შაბათი, თებერვალი 14, 2026
No Result
View All Result
Education Blog
  • მთავარი გვერდი
  • ჩვენს შესახებ
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ისტორია
  • კულტურა
  • CACS
სინოლოგია
No Result
View All Result
Home CACS

გამოქვეყნდა ჩინეთის კვლევების კავკასიური ასოციაციის წევრების აკადემიური სტატიები

shalva chikhladze by shalva chikhladze
ივნისი 5, 2025
in CACS, ისტორია, კულტურა
5 min read
გამოქვეყნდა ჩინეთის კვლევების კავკასიური ასოციაციის წევრების აკადემიური სტატიები
Share on FacebookShare on TwitterLinkedin

GEO/ENG

2025 წლის ივნისის ნომერში, საერთაშორისო აკადემიურ ჟურნალში “აღმოსავლეთმცოდნეობის მაცნე” გამოქვეყნდა ჩინეთის კვლევების კავკასიური ასოციაციის წევრების სტატიები.

  1. ანნა მახარაძე- ტრადიციული პეკინური საცხოვრისების ტრანსფორმაცია ისტორიული პროცესების ჭრილში

ანოტაცია:ტრადიციული პეკინური საცხოვრისი — სხეიუენი საუკუ­ნეების განმავლობაში წარმოადგენდა ჩინური არქიტექტურის, ოჯახის სტრუქტურისა და ფილოსოფიური შეხედ­ულებების სივ­რ­ცობრივ გამოხატულებას. სტატია ასახავს მის არქიტექტურულ და ფუნქციურ განვითარებას ისტორიული პროცესების ჭრილში. ყურადღება გამახვ­ილე­ბულია იმ ცვლ­ილ­ებებზე, რომლებიც მო­ი­ტანა კერძო საკუთრების გაუქმებამ, მოსახ­ლეობის ხელო­ვნურმა შესახლებამ და კულტურული რევოლუციის პერიოდში მიმდ­ინ­არე პროცესებმა. სტატიაში ასევე განხილულია ხუთუნგების თან­ამედროვე მდგომარეობა, რესტავრაციის პოლიტიკა და სახელმ­წიფოს მიერ განხორციელებული მცდელობები ისტორიული საცხოვრისების თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოსაყვანად.

ბმული:https://hos.openjournals.ge/index.php/hos/article/view/9091

2. შალვა ჩიხლაძე-კლასიკური ჩინური სამხედრო სტრატეგიების პროექცია პოლიტიკასა და კორპორატიულ ურთიერთობებში-შემთხვევათა ანალიზი

ანოტაცია:კლასიკური ჩინური სტრატეგიები მსოფლიო ფილოსო­ფი­ური და ლიტერატურული აზროვნების  განუყოფელი და ღირე­ბული მემკვიდრეობაა და შესანიშნავად აღწერს ერთ-ერთი ყვე­ლაზე ძველი და უწყვეტი ცივილიზაციის სამხედრო, პოლიტ­იკური და დიპლომატიური აზრის გრადაციის პერიპეტიებს. შინაარსობრივი მრავალფეროვნებისა და უნივერსალურობიდან გამომდინარე სტატიაში გაანალიზებულია ოთხი კლასიკური სტრატეგიის: ომის ხელოვნება, 36 ხრიკი, სიმას მეთოდები და 6 საიდუმლო სტრატეგიული სწავლება და მათი გამოყენება თან­ამედროვე ჩინურ პოლიტიკურ და კორპორატიულ ურთიე­რთ­ობ­ებში. შემთხვევათა ანალიზი დაფუძნებულია ხსენებული ოთხი ტექსტის კონკრეტული სტრატაგემების პრაქტიკულ-შინაარსო­ბ­რივ კვლევასა და მათ ადაპტაციაზე თანამედროვე ჩინურ პოლ­იტიკურ და კორპორატიულ ურთიერთობებში. საკითხის ამ პრი­ზ­მიდან გაშუქება ქართული აკადემიური სივრცისთვის წარ­მოა­დგენს სრულ სიახლეს და კიდევ ერთხელ  ადასტურებს თუ რაო­დენ მნიშვნელოვანია თანამედროვე ჩინურ ბიზნეს თუ გეო­პოლიტიკური სტრატეგიის ფორმირების პროცესში ტრა­დიც­ი­ული ფილოსოფიური აზრი და მათი თანამედროვე ინტერ­პრე­ტაცია. შემთხვევათა ანალიზი მოიცავს ბოლო რამდენიმე  ათე­ული წლის განმავლობაში გლობალურ პროცესებში ჩინურ კორპ­ორატიულ და პოლიტიკური მანევრების ხსენებული პრიზმიდან კვლევასა და მიზნად ისახავს კლასიკურ სტრატეგიებთან მათი მიზეზ-შედეგობრივი კავშირის ჩვენებას.

