ცივი ომის დასრულების შემდეგ, ცენტრალური და შორეული აზიის ქვეყებს შორის დიპლომატიურმა ურთიერთობებმა სისტემური ცვლილებები განიცადა. ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობები ოფიციალურად 1990 წელს დამყარდა, [1] და ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები თვისობრივად ახალ ეტაპზე გადავიდა. თუმცა, სახელმწიფოთა შორის კოლექტიურ მეხსიერებაში დალექილმა პოლიტიკური დაძაბულობის თუ სამხრედრო-მილიტარისტულმა ფაქტებმა, ჩინეთ კორეის რესპუბლიკის ურთიერთობებზე გარკვეული ზეგავლენა მოახდინა. [2] გამომდინარე ზემოაღნიშნულად, საყურადღებოა პროფესორ – მინ იეს შეფასება, რომელმაც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასა და კორეის რესპუბლიკას შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის ხუთი ეტაპი გამოყო.
- “ მეგობრული ურთიერთობები პერიოდი” (1992);
- “სახელმწიფოთაშორის პარტნიორობა 21-ე საუკნეში” (1998);
- “ყოვლისმომცველი თანამშრომლობა” (2003);
- “თანამშრომლობა სტრატეგიული თვალსაზრისით” (2008);
- “პროგრესი სტრატეგიული თვალსაზრისით ” (2014); [3]
1992 წლის მონაცემებით, ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის მაჩვენებელი $6 მილიარდ დოლარს შეადგენდა, [4] მაგრამ 2003 წლისათვის იგი $63 მილიარდამდე გაიზარდა, რამაც ჩინეთი სამხრეთ კორეის უდიდესი სავაჭრო პარტნიორად აქცია (ჩაანაცვლა შეერთებული შტატები). [5] ურთიერთობის ნორმალიზებიდან ოცი წლის შემდეგ, 2010 წელს რიცხობრივმა მაჩვენებელმა $215 მილიარდს მიაღწია, [6] ხოლო 2018 წლის მონაცემებით ჩინეთი-სამხრეთ კორეის ეკონომიკური ურთიერთდამოკიდებულება 268 მილიარდით განისაზღვრა. [7]
მე-20 საუკუნის დასასრულს, ჩინეთ-კორეას შორის ინტენსიური ეკონომიკური ურთიერთობების პარალელურად, სეული ვაშინგტონისგან ერთგვარი ავტონომიის მოპოვებას შეეცადა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კი ოფიციალური პეკინის პოზიცია 2005 წელს კარგად განმარტა მეცნიერმა – დევიდ შამბოუმ „remarkably adept and nuanced, earning praise around the region”.
2008-2012 წლებში, კონსერვატიული ხელისუფლებამ, პრეზიდენტი – ლი მუინგ-ბაკის ხელმძღვანელობით, სამხრეთ კორეის საგარეო პოლიტიკის ძირითადი პრიორიტეტები გადააფასა, რაც გარკვეულწილად 2010 წელს პრეზიდენტ ბარაკ ობამას ადმინისტრაციის მიერ „აზიის რებალანსირების“ პოლიტიკის ინიცირებით იყო განპირობებული. თავის მხრივ ჩრდილოეთ კორეის მხრიდან სამხრეთ კორეის სამხედრო ხომალდ „ჩეონანზე“ და კულძულ იეონფენონგზე (Yeonpyeong) განხორციელებულმა სამხრედრო შეტევამ, რომელსაც ორმოცდაათი სამხრეთ კორეელის სიცოცხლე შეეწირა, აშშ-ის სამხრეთ კორეის ურთიერთობები სტრატეგიული თვალსაზრისით გააძლიერა. აღსანიშნავია, რომ ოფიციალური პეკინი ორ კორეას შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესში ერთგვარ „დიპლომატიურ ფარს“ იყენებდა, რამაც გარკვეული ზეგავლენა იქონია ორ ქვეყანას შორის დიპლომატიურ ურთიერთობებზე, თუმცა ოფიციალურ სეულს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პროცესში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ფაქტორი გააზრებული ჰქონდა.
