ხუთშაბათი, აპრილი 30, 2026
No Result
View All Result
Education Blog
  • მთავარი გვერდი
  • ჩვენს შესახებ
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ისტორია
  • კულტურა
  • CACS
სინოლოგია
No Result
View All Result
Home ისტორია

რას სთხოვდნენ ქართველი დემონსტრანტები მარშალ ჭუ დეს? 1956 წლის მარტის „სისხლიანი პარასკევის“ საინტერესო დეტალები

shalva chikhladze by shalva chikhladze
ნოემბერი 24, 2020
in ისტორია
1 min read
მარშალი ჭუ დე
Share on FacebookShare on TwitterLinkedin

   1956 წლის მარტში განვითარებული საპროტესტო ტალღა, რომელშიც ათობით ათასი ქართველი მონაწილეობდა მეტნაკლებად ცნობილია ქართული საზოგადოებისთვის. ნიკიტა ხრუშჩოვის მიერ სტალინის პიროვნების კულტის საჯაროდ დაგმობამ ქართულ საზოგადოებაში აგრესია გამოიწვია, მაშინდელმა ახალგაზრდებმა და არა მხოლოდ სტალინის კრიტიკა ეროვნულ შეურაცხყოფად მიიღეს, პირველი გამოსვლა 1956 წლის 5 მარტს იყო, რომელსაც საზოგადოების ფართო სპექტრი ესწრებოდა მათ შორის სტუდენტები, მწერლები, ხელოვანები და თვით საქართველოს კომუნისტური პარტიის წევრებიც კი.

9 მარტს დატრიალებული ტრაგედია, სერიოზულ ლაქად დააჩნდა ქართული საზოგადოების ცნობიერებას, მეტიც ის ეტაპობრივად ერთგვარ ეროვნულ პროტესტადაც კი მოინათლა, რადგან დემონსტრანტების ნაწილს დამოუკიდებლობის სურვილიც კი გამოუთქვამთ, ისევე როგორც ისმოდა ხრუშჩოვის გადადგომის და სხვა მოთხოვნები.

მიუხედავად იმისა რომ „სისხლიან პარასკევზე“ დისკუსიები მეტნაკლებად ხშირად იმართება, მე პირადად ა.წ ნოემბრამდე არ მქონდა ინფორმაცია რომ მიტინგის დარბევა ჩინეთის სახალხო განმათნთავისუფლებელი არმიის გენერლის ჭუ დეს (ჯუ დე რუსული ტრანსლიტერაციით) თბილისში ვიზიტს დაემთხვა. როგორც აღმოჩნდა ზეპირსიტყვიერებაში ბევრ თბილისელს ახსოვდა მარშლისადმი მიძღვნილი ლექსები, რომლითაც დემონსტრანტები საერთაშორისო კომუნისტურ მხარდაჭერის მოპოვებას ცდილობდნენ. მაგრამ რა უნდოდა ჭუ დეს თბილისში და იყო თუ რა რაიმე ფორმით ჩართული პროტესტში ამის შესახებ დიდი ინფორმაცია არ მოიძიებოდა.

ამიტომ გადავწყვიტე ქართული, რუსული, ინგლისური და ჩინური წყაროები შეძლებისდაგვარად შემედარებინა, რათა შედარებით აღმედგინა ის სურათი რაც ჩინეთის დელეგაციას თბილისში დახვდა.

გენერალ ჭუ დეს (朱德,ჯუ დეს) საბჭოთა კავშირში ოფიციალური ვიზიტი ჰქონდა, რომლის ფარგლებში ის სტალინის სამშობლოსაც ეწვია, სწორედ ამ პერიოდს დაემთხვა ქართველი ახალგაზრდების საპროტესტო გამოსვლა.  მაღალი რანგის ჩინელი სტუმრის თბილისში გამოჩენა ნამდვილად არ იყო საიდუმლო მოვლენა. ამასთან ერთად ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა სულ რაღაც 8 წლის დაარსებული იყო. ცნობისთვის ჩინეთის სამოქალაქო ომში კომუნისტების გამარჯვება ნამდვილად იყო სტალინის გადაწყვეტილება. მისი უშუალო ბრძანებით გენერალმა როდიონომ მალინოვსკიმ იაპონელთა მიერ ჩაბარებული მთელი იარაღი ჩინელ კომუნისტებს გადასცა. ასე აღმოჩდნენ მსუბუქად შეიარაღებული ჩინელი კომუნისტები ქვეითთა საბრძოლო მანქანებით, ტანკებითა და თვითმფრინავებითაც კი აღჭურვილი, რის გამოსობითაც ჩან კაიშისადმი უპირატესობა მოიპოვეს და სამოქალაქო ომში გაიმარჯვეს. აქედან გამომდინარე ქართველი დემონსტრანტები მაო ძედუნსა და გენერალ ჭუ დეს სტალინის პირად მეგობრად მიიჩნევდნენ, შესაბამისად მისი თბილისში ყოფნა მათთვის ერთგვარი შესაძლებლობა იყო მხარდაჭერა მიეღოთ ჩინეთის კომუნისტური პარტიისგან.