ბმული:https://hos.openjournals.ge/index.php/hos/article/view/9092

3. ნელი ახობაძე-ჩინეთისა და საბჭოთა კავშირის შეთანხმება მეგობრობაზე, ალიანსსა და უერთიერთდახმარებაზე (1950-1980წწ.)

ანოტაცია:

მეოცე საუკუნე ჩინეთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდია. ამ პერიოდში ჩინელებმა ოთხი მთავარი მართველი ძალა გამოიცვალეს, 1911 წელს დაამხეს მონარქიული მმართველობა და დააარსეს ჩინეთის რესპუბლიკა ნაციონალური პარტიის იგივე კუომინტანგის (გუომინდანის) ხელმძღვ­ანე­ლო­ბით, მალევე ეს პარტია სამხედრო ძალაუფლების მქონე მხედა­რთმთავრებით ჩანაცვლდა, 1927 წლიდან ისევ კუომინტანგმა დაი­­ბრუნა მმართველობა, 1949 წლიდან კი ჩინელმა კომუნ­ის­ტებმა დაიკავეს ქვეყნის მართვის სადაავეები.

გარდა შიდა პოლიტიკური ცვლილებებისა, ქვეყნის საგარ­ეო და ეკონომიკური მდგომარეობაც მუდმივად ცვალებადი და ჩინეთისთვის არც თუ სახარბიელო იყო. მეოცე საუკუნის პირ­ველ ნახევარში ჩინეთის ტერიტორიების ნაწილი კვლავ დას­ავლური ქვეყნებისა და რუსეთ-იაპონიის ხელთ იყო, ჩინელები ისევ სიღარიბეში და სხვა ქვეყნებზე დამოკიდებულნი რჩე­ბო­დნენ, 1931 წლიდან ჩინეთ-იაპონიის ურთიერთობა მძაფრდება, 1937-1945 წლებში კი მათ შორის ომი ოფიციალურად მიმდ­ინა­რეობდა, ამ ომის დასრულების შემდეგ სამოქალაქო დაპირი­სპ­ირება დაიწყო ჩინელ ნაციონალებსა და კომუნისტებს შორის, რომელიც კომუნისტური პარტიის გამარჯვებით დასრულდა 1949 წელს.

1949 წლის 1 ოქტომბერს დაარსდა ჩინეთის სახალხო რესპ­უბლიკა, ქვეყნის სათავეში კი კომუნისტები მოვიდნენ. მაო წეტ­უნგსა (მაო ძედუნსა) და სტალინს შორის არსებული პირადი დაპ­ირისპირების მიუხედავად, მაომ აირჩია მთლიანად დაყრ­დნობოდა საბჭოთა კავშირს და 1950 წელს მოსკოვში გააფორმა ახალი ხელშეკრულება სახელად – „ჩინეთისა და საბჭოთა კავში­რის შეთანხმება მეგობრობაზე, ალიანსსა და უერთ­იერ­თდახ­მარებაზე“, რომლის მსგავსი ჯერ კიდევ 1945 წელს იყო ხელმ­ოწერილი სტალინსა და ძიანგ ძიეშის (ჩანგ კაიშის) შორის. ახალი შეთანხმება 30 წლის ვადით დაიდო, ეს პერიოდი კი შეიძლება სამ ნაწილად დავყოთ:

1950-1958 წლები – ჩინეთ-საბჭოთა ურთიერთობის მეგობ­რული პერიოდი.

1959-1969 წლები –  მაოსა და ხრუშოვს შორის დაწყებული დაპირისპირებებიდან საომარ მოქმედებებამდე.

