მიკრობლოგის ბაზრის დიდი პოტენციალის გათვალისწინებით, ჩინურმა ინტერნეტ კომპანიებმა შექმნეს Twitter-ის მსგავსი სოციალური ქსელები და ისეთი მიკრობლოგის პლატფორმების ჯგუფი, როგორიცაა Fanfou (饭 否), Jiwai (叽 歪), Digu (嘀咕), Tengxun (腾讯) და Sina (新浪). ყველასათვის ცნობილია რომ ჩინეთში საერთაშორისო სოციალური ქსელები დაბლოკილია, მაგალითად როგორიცა: Facebook, Instagram, Twitter, Snapchat, WhatsApp, etc. მაგრამ მიუხედავად ამისა არსებობს ადგილობრივი სოციალური ქსელები, რომელიც დღეისათვის პოპულარული არა მხოლოდ ჩინეთში, არამედ მსოფლიოშიც საკმაოდ პოპულარულია. ჩინეთში სინა არის ერთ-ერთი უდიდესი კომერციული ინტერნეტ კორპორაცია, რომელიც 2009 წლის აგვისტოში გაიხსნა და რომელსაც მჭიდრო ურთიერთობა აქვს მთავრობასთან. შეგვიძლია ვთქვათ რომ მას მოხერხებულად აქვს ორმაგი თვითმყოფადობა. მთავრობისთვის, ის არის „ინსაიდერი“ და შესაბამისად მისი კონტროლი მარტივია, ხოლო მომხმარებლებისთვის ეს არის კომერციული ინსტიტუტი და აქვს საბაზრო სერთიფიკატები. სინას მიკრობლოგის ორმაგმა თვითმყოფადობამ სერვისს შესაძლებლობა მისცა მიკრობლოგის ბაზრის მონოპოლიზაცია მოეხდინა.
ჩინეთში მიკრობლოგის სერვისში შერეულია როგორც Twitter-ის, ასევე Facebook-ის საუკეთესო თვისებები. მომხარებელს შეუძლია განათავსოს სურათები, ვიდეოები და ვებ-ბმულები საკუთარ გვერდზე Facebook-ის მსგავსად და ასევე მოკლე და საჭირო მოკრო ბლოგები Twitter-ის მსგავსად. მას შემდეგ, რაც კომპანია გადაამოწმებს მომხმარებლის ვინაობას, მას სახელის ველის გვერდით დაეწერება ნიშანი “V”. აღსანიშნავია ის ფაქტი რომ აღნიშნულ სოციალურ ქსელში ე.წ.“Fake” ანგარიშის შექმნა პრაქტიკულად შეუძლებელია. მაგალითად როდესაც მომხმარებლები ხედავენ სახელგანთქმული ადამიანის პროფილს “V” – სთან ერთად, მათ იციან, რომ ეს არის ნამდვილი ანგარიში და ნამდვილი პიროვნება. ამავე ნიშნით, მედია საშუალებები, რომელთაც აქვთ ‘V’, ასევე ამტკიცებენ მათ ავთენტურობას რაც ზრდის მათ სანდოობას. თავად ინფორმაციის გავრცელების დაჩქარების შესაძლებლობა აისახება მიკრობლოგის ანგარიშის დიზაინში. წარსულში, რომელ ინდივიდუალურ ბლოგს ან ფორუმს ეწვიეთ ყველაფერი ნაჩვენებია ანგარიშის წარსულში. ხოლო, მიკრობლოგის ბლოგის პირველ გვერდზე ნაჩვენებია ყველა მიკრობლოგერის უახლესი შეტყობინებები. ამ გზით, არ გამოტოვებთ რაიმე მნიშვნელოვან შეტყობინებას. სურათების და ვიდეო კლიპების ატვირთვის უნარის საშუალებით, მიკრობლოგის რეალურ დროში პირდაპირი მაუწყებლობის ფუნქციამ გადააჭარბა სატელევიზიო მედიას.
