შაბათი, სექტემბერი 23, 2023
No Result
View All Result
Education Blog
  • მთავარი გვერდი
  • ჩვენს შესახებ
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ისტორია
  • კულტურა
  • განხილვები
სინოლოგია
No Result
View All Result
Home ისტორია

რევოლუციიდან სამოცდაათი წელი-მნიშვნელოვანი პოლიტიკური პროცესების ქრონოლოგია

shalva chikhladze by shalva chikhladze
აგვისტო 16, 2020
in ისტორია
1 min read
რევოლუციიდან სამოცდაათი წელი-მნიშვნელოვანი პოლიტიკური პროცესების ქრონოლოგია
Share on FacebookShare on TwitterLinkedin

2019 წლის პირველ ოქტომბერს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას დაარსებიდან 70 წლისთავი შეუსრულდა, რომელიც თიენანმენის მოედანზე გრანდიოზული სამხედრო აღლუმით აღინიშნა. 1949 წლის პირველ ოქტომბერს მაო ძედუნმა და კომუნისტურმა პარტიამ დაასრულა ხანგრძლივი სამოქალაქო ომი სახელისუფლებო პარტია „კუომინტანგთან“ (ე.წ გომინდანი) და გამოაცხადა სახალხო რესპუბლიკის დაარსება, რომელიც აგერ უკვე 70 წელია ერთპარტიულ ხელისუფლებაშია და პასუხისმგებლობას იღებს, როგორც წარუმატებელ ექსპერიმენტებზე ასევე იმ ეკონომიკურ სასწაულზე, რაც ქვეყანაში მოხდა 1978 წლის შემდეგ.წარმოგიდგენთ იმ მნიშვნელოვანი პროცესების ქრონოლოგიას, რომელმაც ქვეყანა დღევანდელ მდგომარეობამდე მიიყვანა.

1949 წლის 1-ლი ოქტომბერი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დაარსება, რასაც მოჰყვა ჩან კაიშის თაივანზე გაქცევა.

1949 წლის დეკემბერში მაო ძედუნი მოსკოვში ჩავიდა და საბჭოთა კავშირისგან უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკებები დაიწყო.1950-1953 წლებში კორეის ნახევარკუნძულზე მიმდინარე სამხედრო დაპირისპირებაში ასეულობით ათასი ჩინელი ჯარისკაცი მონაწილეობდა, რომლებმაც კორეის კომუნისტური რეჟიმი გადარჩინა.

1956 წელს მაომ გამოაცხადა „ასი ყვავილის“ კამპანია ( 百花运动), რომელიც თავისუფალ სარბიელს აძლევდა პარტიის პოლიტიკურ ოპონენტებს, ეკრიტიკებინათ და შემოეტანათ ახალი იდეები ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. ჩინურმა საზოგადოებამ აიტაცა ეს იდეა, უნივერსიტეტებსა და საჯარო დაწესებულებებში ეწყობოდა მასშტაბური ღონისძიებები, სადაც კამათობდნენ ეკონომიკაზე, პარტიის მომავალსა და ფაქტობრივად ყველა საკითხზე, რომელიც საინტერესო იყო ქვეყნისთვის. ასი ყვავილის კამპანია დაახლოებით 1962 წლამდე გაგრძელდა, წლების განმავლობაში გამოვლინდა ათასობით ადამიანი, რომლებიც არ ეთანხმებოდნენ პარტიის გეგმებს, რომელთა წინააღმდეგ უკვე დაიწყო ახალი, მეოცე საუკუნეში ერთ-ერთი ყველაზე უცნაური სოციალურ-პოლიტიკური ექსპერიმენტი, რომელიც ცნობილია როგორც “კულტურული რევოლუცია”.

1957 წლიდან ნელ-ნელა ფუჭდება ურთიერთობები საბჭოთა კავშირთან. სტალინის გარდაცვალების შემდეგ ჩინეთის კომუნისტური პარტია და მაო თვლიდა, რომ მსოფლიო ბურჟუაზიული რევოლუციის ლოკომოტივი აწი თავად უნდა გამხდარიყნენ, ხრუშჩოვთან დაპირისპირებამ საკმარისად დააზარალა ჩინეთი. მოსკოვმა ქვეყნიდან  ეტაპობრივად გაიწვია ასეულობით ინჟინერი და მეცნიერი, რომლებიც ჩინელებს ეხმარებოდნენ ინდუსტრიალიზაციაში.

