭრობის დაწყება), 嫁娶 (დაქორწინება), 安床 (საწოლის მოწყობა / გადაადგილება), 会亲友 (ახლობლებთან ერთად შეკრება).
***
ზემოთ განვიხილეთ ის ასტროლოგიური თემები, რომლებიც ყველაზე ხშირად გვხვდება ჩინურ კალენდრებში. გარდა ამისა შეიძლება შეგვხდეს სხვა ქვემოთ ჩამოთვლილის მსგავსი შინაარსის ჩანაწერები რომლებსაც ამჯერად დაწვრილილბით არ შევეხებით. მაგ.,
იღბლიანობა – უიღბლობის ღვთაებები – 吉神 【天德、月德、天赦、天喜、天医、福星、喜神、三合、天乙贵人等】, 凶神 【月破、五鬼、地火、死气、黄沙、白虎、天罡、地囊等】;
წარმატება – წარუმატებლობის 12 სული – 十二值日 (建除十二神) 【建 日、除日、满日、平日、定日、执日、破日、危日、成日、收日、开日、闭日】;
სიხარულის ღვთაების (ენერგიის) მიმართულება [მიანიშნებს იღბლიან ადგილს სადაც შეიძლება ზეიმი ჩატარდეს] – 喜神方位;
ბედნიერების ღვთაების (ენერგიის) მიმართულება [მიანიშნებს იღბლიან ადგილს სადაც უნდა აღევლინოს ლოცვა, მაგ., ძეობის თხოვნა და მისთ.] – 福神方位;
სიმდიდრის ღვთაების (ენერგიის) მიმართულება [მიანიშნებს მიმართულებას ბიზნესის დაწყების, ინვესტიციის ჩადების ადგილისკენ] – 财神方位.
附录 დანართი
ჩინეთში, სამყაროს წარმოშობისა და ევოლუციის პროცესის შესახებ ყველაზე ძველი ჩანაწერი სამკითხაო წიგნში (ი ძინგში) გვხვდება (《易经》,《周易》) 《系辞传》“是故易有太极,是生两仪;两仪生四象,四象生八卦。”] , დასავლეთ ხანის ეპოქაში (西汉, ძვ. წ. II) ეს იდეა კიდევ უფრო განვითარდა [“无极而太极,太极动而生阳,动极而静,静而生阴。”], სუნგის დინასტიის (宋朝, ახ. წ. XI საუკ.) ნეოკონფუციანელებმა კი ის საბოლოოდ ასე ჩამოაყალიბეს [“无极而太极,太极动而生阳,动极而静,静而生阴。阴阳合而生水火,水火既济而生木金,木金盈冲而生五行。五行一阴一阳错综而生四象,四象变而生八卦。”], შესაბამისად, სამყაროს ძველი ჩინური კოსმოგონიური მოდელი სქემატურად შემდეგნაირად შეიძლება გამოისახოს:

无极 ◌➔ 太极 ○➔ 两仪 ➔ 四象 ☯➔ 八卦 ☰ ☱ ☲ ☳ ☴ ☵ ☶ ☷
ტერმინების ქართული თარგმანი და მოკლე განმარტება:
უზღვრობამ (无极) ◌ შვა უმაღლესი ზღვარი (太极) ○, უმაღლესმა ზღვარმა ➔ ორი საწყისი (两仪) , ორმა საწყისმა ➔ ოთხი გარდასახვა (四象)☯,
ოთხმა გარდასახვამ ➔ რვა ტრიგრამა (八卦) ☰ ☱ ☲ ☳ ☴ ☵ ☶ ☷
◌ 无极 უზღვრობა: უხილავი, უსახო, უზღვრო ქაოსი. უხილავია (无形) – რადგან მთლიანად დაფარულია ჩვენთვის; უსახოა (无象), რადგან არა აქვს არავითარი ჩვენთვის ცნობილი სახე; უზღვროა (无限), რადგან ყოველმხრივ განუზომადია ჩვენთვის; ქაოსია (混沌), რადგან ყველა მისი წესი და წყობა გაუგებარია ჩვენთვის [56].
○ 太极 უმაღლესი ზღვარი: უკვე წარმოქმნილი, მაგრამ ჯერ განუცალკევებელი (尚未分化), დადებითი (阳) და უარყოფითი (阴) საწყისების ერთიანობა, დაპირისპირებულთა ერთსხეულად ყოფნის მომენტი (对立统一体), გაყოფსიწინა დაძაბულობის უმაღლესი ზღვარი.
两仪 ორი საწყისი [⚊ ⚋]: ერთმანეთთან დაპირისპირებული (对立), მაგრამ ურთიერთდამოკიდებული და ურთიერთგამაწონასწორებელი (相互作用推动) ორი საწყისის, ინის (阴仪, [⚋] (როგორც უარყოფითის, სიბნელის, უძრაობის წყაროს) და იანგის (阳仪, [⚊] (როგორც დადებითის, სინათლის, მოძრაობის წყაროს) წარმოქმნა.
☯ 四象 ოთხი გარდასახვა [⚎ ⚌ ⚍ ⚏]: დადებითი და უარყოფითი ორი საწყისის (阳 (⚊), 阴 (⚋)) ოთხგვარი გარდასახვა. უარყოფითი საწყისი ინი 阴 (⚋) გარდაისახა ➔ ① უმდაბლეს ინად (少阴, ⚍) და ② უმაღლეს ინად (太阴, ⚏), დადებითი საწყისი იანგი გარდაისახა ➔ ③ უმდაბლესი იანგად (少阳, ⚎) და ④ უმაღლეს იანგად [57] (太阳, ⚌). უმდაბლესი ინის (少阴 ⚍) გამოვლინებაა ➔ მწუხრი (黄昏), შემოდგომა (秋季), დასავლეთი (西方), ლითონი (金), სიმწიფე, მიღება (成熟和收获). როცა ინის ძალა იბადება და მატულობს, იანგის ძალა კი სუსტდება და კლებულობს (阳气初生,阴气渐退); უმაღლესი ინის (太阴 ⚏) გამოვლინებაა ➔ შუაღამე (午夜), ზამთარი (冬季), ჩრდილოეთი (北方), წყალი (水), მდუმარება და დაფარულობა (静止和潜藏). როცა ინის ძალა უმაღლესია და იანგის ძალა უმდაბლესი (阴气最盛,阳气最弱); უმდაბლესი იანგის (少阳 ⚎) გამოვლინებაა ➔ აისი (黎明), გაზაფხული (春季), აღმოსავლეთი (东方), ხე (木), არსთა ზრდა (万物开始生长), როცა ინგის ძალა იბადება და მატულობს, იანგის ძალა კი სუსტდება და კლებულობს (阳气初生,阴气渐退); უმაღლესი იანგის (太阳 ⚌) გამოვლინებაა ➔ შუადღე (正午), ზაფხული (夏季), სამხრეთი (南方), ცეცხლი (火), აყვავება (繁荣), სიუხვე (盛放), სიცოცხლით ავსება (万物充满活力). როცა იანგის ძალა უდიდესია (阳气最盛) და ინის ძალა კი უმცირესი (阴气最弱).
☰ ☱ ☲ ☳ ☴ ☵ ☶ ☷ პაკუა (八卦). ოთხი გარდასახვის ნიშნებზე (⚎ ⚌ ⚍ ⚏) უწყვეტი (⚊) და წყვტილი (⚋) ხაზების დამატებით შექმნილი 8 ტრიგრამა (☰ ☱ ☲ ☳ ☴ ☵ ☶ ☷) – პაკუა (八卦), რომელიც სამყაროს, საზოგადოების და ადამიანის ცხოვრების 8 ძირითად მოვლენას ან მდგომარეობას გამოხატავს [იხ. ცხრილი].
