ხუთშაბათი, აპრილი 30, 2026
No Result
View All Result
Education Blog
  • მთავარი გვერდი
  • ჩვენს შესახებ
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ისტორია
  • კულტურა
  • CACS
სინოლოგია
No Result
View All Result
Home ისტორია

ჩინური ლენტით ცეკვის ისტორია

otar chigladze by otar chigladze
აგვისტო 26, 2021
in ისტორია, კულტურა
2 min read
ჩინური ლენტით ცეკვის ისტორია
Share on FacebookShare on TwitterLinkedin

ჩინური ლენტით ცეკვა( 彩带舞 cǎi dài wǔ ) არის ტრადიციული ცეკვა, რომელსაც 1000 წელზე მეტი  ისტორია აქვს. ლენტის გამოყენება მნიშვნელოვნად აუმჯობესებს მოცეკვავის კუნთოვან ძალას მისთვის საჭირო მოძრაობებში  და ასევე  საშუალებას აძლევს ემოციების მკაფიო გამოხატულებას. აუცილებელია აბრეშუმის მოძრაობის შერწყმა სხეულის მოხდენილ კონტურებთან, სხეულის სპეციფიკურ რიტმულ მოძრაობებთან და იმპულსთან, რაც მაყურებელს აძლევს განცდას, რომ მოცეკვავე თითქოს ჰაერში ფარფატებს. ლენტით ცეკვის ისტორია ჩინეთში იწყება ხანის დინასტიიდან (ძვ.წ. 202- ახ.წ. 220) და მან თავისი აღმავლობის პიკს თანგის დინასტიის (618-907) დროს მიაღწია.  ხანის დინასტიის ქვის პორტრეტებზე გამოსახულია ლენტით ცეკვის სურათები, რომლებიც ასახავს სხვადასხვა ფორმებსა და იმ დროინდელ ცხოვრებას.  თავდაპირველად ეს გრძელი აბრეშუმის ნაჭერი უბრალოდ ხელში ეჭირათ, ხოლო შემდეგ, თანგის დინასტიის დროს აბრეშუმის ნაჭრის სიგრძე უფრო გაიზარდა და დაუმაგრდა მოკლე ჯოხები უკეთესი კონტროლისა და მოქნილობისთვის. ეს უაღრესად გამომხატველი და თავისი სილამაზით გამორჩეული ცეკვა, ტრადიციულად,  ხანისა და თანგის დინასტიის დროს დიდგვაროვნების გასართობად გამოიყენებოდა, თუმცა იგი დღეს სილამაზისა და სინატიფის გამოხატულებაა. იგი წარმოადგენს სიმღერის, მუსიკისა და ცეკვის სრულყოფილ კომბინაციას. ეს ცეკვა ჩვეულებრივ სრულდება ქალის მიერ ელეგანტურობისა და მეტი დახვეწილობისათვის. ნელი მუსიკა ახლდა თუ მოცეკვავე ლენტით ფართო და ფარფატა მოძრაობებს ასრულებდა, ხოლო უფრო სწრაფი მუსიკა თუ ლენტით მოკლე, სწრაფ დარტყმებსა და მკაფიო მოძრაობებს ასრულებდა. იგი შეიძლება ნებისმიერი ფერის იყოს, თუმცა დიდი უპირატესობა აქვს წითელ ლენტებს, რადგან ტრადიციულად წითელი ფერი ბედნიერებისა და იღბლის გამომხატველია. გამოიყენებოდა ახალ წელსა და სხვა  დღესასწაულებზე.

ხანის დინასტიის ქვის პორტრეტი.           

ჩინური ლენტით ცეკვის გამოგონებასთან დაკავშირებით არსებობს ორი ლეგენდა. პირველი არის ის რომ, ეს ცეკვა შეიქმნა იმ ადამიანის საპატივცემულოდ,  რომელმაც ხანის დინასტიის იმპერატორის სიცოცხლე გადაარჩინა. მან მკვლელის მახვილი აბრეშუმის ნაჭრით შეაჩერა. შედეგად კი შეიქმნა ცეკვა ჩინური ლენტებით, სადაც აბრეშუმის ნაჭერი გამოხატავდა გმირის სახელოს. აქედან გამომდინარე, ეს ცეკვა ხშირად საბრძოლო ხელოვნებასთან ერთადაც ტარდება.

