პარასკევი, მარტი 24, 2023
No Result
View All Result
Education Blog
  • მთავარი გვერდი
  • ჩვენს შესახებ
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ისტორია
  • კულტურა
  • განხილვები
სინოლოგია
No Result
View All Result
Home კულტურა

ცნობილი ჩინელი ფოტოგრაფები

teona gelashvili by teona gelashvili
აგვისტო 30, 2020
in კულტურა
3 min read
ცნობილი ჩინელი ფოტოგრაფები
Share on FacebookShare on TwitterLinkedin

საქართველოში თითქმის უცნობია ჩინეთის ფოტო-ხელოვნება, რომელიც საკმაოდ საინტერესოა და ბევრი დამთავლიერებლის ყურადღებას იქცევს. მიმდინარე სტატიის მთავარი მიზანია გაგვაცნოს ცნობილი ჩინელი ფოტოგრაფების ნამუშევრები და ხედვები. სტატიაში წარმოდგენილ ფოტოგრაფებს ერთანეთსგან განასხვავებთ სხვადასხვა სფერო და ხედვები. ისინი მოღვაწეობენ ისეთ სფეროებში, როგორიცაა  მოდა, თანამედროვე ხელოვნება, ბუნების ფოტოგრაფია, ქუჩის ფოტოგრაფია და სხვა. ჩვენ საშუალება გვეძლევა მათი თვალით დავინახოთ თანამედროვე ჩინეთი და დავათვალიეროთ მათი ნამუშევრები.

  • მალეონი – შანხაი (Maleonn)

პროფესიით მხატვარი მალეონი 1972 წელს, შანხაიში დაიბადა. ის 12 წლის იყო, როდესაც შანხაის სამხატვრო სკოლაში შეიყვანეს. სკოლის დასრულების შემდეგ კი სწავლა შანხაის უნივერსიტეტის სახვითი ხელოვნების კოლეჯში, გრაფიკული დიზაინის სპეციალობით გააგრძელა. 1995 წლისთვის მან საბოლოოდ დაასრულა 11 წლიანი სწავლა ხელოვნების დარგში. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, მან რეკლამირების სამყაროში გადაინაცვლა და გახდა კომერციული გადაღებების დირექტორი. კარიერის ამ პერიოდში მან ორჯერ მოიგო ჩინეთის საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალის ოქროს ჯილდო. მისი ნამუშევრები წარმოადგენს ფოტოგრაფიის, გრაფიკული დიზაინისა და მხატვრობის ნაზავს, რომელიც საკმაოდ განხვავებულ და ორიგინალურ ხედვებს გვთავაზობს.

შეგიძლიათ მისი ნამუშევრები დაათვალიეროთ ვებ-გვერდზე: https://www.maleonn.com

  • ჩენ მანი – პეკინი (Chen Man)

პეკინში დაბადებულმა ჩენ მანმა დაამთავრა ცენტრალური სამხატვრო აკადემიის დიზაინის სკოლის, ფოტოგრაფიის განყოფილება. მის ნამუშევრებში სპეციალიზირებულია სტილის, სილამაზისა და მოდის შერწყმა. იგი ჩვეულებრივ ფოტოსურათებს ილუზიურ იერს ანიჭებს და დამთვალიერებს მისი ნამუშევრები მომავლიდან და არარეალური სამყაროდან ჰგონია.

შეგიძლიათ მისი ნამუშევრები დაათვალიეროთ ვებ-გვერდზე: http://www.chenmaner.com

  • რობერტ ჭაო – შანხაი (Robert Zhao)

რობერტ ჭაო შანხაელი ფოტოგრაფი და მხატვარია, რომელმაც მოიგო ახალგაზრდა არტისტის პრემია სინგაპურში. ასევე მან მიიღო ჯილდო ლევილის ახალგაზრდა ფოტოგრაფთა კონკურსზე  საფრანგეთში, იყო ფინალისტი HUGO BOSS ASIA ART 2017, ფოტოკონკურსზე. მისი ნამუშევრები საერთაშორისო დონეზე ცნობილია და მათი დათვალიერება შესაძლებელია სან-ფრანცისკოს ხელოვნების ფონდში, ნორვეგიის UBS Art Collection-ში და Statoil Art Collection-ში. 