序号 | 八卦 სახელწოდ. | 符号 ტრიგრ. | 象征 სიმბოლო | 自然现象 მოვლენა, მდგომარეობა | 人事关系家族成员 საზოგად, ადამ., ოჯახი | 五行 5 სტიქია |
1 | 乾 (Qián) | ☰ | 天 ცა | 天空, 阳刚, 创造, 领导 ზეცა, ნათელი-სიმტკიცე, შემოქმედება, ხელმძღვანელობა | 权威, 领导, 主动, 父亲 ავტორიტეტი, ლიდერობა, აქტიურობა, მამა | 金 ლითონი |
2 | 坤 (Kūn) | ☷ | 地 მიწა | 大地, 阴柔, 承载, 顺从 დედამიწა, ბნელი -სირბილე, ატანა, მიყოლა | 顺从, 滋养, 包容, 母亲 მორჩილება, გამოზრდა, შეწყნარება, დედა | 土 მიწა |
3 | 震 (Zhèn) | ☳ | 雷 მეხი | 雷鸣, 动荡, 突破, 奋发 ქუხილი, რყევა, გარღვევა, შთაგონება | 变革, 行动, 冲击, 长子 გარდაქმნა, მოქმედება, შეტევა, უფროსი ვაჟი | 木 ხე |
4 | 巽 (Xùn) | ☴ | 风 ქარი | 和风, 渗透, 传播, 柔顺 ქროლა, შეღწევა, გადაცემა, დამყოლობა | 灵活, 适应, 影响, 长女 მოქნილობა, შეგუება, გავლენა, უფროსი გოგო | 木 ხე |
5 | 坎 (Kǎn) | ☵ | 水 წყალი | 江河, 危险, 智谋, 深沉 დინება, ხიფათი, საზრიანობა, სიღრმე | 智慧, 谋略, 险阻, 中子 სიბრძნე, მოხერხებულობა, სიძნელე, შუათანა ვაჟი | 水 წყალი |
6 | 离 (Lí) | ☲ | 火 ცეცხლი | 太阳, 光明, 热烈, 文明 მზე, სინათლე, მხურვალება, ცივილიზაცია | 文化, 礼仪, 激情, 中女 კულტურა, თავაზიანობა, სწრაფვა, შუათანა გოგო | 火 ცეცხლი |
7 | 艮 (Gèn) | ☶ | 山 მთა | 山岳, 稳重, 阻碍, 沉思 მთები, მდგრადობა, დაბრკოლება, ჩაფიქრება | 坚定, 守成, 静止, 少子 ურყეობა, შენარჩუნება, უძრაობა, უმცროსი ვაჟი | 土 მიწა |
8 | 兑 (Duì) | ☱ | 泽 ტბა | 湖泊, 喜悦, 交流, 悦乐 ტბები, სიხარული, ურთიერთობა, სიამოვნება | 交际, 愉悦, 分享, 少女 კომუნიკაცია, ბედნიერება, გაზიარება, უმცროსი გოგო | 金 ლითონი |
ლეგენდის თანახმად, ფვუსიმ (伏羲), რვა ტრიგრამა, მდინარე ხუანხედან (黄河) ამოსული დრაკონისთავიანი ირმის ტანზე დახატული მაგიური (ნუმერელოგიური) სქემის ((龙马复图, 河图) საფუძველზე შექმნა [იხ. სურ.]. შავი და თეთრი წერტილების რაოდენობამ (მაგ., წყვილთა სხვაობა უდრის 5), განლაგებამ (მაგ., ლუწები კენტების პირისპირ) და ა.შ. მას შთააგონა ურთიეთდაპირისპირებლი საწყისების ინისა და იანგის იდეა. ირმის ტანზე დატანილი შავი და თეთრი წერტილები ხუთი სტიქიის (五行) შესაბამისი მიმართულებების და რიცხვების მიხედვით არიან განლაგებული. მდინარე ლოშუიში (洛水) მცურავ ღვთაებრივი კუს ბაკანზე დახატული (神龟负书, 洛书) მაგიური კვადრატის [58] (幻方, ინგ. Magic Square) რიცხვების საფუძველზე დიადმა უიმ (大禹) ჯებირები ააგო და წყალდიდობის წყლები დაიმორჩილა (大禹治水).


პირველქმნილი (先天八卦) ანუ ფვუსის შექმნილი პაკუას (伏羲八卦) ნიშნების განლაგება [იხ. სურ. ], გამოხატავს სამყაროს საგანთა და მოვლენათა წარმოშობისა და განვითარების კანონს (描述宇宙万物的生成和变化规律), მათი არყოფნიდან ყოფიერში აღმოცენებას, მარტივიდან რთულისკენ განვითარებას, ინ-იანგის საწყისების დაპირისპირებულობასა და ერთიანობას. ე.ი. ძირითადად აქვს ფილოსოფიურ-კოსმოლოგიური დანიშნულება.
- 乾(☰):天,象征 刚健、创始。ცა, სიმტკიცე, შექმნა
- 坤(☷):地,象征 柔顺、承载。მიწა, დამყოლობა, ატანა;
- 震(☳):雷,象征 震动、激发。მეხი, რყევა, აღძვრა;
- 巽(☴):风,象征 渗透、顺入。ქარი, შეღწევა, შეყოლა;
- 坎(☵):水,象征 险陷、流动。წყალი, ხიფათი, გადაადგილება;
- 离(☲):火,象征 光明、依附。ცეცხლი, სინათლე, დაყრდნობა;
- 艮(☶):山,象征 静止、稳重。მთა, უძრაობა, თავშეკავება;
- 兑(☱):泽,象征 悦乐、交流。ტბა, სიხარული, ურთიერთობა.
მოგვიანებით, ვენ ვანგმა (文王, იგივე 周文王) შეცვალა პაკუას ნიშნები წყობა და შექმნა გვიანდელი პაკუა (后天八卦) , რომელიც უფრო პრაქტიკულ მიზნებს (მაგ., გეომანტიას, ჰოროსკოპს, მისნობას და ა.შ.) ემსახურება [იხ. სურ. ]

八卦和六十四卦8 ტრიგრამა და 64 ჰექსაგრამა
ტრადიციულად ითვლება, რომ რვა ტრიგრამა – პაკუა (八卦, ☰, ☵, ☶ და ა.შ.) შემქმნილია სამ ლეგენდარულ მბრძანებლთაგან (伏羲, 神农, 燧人 (祝融)) ერთ-ერთის, ფვუსის / ჶუსის (伏羲 Fúxī) მიერ, რომელმაც ადამიანებს ბადეების ქსოვა, თევზჭერა, ნადირობა და ცხოველთა მოთვინიერებაც ასწავლა; ჭოუს დინასტიის (周朝, ) მეფემ – ჭოუ ვენ ვანგიმა (周文王 იგივე 姬昌, ძვ.წ. 1152-1056 წწ.), ტრიგრამების დაწყვილების გზით შექმნა 64 ჰექსაგრამა (六十四卦) [იხ. ცხრ. ], ხოლო მისმა მე-4 ვაჟმა, თავადმა ჭოუმ, იგივე ჭოუ კუნგმა (周公 ან 周公旦), ამ ჰექსაგრამებს დაურთა მათი ცალკეული კომპონენტების, ხაზების და ტრიგრამების ახსნა. ბოლოს, კონფუცის (孔子) მოსწავლეებმა ამ ყველაფერს კიდევ დაუმატეს საკუთარი კომენტარები (ე.წ. 10 ფრთა (十翼)), რითაც დასრულდა ცნობილი სამკითხაო ტრაქტატის ცვლილებათა წიგნის ანუ ი ძინგის 易经 (იგივე 周易) შექმნის პროცესი. ეს არის უძველესი სამისნო პრაქტიკის გარშემო აღმოცენებული ტექსტი, რომელიც თავისი არქაულობისა და ძნელადგასაგებობის გამო ფართო ფილოსოფიური აზროვნების ნიადაგს ქმნიდა საუკუნეების განმავლობაში. ი ძინგი არის ადამიანის მიერ შექმნილი ერთდროულად დიდიც და გამოუცნობი ქმნილება, ”წიგნთა წიგნი”, რომელმაც გავლენა მოახდინა ჩინური ფილოსოფიის, ხელოვნების, მათემატიკის და ა.შ. განვითარებაზე. ი ძინგისამდი ინტერესი როგორც ჩინელი, ასევე დასავლელი ფილოსოფოსების, მათემატიკოსების და სხვ. მეცნიერების მიერ დღემდე არ განელებულა. დიდი ხანია, ჩინეთში შექმნილია ი ძინგის შემსწავლელი ინსტიტუტებიც[59]. წიგნის სათაურში სიტყვა ცვლილება გულისხმობს – სამყაროს დადებითი და უარყოფითი საწყისების – ინის და იანგის (阴阳) ცვლილებების შედეგად ბუნებაში და საზოგადოებაში, ადამიანის ცხოვრებაში არსებულ მუდმივ ცვალებადობას, დინამიკურობას. არსებობს რწმენა, რომ რადგანაც ეს ცვალებადობა იძინისეულ დიალექტიკურ კანონებს და მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს (刚柔相推,阴阳平衡 等 ) ემყარება, მათი ანალიზის შედეგად შესაძლებელია მოვლენათა განვითარების პროგნოზირება. ი ძინგში, სამყაროში მიმდინარე ნებისმიერი ცვლილება თუ პროცესი სიმბოლურად გამოიხატება 64 ჰექსაგრამიდან (მაგ., ䷩䷪) ერთ-ერთით. ჰექსაგრამის შემადგენელი ხაზები (爻 yáo), მოცემული სიტუაციის საფეხურებად განვითარებას აღნიშნავს, ანუ ეს არის მოცემულ სიტუაციაში, განვითარების ერთი საფეხურიდან მეორეზე გადასვლის გრაფიკული გამოხატულება. აღწერა მოვლენისა, რომელიც მიმდინარეობის პროცესშია და გარკვეულ შედეგამდე მიდის. მთლიანი ხაზები [— (阳爻)] შეესაბამება აქტიურ მდგომარეობას, სინათლეს და დაძაბულობას, წყვეტილი ხაზები [– – (阴爻)] კი პასიურ მდგომარეობას, სიბნელეს და მოდუნებას. ჰექსაგრამის ხაზები იკითხება ქვემოდან ზემოთ. ერთი ჰექსაგრამიდან მეორეზე გადასვლა, უკვე ერთი სიტუაციის/ვითარების მეორით შეცვლას ასახავს.