ჩინელი მეცნიერის – იუ ტიეძუნის შეფასებით, 2013-2016 წლები თანამედროვე ჩინეთ-სამხრეთ კორეის ურთიერთობებში საუკეთესო პერიოდი იყო, რადგან ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომუნისტური პარტიის გენერალურ მდივან – სი ძინპინსა და სამხრეთ კორეის პრეზიდენტ – პარკ გუენ ჰემს შორის დადებულმა შეთანხმებამ ჩინეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის „დაბალანსებული დიპლომატიური“ ურთიერთობების მიღწევის შესახებ, ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული თვალსაზრისით ურთიერთობების ახალი შესაძლებლობები გამოკვეთა. სი ძინპინის კვინტენსენციური ინიციატივა რენესანსის პოლიტიკის შესახებ [10], ბრუკინგის უფროსმა მკვლევრმა -ჯონათან სტროსეთმა შეფასა როგორც „ეკონომიკური, პოლიტიკური, კულტურული ინტეგრაციის ინიციატივა. [11] აღნიშნულმა პოლიტიკურმა პროცესმა ზეგავლენა იქონოა სამხრეთ კორეის პრეზიდენტზე, რომელსაც ნახევარკუნძულის ინტეგრაციის სურვილი ამოძრავებდა. 2014 წელს – სი ძინპინი ოფიციალური ვიზიტით სეულში იმყოფებოდა, რომლის ფარგლებშიც ლიდერება პირობა დადეს, რომ „ჩინურ-სამხრეთ კორეული ოცნების ფარგლებში ხელს შეუწყობდნენ რეგიონალურ მშვიდობისა და სტაბილურობას “. [12]
ოთხწლიანი, ინტენსიური მაღალი რანგის მოლაპარაკებების შედეგად, მსოფლიოს პირველ (ჩინეთი) და მეშვიდე (სამხ. კორეა) ექსპორტიორ სახელმწიფოებს შორის გაფორმდა თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება. აგრეთვე, კორეის რესპუბლიკა აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შეუერთდა, [14] ხოლო პრეზიდენტი – პ.ჰემმი ჩინეთში მეორე მსოფლიო ომის დასრულების აღსანიშნავად ჩატარებულ სამხედრო აღლუმს დაესწრო, რა დროსაც ჩინეთმა მოახდინა თანამედროვე შეიარაღების დემონსტრირება. ზემოაღნიშნულმა ფაქტმა ოფიციალური ვაშინგტონის შეშფოთება გამოიწვია, რადგან სამხრეთ კორეა, ამერიკის შეერთებულ შტატებთან რეგიონალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით დადებული შეთანხმების მიუხედავად, პეკინთან პოლიტიკურ ურთიერთობებს აღვივებდა. [15]
სამხრეთ კორეის პრეზიდენტის პოლიტიკა ორი კორეის გაერთიანების შესახებ (The Trustpolitik), – სკოტ სნაიდერმა შეაფასა როგორც „გაერთიანების წმინდა გრაალი, რომლის მიღწევას სეული ორი ათეული წლის განმავლობაში ცდილობდა”. [16] მისი განმარტებით, პრეზიდენტ პარკს სწამდა, რომ სამხრეთ კორეის ფაქტორი ორ კომუნისტურ სახელმწიფოს შორის ერთგვარი გამყოფი ელემენტის ფუნქციას შეასრულებდა და ხელს შეუწყობდა კორეის ნახევარკუნძულის საბოლოლოო გაერთიანებას. აღსანავია ისიც, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერის – კიმ ჯონგ ინის მიერ „ბირთვული დაშინების“ პოლიტიკით მანიპულირებამ პეკინსა და ფხენიანს შორის არსებულ ურთიერთობები კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. მართლაც, ჯერ კიდევ ჩინეთის კომუნისტური პარტიის გენერალურ მდივნად არჩევამდე – სი ძინპინი ოფიციალური ვიზიტით ჯერ სეულში, ხოლო შემდეგ ფხენიანში იმყოფებოდა. გარდა ამისა, 2012-2018 წლებში პირველ ეტაპზე, ჩინურ ავტორიტეტულ მედია საშუალებებში აკრიტიკებდნენ ჩრ.კორეის მიერ ძალის დემონსტრირების ფაქტებს, ხოლო 2013 წელს შენიანგის მექანიზებულმა, ქვეითთა ქვედანაყოფმა და ჯავშანსატანტო დივიზიამ ჩრ.კორეის საზღვართან აწარმოეს სამხედრო წვრთნები. [17]