1958 წლიდან იწყება დიდი ნახტომის ეროვნული კამპანია, რომელიც გულისხმობდა ინდუსტრიალიზაციის პროპაგანდირებას და ინდუსტრიულ ნახტომს, კამპანიის ფარგლებში სახელდახელოდ ეწყობოდა ღუმელები და ქარხნები, სადაც პროდუქცია უნდა გამოეშვათ. „დიდი ნახტომის“ პერიოდში გამოშვებული პროდუქციის დიდი ნაწილი უხარისხო ან დაბალი ხარისხის იყო, რადგან მუშების დიდმა ნაწილმა არ იცოდა ელემენტარული მეტალურგული წესებიც კი.1962 წელს სახალხო განმათავისუფლებელ არმიასა და ინდოეთის სასაზღვრო ჯარისკაცებს შორის დაიწყო შეიარაღებული კონფლიქტი, სადაც მოსკოვმა დელის მხარე დაიჭირა, ამ ფაქტმა კიდევ უფრო გააღრმავა ორ სოციალისტურ ქვეყანას შორის პოლიტიკური ნაპრალი.

1964 წელს პეკინმა მსოფლიოს განუცხადა ატომური ბომბის ფლობის შესახებ.

1966 წლიდან იწყება „კულტურული რევოლუცია“ რომლის დროსაც „ასი ყვავილის“ კამპანიის დროს გამოვლენილი ბურჟუაზიული ელემენტები და რევიზიონისტები, მასობრივად იგზავნებოდნენ სოფლებსა და არაურბანულ სივრცეებში რათა გლეხებისგან ესწავლათ შრომა და ასევე გამოესწორებინათ ის იდეოლოგიური „შეცდომები“ რომლებიც თავის დროზე დაუშვეს, როდესაც პარტიასა და მაოს სხვადასხვა პროგრამას აკრიტიკებდნენ. კულტურული რევოლუციის დროს, მთავარი ძალაუფლება ახალგაზრდულ ჯგუფებს ეჭირათ ხელში, რომლებიც ტრადიციული კონფუციონისტური ღირებულებებთან ბრძოლაში წინა ხაზზე იყვნენ. ხშირი იყო შემთხვევები, როდესაც ისინი საკუთარ პედაგოგებსა და ლექტორებს სიტყვიერ და ზოგჯერ ფიზიკურ შეურაცხყოფასაც აყენებდნენ, საჯაროდ გმობდნენ მათ არასწორ იდეებსა და რევოლუციის იდეის ღალატში ადანაშაულებდნენ. კულტურული რევოლუციის დროს ხელისუფლების სათავეში იყვნენ მაოს მეუღლე და მისი მეთაურობით მოქმედი ე.წ „ოთხთა ბანდა“. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ დღესდღეობით კულტურული რევოლუციის დროს დაშვებული შეცდომების უმეტესობა, სწორედ „ოთხთა ბანდას“ მიეწერება.1969 წელს მოსკოვსა და საბჭოთა კავშირს შორის დაპირისპირებამ პიკს მიაღწია, მდინარე ამურის დელტაში არსებული დამანსკის კუნძულების გამო, რომლის დროსაც საბჭოთა და ჩინელი მესაზღვრეები იარაღით დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. კონფლიქტი საბოლოოდ ჩინეთის სასრგებლოდ გადაწყდა და სადაო კუნძულები ჩინეთის იურისდიქციაში მოხვდა.

1971 წელს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა გაეროს წევრი ხდება.

1972 წელს რიჩარდ ნიქსონი ამერიკაში ჩადის, ისარგებლეს რა ჩინურ-საბჭოთა დაპირისპირებით, ვაშინგტონმა და პეკინმა ურთიერთობის დათბობა დაიწყეს.

1976 წელს გარდაიცვალა მაო ძედუნი და ძალაუფლებას ახალი თაობის ლიდერი ტენგ სიაოფინგი (დენ სიაპოინი) იღებს.

1978 წლიდან იწყება ე.წ გახსნილობის რეფორმა (改革开放) რომლის დროსაც სახელმწიფოში იწყება საბაზრო ელემენტების დანერგვა და სხვა ლოკალური ელემენტები, რომლებიც წარმატების შემთხვევაში შემდეგ ეროვნულ დონეზე ტარდებოდა. იქმნება თავისუფალი ინდუსტრიული ზონები და ტარდება პოლიტიკური რეფორმებიც მცირე დოზით დემოკრატიზაციისკენ.

1979 წელს მას შემდეგ რაც ვიეტნამის გაერთიანებლმა ძალებმა კამბოჯაში სამხედრო ინტერვენცია განახორციელეს, რომელიც პეკინისგან იყვენენ მხარდაჭერილნი, ტენგ სიაოფინგმა განაცხადა რომ ჩინელები მათ ჭკუას ასწავლიდნენ, ვიეტნამსა და ჩინეთს შორის სასაზღვრო კონფლიქტი მცირე ხანს გაგრძელდა თუმცა საკმაოდ სისხლიანი აღმოჩნდა. თავდაპირველად ჩინელები თავს იკავებდნენ სამხედრო კონფლიქტის დაწყებისგან,  რადგან ეშინოდათ საბჭოთა ჯარების შესაძლო მოქმედების ჩრდილოეთ ჩინეთში, თუმცა მას შემდეგ რაც ცენტრალური სადაზვერვო საააგენტოსგან მიიღეს ცნობები, რომ ჩრდილოეთ საზღვართან საბჭოთა კავშირის მცირე კონტიგენტი იყო თავმოყრილი, უკვე აქტიურად დაიწყეს მოქმედებები, რომელსაც უფრო მეტად ფსიქოლოგიური ეფექტი ჰქონდა ვიდრე სტრატეგიული.