ი ძინგის გავლენა ჩინურ კულტურაზე:
ეს არის უძველეს ჩინურ ტექტი, თავდაპირველად სამისნო მიზნით დაწერილი, მაგრამ მისი გავლენა ჩინურ კოსმოლოგიაზე, ფილოსოფიაზე, ეთიკაზე, ხელოვნებაზე და კულტურაზე არის ღრმა, ხანგრძლივი და ყოვლისმომცველი.
- მსოფლმხედელობა და ფილოსოფია. ი ძიგნი ხსნის სამყაროს წყობას და მასში მიმდინარე ცვლილებების პრინციპებს. ხაზს უსვამს ინ-იანგ ძალების / დადებითი და უარყოფითი საწყისების ურთიერთგაწონასწორებას, ბალანსს და მუდმივ ცვლილებას [阴阳平衡和变化], რამაც დიდი გავლენა მოახდინა ჩინელთა მენტალიტეტზე და მსოფლმხედველობაზე. ეს ფილოსოფიური კონცეფციები და მსოფლმხედველობა აისახა არა მარტო ჩინურ ფილოსოფიასა და რელიგიაში [60], ასევე ჩინელთა ყოველდღიურ ცხოვრებაში და მეცნიერულ კვლევებში.
- ენა და დამწერლობა. ი ძინგმა ჩინური ენის ფორმირებაზეც დიდი გავლენა მოახდინა. ი ძინგის ტრიგრამებისა და ჰექსაგრამების სახელებმა და სისტემამ (卦名和符号系统) ხელი შეუწყო იეროგლიფების ფორმირებას და განვითარებას.
- ესთეტიკა. ი ძიგნის ნიშან-სიმბოლოთა სიტემამ გავლენა მოახდინა ჩინეთის ხელოვნებაზე და ჩინელთა ესთეტიკურ შეხედულებებზე. გამოკვეთა / წინ წამოწია ლაკონურობა, აბსტარქტულობა, სიმბოლიზმი.
- ეთიკა და ქცევა. ი ძინგი პიროვნული და საზოგადო ქცევის ერთგვარი სახელმძღვანელოს როლს ასრულებდა. ის ჩინელებს ასწავლიდა სიბრძნეს, თვითსრულყოფას და ცხოვრებაში მომხდარი ცვლილებებისადმი სწორ დამოკიდებულებას.
- კულტურა და ხელოვნება. ი ძიგნის გავლენა გავრცელდა ჩინურ ლიტერატურაზე, ხელოვნებაზე და მცენირებაზე. მისი სიმბოლოები და იდეები აისახა ფერწერაში, პოეზიაში და არქიტექტურაში.
- ცისა და ადამიანის, ადამიანისა და ბუნების ერთიანობა (მთლიანობა, განუყოფლობა) [天人合一]. ი ძიგნი ქადაგებს ამ იდეას, რომლის მთავარი აზრია – ბუნებისა და ადამიანთა საზოგადოების მშვიდობიანი / ჰარმონიული თანაარსებობა, რამაც ჩინურ კულტურაში ფესვი ღმად გაიდგა, გავლენა მოახდინა ძველ ჩინელთა ეთიკურ, პოლიტიკურ და ცხოვრებისეულ შეხედულებებზე.
- მკითხაობა / მისნობა და გეომანტია (ფვენშუი, ჶენშუი) [占卜和风水]. ი ძიგნის მკითხაობისა და გეომანტიის (ჶენშუი 风水) თეორიამ, რაც მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი იყო გადაწყვეტილების მიღებისა და მომავლის წინასწარმეტყველების დროს, არამარტო ძველი ჩინეთის რელიგიებზე, ფოლკლორზე, არქიტექტურაზე და ა.შ. იქონია ღრმა და ხანგრძლივი გავლენა, ის დღესდღეობით თანამედროვე ჩინეთის საზოგადოებაზეც აგრძელებს ზემოქმედებას.
ი ძინგი მდიდარია ჰუმანიტარული და ფილოსოფიური აზრებით, ის ათასწლეულების განმავლობაში ღრმა გავლენას ახდენდა ჩინური ცივილიზაციის პოლიტიკურ, ეკონომიურ, კულტურულ და სხვ. სფეროებზე, ამიტომაც მას უპირველეს კლასიკურ ნაწარმოებს და უდიდეს იდეათა წყაროს უწოდებენ.(“群经之首,大道之源“). ეს წიგნი, როგორც სიბრძნისა და შთაგონების დიდი წყარო, დღესაც ინარჩუნებს თავის გავლენას ჩინურ კულტურაზე და ფილოსოფიაზე
ი ძინგი შეიცავს დიალექტიკური აზროვნების ელემენტებს. მცნებას ანტაგონისტური საწყისების ინ-იანგის (阴阳) შესახებ. ხაზს უსვამს, რომ არ არსებობს წონასწორობა რომელიც არ დაირღვევა, და არ არსებობს წარსული რომელიც არ განმეორდება (无平不陂,无往不复) .
ი ძინგის ცნობილი დასავლელი მკვლევრები და მთარგმნელები (ი ძინისტები):
დასავლურ ენაზე, კერძოდ ლათინურად, ი ძინგი 1730 წელს, პირველად თარგმნა ფრანგმა იეზუიტმა მისიონერმა ჟან-ბატისტ რეჟისმა, შემდეგი ცნობილი თარგმანი იყო 1923 წელს გამოცემული გერმანელი სინოლოგის რიჰარდ ვილჰელმის და ინგლისელი მისიონერის ჯეიმს ლეგის 1950 წ. გამოცემული წიგნები. ამჟამად არსებობს ინგლისური თარგმანის მრავალი ვერსია (ვიკიპედიაში ჩამოთვლილია). გერმანელი მეცნიერი გოტფრიდ ვილჰელმ ლაიბნიცი (1646-1716 წწ., Gottfried Wilhelm Leibniz), რომელსაც ჩინეთში მოღვაწე იეზუიტებთან ჰქონდა მიმოწერა, ძალიან იყო დაინტერესებული ი ძინგით. ის ჰექსაგრამების მთლიან და წყვეტილ ხაზებში ხედავდა მის მიერ აღწერილი, თვლის ორობითი სისტემის [二进制] განსახიერებას ( – – → 0 და — → 1)[61].
- რიჩარდ ვილჰელმი (Richard Wilhelm, 理查德·威尔海姆), გერმანელი სინოლოგი, 1924 წელს გამოსცა ი ძიგნის გერმანული თარგმანი, ), ეს იყო დიდი ხნის განმავლობაში ყველაზე ავტორიტეტული თარგმანი დასავლურ ენაზე. ეს წიგნი 1950 წელს ინგლისურად თარგმნა კარლ ჯუნგმა (C.G. Jung, 卡尔·荣格).
- ჯეიმს ლეგი (James Legge, 詹姆斯·莱格), შოტლანდიელი მისიონერი, 1899 გამოსცა ი ძიგნის ინგლისური თარგმანი, დიდი გავლენა მოახდინა დასავლურ მეცნიერებაზე.
- ჯოზეფ ა. ადლერი (Joseph A. Adler, 约瑟夫·阿德勒), ი ძინგის თანამედროვე, ცნობილი მკვლევარი და მთარგმნელი, 2020 გამოსცა 《The Original Meaning of the Yijing: Commentary on the Scripture of Change》[他的工作致力于揭示《易经》的原始意义,特别是通过朱熹的视角[62]]
- ჯეფრი რედმონდი (Geoffrey Redmond, 杰弗里·雷德蒙), 2017 წელს გამოსცა ი ძიგნის კრიტიკული თარგმანი (《The I Ching (Book of Changes): A Critical Translation of the Ancient Text》,《易经》的批判性译本), დართული აქვს ი ძიგნის ყველაზე ძველი ფენის კომენტარები [专注于《周易》的最古老层次]
- იუელიან კონსტანტინეს ძე შუცკი (Юлиан Константинович Щуцкий, 舒茨基 1897-1938], რეპრესირებულია (დახვრეტილია) შპიონაჟის ბრალდებით, სტალინური ტერორის პერიოდში, მისი ეს 1928-1935 წლებში დაწერილი სადოქტორო დისერტაცია მხოლოდ 1960 წელს გამოიცა) და ეს ნამუშევარი [Китайская классическая «Книга перемен». Опыт филологического исследования и перевода. Л., 1937 博士论文,中国古典名著《易经》,语言学研究和翻译经验,列宁格列,1937 // ასევე Китайская классическая «Книга перемен». М., 1960 中国古典名著《易经》,莫斯科,1960]) ითვლება მე-20 საუკუნის სინოლოგიის შედევრად [他的翻译版《易经》(1960年版)是20世纪公认的基础汉学研究著作]. შუცკი მთელი ცხოვრების განმავლობაში იკვლევდა ი ძინგს.