შეგიძლიათ მისი ნამუშევრები დაათვალიეროთ პირად ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/robert_zhao/

  • თაკა სუი – ცინგტაო (Taca Sui)

თაკა სუი  1984 წელს, ცინგტაოში დაიბადა. მან დაამთავრა ჩინეთის სამხატვრო აკადემია, პეკინში. 2010 წლის შემდეგ მან მოიგო რამდენიმე ჯილდო: Hey Hot Shot Award (2010), ლანჭოუს საერთაშორისო ფოტოგრაფიის ფესტივალი და გადაეცა წლის ფოტოგრაფის ჯილდო (2010) და სხვა. ასევე მან მონაწილეობა მიიღო რამდენიმე ჯგუფურ და სოლო გამოფენაში ჩინეთში და სხვა საერთაშორისო ფესტივალებზე. 

შეგიძლიათ მისი ნამუშევრები დაათვალიეროთ ვებ-გვერდზე: https://www.taca.work

  • იუიანგ ლიუ (Yuyang Liu)

იუიანგ ლიუ ხშირად იღებს ფოტოებს Getty Images-ის, The New York Times-ისა და The Washington Post-ისთვის. იგი ყურადღებას ამახვილებს სოციალურ და გარემოს დაცვის საკითხებზე ჩინეთში, ამასთანავე აიღებს დავალებებს, როგორიცაა მდგრადი მეთევზეობა დასავლეთ აფრიკაში. მან მოიგო მაგნუმის ფონდის ადამიანის უფლებათა და ფოტოგრაფიის სტიპენდია, აბიგაილ კოენის სტიპენდია დოკუმენტური ფოტოგრაფიაში, იან პარის სტიპენდია და 2017 წელს PDN-ის მიერ ტოპ 30 ფოტოგრაფში აირჩიეს.

შეგიძლიათ მისი ნამუშევრები დაათვალიეროთ ვებ-გვერდზე: http://www.yuyangliu.com

  • იანგკუნ ში – ხენანი (Yangkun Shi)

იანგკუნ ში არის ჩინელი თანამედროვე ფოტოგრაფი. იგი დაიბადა ჩინეთში, ხენანის პროვინციაში, 1991 წელს. მას აქვს ჟურნალისტიკის ბაკალავრის დიპლომი და ფოტოგრაფიის მაგისტრის დიპლომი. მისმა 2018 წლის “რეტროტოპიამ”, რომელიც ჩინეთის რეფორმის 40 წლის იუბილეს ეხებოდა, საკმაოდ დიდი პოპულარულობა მოუტანა.

შეგიძლიათ მისი ნამუშევრები დაათვალიეროთ ვებ-გვერდზე: http://www.shiyangkun.com

  • იანგ იონგლიანგი – პეკინი (Yang Yongliang)

იანგ იონგლიანგი 1980 წელს შანხაიში დაიბადა. იანგი ბავშვობიდან ეუფლებოდა ტრადიციულ ჩინურ ხელოვნებას. მან 2003 წელს დაამთავრა შანხაის ჩინეთის სამხატვრო აკადემია, ვიზუალური კომუნიკაციის სპეციალობით. იანგი იყენებს კავშირს ტრადიციულ ხელოვნებასა და თანამედროვეობას შორის, ახორციელებს უძველეს აღმოსავლურ ესთეტიკასა და წიგნიერების რწმენას თანამედროვე ენასა და ციფრულ ტექნიკასთან. მისი ნამუშევრები საზღვარგარეთის  მუზეუმებსა და ბიენალეებზე გამოიფინა, როგორიცაა საბერძნეთის სალონიკის ბიენალე (2009), პეკინის თანამედროვე ხელოვნების ბიენალე (2012), მელბურნის ვიქტორიის ეროვნული გალერეა (2012), მოსკოვის ბიენალე (2013), ნიუ-იურკის მეტროპოლიტის მუზეუმი (2013), ფოტო ბიენალე კორეაში (2014) და სხვა.