1989 წელს პარტიაში განხეთქილებამ ე.წ კონსერვატულ და ლიბერალურ ფრთებს შორის პიკს მიაღწია,რომლის ლოგიკური დასასრული თიანანმენის მოედანზე განვითარებული პროცესები იყო, სადაც ათეულობით ათასი ახალგაზრდა ითხოვდა დემოკრატიულ რეფორმებსა. მანიფესტაციები კვირაობით გრძელდებოდა, თუმცა პიკს გორბაჩოვის ვიზიტის წინა პერიოდში მაიღწია, როცა მთელი მსოფლიოს ჟურნალისტები ორი ლიდერის შეხვედრის გასაშუქებლად იყვნენ ჩასულები. დემონსტრაცია ძალისმიერი მეთოდებით დაიშალა, დაშავებულებისა და გარდაცვლილების ზუსტი რიცხვი დღესაც არ არის ცნობილი.1992 წელს, მატერიკულ ჩინეთსა და თაივანს შორის არაფორმალურ დონეზე მოხდა ერთი ჩინეთის პრინციპის აღიარება, რომელსაც ხმარი დაუჭირეს კომუნსიტურმა და ნაციონალისტურმა პარტიებმა

1997 წელს ჰონგ-კონგი დაუბრუნდა პეკინის იურისდიქციასა და შეიქმნა ე.წ. „ერთი სახელმწიფო-ორი სისტემა” პროექტი, ერთი წლის შემდეგ მაკაოშიც იგივე მოხდა.

2001 წელს ჩინეთი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანდა.

2013 წელს ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინფინგმა მსოფლიოს აცნო „სარტყელი და გზა ინიციატივის“ შესახებ, რომელიც პეკინის მეგა სტრატეგია თავისი ეკონომიკური, პოლიტიკური და ინფრასტრუქტურული ელემენტებით.

Previous Post

ჩინეთის ოთხი ლამაზმანი

Next Post

ჩემი ჩინური ენის ილუსტრირებული ლექსიკონი

shalva chikhladze

shalva chikhladze

Next Post
ჩემი ჩინური ენის ილუსტრირებული ლექსიკონი

ჩემი ჩინური ენის ილუსტრირებული ლექსიკონი

Discussion about this post

ბოლო პოსტი

საქართველო-ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობა: არაფერი და ყველაფერი

საქართველო-ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობა: არაფერი და ყველაფერი

აგვისტო 1, 2023

კალენდარი

სექტემბერი 2023
ო ს ო ხ პ შ კ
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930  
« აგვ    

ტეგების ღრუბელი

თანგის დინასტია იუენის დინასტია კონფუციონიზმი ლადახის მთიანეთი მაო ძედუნი მატეო რიჩი მინგის დინასტია მონტეკორვინი სავაჭროგზები სამი სამეფოს რომანი სამხრეთ ჩინეთის ზღვა სიას დინასტია სინოლოგია სიძინპინი სტალინი სუნგის დინასტია ტაივანი ქაღალდის გავრცელება ქაშმირი შანგის დინასტია ჩენგიუ ჩინეთ-ამერიკა ჩინეთი ჩინეთი და კორეა ჩინეთის ისტორია ჩინეთის რესპუბლიკა ჩინეთის საგარეო პოლიტიკა ჩინური აღმოჩენები ჩინური იეროგლიფური დამწერლობა ჩინურიკულტურა ჩინური ლიტერატურა ჩინური ნაციონალიზმი ჩინური სამოსის ისტორია ჩუნციოუ ცაო ცაო ცინგის დინასტია ცინის დინასტია ცინ შიხუანგტი ციფაო ძველი ჩინური ფილოსოფია ძიაკუვენი ჭანკუო ჭოუს დინასტია ჭუ იუენჭანგი ხანის დინასტია

კატეგორიები

  • განხილვები
  • ეკონომიკა
  • ისტორია
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • პოლიტიკა
სინოლოგია

სინოლოგია

ყველა კატეგორია

  • განხილვები (4)
  • ეკონომიკა (4)
  • ისტორია (36)
  • კატეგორიის გარეშე (8)
  • კულტურა (26)
  • პოლიტიკა (18)

ბოლო ჩანაწერები

საქართველო-ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობა: არაფერი და ყველაფერი

საქართველო-ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობა: არაფერი და ყველაფერი

აგვისტო 1, 2023

© 2020 Sinologia - ყველა უფლება დაცულია

No Result
View All Result
  • მთავარი გვერდი
  • ჩვენს შესახებ
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ისტორია
  • კულტურა
  • განხილვები

© 2020 Sinologia - ყველა უფლება დაცულია