ი ძინგის ცნობილი ჩინელი მკვლევრები:
1. 李学勤 Lǐxué Qín:他是中国著名的历史学家和古文字学家,对《易经》的研究有深刻的见解。他的研究涵盖了《易经》的历史背景、文本分析和文化影响¹。
2. 陈鼓应 Chén Gǔyīng:他是中国著名的哲学家和《易经》研究专家,著有多部关于《易经》的学术著作。他的研究侧重于《易经》的哲学思想和现代应用²。
3. 刘大钧 Liú Dàjūn:他是山东大学的教授,长期从事《易经》研究,特别是在《易经》的象数理论和应用方面有深入的研究³。მისი წიგნი《周易古经白话解》(ინგლისურ ენაზეც არის 英文版)
ი ძინგის (ჭოუ ის 《周易》) ონლაინ რესურსები:
https://www.guoxuemeng.com/guoxue/zhouyi
https://www.zhonghuadiancang.com/rulizhexue/zhouyi
ი ძინგის ქართველი მკვლევარი, თეიმურაზ ნაკაშიძე და მისი ნაშრომი „ცვლილებათა წიგნი“ XXI საუკუნეში
ბატონო თემურ, მოგესალმებით!
უპირველეს ყოვლისა მადლობას მოგახსენებთ პრეზენტაციაზე მიწვევისთვის და თქვენი ამ უაღრესად საინტერესო წიგნით დასაჩუქრებისთვის.
მახსოვს, ჯერ კიდევ ჩემი სტუდენტობის პერიოდში, როცა ახალი დაწყებული მქონდა ჩინურის შესწავლა, თქვენ უკვე სერიოზულად იკვლევდით ი ძინგს. მას მერე ათეულობით წლები გავიდა (მინიმუმ 30- ზე მეტი წელი) …., ამტომ მიხარია, რომ გვიან, მაგრამ მაინც მოხდა თქვენი, როგორც ჩვენს ქვეყანაში ი ძინგის ერთადერთი სპეციალისტის ნაფიქრალისა და ნაშრომის ქაღალდზე გადატანა.
როგორც ყველა წინგის ავტორს, დარწმუნებული ვარ თქვენც გაინტერესებთ მკითხველის, მითუმეტეს ჩინეთის კულტურასთან ასე თუ ისე შეხების მქონე ადამიანის შთაბეჭდილება თქვენს წიგნზე. ამიტომ გავბედავ და ქვემოთ მოკლედ ჩამოვაყალიბებ ჩემს მოკრძალებული აზრს თუ რას ვფიქრობ ამ პირველი ქართული იძინისტიკური ნაშრომის შესახებ.
წიგნის კითხვის დაწყებისთანავე მივხვდი, რომ მის გასაგებად ჩემი ამ სფეროში არსებული ცონდა აშკარად საკმარისი არ იყო. ამიტომ წიგნი გვედზე გადავდე და ძირითადად ინტერნეტიდან მოპოვებულ წყაროებზე დაყრდნობით გავაკეთე ერთგვარი დამხმარე კონსპექტი, რომელსაც ამ წერილთან ერთად გიგზავნით (იმედი მაქვს ეს ჩანაწერები თქვენც და ასევე სხვა ი ძინგით დაინტერესებულ ადამიანსაც, განსაკუთრებით სინოლოგს, გამოადგება). შემდეგ ამ შეძენილი ცოდნით შეიარაღებულმა გავაგრძელე წიგნის კითხვა. მაგრამ, სამწუხაროდ, წიგნში ჩამოყალიბებული აზრები და განმარტებები მთლიანად რომ გამეგო, ეს ცოდნაც არ აღმოჩნდა საკმარისი. კერძოდ, გამიჭირდა ფიზიკის (სივრცისა და დროის კონტინუუმის), მათემატიკის (სამგანზომილებიანი ვექტორების, ორობითი სისტემის ფორმულების), გეომეტრიის (არაევკლიდური გეომეტრიის), ასტრონომიის (ციური ეკვატორის, დღეღამტოლობის წერტილის და ა.შ.) მცნებებში გარკვევა, ანუ იმაში რაც არ მისწავლია ან ვისწავლე და დამავიწყდა. აქედან გამომდინარე დარწმუნებული ვარ, რომ ისვე როგორც მე, ამ წიგნის შინაარსის ≈50% -ს თუ გაიგებს ქართველი სინოლოგი, რომელმაც ი ძინგის შესახებ მინიმუმ იცის ის, რაც ჩემს კონსპექტში წერია და ცოტა რამ ახსოვს ზუსტი მეცნიერებებიდან (ფიზიკიდან, მათემატიკიდან, გეომეტრიიდან, ასტრონომიიდან). რაც შეეხება ფართო მკითხველს, ეს წიგნი მათთვის ძალიან ძნელი გასაგები ან თითქმის გაუგებარი იქნება, რადგან აქ ჩაწერილი საკვანძო საკითხები და თქვენი იდეები (მიგნებები), მოცემულია ი ძინგის სპეციალისტისთვის (ან იძინგის სპეციალისტს + ფიზიკა მათემატიკის სპეციალისტისთვის) გასაგები ენით და ფორმულირებით. მაგ., ტრიგრამების ვექტორული წარმოდგენა უაღრესად საინტერესო მომენტია, მაგრამ მის გასაგებად საჭიროა სამგანზომილებიან სივრცეში ვექტორების განლაგებაში, დროისა და სივრცის დამოკიდებულებაში, ორობით სისტემაში გარკვევა, რაც მაგ. ჩემთვის, ელემენტარულ დონეზე მაიც, მიუღწეველი არ არის, მაგრამ ამას დრო და საკითხის სპეციალური შესწავლა დასჭირდება. წიგნში ბევრია სხვა, მეტად საინტერესო იდეა თუ გამონათქვამი, მაგრამ მათი გაგება მინიმუმ ფიზიკა-მათემატიკის და ასტრონომიის გარკვეულ დონეზე ცოდნას მოითხოვს … შესაბამისად ეს წიგნი, ფაქტობრივად, კონკრეტულად ამ დარგის სპეციალისტისთვისაა დაწერილი და გასაგები, თუმცა ეს სრულებითაც არ აკნინებს მის როლს და მნიშვნელობას. პირიქით, ეს არის მეტად დასაფასებელი ნაბიჯი ფართო მკითხველისთვის განკუთვნილი ი ძინგის სამყაროშიგასათვითცნობიერებელი წიგნის შესაქმნელად. პირველი და ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი მომავალი წიგნისკენ, რომელიც ადვილად გასაგები იქნება სინოლოგისთვისაც, ისტორიკოსისთვისაც და მათემატიკოსისთვისაც. ჩემი აზრით, დღესდღეობით აი ასეთი წიგნი სჭირდება ჩვენს ფართო მკითხველს და თქვენი დახმარებით, ადრე თუ გვიან ის შეიქმნება კიდეც, მაგრამ ამისთვის საჭირო იქნება მინიმუმ 3 დარგის სპეციალისტის თანამშრომლობა: (1) თქვენი, როგორც ი ძინგის სპეციალისტის; (2) რომელიმე სინოლოგის (ჩინურ ტექსტებთან, კულტურასთან და ისტორიასთან დაკავშირებული საკითხების დასაზუსტებლად); (3) ქართული ენის ფილოლოგის (ტექსტი რომ სალიტერატურო ქართულის ნორმების მიხედვით დაიხვეწოს). რაც შეეხება წიგნის შინაარსს, როგორც მე წარმომიდგენია, ის ისე მარტივად და სისტემურად უნდა იყოს დალაგებული და ახსნილი, რომ ფართო მკითხველისთვის ადვილი გასაგები იყოს მისი ყველა ასპექტი, კერძოდ – ი ძიგნის – (1) ისტორია; (2) ჰექსაგრამების სტრუქტურა და შემადგენელი ნაწილები; (3) აფორიზმების (ინტერპრეტაციული) თარგმნის თავისებურება; (4) მეცნიერული ღირებულების ახსნა; (5) გავლენა ჩინურ კულტურაზე და ფილოსოფიაზე; (6) თანამედროვე მკვლევრები და კვლევების მიმართულება; (8) თქვენი მიგნებები და იდეები.
არ ვიცი, როდის მოხდება ასეთი წიგნის დაწერა და გამოცემა, მაგრამ ზუსტად ვიცი ერთი რამ, რომ თქვენი დახმარების გარეშე ეს თითქმის შეუძლებელი იქნება. დარწმუნებული ვარ, ადრე თუ გვიან გამოჩნდება სინოლოგი, რომელიც დაინტერესდება ამ საკითხით, მაგრამ, კიდევ ვიმეორებ, უთქვენოდ ძალიან გაუჭირდება ვინმეს ამ სფეროში რაიმე ღირებულის შექმნა.