მეორე ლეგენდის თანახმად, თანგის დინასტიის იმპერატორმა სიუენ წუნგმა(713-755) სიზმარში ნახა, რომ ის იყო მთვარის სასახლეში, სადაც მრავალი ფერია მღეროდა და ცეკვავდა. მათ ლამაზი, ფერადი გრძელი სამოსი ეცვათ. მისი ეს სიზმარი კი ცეკვად ჩამოყალიბდა, რომლის დროსაც მოცეკვავეები მოკლე ჯოხებზე დამაგრებულ გრძელ აბრეშუმის ლენტებს იყენებდნენ. იგი ჩინური მუსიკალური ინსტრუმენტების- არხუსა (二胡) და ფიფას(琵琶)  თანხლებით სრულდებოდა. მოცეკვავეებს ეცვათ ბუმბულიანი კაბა და ატარებდნენ ზურმუხტს.

ჩინური ლენტით ცეკვა სამი მთავარი ნაწილისგან შედგება:

  1. სხეულის მოძრაობის ვარჯიში
  2. ლენტის უნარების შესწავლა
  3. საცეკვაო ნომრების შესწავლა

ცეკვის მოძრაობები:

  1. ფან შენი (反身)- ტრიალის ერთ-ერთი სახეობა აბრეშუმის ლენტით.
  2. წრიული მოძრაობების შექმნა ლენტით.
  3. სირბილი ლენტის ტალღისებურად ქნევის დროს ჰაერში ზიგზაგისებური ფორმით.
  4. ასევე შედის ბალეტის ფეხებით მოძრაობის ფიგურები, როგორებიცაა : chasse, tendues, jetes.
  5. თუ ცეკვა მაღალ დონეზე სრულდება მას ემატება ძირითადი ტანვარჯიშის მოძრაობები, როგორებიცაა: ბორბალი, მორიელის პოზა და ა.შ.

ცეკვის დროს ხშირად აცვიათ კაბები, თუმცა ასევე შეიძლება ტრადიციული ფართე შარვლის ჩაცმაც. რაც შეეხება ფეხსაცმელს, იგი არის სპეციალური საცეკვაო, ჩვეულებრივ კანის ფერის. ასევე აუცილებელია ყვავილის თავსაბურავიც.

მოცეკვავეები ლენტით ხელში შეგვიძლია ვიხილოთ ჩინურ კლასიკურ და ხალხური ცეკვის სხვადასხვა მხატვრულ და ისტორიულ წარმოდგენებში. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფორმაა ტუნხუანგის ცეკვა (敦煌舞蹈), რომელიც ბუდისტურ ნახატებშია მოცემული. გვხვდება მოკაოს გამოგვაბულში (莫高窟), რომელიც მდებარეობს უდაბნოში, ყოფილი აბრეშუმის გზის გასწვრივ, ტუნხუანგში, კანსუს პროვინციაში (甘肃省). ეს ცეკვა ჩინელი ხალხის ეროვნული განძია.

უძველესი მოკაოს მღვიმის ფრესკები ასახავს ფეითიენის (飞天)- არაამქვეყნიური მფრინავი არსების ნახატებს. მასში ჭარბობს ბუდიზმის ფიგურები. ფრესკებში მოცემულ მუსიკის დამკვრელს ჰქვია ლეთიენი (乐天), ასევე გვხვდება  პერსონაჟები როგორებიცაა: ბოდჰისტავა (菩萨), ზეციური მეფე (天王), ფერიები (仙女), ლოტოსის ბიჭუნა (莲花童子) და ა.შ.

ამბობენ, რომ ფეიტიენს აქვს ლამაზი ხმები და მღერის მშვენიერ სიმღერებს. გრძელი აბრეშუმები, რომლებსაც ისინი ატარებენ ფარფატებს ცაში, რაც გამოხატავს მათ თავისუფლებასა და ელეგანტურობას.

ტუნხუანგის ცეკვა ძალიან ეგზოტიკურია და განსხვავდება ხანის ეროვნული ცეკვებისგან. მასში ინტეგრირებულია დასავლეთის რეგიონების მრავალფეროვანი ეთნიკური კულტურა. ბერძენი ქალღმერთებიდან დაწყებული ინდური ღმერთებით დამთავრებული, მას ერწყმის ჩინური კლასიკური ცეკვის ნაზი და ლამაზი სტილი. ტუნხუანგის ცეკვას აქვს ლამაზი მოძრაობები და განსხვავებული ფორმები. სხეული მრავალმხრივ მოძრავია, ცეკვა მრავალფეროვანია და ხელის პოზებიც მდიდარია. 