პრეზიდენტ პარკის იდეა ე.წ. „The Trustpolitik“, რომელიც მოიაზრებდა ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის განვითარების ხარჯზე, ორ კომუნისტურ სახელმწიფოს შორის ურთიერთობების მინიმალიზაციასა და კორეის ნახევარკუნძულის გაერთიანების გეგმას, წარუმატებელი აღმოჩნდა, რადგან ჩრ.კორეიდან მომდინარე ბირთვული საფრთხის პარალელურად, ვაშინგტონმა სამხედრო ზეწოლისა და ფინანსური სანქციების პაკეტი აამუშვა, რაც ოფიციალური პეკინის შეფასებით რეგიონში არასტაბილურობისა და რყევების ახალ ტალღას გამოიწვევდა, შესაბამისად ჩინეთი იძულებული გახდა ჩრ.კორეიდან მომდინარე საფრთხის განეიტრალების პროცესში მიეღო მონაწილეობა. “China defines its role and responsibility as alleviating North Korea’s vulnerability and insecurity through a stable relationship with Pyongyang, in light of the imbalanced geopolitical structure”. [18]
2016 წელს ჩრ. კორეის დიქტატორმა, სამხედრო წვრთნის პროცესში ბირთვული იარაღი საბძოლო მდგომარეობაში მოყვანლის შესახებ მეოთხედ გასცა ბრძანება. სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა, ჩრ.კორეის „დენუკლიირების“ შესახებ სატელეფონო თხოვნით მიმართა ჩინეთის კომუნისტური პარტიის გენერალურ მდივან – სი ძინპინს, [19] რომელმაც კლასიკური ჩინური დიპლომატიური პოზიცია დააფიქსირა. „არ შეიძლება ნახევარკუნძულმა ბირთვული იარაღის ფაქტორი გამოიყენოს, როგორც ომისა და ქაოსის გამომწვევი საშულება, მეტიც დაპირისპირებულ მხარეებს მოუწოდა მშვიდობისა და სტაბილურობისკენ“. [20]
2016 წელს სინო-სამხრეთ კორეული ურთიერთობებში რეგრესული დინამიკა დაფიქსირდა. ოფიციალურ სეულის და ვაშინგტონის მიერ სარაკეტო თავდაცვითი სისტემის შესახებ დაფიქსირებული პოზიციების მიუხედავად, ჩინეთი სამხრეთ-კორეის ტერიტორიაზე ამერიკური THAAD-ის სარაკეთო თავდაცვის სისტემის განთავსებას ეწინააღმდეგებოდა და მას არაოფიციალურ ეკონომიკური სანქციების პაკეტებით უპასუხა. [21] ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის – ვანგ ის შეფასებით „THAAD-ს სამხედრო შესაძლებლობები სცდებოდა სამხრეთ კორეის უსაფურთხოების უზრუნველყოფისა და ჩრ.კორეის ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ინტერესებს. მეტიც, ის საფრთხეს უქმნიდა აზიური სახელმწიფოების ეროვნულ უსაფრთხოებას“. [22] ჩინეთის ელჩმა სამხრეთ კორეაში – ციუ კუოხონკმა ცალსახად აღნიშნა, რომ THAAD – ის განთავსებას ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობებზე იმოქმედებდა უარყოფითად. [23]