სხვა საკითხები:
1. წინასიტყვაობაში წერთ: „ყველაზე მეტად განრისხდებიან სინოლოგები …“ , გარწმუნებთ ეს ასე არ იქნება, რადგან სინოლოგები, როგორც ზემოთ აღვნიშნე, თქვენი წიგნის ნახევარს თუ გაიგებენ და ამ ნახევარში უშუალოდ სინოლოგიის სფეროში საკამათო არც არაფერია. ი ძიგნის ტექსტი კი ჩინურია, მაგრამ მის სიტყვა-სიტყვით ანუ პირდაპირ (ე.ი. არაინტერპრეტაციულ) თარგმანს ხომ აზრი არ აქვს? ინტერპრეტაციული თარგმანი კი უფრო მეტად დაკავშირებულია დიალექტიკასთან, ლოგიკასთან, სივრცე – დრო – მატერიის კავშირთან და არა სინოლოგიასთან, ამიტომ გასაბრაზებელიც იქ არაფერია. თქვენს მიერ ნახსენებ ჩინეთის ისტორიის და კულტურის საკითხებს რაც შეეხება, იქ რაიმე უხეში შეცდომა ვერ აღმოვაჩინე, შეიძლება რომელიმე განსაზღვრება საეჭვოც იყოს, მაგრამ ეს მაქსიმუმ იქნება მეცნიერული კამათის ობიექტი, სხვა არაფერი. თუმცა არის ერთი რამ რაც უნდა გამოსწორდეს: ჩინურ ენაზე დაწერილი ანოტაციის ტექსტი არის სავარაუდოდ ინგლისური ანოტაციიდან პირდაპირი (შესაძლოა მანქანური) ნათარგმნი, ამიტომ მისი რედაქტიებაა საჭირო. თუ გნებავთ მე გამოგიგზავნით ქართული ანოტაციიდან ნათარგმნ რედაქტირებულ ჩინურ ტექსტს. მართალია ამ ეტაპზე წიგნი ვეღარ შესწორდება, მაგრამ ელექტრნონული ვარიანტისთვის ან მომავალი გამოცემისთვის გამოგადგებათ. კარგი იქნება თუ ჩინური სიტყვების ქართული ტრანსკრიფციაც გასწორდება. გთავაზობთ ჩვენი ლექსიკონის სატრანსკრიფციო სიტემას ( https://www.chinese.ge/#/transcriptions );
2. ქართული ენის ფილოლოგებს უდავოდ ექნებათ შენიშვნები, რადგან ტექსტი დასახვეწია სტილისტიკისა და სალიტერატურო ენის ლექსიკის თვალსაზრისით (მაგ. არის რუსული და ინგლისური ენიდან პირდაპირ გადმოტანილი კალკები)
მეტი სხვა არაფერი მაქვს სათქმელი, კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით და გისურვებთ წარმატებებს თქვენს ყველა საინტერესო საქმეში.
პატივისცემით
ზურა
六十四卦 64 ჰექსაგრამა
卦序 | 卦名 | 符号 | 卦象 | Unicode 码位 |
1 | 乾(qián) | ䷀ | ☰ ☰ (天) | U+4DC0 |
2 | 坤(kūn) | ䷁ | ☷ ☷ (地) | U+4DC1 |
3 | 屯(zhūn) | ䷂ | ☵ ☳ (水雷) | U+4DC2 |
4 | 蒙(méng) | ䷃ | ☳ ☵ (雷水) | U+4DC3 |
5 | 需(xū) | ䷄ | ☵ ☰ (水天) | U+4DC4 |
6 | 讼(sòng) | ䷅ | ☰ ☵ (天水) | U+4DC5 |
7 | 师(shī) | ䷆ | ☵ ☷ (水地) | U+4DC6 |
8 | 比(bǐ) | ䷇ | ☷ ☵ (地水) | U+4DC7 |
9 | 小畜(xiǎo xù) | ䷈ | ☰ ☴ (风天) | U+4DC8 |
10 | 履(lǚ) | ䷉ | ☱ ☰ (天泽) | U+4DC9 |
11 | 泰(tài) | ䷊ | ☷ ☰ (地天) | U+4DCA |
12 | 否(pǐ) | ䷋ | ☰ ☷ (天地) | U+4DCB |
13 | 同人(tóng rén) | ䷌ | ☰ ☲ (天火) | U+4DCC |
14 | 大有(dà yǒu) | ䷍ | ☲ ☰ (火天) | U+4DCD |
15 | 谦(qiān) | ䷎ | ☷ ☶ (地山) | U+4DCE |
16 | 豫(yù) | ䷏ | ☴ ☷ (雷地) | U+4DCF |
17 | 随(suí) | ䷐ | ☱ ☳ (泽雷) | U+4DD0 |
18 | 蛊(gǔ) | ䷑ | ☳ ☶ (山雷) | U+4DD1 |
19 | 临(lín) | ䷒ | ☷ ☱ (地泽) | U+4DD2 |
20 | 观(guān) | ䷓ | ☴ ☷ (风地) | U+4DD3 |
21 | 噬嗑(shì kè) | ䷔ | ☲ ☳ (火雷) | U+4DD4 |
22 | 贲(bì) | ䷕ | ☶ ☲ (山火) | U+4DD5 |
23 | 剥(bō) | ䷖ | ☷ ☶ (地山) | U+4DD6 |
24 | 复(fù) | ䷗ | ☶ ☷ (山地) | U+4DD7 |
25 | 无妄(wú wàng) | ䷘ | ☰ ☵ (天雷) | U+4DD8 |
26 | 大畜(dà xù) | ䷙ | ☶ ☰ (山天) | U+4DD9 |
27 | 颐(yí) | ䷚ | ☶ ☵ (山雷) | U+4DDA |
28 | 大过(dà guò) | ䷛ | ☱ ☶ (泽风) | U+4DDB |
29 | 坎(kǎn) | ䷜ | ☵ ☵ (水) | U+4DDC |
30 | 离(lí) | ䷝ | ☲ ☲ (火) | U+4DDD |
31 | 咸(xián) | ䷞ | ☶ ☱ (山泽) | U+4DDE |
32 | 恒(héng) | ䷟ | ☴ ☳ (雷风) | U+4DDF |
33 | 遁(dùn) | ䷠ | ☰ ☶ (天山) | U+4DE0 |
34 | 大壮(dà zhuàng) | ䷡ | ☳ ☰ (雷天) | U+4DE1 |
35 | 晋(jìn) | ䷢ | ☲ ☷ (火地) | U+4DE2 |
36 | 明夷(míng yí) | ䷣ | ☷ ☲ (地火) | U+4DE3 |
37 | 家人(jiā rén) | ䷤ | ☲ ☴ (风火) | U+4DE4 |
38 | 睽(kuí) | ䷥ | ☱ ☲ (火泽) | U+4DE5 |
39 | 蹇(jiǎn) | ䷦ | ☵ ☶ (水山) | U+4DE6 |
40 | 解(xiè) | ䷧ | ☳ ☵ (雷水) | U+4DE7 |
41 | 损(sǔn) | ䷨ | ☶ ☴ (山风) | U+4DE8 |
42 | 益(yì) | ䷩ | ☴ ☳ (风雷) | U+4DE9 |
43 | 夬(guài) | ䷪ | ☰ ☱ (天泽) | U+4DEA |
44 | 姤(gòu) | ䷫ | ☱ ☰ (泽天) | U+4DEB |
45 | 萃(cuì) | ䷬ | ☷ ☱ (地泽) | U+4DEC |
46 | 升(shēng) | ䷭ | ☴ ☷ (风地) | U+4DED |
47 | 困(kùn) | ䷮ | ☱ ☵ (泽水) | U+4DEE |
48 | 井(jǐng) | ䷯ | ☵ ☴ (水风) | U+4DEF |
49 | 革(gé) | ䷰ | ☲ ☱ (火泽) | U+4DF0 |
50 | 鼎(dǐng) | ䷱ | ☱ ☲ (泽火) | U+4DF1 |
51 | 震(zhèn) | ䷲ | ☳ ☳ (雷) | U+4DF2 |
52 | 艮(gèn) | ䷳ | ☶ ☶ (山) | U+4DF3 |
53 | 渐(jiàn) | ䷴ | ☴ ☶ (风山) | U+4DF4 |
54 | 归妹(guī mèi) | ䷵ | ☶ ☴ (山风) | U+4DF5 |
55 | 丰(fēng) | ䷶ | ☲ ☳ (火雷) | U+4DF6 |
56 | 旅(lǚ) | ䷷ | ☳ ☲ (雷火) | U+4DF7 |
57 | 巽(xùn) | ䷸ | ☴ ☴ (风) | U+4DF8 |
58 | 兑(duì) | ䷹ | ☱ ☱ (泽) | U+4DF9 |
59 | 涣(huàn) | ䷺ | ☴ ☵ (风水) | U+4DFA |
60 | 节(jié) | ䷻ | ☵ ☱ (水泽) | U+4DFB |
61 | 中孚(zhōng fú) | ䷼ | ☴ ☱ (风泽) | U+4DFC |
62 | 小过(xiǎo guò) | ䷽ | ☳ ☶ (雷山) | U+4DFD |
63 | 既济(jì jì) | ䷾ | ☵ ☲ (水火) | U+4DFE |
64 | 未济(wèi jì) | ䷿ | ☲ ☵ (火水) | U+4DFF |
გამოყენებული ლიტერატურა:
1. 农历与民俗文化,张冰隅 煮, 上海教育出版社,2012 年,上海
2. 中华民俗万年历,静荺, 中国华侨出版社,2021年,北京
[1] სიტყვა კალენდარი, წარმოსდგა ლათინური სიტყვისგან „კალენდა“ (calendae), რაც ძველ რომში ყოველი თვის პირველ რიცხვს აღნიშნავდა და ეს იყო მოვალეების მიერ მევალეებისთვის სესხის პროცენტის გადახდის დღე.
