შაბათი, თებერვალი 14, 2026
No Result
View All Result
Education Blog
  • მთავარი გვერდი
  • ჩვენს შესახებ
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ისტორია
  • კულტურა
  • CACS
სინოლოგია
No Result
View All Result
Home CACS

თანგის დინასტიის პოეზიის ნიმუშები

shalva chikhladze by shalva chikhladze
აპრილი 24, 2025
in CACS, კულტურა
3 min read
თანგის დინასტიის პოეზიის ნიმუშები
Share on FacebookShare on TwitterLinkedin

ჩინური პოეზია ისეთივე მრავალფეროვანი და მდიდარია როგორც ზოგადად ჩინური ცივილიზაცია. გვსურს შემოგთავაზოთ თანგის დინასტიის ცნობილი ჩინელი პოეტების, რომელთა მემკვიდრეობა უკვე მსოფლიო პოეზიის კლასიკად ითვლება, რამდენიმე ნიმუში და მათი ქართული თარგმანი.

ლი პაი (李白) და პაი ძძუი ( თანგის დინასტიის (ჩინეთის ოქროს ხანა) ყველაზე ცნობილი პოეტებია, რომელთა ნაშრომები ჩინური კულტურის მნიშვნელოვანი არამატერიალური კულტურის ნიმუშებია. გთავაზობთ სინოლოგ ლიკა გაბლიშვილისა და ზურაბ მამნიაშვილის მიერ თარგმნილ რამდენიმე ლექსს:

《静夜思》

李白 (701年-762年)

床前明月光,疑是地上霜。

举头望明月,低头思故乡。

”ფიქრები მშვიდ ღამეში”

ლი პაი (701 – 762 წწ.)

თვით ჩემს ლოგინზე ეცემა, 

მთვარის სხივი მოციმციმე,

ან იქნება იყოს თრთვილი, 

ესეც ზუსტად არ ვიცი მე,

ავწევ თავს და ვხედავ, მთვარე 

სარკმელშია გაბადრული,

თავს დავხრი და მახსენდება 

მე მამული დაკარგული.

ჩინურიდან თარგმნა ლიკა გაბლიშვილმა (2006 წ., თბილისი)

《买花》

白居易 (772年-846年)

帝城春欲暮,喧喧车马度。

共道牡丹时,相随买花去。

贵贱无常价,酬直看花数。

灼灼百朵红,戋戋五束素。

上张幄幕庇,旁织巴篱护。

水洒复泥封,移来色如故。

家家习为俗,人人迷不悟。

有一田舍翁,偶来买花处。

低头独长叹,此叹无人喻。

一丛深色花,十户中人赋。

”ყიდვა ყვავილისა”

პაი ძძუი-ი (772-846 წწ.)

ილევა ქალაქში ეს გაზაფხულიც,

ეტლი ჭრიალით მიგორავს გზაზე,

ჰაერს შეერწყა სურნელი მაცდური,

პიონის კონებით დახლები სავსე.

ხალხი ამ ყვავილს ერთმანეთს ჩუქნის,

რაც უნდა ღირდეს – ყიდულობს ყველა,

ამ ხალხის ზღვას და უნაზეს პიონს

დახლიც და წნულიც ვერა ჰყოფს, ვერა.

რწყავენ პიონებს, წნულს გლესენ თიხით,

გადარგვის დროს რომ არ ავნონ ყვავილს,

ყველა ოჯახი ზეიმობს ამ დროს

და მთელი ქუჩა პიონით ყვავის.

ხალხი ყვავილის სურნელით ტკბება,

უგონო, მთვრალი, დამტკბარი დადის,

მონუსხულია მათი გონება

წარმტაც ყვავილთა სურნელის ძალით.

და! . . . უცაბედად მოხუცი ჩნდება,

თაიგულების მწკრივს აცქერდება,

შეისუნთქავს რა ყვავილთა სურნელს,

მას ჩუმი ოხვრა გულს აღმოხდება …

ესე ყვავილი ლამაზი, კარგი

კონა ღირს ათი კომლისა ხარკი.

ჩინურიდან თარგმნა ლიკა გაბლიშვილმა (2007 წ., თბილისი)

პ.ს პლატფორმა “სინოლოგია” უცვლელად ტოვებს მთარგმნელების მიერ გამოყენებულ ტრასნლიტერაციულ ფორმებს.