მაგალითად: შანხაიში გზაზე მომხდარი ხანძრის რამდენიმე ასეული ფოტო ნახევარ საათში იყო განთავსებული სინაზე, რაც ბევრად აღემატებოდა ტრადიციული მედიის სიჩქარეს. პირდაპირი ტრანსლაციის შესაძლებლობამ ოფიციალური ცენზურა განიცადა და ინტერნეტ პროტესტებში აჩვენა მიკრობლოგის პოტენციალი. შედეგად, შეიქმნა სიტუაცია, სადაც დღეს ყველა ჟურნალისტი, კომენტატორი ან დეტექტივია. მიუხედავად იმისა რომ ჩინეთში ცენზურის დეპარტამენტი კარგად მუშაობს და ინტერნეტ პოსტებიც კონტროლდება, ჩინეთში ბოლო პერიოდია სინას პლათფორმაზე შეიმჩნევა საპირისპირო მოსაზრების მქონე კომენტარები და ამ კომენტარების გარშემო შეგროვილი მილიონობით მომხმარებელი. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ჩინეთში სოციალური აქტივიზმი სწორედ სინას მიკრობლოგის მეშვეობით ხორციელდება და ახდენს საზოგადოებრივი აზრის ზეწოლის ქარმოწმნას. ამის დასადასტურებლად კი რამდენიმე მაგალითს გთავაზობთ.
საზოგადოებრივი აზრის ზეწოლის წარმოქმნა
ლი მენმენგის აბიტურიენტთა გამოცდის ინციდენტი დემონსტრირებაა მიკრობლოგზე დაფუძნებული მასობრივი პროტესტის ძლიერი ეფექტისა. ეს არის შემთხვევა, როდესაც ინტერნეტით საზოგადოებრივი აზრის ზეწოლამ აიძულა ადგილობრივი ხელისუფლება შეეცვალა ადმინისტრაციული გადაწყვეტილება. ლი მენგმენი იყო საშუალო სკოლის კურსდამთავრებული ქაიფენში, ხენანის პროვინციაში. მან კოლეჯის მისაღებ გამოცდაზე დამაკმაყოფილებელი ქულა მიიღო, რაც საშალებას აძლევდა კოლეჯში ჩარიცხულიყო, მაგრამ არცერთი კოლეჯისგან არ მიუღია ჩარიცხვის წერილი. მისი ჩანაწერის დათვალიერების შემდეგ გაირკვა, რომ კოლეჯის მისაღებ სამსახურს შეცდომით არ წარუდგენია სააპლიკაციო დოკუმენტები პროვინციის ოფისში. თუმცა პროვინციის ოფისი ამ შემთხვევის შემდეგაც არ იღებდა დოკუმენტებს, დაგვიანების მიზეზით. ლიმ ამ ინციდენტის შესახებ სინას სოციალურ ქელში დაწერა, რამაც სულ მალე ძალიან დიდი გამოხმაურება ჰქონდა. პოსტი რამდენიმე საათში 20 000-ჯერ გააზიარეს და 4000 კომენტარი დაწერეს. ერთმა მოქალაქემ წერილიც კი მისწერა ხენანის პროვინციის პარტიის მდივანს და აღნიშულ საკითხში სთხოვა ჩარევა. მან ასევე თავის მიმდევრებს მოუწოდა რომ აღიშნული პოსტი გაეზიარებინათ. „ღილაკზე თითის დაჭერით, ჩვენ შეგვიძლია სხვისი ოცნება ავასრულოთ.“ სამ დღეში აღნიშული პოსტი 100 000-ჯერ გააზიარეს და 20 000 კომენტარის მოგროვება მოახერხა. ტრადიციულმა მედიამაც აიტაცა ეს ამბავი და ინციდენტს საკუთარ პლატფორმებზე აშუქებდა. საზოგადოებრივი აზრის უზარმაზარი ზეწოლის პირობებში, პროვინციულ კოლეჯში მისაღებმა ოფისმა მოიწვია შეხვედრა და ლი მენგმენგს ხენანის საფინანსო და იურიდიულ კოლეჯში ჩაბარების უფლება მისცა. ერთი კვირის განმავლობაში, ასეულობით ათასი მოქალაქე მონაწილეობდა ლი მენგმენგის ინციდენტში, მათ სოციალური ქსელის მეშვეობით შეცვალეს პროვინციულ კოლეჯში მიღების ბიუროკრატიული გადაწყვეტილება და მოახერხეს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება.