1970-1980 წლები –  ჩუმი დაპირისპირება და მეგობრობის დასასრული.

კველევაში განხილულია ჩინეთ-საბჭოთა ურთიერთობები 1950-1980 წლებში, ხელშეკრულების გაფორმების წინაპირო­ბი­დან ვადის ამოწურვამდე, ზემოთ ნახსენები სამივე ეტაპი აღწე­რილია თანმიმდევრულად, ასევე მოყვანილია შედარება 1945 და 1950 წლის შეთანხმებებს შორის. ეს ყველაფერი დაეხმარება ქარ­თ­ულენოვან აუდიტორიას უფრო სიღრმისეულად გაიაზროს „ჩინურ-საბჭოური“ მეგობრობა, აღიქვას ეს ურთიერთობა უფრო ობუექტურად და გაეცნოს ჩინური მხარის მოსაზრებებსაც საბ­ჭოთა კავშირთან დაკავშირებით.

ბმული:https://hos.openjournals.ge/index.php/hos/article/view/9093

ამავე ნომერში შესულია პროფესორ ემზარ მაკარიძის რეცენზია წიგნზე “ჩინეთმცოდნეობის საფუძვლები”

ბმული: https://hos.openjournals.ge/index.php/hos/article/view/9105

ENG

In the June 2025 issue of the international academic journal Herald of Oriental Studies, articles authored by members of the Caucasian Association of Chinese Studies were published.


1. Anna Makharadze – The Transformation of Traditional Beijing Courtyard Residences In the Context of Historical Processes
Abstract:

The traditional Beijing dwelling, known as the siheyuan, has for centuries embodied the spatial expression of Chinese architecture, familial structure, and philosophical worldview. This article examines the architectural and functional evolution of siheyuan in light of historical developments. Particular emphasis is placed on the transformations driven by the abolition of private property, artificial population resettlement, and processes that unfolded during the Cultural Revolution. The study also addresses the current condition of hutongs, restoration policies, and state-led efforts to reconcile historical residences with contemporary urban standards.

Link: https://hos.openjournals.ge/index.php/hos/article/view/9091


2. Shalva Chikhladze- The Projection of Classical Chinese Military Strategies onto Politics and Corporate Relations: A Multi-Case Study Analysis
Classical Chinese strategic thought represents an integral and valuable component of global philosophical and literary heritage. It articulates the dynamics of military, political, and diplomatic reasoning within one of the world’s oldest and most enduring civilizations. This article analyzes the contemporary application of four seminal Chinese strategic texts—The Art of War, The Thirty-Six Stratagems, The Methods of Sima, and The Six Secret Teachings—in modern Chinese political and corporate contexts. The study is based on a practical-content analysis of selected stratagems and their adaptation in recent decades. The case-based approach offers a novel perspective within Georgian academic discourse and reaffirms the continuing relevance of traditional philosophical concepts in shaping contemporary Chinese business practices and geopolitical strategies.

Link: https://hos.openjournals.ge/index.php/hos/article/view/9092


3. Neli Akhobadze – The Sino-Soviet Treaty of Friendship, Alliance, and Mutual Assistance (1950–1980)
Abstract:
The 20th century was a period of significant political and social upheaval in Chinese history. During this era, China underwent four major political transitions: the 1911 fall of the monarchy and the establishment of the Republic of China under the Kuomintang; the subsequent rise of regional military warlords; the Kuomintang’s restoration of power in 1927; and finally, the ascendance of the Communist Party in 1949.

Alongside these internal developments, China’s foreign policy and economic standing remained highly volatile. Throughout the first half of the century, portions of Chinese territory remained under the control of Western powers, as well as Russia and Japan. Widespread poverty and dependence persisted. From 1931, Sino-Japanese relations deteriorated, culminating in full-scale war from 1937 to 1945. This was followed by a civil conflict between Nationalists and Communists, which concluded with the Communist victory in 1949.