ფეიტიენის სურათი ტუნხუანგის ფრესკა.

იუნესკომ 1990-იანი წლების დასაწყისში ტუნხუანგის ცეკვა დააჯილდოვა „მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის“ სერტიფიკატით.

ავტორი: მარიამ ფაცურია

გამოყენებული მასალები

  1. Goldsmiths university of London, Confucius Institute Blog “The art of Chinese scarf and silk dance” https://sites.gold.ac.uk/confucius-institute/292-2/
  2.  “The history of Chinese  ribbon dance” Lanh ma  September 15, 2017 https://ourpastimes.com/sudoku.html
  3. “Chinese traditional dance” https://www.easytourchina.com/fact-v981-chinese-traditional-dance
  4. “彩带舞蹈是一种中国的丝带舞” https://wenku.baidu.com/view/c363045442323968011ca300a6c30c225901f0aa.html
  5. 【艺术敦煌】惊艳世界的敦煌舞蹈; 政务:敦煌文化旅游 2021-03-31 17:53, 来源:语汐凌寒 https://m.thepaper.cn/baijiahao_11993473

Tags: არხუთანგის დინასტიაფიფაჩინური ლენტით ცეკვახანის დინასტია
Previous Post

“თანამედროვე ჩინური მწერლობა” (ელექტრონული ვერსია)

Next Post

ჩინეთი ქართველების თვალით-ელექტრონული ვერსია

otar chigladze

otar chigladze

Next Post
ჩინეთი ქართველების თვალით-ელექტრონული ვერსია

ჩინეთი ქართველების თვალით-ელექტრონული ვერსია

Discussion about this post

ბოლო პოსტი

ჩინეთის საიმპერატორო საგამოცდო სისტემა

ჩინეთის საიმპერატორო საგამოცდო სისტემა

იანვარი 19, 2026

კალენდარი

აპრილი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  
« იან    

ტეგების ღრუბელი

თანგის დინასტია იუენის დინასტია კონფუციონიზმი ლადახის მთიანეთი მაო ძედუნი მატეო რიჩი მინგის დინასტია მონტეკორვინი სამი სამეფოს რომანი სამხრეთ ჩინეთის ზღვა სიას დინასტია სინოლოგია სინხაის რევოლუცია სიძინპინი სტალინი სუნგის დინასტია ტაივანი ქაღალდის გავრცელება ქაშმირი შანგის დინასტია ჩაგვრის საუკუნე ჩენგიუ ჩინეთ-ამერიკა ჩინეთი ჩინეთის ისტორია ჩინეთისისტორია ჩინეთისკვლევებისკავკასიურიასოციაცია ჩინეთის რესპუბლიკა ჩინეთის საგარეო პოლიტიკა ჩინური აღმოჩენები ჩინური იეროგლიფური დამწერლობა ჩინურიკულტურა ჩინური ლიტერატურა ჩინური ნაციონალიზმი ჩუნციოუ ცაო ცაო ცინგის დინასტია ცინის დინასტია ცინ შიხუანგტი ძველი ჩინური ფილოსოფია ძიაკუვენი ჭანკუო ჭოუს დინასტია ჭუ იუენჭანგი ხანის დინასტია

კატეგორიები

  • CACS
  • ეკონომიკა
  • ისტორია
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • პოლიტიკა
სინოლოგია

სინოლოგია

ყველა კატეგორია

  • CACS (4)
  • ეკონომიკა (4)
  • ისტორია (39)
  • კატეგორიის გარეშე (12)
  • კულტურა (36)
  • პოლიტიკა (19)

ბოლო ჩანაწერები

ჩინეთის საიმპერატორო საგამოცდო სისტემა

ჩინეთის საიმპერატორო საგამოცდო სისტემა

იანვარი 19, 2026

© 2020 Sinologia - ყველა უფლება დაცულია

No Result
View All Result
  • მთავარი გვერდი
  • ჩვენს შესახებ
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ისტორია
  • კულტურა
  • CACS

© 2020 Sinologia - ყველა უფლება დაცულია