პირდაპირი ტრანსლაცია
იხუანგის ინციდენტი არის შემთხვევა, რომელიც ასახავს მიკრობლოგის პირდაპირ ეთერში ფუნქციონირებას. ჭონგის ოჯახმა ფენგკანგის სოფელში, ძიანგსის პროვიცნციაში ცეცხლი წაიკიდეს პროტესტის ნიშნად, მათი სახლის იძულებითი დანგრევის წინააღმდეგ. აქედან ერთი ადამიანი გარდაიცვალა და ორი ძალიან დაშავდა. ოჯახიდან ორი და ტელეკომპანია ფენიქსის მოწვევით, გეგმავდა პეკინში ჩასვლას ინტერვიუს მისაცემად. აეროპორტში მათ დახვდნენ პროვინციის ოფიციალური პირები, რომლებიც ცდილობდნენ, ხელი შეეშალათ მათთთვის პეკინში წასვლისკენ. დებმა დახმარებისათვის დაურეკეს ლიუ ჩანგს, New Century Weekly-ის ჟურნალისტს, რომელიც ინციდენტს აშუქებდა. ლიუ ჩანგმა საუბრის შემდეგ სინაზე გამოაქვეყნა მიკრობლოგი სახელწოდებით „სისხლით ტირილი“. თავიდან პოსტმა დიდი ყურადღება არ მიიპყრო, მაგრამ შემდეგ ინტერნეტ-აზრის ლიდერმა მურონგ სუეცუნმა პოსტი ხელახლა დაწერა. შეტყობინება მომენტალურად გავრცელდა საზოგადოებაში. აეროპორტში დები დაიმალნენ ქალთა ოთახში, კარი ჩაკეტეს და მობილური ტელეფონს იყენებდნენ ლიუ ჩანგთან დასაკავშირებლად. შემდეგ ლიუ დაუკავშირდა სხვა რეპორტიორს, ტენგ ფეის, Phoenix Weekly-დან. ტენგ ფეი აღნიშულ ვითარებას პირდაპირ ეთერში გადასცემდა ნანჩანგის აეროპორტიდან და მოუწოდებდა სხვა მედიას ჩაერთულიყვნენ პროცესში. დების ვიდეოები საპირფარეშოდან პირდაპირ ეთერით გადაიცემოდა რამაც გამოიწვია უმარავი ჟურნალისტის ნანჩანგის აეროპორტში მისვლა და შემთხვევის გაშუქება. პროცესში ჟურნალისტების გარდა ასევე ჩაერთნენ საზოგადოებრივი აზრის ლიდერები, უნივერსიტეტის პროფესორები, მეცნიერიერები და ცნობილი ადამიანები მხარს უჭერდნენ დებს და სინას მიკრობლოგზე თავის შეხედულებებს უზიარებდნენ საზოგადოებას. საბოლოოდ დებმა მოლაპარაკება შეძლეს ქვეყნის ოფიციალურ პირებთან და აეროპორტიდან სახლში დაბრუნდნენ. იმავე საღამოს, ტელეკომპანია ჩენგტუს და ტელეკომპანია ფენიქსის ეთერში გავიდა გადაცემა სახელით “Yihuang ინციდენტი”. მომდევნო დღეს, გაზეთ „კუანტონმა“ გამოაქვეყნა გრძელი მოხსენება მომხდარის შესახებ. პარტიის მდივანმა, მერმა და მერის მოადგილემ, რომელიც გადაადგილების საკითხს ხელმძღვანელობდნენ, ერთი თვის შემდეგ სამსახურები დაკარგეს.