[2] უმთავრესად ვგულისხმობთ დედამიწის გარშემო მთვარის, ასევე მზის გარშემო დედამიწის ციკლურ მოძრაობას (მიმოქცევას).
[3] ზაფხულის მზებუდობა (夏至), წლის დრო, როდესაც დღე ყველაზე გრძელია, ღამე კი ყველაზე მოკლე (20-22 ივნისი).
[4] სირიუსი (ბერძ. Σείριος – „მხურვალე“) – „დიდი ქოფაკის თანავარსკვლავედის“ ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი.
[5] ჰელიაკური ამოსვლა (ინგ. heliacal rising, ჩინ. 偕日升) ვარსკვლავის ან პლანეტის ჰორიზონტზე გამოჩენა უშუალოდ მზის ამოსვლის წინ, გარიჟრაჟზე.
[6] ჩვეულებრივ, მხედველობაში იღებენ მთვარის ოთხ ძირითად ფაზას, რომელთაგან თითოეული დაახლოებით ერთი კვირა გრძელდება: 🌑︎ ახალმთვარეობას (朔), 🌗︎ პირველი მეოთხედფაზას (上弦), 🌕︎ სავსემთვარეობას (望) და 🌓︎ ბოლო მეოთხედფაზას (下弦). სავარაუდოდ 7 დღიანი კვირის არსებობაც მთვარის ერთი ფაზის ხანგრძლივობასთან არის დაკავშირებული.
[7] მზის გარშემო დედამიწის ერთი სრული მიმოქცევისთვის საჭირო დღეების ფაქტობრივ რაოდენობასთან.
[8] უფრო ზუსტად ეს არის 10.87514 დღიანი სხვაობა, ამიტომ ჩინური ტრადიციული კალენდრის ლუნარულ ნაწილში, მისი ტროპიკულ წელთან სინქრონიზაციის მიზნით, ყოველი 19 წლის განამავლობაში 7- ჯერ ხდება მეცამეტე ანუ ნაკიანი თვის (闰月) ჩამატება, შედეგად ჩვეულებრივი წლისგან (平年) განსხვავებით, ნაკიანი თვის შემცველ ნაკიან წელიწადში (闰年), 383 ან 384 დღეა.
[9] ნაკიანი წლის მეშვეობით, გრიგორიანული კალენდრის წელიწადსა და ფაქტობრივ მზისიერ წელიწადს შორის სხვაობა იმდენად შემცირებულია, რომ 3300 წლის განმავლობაში 1 დღეს არ აღემატება.
[10] იმის გამოც, რომ შეუიარაღებელი თვალით მთვარის ფაზებზე დაკვირვებით დროის ათვლა საკმაოდ ადვილია.
[11] ნუნგლი (农历, სიტყვა-სიტყვით – „გლეხის კალენდარი“ ან „სასოფლო-სამეურნეო კალენდარი“) ეს სახელი გამოხატავს ამ კალენდრის მჭიდრო კავშირს გლეხების საქმიანობასთან, რომელიც თავის მხრივ უშუალოდაა დაკავშირებული წელიწადის სეზონთა ცვლასთან და ხანგრძლივობასთან.
[12] კუს ბაკნებზე და ცხოველთა ძვლებზე ამოკაწრული სამკითხაო წარწერები, ძიაკუვენი (甲骨文), რომელიც გავრცელებული იყო შანგის დინასტიის (商, ძვ. წ. 1600-1046 წწ.) დროს და უძველეს, უკვე ჩამოყალიბებულ, ჩინური იეროგლიფური დამწერლობის ძეგლად ითვლება.
[13] დედამიწის მზის გარშემო მიმოქცევისას, საღამოს ცაზე, მზე მოჩანს სხვადასხვა ვარსკვლავების ფონზე. ამ დროს დედამიწაზე მყოფი დამკვირვებლისთვის იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს თავად მზე მოძრაობს დედამიწის გარშემო და რიგრიგობით გაივლის 12 ზოდიაქოს თანავარსკვლავედს (黄道十二宫). ეკლიპტიკას (黄道) ეძახიან იმ წარმოსახვით წრეწირს რომელზეც მზე ცაზე გადაადგილდება [იხ. სურ. 4].
[14] იმპერატორის მმართველობის ყოველ კონკრეტულ პერიოდს ჰქონდა საგანგებოდ შერქმეული სახელწოდება, ე.წ. მმართველობის დევიზი (年号). ქვეყნის ოფიციალურ წელთაღრიცხვაც ამ დევიზის გამოცხადების წლიდან იწყებოდა და ამ დევიზთან ერთად ჩაიწერებოდა, მაგ., 康熙三年 (1664 წ.).
[15] ამგვარი წელთაღრიცხვა („რესპუბლიკური კალენდარი“ (民国纪元)) თაივანის კუნძულზე (台湾岛), რომელსაც გომინდანი (国民党) აკონტროლებს, დღესაც ოფიციალურად მოქმედებს. მაგ., როცა ევროპაში და მატერიკულ ჩინეთში (中国大陆) 2025 წელია, თაივანზე 114 წელია ე.ი. ჩინეთის რესპუბლიკის დაარსებიდან 114-ე წელი (民国114年 ).
[16] იგივე რეფორმების ასი დღე (百日维新) – ცინგის დინასტიის (清朝) პერიოდში, კერძოდ 1898 წელს (ჩინური კალენდრით 戊戌 წელს), ქანგ იოუვეის (康有为), ლიანგ ციჩაოს (梁启超), თან სსითუნგის (谭嗣同) და სხვ. პროგრესულად მოაზროვნე სწავლულთა ჯგუფის მიერ, იმპერატორის ბრძანებების საშუალებით, ქვეყანაში რეფორმების გატარების ასდღიანი მცდელობა, რომელიც იმპერატორის ქვრივის ცცი სისა (慈禧太后) და სასახლის კარის კონსერვატორი მოხელეების ძლიერი წინააღმდეგობის გამო, საბოლოო ჯამში, კრახით დასრულდა.
[17] 1894-1895 წწ. ჩინეთ-იაპონიის ომი. ჩინური კალენდრით 甲午 წელს, იაპონელი იმპერიალისტების მიერ წამოწყებული საომარი მოქმედებები, რომლის მთავარი მიზანი იყო კორეის ანექსია და შემდეგ ჩინეთში შეჭრა.
[18] სუნ იატსენის (孙中山) მეთაურობით 1911 წელს (辛亥 -ს წელს) ჩინეთში მომხდარი ბურჟუაზიულ-დემოკრატიული რევოლუცია, რომლის შედეგადაც დაამხო ცინგის დინასტიის (清朝) იმპერატორთა მმართველობა.
[19] 中国科学院紫金山天文台
[20] წლის 24 სამეურნეო სეზონი იუნესკოს (UNESCO) მიერ შეტანილია მსოფლიოს ხალხთა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.
[21] რვა ტრიგრამა, პაკუა (八卦)) უწყვეტი (—) და წყვეტილი (– –) ხაზებისგან შემდგარი 8 სიმბოლური ნიშანი, რომლის მიხედვითაც ძველ ჩინეთში მკითხაობდნენ ან წინასწარმეტყველებდნენ: ☰ (乾 ციენი – ”ცა”; ”სამხრეთი”), ☷ (坤 ქვენი -”მიწა”; ”ჩრდილოეთი”, ☳ (震 ჭენი – ”მეხი”; ”ჩრდილო-აღმოსავლეთი”), , ☵ (坎 ქანი – ”წყალი”; ”დასავლეთი”), ☶ (艮 კენი – ”მთა”; ”ჩრდილო-დასავლეთი”), ☴ (巽 სსუინი – ”ქარი”; ”სამხრეთ-დასავლეთი”), ☲ (离 ლი – ”ცეცხლი”, ”აღმოსავლეთი”), ☱ (兑 ტუი – ”ტბა”, ”სამხრეთ-აღმოსავლეთი”). ტრიგრამების დაწყვილებით შექმნილია 64 ჰექსაგრამა, მაგ., ䷿, ䷰. უწყვეტი ხაზი არის სინათლის, დადებითი ენერგიის, მამაკაცური საწყისის და ა.შ. გამომხატველი სიმბოლო, წყვეტილი ხაზი – ბნელის, უარყოფითი ენერგიის, ქალური საწყისის და ა.შ. გამომხატველი სიმბოლო. იხ. დანართი.