სამხრეთ კორეის ახალმა პრეზიდენტმა – მუნ ჯე-ინმა, მისი წინამორბედისგან განსხვავებით ძირეულად შეცვალა ქვეყნის რეგიონალური პოლიტიკა, რაც საერთაშორისო თანამეგობრობას დაამახსოვრდა როგორც „სამი არა“-ს დღემდე ამოუხსნელი კორელაცია. კერძოდ, 2017 წლის მაისში, ვიეტნამში „აზიისა და წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტზე“ (APEC) – მ.ინმა 1.უარი განაცხადა სამხრეთ-კორეაში THAAD – ის დამატებითი ტექნიკის განთავსებაზე, 2.ამერიკურ ანტი-სარაკეტო და 3.ამერიკის შეერთებულ შტატებთან სამხედრო ალიანსის გაფორმებაზე. [24] სამხრეთ კორეის პრეზიდენტის ადმინისტრაცია კი აცხადებდა, რომ „სამი არა“-ს პოლიტიკა მისი წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი იყო და წარმოადგენდა ქვეყნის უსაფრთხოების უზრუველყოფის ახალ სტრატეგიას. [25] ზემოხსენებულ საკითხთან მიმართებით საყურადღებოა აზიის მკვლევრების – ლიზა კოლინსის და – ბონი გლეიზერის პოზიცია, რომლებიც ამტკიცებდნენ რომ, ჩინეთმა THAAD-თან დაკავშირებული სახელმწიფოთაშორისი დავა „მოიგო“, და სამხრეთ კორეასთან ურთიერთობების ნორმალიზირების მცდელობა ჩინეთის გრძელვადიანი გეგმის შემადგენელი ნაწილი იყო. [26]
2017 წლის APEC-ის სამიტის შემდეგ, ორი ქვეყნის ლიდერები ხუთჯერ შეხვდნენ ერთმანეთს. ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობები ეტაპობრივად ნორმალიზირდა, მაგრამ თავის მხრივ, პრეზიდენტ ტრამპის ჩინეთის მიმართ ანტაგონისტური პოლიტიკის პარალელურად აშშ-სამხრეთ კორეის ურთიერთობებზე უარყოფითად აისახა. [27] სამხრეთ კორეა კი ერთგვარი დილემის წინაშე აღმოჩნდა. ერთის მხრივ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა, რომელიც ქვეყანას ეკონომიკურ კეთილდღეობას ჰპირდება, ხოლო მეორე მხრივ ამერიკის შეერთებული შტატები, რომლის გარეშეც ჩრ.კორეიდან მომდინარე საფრთხის ნორმალიზაციასა და რეგიონალური უსაფრთხოების უზრუნველყოფას ვერ მოახერხებს.
დასკვნა
სამხრეთ კორეა იმ უიშვიათეს სახელმწიფოთა კატეკორიას განეკუთვნება, რომელიც ერთი მხრივ ანვითარებს ეკონომიკურ ურთიერთობებს ჩინეთთან, (2019 წელს სამხრეთ კორეამ ჩინეთში 136 მლრდ დოლარზე მეტი ღირებულების საქონლის ექსპორტირება მოახდინა, რამაც ქვეყნის საექსპორტო მარჩენებლის ¼ შეადგინა) ხოლო მეორე მხრივ ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით, თანამშრომლობს ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ჩინეთ-ამერიკის „სავაჭრო ომის“ პარალელურად, ჩრ.კორეიდან მომდინარე ბირთვული საფრთხის ფონზე, „ტრიანგულარული დიპლომატიის“ ზეწოლის ეპიცენტრში მოქცეული ოფიციალური სეული ორ კომუნისტურ სახელმწიფოს შორის ერთგვარი გამყოფი ელემენტის ფუნქციის შეთავსებას შეეცადა. შესაბამისად, სამხრეთ კორეა იაპონიისგან განსხვავებით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მიერ, შეიარაღებული ძალების მოდერნიზების და მშპ-ს ზრდის ფაქტებს ნაკლებად აკრიტიკებდა, რაც ოფიციალურმა ვაშინგტონმა დააკვალიფიცირა, როგორც ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური ურთიერთობების გაღვივების პრეცენდენტი. ზემოხსენებული პროცესების პარალელურად, ჩრ.კორეიდან მომდინარე „ბირთვული მუქარის“ განეიტრალების მიზნით ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სამხრეთ კორეის ტერიტორიაზე THAAD-ის სარაკეთო თავდაცვის სისტემები განათავსა.