შერჩევითი სამართალი
2010 წლის 16 ოქტომბერს, ხეპეის უნივერსიტეტის კამპუსში, ახალგაზრდა მამაკაცი ორ სტუდენტ გოგონას დაეჯახა, რომელთანაგაც ერთი იმ წუთას გარდაიცვალა, ხოლო მეორე მძიმედ დაშავდა. ახალგაზრდა მამაკაცს ავარიის შემდეგ მანქანა არ გაუჩერებია ისე განაგრძო გზა, ხოლო მას შემდეგ რაც ის დაიჭირეს აღნიშნულ ფაქტს არამც თუ ნანობდა, არამედ პოლიციელებს უწმაწური სიტყვებით მოიხენიებდა. გარდა ამისა დაკავებას აპროტესტებდა და იძახდა რომ ის ლი ქანგის შვილი იყო და მისი დაჭერის უფლება არავის ჰქონდა. ახალგაზრდას მამა, ლი ქანგი ადგილობრივი რაიონის საზოგადოებრივი უსაფრთხოების ბიუროს უფროსის მოადგილე იყო. ფაქტის შემდეგ “მამაჩემი არის ლი ქანგი” ძალიან პოპულარული ფრაზა გახდა და სინას მიკრობლოგი მილიონობით კომენტარით აფეთქდა. ბევრმა მომხმარებელმა დაიწყო ფრაზის გამოყენებით სარკასტული წინადადებების შექმნა. ზოგმა მხატვარმა კი კარიკატურებიც კი შექმნა. სამარცხვინო ფრაზა მაშინვე ხელისუფლების კრიტიკის გამოხატვის ფორმა გახდა. ამის შემდეგ ინტერნეტით ვრცელდებოდა ინფორმაცია რომ ლი ქანგი იყო ხეპეის ვიცე-გუბერნატორი, ფლობდა ხუთ ვილას და რომ მისი ვაჟი მხოლოდ სამ თვეს გაატარებდა ციხეში მისი გავლენების გამო. ამ ინფორმაციის ფონზე კი სინას სოციალურ ქსელში ვერცერთმა სიახლემ ვერ გადაფარა აღნიშნული ინციდენტი, შედეგად კი 2011 წლის 30 იანვარს, ახალგაზრდას ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
უსამართლობის ჩარჩოები
ფუდანის უნივერსიტეტის სტუდენტები ექსკურსიაზე ჩინეთში მდებარე ძალიან პოპულარულ ყვითელი მთის კურორტზე იმყოფებოდნენ. სამწუხაროდ ისინი დაიკარგნენ და მობილური ტელეფონების საშუალებით ცდილობდნენ ადგილობრივ პოლიციასთან დაკავშირებას. მრავალი მცდელობის შედეგად საბოლოოდ პოლიციამ იპოვა სტუდენტები, მაგრამ დაბრუნებისას. ერთ-ერთი პოლიციელი კლდიდან გადავარდა და გარდაიცვალა. კამპუსში დაბრუნებულმა სტუდენტებმა ამ შემთხვევის შესახებ სინას მიკრობლოგზე დაწერეს და განაცხადეს რომ პოლიციაში ძალიან ბევრჯერ მოუწიათ დარეკვა, მაგრამ ადგილობრივი პოლიციისგან დახმარება ვერ მიიღეს სანამ ერთ-ერთმა სტუდენტმა არ დაურეკა თავის გავლენიან ბიძას შანხაიში. ის კი პირადად დაუკავშირდა შანხაიის მთავრობას, რომელიც თავის მხრივ დაუკავშირდა პოლიციის განყოფილებას ხუანგშანგში და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდა პოლიციის გაგზავნა სტუდენტების დასახმარებლად. აღნიშნულ პოსტს ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა საზოგადოების მხრიდან, ისინი გმობდნენ ჰუანგშანის პოლიციის ქმედებას და ადანაშაულებდნენ რიგითი მოქალაქეების უგულებელყოფით და მხოლოდ მაღალჩინოსნების დახმარებით. აღნიშნულმა მობილიზებამ ადგილობრივი მთვრობა აიძულა ადგილობრივი პოლიციის გადამზადებისაკენ და დაამატა სპეციალური 24 საათიანი ცხელი ხაზი გადაუდებელი სიტუეციებისათვის.
ამრიგად, მასიური კონტროლისა და ცენზურის პირობებში სოციალური ქსელების მეშვეობით მოქალაქეები მაინც ცდილობენ აღნიშნულ უსამართლობებთან ბრძოლასა და საკუთარი აზრის დაფიქსირებასაც არ ერიდებიან.
Discussion about this post