《凉州词》

王翰 (687年 – 726年)

葡萄美酒夜光杯,欲饮琵琶马上催。

醉卧沙场君莫笑,古来征战几人回。

ლიანგჭოუური სიმღერა 

ვანგ ხანი (687 – 726 წწ.)

ბადაგი ღვინით სავსე სასმისი ღამეში ელავს,

მუღნის ჰანგებზე უნდა შევსვათ და … კვლავ საბრძოლოდ გვიხმობენ ხედავ?

მთვრალი თუ დამცეს ბრძოლის ველზე , ძმაო, ნუ დასცინებ ჩემს სახელს,

ომიდან საღად დაბრუნებული რამდენი ნახე?

ჩინურიდან თარგმნა ზურაბ მამნიაშვილმა (2013 წ., პეკინი)

ვანგ ხანი თანგის დინასტიის დროინდელი კიდევ ერთი ცნობილი პოეტია, რომლის მემკვიდრეობა თაობიდან თაობას გადაეცემოდა და სავალდებულო სასწავლ მასალად ითვლებოდა ჩინელი ინტელექტუალებისთვის.

Tags: თანგის დინასტიალიპაიჩინურიპოეზია
Previous Post

ფუ ხაო – პირველი გენერალი ქალი ჩინეთის ისტორიაში

Next Post

გამოქვეყნდა ჩინეთის კვლევების კავკასიური ასოციაციის წევრების აკადემიური სტატიები

shalva chikhladze

shalva chikhladze

Next Post
გამოქვეყნდა ჩინეთის კვლევების კავკასიური ასოციაციის წევრების აკადემიური სტატიები

გამოქვეყნდა ჩინეთის კვლევების კავკასიური ასოციაციის წევრების აკადემიური სტატიები

Discussion about this post

ბოლო პოსტი

ჩინეთის საიმპერატორო საგამოცდო სისტემა

ჩინეთის საიმპერატორო საგამოცდო სისტემა

იანვარი 19, 2026

კალენდარი

თებერვალი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728  
« იან    

ტეგების ღრუბელი

თანგის დინასტია იუენის დინასტია კონფუციონიზმი ლადახის მთიანეთი მაო ძედუნი მატეო რიჩი მინგის დინასტია მონტეკორვინი სამი სამეფოს რომანი სამხრეთ ჩინეთის ზღვა სიას დინასტია სინოლოგია სინხაის რევოლუცია სიძინპინი სტალინი სუნგის დინასტია ტაივანი ქაღალდის გავრცელება ქაშმირი შანგის დინასტია ჩაგვრის საუკუნე ჩენგიუ ჩინეთ-ამერიკა ჩინეთი ჩინეთის ისტორია ჩინეთისისტორია ჩინეთისკვლევებისკავკასიურიასოციაცია ჩინეთის რესპუბლიკა ჩინეთის საგარეო პოლიტიკა ჩინური აღმოჩენები ჩინური იეროგლიფური დამწერლობა ჩინურიკულტურა ჩინური ლიტერატურა ჩინური ნაციონალიზმი ჩუნციოუ ცაო ცაო ცინგის დინასტია ცინის დინასტია ცინ შიხუანგტი ძველი ჩინური ფილოსოფია ძიაკუვენი ჭანკუო ჭოუს დინასტია ჭუ იუენჭანგი ხანის დინასტია

კატეგორიები

  • CACS
  • ეკონომიკა
  • ისტორია
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • პოლიტიკა
სინოლოგია

სინოლოგია

ყველა კატეგორია

  • CACS (4)
  • ეკონომიკა (4)
  • ისტორია (39)
  • კატეგორიის გარეშე (12)
  • კულტურა (36)
  • პოლიტიკა (19)

ბოლო ჩანაწერები

ჩინეთის საიმპერატორო საგამოცდო სისტემა

ჩინეთის საიმპერატორო საგამოცდო სისტემა

იანვარი 19, 2026

© 2020 Sinologia - ყველა უფლება დაცულია

No Result
View All Result
  • მთავარი გვერდი
  • ჩვენს შესახებ
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ისტორია
  • კულტურა
  • CACS

© 2020 Sinologia - ყველა უფლება დაცულია