სამხრეთ კორეის ახალმა პრეზიდენტმა – მუნ ჯე-ინმა, მისი წინამორბედისგან განსხვავებით ძირეულად შეცვალა ქვეყნის რეგიონალური პოლიტიკა, რაც საერთაშორისო თანამეგობრობას დაამახსოვრდა როგორც „სამი არა“-ს დღემდე ამოუხსნელი კორელაცია. კერძოდ, 2017 წლის მაისში, ვიეტნამში „აზიისა და წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტზე“ (APEC) – მ.ინმა 1. უარი განაცხადა სამხრეთ-კორეაში THAAD – ის დამატებითი ტექნიკის განთავსებაზე, 2. ამერიკურ ანტი-სარაკეტო და 3. ამერიკის შეერთებულ შტატებთან სამხედრო ალიანსის გაფორმებაზე, რაც საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტების გარკვეული ნაწილის მიერ შეფასდა როგორც ჩინეთის მიერ THAAD-თან დაკავშირებული ბრძოლაში გამარჯვება.
ავტორი: თამაზ გოგოლი
საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი
ბიბლიოგრაფია
- Korea, China mark 25th anniversary of diplomatic relationship
Source: https://www.korea.net/NewsFocus/policies/view?articleId=148687
2. Trying to loosen the linchpin: China’s approach to South Korea
https://www.brookings.edu/wp-content/uploads/2020/07/FP_20200606_china_south_korea_pak_v2.pdf
3. Min Ye, China-South Korea Relations in the New Era: Challenges and Opportunities (Lanham, MD: Lexington Books, 2017), page 2-3.
4. Trying to loosen the linchpin: China’s approach to South Korea
5.Mark Manyin, Emma Chanlett-Avery, Mary Beth D. Nikitin, Brock R. Williams, Jonathan R. Corrado, “U.S.-South Korea Relations,”
Source: https://fas.org/sgp/crs/row/ R41481.pdf
6. Shannon Tiezzi, “It’s Official: China, South Korea sign free trade agreement,” The Diplomat, June 2, 2015.
Source: https://thediplomat.com/2015/06/its-official-china-south-korea-sign-free-trade-agreement/ .
7. “Direction of Trade Statistics (DOTS),” IMF Data, International Monetary Fund.
Source: https://data.imf.org/?sk=9D6028D4- F14A-464C-A2F2-59B2CD424B85&sId=1515619375491
8. David Shambaugh, “China Engages Asia: Reshaping the Regional Order,” International Security 29 page. 64.
Source: https://www.jstor.org/stable/4137556.
9. Yu Tiejun, “The Significance of the Korean Peninsula in Xi Jinping’s Global Strategy,” in “Chinese Perspectives Towards the Korean Peninsula in the Aftermath of North Korea’s Fourth Nuclear Test,” ed. Yun Sun.
Source: https://www.stimson.org/2016/chinese-perspectives-towards-koreanpeninsula/.
10. Kristie Lu Stout, “Is Xi Jinping’s ‘Chinese dream’ a fantasy?” CNN, July 16, 2013.
Source: https://www.cnn.com/2013/05/26/world/asia/chinese-dream-xi-jinping/index.html
11. Yang Jiechi, “Implementing the Chinese Dream,” The National Interest, September 10, 2013.
Source: https://nationalinterest.org/commentary/implementing-thechinese-dream-9026.