[22] ასტრონომიული თვალსაზრისით ეს არის მომენტი, როცა მზე ეკლიპტიკური გრძედის 315°-ზე იმყოფება (თებერვლის 3,4 ან 5 რიცხვი).
[23] ამ ღამეს ყოველთვის 100% – იანი ახალმთვარეობა არ არის, ეს შეიძლება იყოს ახალმთვარეობასთან მიახლოებული მთვარის ფაზა.
[24] ვგულისხმობთ ჩინური ნატურფილოსოფიის ისეთ მიმდინარეობებს და კომპონენტებს, როგორიცაა ხუთი სტიქიის მოძღვრება (五行学说), დადებითი და უარყოფითი ძალების ფილოსოფია (阴阳理论), გეომანტია (分水), ციკლური ნიშანთა სისტემა (干支), ტრიგრამებისა და ჰექსაგრამიბის თეორია, იძინგი (易经), ჩინური ზოდიაქო (生肖), ჩინური ჰოროსკოპი (命理学 [მაგ. 八字儿, 紫微斗数]) და მისთ.
[25] ლეგენდის თანახმად, ბერძენთა ჰელიოსის მსგავსად, მზეები ცაზე რიგრიგობით ეტლით ამოჰყავდა მზის ქალღმერთს . სიხეს (羲和). ერთხელაც, ცაზე ათივე მზე ერთად გამოჩნდა და მათი სიმხურვალით ადამიანები რომ არ დაღუპულიყვნენ გმირმა მშვილდოსანმა, ხოუ იმ (后羿), ზედმეტი ცხრა მზე ისრით ჩამოეგდო.
[26] ძინვენი (金文) – სარიტუალო ბრინჯაოს ჭურჭლებსა და ზარებზე ამოკვეთილი წარწერები. გავრცელებული იყო დასავლეთ ჭოუს დინასტიის დროს (西周, ძვ. წ. 1046-771 წწ.).
[27] აღსანიშნავია, რომ მზისა და მთვარის გარდა, ძველი ჩინელები სხვა მოძრავ ციურ სხეულებსაც აკვირდებოდნენ. მათ იცოდნენ 5 პლანეტის (五星), კერძოდ, მერკურის (水星), ვენ ერას (金星), მარსის (火星), იუპიტერის (木星) და სატურნის (土星) არსებობაც. ამ პლანეტებს ისინი „მოძრავ ვარსკვლავებს“ (行星) უწოდებდნენ.
[28] ხუთი სტიქია (五行), ბუნების ხუთი ძირითადი ელემენტი – ლითონი (金), ხე (木), წყალი (水), ცეცხლი (火) და მიწა (土) – ძველ ჩინურ კოსმოლოგიურ მოძღვრებაში აღნიშნავდა სამყაროს შემადგენელ ხუთ მთავარ საწყისს / ელემენტს.(იხ. ქვემოთ五行)
[29] მაგ., ასეთია „პაძძი“ (八字), „რვა ციკლური ნიშანი“, „ბედისწერის 4 სვეტი“ – ციკლურ ნიშანთა ოთხი წყვილი, რომელიც გამოიყენება პიროვნების ბედის საწინასწარმეტყველო ჰოროსკოპის (八字算命) შესადგენად. კერძოდ, ეს არის ციური ღეროებისა (天干) და მიწიერი შტოების (地支) მიხედვით ჯერ ცალ-ცალკე ჩაწერილი, შემდეგ კი ოთხ სვეტად (四柱) დაწყვილებული ადამიანის დაბადების წელი, თვე, დღე და საათი (时干 და 时支 → 时柱; 日干 და 日支 → 日柱; 月干 და 月支 → 月柱; 年干 და 年支 → 年柱) [იხ. სურათი 11].
[30] ფენშუი, ჶენშუი (风水), სიტყვა-სიტყვით – ქარი და წყალი, ქარისა და წყლის ძალა. აღნიშნავს გარემო პირობების თვისებებს და რწმენას, რომ სახლის, საფლავის და ა.შ. მდებარეობა, აგრეთვე ახლო-მახლო მიწა-წყლის სახე და ჰორიზონტის მხარეები გავლენას ახდენს ოჯახის ბედზე, აქედან გამომდინარე საჭიროა გარემო პირობებისა და ჰორიზონტის მხარეების მიხედვით საფლავის გასაკეთებლად ან სახლის ასაშენებლად ხელსაყრელი ადგილის შერჩევა.
[31] ნუმეროლოგია – რიცხვების ზებუნებრივი (ოკულტური) მნიშვნელობის შესწავლა და რწმენა ამ რიცხვების მომავალთან ან ადამიანის ბედთან რელიგიური ან მისტიკური კავშირის შესახებ. სიტყვა-სიტყვით – ”ბედისმცოდნეობა”
[32] ყვითელი იმპერატორი, ხუანგტი (黄帝) – ჩინეთის ლეგენდარული მმართველი, რომელსაც ჩინელები თავიანთ პირველ წინაპრად მიიჩნევენ; ჩინელი ერის უძველესი მამამთავარი.
[33] იგულისხმება დასავლეთ ხანის (西汉) დინასტიის იმპერატორ ხან უტის (汉武帝, 156 – 87 წწ.) ბრძანებით შედგენილ კალენდარში (《太初历》-ში ) ჩაწერილი წლები.
[34] ნაშთი – რიცხვი, რომელსაც მივიღებთ გასაყოფს რომ გამყოფისა და განაყოფის (მთელი ნაწილის) ნამრავლი გამოვაკლოთ.
[35] ძველი ჩინური ასტრონომიის „ჩრდილოეთის ჩამჩის“ 7 ვარსკვლავი (北斗七星) თანამედროვე ასტრონომიაში ზუსტად შეესაბამება „დიდი დათვის თანავარსკვლავედის“ (大熊座, ლათ. Ursa Major) 7 ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავს.
[36] ციკლური ნიშნებით აღნიშნული გეოგრაფიული მიმართულებები დატანილია გეომანტიურ კომპასებზე, იგივე ფვენშუის (ჶენშუის) კომპასებზე (风水罗盘), [იხ. სურ. 13].
[37] „ხუთი ვეფხვის იდუმალი წესი“ (五虎遁口诀): 甲己之年丙作首, 乙庚之年戊为头, 丙辛之年庚寅起, 丁壬之年壬寅流, 戊癸之年甲寅求。წესის სახელწოდების ეტიმოლოგია: 虎 აღნიშნავს, რომ წესი ეხება 1-ლი თვის ციკლური წყვილის დადგენას. ამ თვის შესატყვისი მიწიური ღეროა 寅, რომელსაც ზოდიაქოს სიმბოლურ ცხოველებში ვეფხვი (虎) შეესაბამება. 五 ნიშნავს, რომ მოცემული წესი 5 სტროფისგან შედგება, ხოლო 遁 ნიშნავს ამ წესში ჩადებულ გამოთვლის იდუმალ მეთოდს (ხუთ სტიქიის პრინციპით გამოთვლის მეთოდს).
[38] ტაოისტი (道家) – ტაოიზმის მიმდევარი. ტაოიზმი (道教) იგივე დაოიზმი (დაოსიზმი), ტაოს რელიგიური მოძღვრება, უძველესი ჩინური რელიგია და ერთ-ერთი ძირითადი ფილოსოფიური სკოლა, რომელიც ჩამოყალიბდა აღმოსავლეთ ხანის (东汉, 25 – 220 წწ.) ეპოქაში. მის ფუძემდებლად ითვლება ნახევრად ლეგენდარული ფილოსოფოსი – ლაო ძძი (老子). ტაოიზმის ამოსავალი წერტილი და მთავარი დოქტრინაა სამყაროს მოძრაობისა და ცვლილების უნივერსალური კანონი – ტაო (道), როგორც ყოვლის დასაბამი, მთელი ქვეყნიერების მშობელი, ყოველი არსებული საგნის, ყოველი მოვლენის პირველსაწყისი და პირველმიზეზი, არყოფნიდან ამოვლენილი გარსმოუცველი რამ, რომელიც ყოველივეს გაჩენას წინ უსწრებდა და რომელსაც ყველაფერი მორჩილებს, ყველაფერი მისგან იშვის და მასში ბრუნდება.
[40] ‘’შანგშუ’’ (尚书) იგივე “შუძინგი” (书经), “ისტორიის წიგნი” – კონფუციანური კანონიკური ხუთწიგნეულიდან (五经) ერთ-ერთი, რომელიც იწერებოდა და ივსებოდა არქაული დროიდან IV საუკუნემდე. მასში ძირითადად თავმოყრილია ცნობები ჩინეთის უძველესი რეალური და მითოლოგიური ისტორიის შესახებ; წიგნის რედაქციას მიაწერენ კონფუცის (孔子).