შეგიძლიათ მისი ნამუშევრები დაათვალიეროთ ვებ-გვერდზე: https://www.yangyongliang.com

  • ჩენ ვეი – პეკინი (Chen Wei)

ჩენ ვეი ჩინეთში საკმაოდ ცნობილი თანამედროვე ხელოვნების წარმომადგენელია. მისი ნამუშევრები რეალობის აღქმასა და ყოფითი ცხოვრების წარმოდგენას ემსახურება.

შეგიძლიათ მისი ნამუშევრები დაათვალიეროთ ვებ-გვერდზე: https://www.artsy.net/artist/chen-wei

Previous Post

საქართველო-ჩინეთის ურთიერთობები

Next Post

სიას დინასტია- მითი თუ რეალობა?

teona gelashvili

teona gelashvili

Next Post
სიას დინასტია- რელობა თუ ფანტაზია

სიას დინასტია- მითი თუ რეალობა?

Discussion about this post

ბოლო პოსტი

გამოიცა პირველი ქართულენოვანი წიგნი ჩინეთის ისტორიის შესახებ

გამოიცა პირველი ქართულენოვანი წიგნი ჩინეთის ისტორიის შესახებ

იანვარი 2, 2023

კალენდარი

მარტი 2023
ო ს ო ხ პ შ კ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« იან    

ტეგების ღრუბელი

ახალიბარეშუმისგზა თანგის დინასტია იუენის დინასტია კონფუციონიზმი ლადახის მთიანეთი მაო ძედუნი მატეო რიჩი მინგის დინასტია მონტეკორვინი მონღოლთაიმპერია სავაჭროგზები სამი სამეფოს რომანი სამხრეთ ჩინეთის ზღვა სარტყელიდაგზაინიციატივა სიას დინასტია სინოლოგია სიძინპინი სტალინი სუნგის დინასტია ტაივანი ქაღალდის გავრცელება ქაშმირი შანგის დინასტია ჩენგიუ ჩინეთ-ამერიკა ჩინეთი ჩინეთის ისტორია ჩინეთის რესპუბლიკა ჩინეთის საგარეო პოლიტიკა ჩინური აღმოჩენები ჩინური იეროგლიფური დამწერლობა ჩინურიკულტურა ჩინური ლიტერატურა ჩინური ნაციონალიზმი ჩუნციოუ ცაო ცაო ცინგის დინასტია ცინის დინასტია ცინ შიხუანგტი ძველი ჩინური ფილოსოფია ძიაკუვენი ჭანკუო ჭოუს დინასტია ჭუ იუენჭანგი ხანის დინასტია

კატეგორიები

  • განხილვები
  • ეკონომიკა
  • ისტორია
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • პოლიტიკა
სინოლოგია

სინოლოგია

ყველა კატეგორია

  • განხილვები (4)
  • ეკონომიკა (4)
  • ისტორია (36)
  • კატეგორიის გარეშე (7)
  • კულტურა (26)
  • პოლიტიკა (18)

ბოლო ჩანაწერები

გამოიცა პირველი ქართულენოვანი წიგნი ჩინეთის ისტორიის შესახებ

გამოიცა პირველი ქართულენოვანი წიგნი ჩინეთის ისტორიის შესახებ

იანვარი 2, 2023

© 2020 Sinologia - ყველა უფლება დაცულია

No Result
View All Result
  • მთავარი გვერდი
  • ჩვენს შესახებ
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ისტორია
  • კულტურა
  • განხილვები

© 2020 Sinologia - ყველა უფლება დაცულია