12. Jonathan Stromseth, “Don’t make us choose: Southeast Asia in the throes of US-China rivalry,” October 2019.
13. “Xi Jinping holds talks with Park Geun-hye of ROK and Two heads of state agree to make China and ROK partners seeking common development, striving for regional peace, jointly promoting Asia’s vitalization and enhancing world prosperity,” Ministry of Foreign Affairs of the People’s Republic of China, 4 of July 2014.
Source: https:// www.fmprc.gov.cn/mfa_eng/topics_665678/xjpzxdhgjxgsfw/t1172038.shtml.
14. “China and South Korea to sign free trade deal,” BBC News, 10 November 2014.
Source: https://www.bbc.com/news/business-29983756
15. Christine Kim and Choonsik Yoo, “South Korea sees gains for its infrastructure firms from joining AIIB,” Reuters, March 26, 2015.
16. Kim Kwang-tae, “Park attends military parade in China,” September 5, 2015.
Source: https://en.yna.co.kr/view/AEN20150903003253315
17. Scott Snyder, “Why did Park Geun-hye mark the end of World War II in Beijing?” Forbes, September 2, 2015.
18. “China carries out artillery drills near N. Korean border,” The Chosun Ilbo, April 12, 2013.
Source: http://english.chosun.com/site/data/html_dir/2013/04/12/2013041200566.Html
19. Wang Junsheng, “The DPRK’s Fourth Nuclear Test and the Situation on the Korean Peninsula,” in “Chinese Perspectives Towards the Korean Peninsula in the Aftermath of North Korea’s Fourth Nuclear Test,”.
Source: https://www.stimson.org/2016/chinese-perspectivestowards-korean-peninsula/.
20. Lee Seong-hyon, “Why didn’t Xi Jinping answer Park’s call?” The Korea Times, February 5, 2016.
Source: http://www.koreatimes.co.kr/www/news/opinon/2016/02/197_197434.html
21. “Xi Jinping holds telephone talks with President Park Geun-hye of the ROK,” Ministry of Foreign Affairs of the People’s Republic of China, February 5, 2016,
Source: https://www.fmprc.gov.cn/mfa_eng/zxxx_662805/t1340371.Shtml.
22. Bonnie S. Glaser, Daniel G. Sofio, and David A. Parker, “The Good, the THAAD, and the Ugly,” Foreign Affairs, February 2017.
Source: https://www.foreignaffairs.com/articles/united-states/2017-02-15/good-thaad-and-ugly.
23. “China opposes possible U.S. THAAD deployment in ROK,” China Daily, February 13, 2016,
Source: http://www.chinadaily.com.cn/world/2016-02/13/content_23465685.htm.
24. Shannon Tiezzi, “China warns THAAD deployment could destroy South Korea ties ‘in an instant,’” The Diplomat, February 25, 2016.
25. David Josef Volodzko, “China wins its war against South Korea’s US THAAD missile shield—without firing a shot,” South China Morning Post, November 18, 2017,
26. Lee Jong-seok, “ ‘Three no’s’ policy reinforces South Korea’s sovereignty,” Hankyoreh, November 6, 2017.
Source: http://english.hani.co.kr/arti/english_edition/english_editorials/817693.html.
27. Bonnie S. Glaser and Lisa Collins, “China’s Rapprochement With South Korea: Who Won the THAAD Dispute?” Foreign Affairs, November, 2017,
Source: https://www.foreignaffairs.com/articles/china/2017-11-07/chinas-rapprochement-south-korea.
28. Moon stated, “Under the regional cooperation principles of openness, inclusiveness, and transparency, we have agreed to put forth harmonious cooperation between Korea’s New Southern Policy and the United States’ Indo-Pacific Strategy.” Moon Jae-in, “Opening Remarks by President Mon Jae-in at Joint Press Conference Following Korea-U.S. Summit,” (speech, Seoul, June 30, 2019),
Source: http://www.mofa.go.kr/eng/brd/m_5674/view.do?seq=319902.
Discussion about this post