„იძინგის“ მთარგმნელის რიჰარდ ვილჰელმის ხსოვნისადმი მიძღვნილ
თეიმურაზ ნაკაშიძე
გამოსვლაში კარლ იუნგმა გაიხსენა ბრიტანეთის ანთროპოლოგიური საზოგადოების
პრეზიდენტის შეკითხვა: როგორ მოხდაო, რომ ასეთმა სულიერად განვითარებულმა
ერმა, როგორიც ჩინელებია, არ შექმნა მეცნიერება? იუნგმა უპასუხა, რომ ეს მცდარი
მოსაზრებაა – ჩინელებმა უხსოვარ დროს შექმნეს მეცნიერება, „იძინგი“ კი მისი
საუკეთესო ნიმუშია .
მიუხედავად ამისა, დასავლეთში მაინც არის გარკვეული ცრურწმენა „იძინგისა“
და ზოგადად ჩინური მეცნიერების მიმართ. საკმარისია იმის თქმა, რომ გამოჩენილი
ბიოქიმიკოსი ჯოზეფ ნიდემი, რომელმაც მრავალი ათწლეული მიუძღვნა ჩინური
მეცნიერებისა და ცივილიზაციის 2 შესწავლას, თავდაპირველად ხედავდა მასში მხოლოდ
„წინარე მეცნიერებას“, რომელიც იმსახურებს პატივისცემას მხოლოდ თავისი სიძველის
გამო, თუმცა დროის განმავლობაში იგი მივიდა დასკვნამდე, რომ მომავალი მეცნიერება
საკუთარი მიდგომებითა და პრინციპებით იქნება ჩინურის მსგავსი.
„იძინგი“ არა მხოლოდ მეცნიერების ნიმუშია – ორობითი კოდის, ტრიგრამებისა და
ჰექსაგრამების ხარჯზე, არამედ ეს სამეცნიერო ტექსტია და ლიტერატურაში ის გადის
მხოლოდ იმიტომ, რომ სიტყვები, რიცხვები, სიმბოლოები აღინიშნება იეროგლიფებით,
ხოლო აფორიზმებს ხშირად პოეტური ინტერპრეტაცია ეძლევათ.
იმისათვის, რომ მივცეთ „იძინგს“ უფრო ჩვეული მეცნიერული სახე, საჭიროა
დასავლური და აღმოსავლური მიდგომების სინთეზი, როგორც, მაგალითად,
აკუპუნქტურაში, სადაც ბიოლოგიურად აქტიური წერტილების დასადგენად
გამოიყენებენ ელექტროწინაღობის გასაზომ ხელსაწყოს. ასევე უნდა დავაახლოვოთ
„იძინგის“ ენა დასავლურ ტერმინოლოგიას. სწორედ ამას ემსახურება ხსენებული ნაშრომი


Discussion about this post