On October 1, 1949, the People’s Republic of China was proclaimed, with the Communist Party assuming state leadership. Despite personal antagonism between Mao Zedong and Joseph Stalin, Mao aligned China with the Soviet Union and, in 1950, signed the Sino-Soviet Treaty of Friendship, Alliance, and Mutual Assistance in Moscow. A similar treaty had previously been signed in 1945 between Stalin and Chiang Kai-shek. The 1950 treaty, valid for 30 years, can be divided into three distinct phases:

  • 1950–1958 – Period of amicable Sino-Soviet relations;
  • 1959–1969 – Escalation of tensions between Mao and Khrushchev, leading to armed conflict;
  • 1970–1980 – Period of silent confrontation and the eventual breakdown of the alliance.

This study offers a chronological analysis of Sino-Soviet relations from the treaty’s inception to its expiration, including a comparative assessment of the 1945 and 1950 agreements. The article aims to provide Georgian readers with a more comprehensive and balanced understanding of Sino-Soviet relations, incorporating perspectives from both Chinese and Soviet sides.

Link: https://hos.openjournals.ge/index.php/hos/article/view/9093


The same issue also includes a book review by Professor Emzar Makaridze on the volume Outline of China Studies.

Tags: #სინოლოგია#ჩინეთმცოდნეობაCACSანნამახარაძეაღმოსავლეთმცოდნეობისმაცნენელიახობაძესტატიებიშალვაჩიხლაძეჩინეთისკვლევებისკავკასიურიასოციაცია
Previous Post

თანგის დინასტიის პოეზიის ნიმუშები

Next Post

ჩინეთისა და ჩინური ენის შესახებ დაწერილი და თარგმნილი ლიტერატურის კატალოგი

shalva chikhladze

shalva chikhladze

Next Post
ჩინეთისა და ჩინური ენის შესახებ დაწერილი და თარგმნილი ლიტერატურის კატალოგი

ჩინეთისა და ჩინური ენის შესახებ დაწერილი და თარგმნილი ლიტერატურის კატალოგი

Discussion about this post

ბოლო პოსტი

ჩინეთის საიმპერატორო საგამოცდო სისტემა

ჩინეთის საიმპერატორო საგამოცდო სისტემა

იანვარი 19, 2026

კალენდარი

თებერვალი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728  
« იან    

ტეგების ღრუბელი

თანგის დინასტია იუენის დინასტია კონფუციონიზმი ლადახის მთიანეთი მაო ძედუნი მატეო რიჩი მინგის დინასტია მონტეკორვინი სამი სამეფოს რომანი სამხრეთ ჩინეთის ზღვა სიას დინასტია სინოლოგია სინხაის რევოლუცია სიძინპინი სტალინი სუნგის დინასტია ტაივანი ქაღალდის გავრცელება ქაშმირი შანგის დინასტია ჩაგვრის საუკუნე ჩენგიუ ჩინეთ-ამერიკა ჩინეთი ჩინეთის ისტორია ჩინეთისისტორია ჩინეთისკვლევებისკავკასიურიასოციაცია ჩინეთის რესპუბლიკა ჩინეთის საგარეო პოლიტიკა ჩინური აღმოჩენები ჩინური იეროგლიფური დამწერლობა ჩინურიკულტურა ჩინური ლიტერატურა ჩინური ნაციონალიზმი ჩუნციოუ ცაო ცაო ცინგის დინასტია ცინის დინასტია ცინ შიხუანგტი ძველი ჩინური ფილოსოფია ძიაკუვენი ჭანკუო ჭოუს დინასტია ჭუ იუენჭანგი ხანის დინასტია

კატეგორიები

  • CACS
  • ეკონომიკა
  • ისტორია
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • პოლიტიკა
სინოლოგია

სინოლოგია

ყველა კატეგორია

  • CACS (4)
  • ეკონომიკა (4)
  • ისტორია (39)
  • კატეგორიის გარეშე (12)
  • კულტურა (36)
  • პოლიტიკა (19)

ბოლო ჩანაწერები

ჩინეთის საიმპერატორო საგამოცდო სისტემა

ჩინეთის საიმპერატორო საგამოცდო სისტემა

იანვარი 19, 2026

© 2020 Sinologia - ყველა უფლება დაცულია

No Result
View All Result
  • მთავარი გვერდი
  • ჩვენს შესახებ
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ისტორია
  • კულტურა
  • CACS

© 2020 Sinologia - ყველა უფლება დაცულია