[41] ინი და იანგი, ინ-იანგი (阴阳) – ბუნებაში არსებული ორი ურთიერთსაპირისპირო, ამასთან, ურთიერთდამოკიდებული და ურთიერთშემავსებელი საწყისი (სუბსტანცია), რომელთაგან პირველია ქალური ანუ უარყოფითი, მეორე კი – მამაკაცური ანუ დადებითი.
[42] ”ჭოიუ ი”(《周易》) – ძველი ჩინური სამკითხაო წიგნი. იხ. დანართი易经.
[43] ”ყვითელი იმპერატორის სამკურნალო ტრაქტატი” (《黄帝内经》) – დღემდე მოღწეული, ჩინეთის ყველაზე ძველი სამედიცინო ტრაქტატი, რომელიც საბოლოო სახით ჩამოყალიბდა მებრძოლ სამეფოთა ეპოქაში (战国时代, ძვ.წ. 475-221 წწ.); შედგება ორი ნაწილისგან – ”სუვენ” (素问) ანუ ”უბრალო საკითხები”, რომელიც ეძღვნება ტრადიციული მედიცინის ძირითად თეორიებს და ”ლინგშუ” (灵枢) ანუ ”სასწაული კვანძები”, რომელიც ეძღვნება ნემსთერაპიით (აკუპუნქტურით) და მოწვით მკურნალობას (针灸).
[44] 5 პლანეტის ჩინური სახელი პირდაპირ დაკავშირებულია 5 სტიქიასთან: „წყლის ვარსკვლავი“ (მერკური 水星), „ლითონის ვარსკვლავი“ (ვენერა 金星), „ცეცხლის ვარსკვლავი“ (მარსი 火星), „ხის ვარსკვლავი“ (იუპიტერი 木星) და „მიწის ვარსკვლავი“ (სატურნი 土星).
[45] მაგ., ღვიძლი (肝) თუ გაღიზიანებულია (旺), ის ვნებს ელენთას (脾), რადგან გაძლიერებული ხე (木) მიწას (土) აგრესიულად სძლევს; სუსტი (弱) თირკმელები (肾), ღვიძლს (肝) ვერ ეხმარებიან, რადგან დასუსტებული ხე (木) წყალს (水) ვერ შობს.
[46] გარდამავალი დრო ანუ სეზონებს შორის გარდამავალი პერიოდი, კერძოდ: III, VI, IX და XII თვეები.
[47] მაგ., ახალმთვარეობის და სავსემთვარეობის დროს მაქსიმალური სადღეღამისო მიქცევა და მოქცევა (大潮汐) ხდება, რადგან ამ დროს, დედამიწაზე, ერთ ხაზზე მყოფი მზის და მთვარის ჯამური გრავიტაცია მოქმედებს.
[48] ზოდიაქოს ოცდარვა თანავარსკვლავედი (二十八宿) – სიტყვა-სიტყვით ”მთვარის ოცდარვა სამყოფელი” – ძველ ჩინურ ასტრონომიაში აღნიშნავდა ეკლიპტიკის (黄道) გასწვრივ მდებარე თანავარსკვლავედებს რომლებშიც მთვარე ერთი თვის განმავლობაში რიგ-რიგობით გაივლის. ქვეყნის ოთხი მიმართულების მიხედვით 4 სექტორად (东宫 (青龙), 西宫 (白虎), 北宫 (玄武), 南宫 (朱雀)) დაყოფილ ცის სფეროს თითო სექტორში გაერთიანებულია 7 თანავარსკვლავედი, ჯამში 28 თანავარსკვლავედია: 1. 角 (Jiăo) ძიაო – რქა α Vir, 2. 亢 (Kàng) ქანი – კისერი κ Vir, 3. 氐 (Dĭ) ტი – ფესვი α Lib, 4. 房 (Fáng) ფვანი – ოთახი π Sco, 5. 心 (Xīn) სინი – გული σ Sco, 6. 尾 (Wěi) ვეი – კუდი μ Sco, 7. 箕 (Jī) ძი – დაწნული მარაო γ Sgr, 8. 斗 (Dǒu) ტოუ – ჩამჩა φ Sgr, 9. 牛 (Niú) ნიუ – ხარი β Cap, 10. 女 (Nǚ) ნნუი – ქალი ε Aqr, 11. 虛 (Xū) სსუი – სიცარიელე β Aqr, 12. 危 (Wēi) ვეი – სახურავის თხემი α Aqr, 13. 室 (Shì) შში – სადგომი α Peg, 14. 壁 (Bì) პი – კედელი γ Peg, 15. 奎 (Kuí) ქუი – ფეხები η And, 16. 婁 (Lóu) ლოუ – საბელი β Ari, 17. 胃 (Wèi) ვეი – სტომაქი ε Ar, 18. 昴 (Mǎo) მაო – ბეწვიანი თავი 17 Tau, 19. 畢 (Bì) პი – ჩოგანბადე ε Tau, 20. 觜 (Zī) ძძი – კუ λ Ori, 21. 參 (Shēn) შენი – სამი ვარსკვლავი ζ Ori, 22. 井 (Jǐng) ძინგი – ჭა μ Gem, 23. 鬼 (Guǐ) კუი – ავი სული θ Cnc, 24. 柳 (Liǔ) ლიუ – ტირიფი δ Hya, 25. 星 (Xīng) სინგი – ვარსკვლავი α Hya, 26. 張 (Zhāng) ჭანგი – გაშლილი ბადე υ¹ Hya, 27. 翼 (Yì) ი – ფრთა α Crt, 28. 軫 (Zhěn) ჭენი – ეტლი γ Crv.
[49] თანამედროვე ასტრონომიაში შეესაბამება კუროს თანავარსკვლავედის (金牛座, Taurus) 7 ვარსკვლავს (პლეადების ჯგუფში (昴宿星团, Pleiades).
[50] თანამედროვე ასტრონომიაში შეესაბამება ღრიანკლის თანავარსკვლავედის (天蝎座, Scorpius) 4 ვარსკვლავს.
[51] 彭祖 შეიძლება ვთარგმნოთ, როგორც „(დიდი) წინაპარი ფენგი“.
[52] მათუსალა – ბიბლიური პიროვნება, ნოეს ბაბუა, რომელმაც სახელი გაითქვა თავისი დღეგრძელობით (იცოცხლა 969 წელი. ინგ. Methuselah, ჩინ. 玛土撒拉)
[53] სხვა ვერსიით, რადგანაც მაშინ 60 დღეს ერთ წელს უწოდებდნენ, ფენგ წუმ ფაქტობრივად 800*60=48000 დღე ანუ 130 წელი იცოცხლა.
[54] ციური ღეროების (天干) შესაბამისი 10 და მიწიური შტოების (地支) შესაბამისი 12 აკრძალვის ურთიერთდაწყვილებით მიიღება 60 წყვილიანი ციკლი, რომელიც იგივე პრინციპით დაწყვილებულ კალენდრის დღეების ციკლურ აღნიშვნებს მიჰყვება.
[55] 胎神所占之方位或物品,忌动土、修造、搬迁、钉钉子等 干扰活动。 被认为“惊动胎神”会对孕妇和胎儿不利.
[56] ძველი ჩინური კოსმოგონიური მოდელის ეს პირველი საფეხური (უზღვრობა, 无极) მოგვაგონებს დიდი აფეთქების (大爆炸, ინგ. Big Bang) წინ სამყაროს მდგომარეობის აღწერას – გრავიტაციულ (სივრცე-დროის) სინგულარობას (引力奇点, ინგ. Gravitational singularity, 时空奇点, ინგ. Spacetime singularity).
[57] 太阴 –ს და 太阳 –ს სხვანაირად 老阴 –ს და 老阳 –საც უწოდებენ.
[58] კუს ბაკანზე დატანილი წერტილების რაოდენობა მაგიურ კვადრატს ქმნის – სამი ციფრის ჯამი ნებისმიერი მიმართულებით 15 – ის ტოლია.
[59] მაგ., ი ძინგის შემსწავლელი ინსტიტუტი შანტუნგში (山东省) https://zhouyi.sdu.edu.cn
[60] ყველაზე დიდი გავლენა მოახინდა კონფუციანელობაზე, შედარებით ნაკლები ტაოიზმზე და უმნიშვნელო ბუდიზმზე
[61] მანამდე და ევროპულ სინოლოგიაში ითვლებოდა, რომ ცვლილებათა წიგნი არის: 1. სამისნო ტექსტი 2. ფილოსოფიური ტრაქტატი 3. ჩინური უნივერსიზმის საფუძველი 4. გამოთქმათა კრებული 5. პოლიტიკური ენციკლოპედია 6. ლოგიკის სახელმძღვანელო 7. ბინარული სისტემა 8. ქუჩის მკითხავის ფოკუსები და ა.შ.
[62] ჭუ სი (朱熹 zhūxī) სუნგის ეპოქის (宋代) ცნობილი კონფუციანელი ფილოსოფოსი, ნეოკონფუციანელობის დამაარსებელი.
Discussion about this post