დემონსტრაციების დროს ათასობით მოქალაქე ქალაქის ქუჩებში სკანდირებდა „ჯუ დე, ჯუ დე, ჯუ დე“ და ჩინელი დელეგაციის მიტინგზე გამოსვლას მოითხოვდა. მეტიც გრიშა ონიანის გადმოცემით დემონსტრანტებმა ზუსტად არ იცოდნენ თუ სად იყო დაბინავებული ჩინელთა დელეგაცია შესაბამისად ათასობით ადამიანი ხან კრწანისის სამთავრობო რეზიდენციასთან ყვიროდნენ „ჯუ დე“ ხანაც რუსთაველზე განთავსებულ ინტურისტთან. მისივე ინფორმაციით დემონსტრანტები იმავე ლოზუნგით ცეკას პირველი და მეორე მდივნების ვასილი მჟავანაძისა და მიხეილ გიორგაძეს სამუშაო კაბინეტს მიადგნენ ჩიტაძეზე. მჟავანაძეს გარკვეულწილად მწუხარება გამოუთქვამს რადგან ქართველი ახალგაზრდები ჩინელისგან მოელოდნენ მხარდაჭერას: „არა გრცხვენიათ, ქართველებო, ჩვენო შვილებო! აქ ვართ თქვენი მამები, ბიძები, ახლობლები და თქვენ ჩინელ კაცს უხმობთ დასახმარებლად? მაშ, ჩვენ აქ რას ვაკეთებთ, ჩვენ ხომ თქვენი აზრის გამტარებლებად ვართ დანიშნულნი? მე სტალინის გაზრდილი ვარ, სტალინის ჯარისკაცი, სტალინისთვის მაქვს ფიცი მიცემული, მე ვინ უნდა მაჯობოს სტალინის სიყვარულში?!”

გრიშა ონიანის მონათხრობი არ ფოკუსირდება ჭუ დესთან შეხვედრაზე, იქმნება შთაბეჭდილება რომ საერთოდაც არ გამოჩნდა ჩინელი დელეგაცია სტუდენტებთან, თუმცა რეალურად ცნობილია ერთ-ერთი იმ ქართველის სახელიც კი რომელიც ხუთკაციან დელეგაციაში იყო და გაესაუბრა ჩინელ მარშალს, მეტიც  ისტორიკოსი ვლადიმერ კოზლოვი საუბრობს  პიროვნებაზე რომელიც ჭუ დეს მითითებით დემონსტრანტებს გაესაუბრა, მაგრამ ვერ ასახელებს გვარ.  ჩინური წყარო კი კონკრეტულად ასახელებს პიროვნება ვენ ჭუს, რომელიც სიტყვით გამოვიდა. ისაუბრა ჩინურ-საბჭოთა მეგობრობის მნიშვნელობაზე, ასევე მოუწოდა მათ პატივი ეცათ წესრიგისა და მშვიდობისთვის. ვენ ჭუს საუბარში არც სტალინი უხსენებია და არც ხრუშჩოვი, რადგან ეს დიპლომატიურ სკანდალს გამოიწვევდა. საბჭოთა უშიშროების არქივში ინახება საქმე მოქალაქე კონსტანტინე ციციშვილისა, რომელიც ჩინელ მარშალთან შესულა მოლაპარაკებებზე ის რვა თვე დაუკავებიათ და შემდგომ გაუთავისუფლებიათ. ჩინური წყაროს ინფორმაციით სამთავრობო დელეგაციამ მიიღო გადაწყვეტილება სასწრაფოდ დაეტოვებინათ თბილისი და ბაქოში გამგზავრებულიყვნენ მატარებლით, რადგან თავი აერიდებინათ შექმნილი უხერხულობისთვის.

აქციაზე მყოფი ადამიანების კოლექტიურ მეხსიერებაში შემორჩა ლექსები: „გაუმარჯოს მაო ძედუნს, გაუმარჯოს ჯუ დეს, გაუმარჯოს საქართველოს არწივების ბუდეს“ ან „გაუმარჯოს ლენინს, სტალინს, მაოსა და ჯუ დეს / გაუმარჯოს საქართველოს, არწივების ბუდეს“

რთულია იმის თქმა თუ რა შთაბეჭდილება მოახდინა მარშალ ჭუ დესადმი ლექსებმა და ათასობით დემონსტრანტის მიერ მისი სახელის სკანდირებამ მაგრამ ფაქტია რომ 1956 წლის შემდგომ ხრუშჩოვსა და მაოს შორის ურთიერთობა რადიკალურად გაფუჭდა,  რამდენიმე წლის შემდგომ ჩინელი და საბჭოთა დიპლომატები აღარ ერიდებოდნენ ერთმანეთის საჯარო ლანძღვებს მათ შორის არც თუ ისე კორექტულ ფორმებში, ვინ იცის პეკინსა და მოსკოვს შორის ურთიერთობის გაურესებაში მცირე წვლილი შესაძლოა თბილისელ დემონსტრანტებსაც კი ჰქონდეთ.

Tags: 1956მჟავანაძეპიროვნების კულტისტალინიჭუ დეხრუშჩოვიჯუ დე
Previous Post

ჩინეთის რეგიონალური უსაფრთხოების პოლიტიკა, სამხრეთ ჩინეთის ზღვის სტრატეგიული მნიშვნელობა

Next Post

ძველი ჩინეთის შეიარაღების საკითხები

shalva chikhladze

shalva chikhladze

Next Post
ძველი ჩინეთის შეიარაღების საკითხები

ძველი ჩინეთის შეიარაღების საკითხები

Discussion about this post

ბოლო პოსტი

ჩინეთის საიმპერატორო საგამოცდო სისტემა

ჩინეთის საიმპერატორო საგამოცდო სისტემა

იანვარი 19, 2026

კალენდარი

აპრილი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  
« იან    

ტეგების ღრუბელი

თანგის დინასტია იუენის დინასტია კონფუციონიზმი ლადახის მთიანეთი მაო ძედუნი მატეო რიჩი მინგის დინასტია მონტეკორვინი სამი სამეფოს რომანი სამხრეთ ჩინეთის ზღვა სიას დინასტია სინოლოგია სინხაის რევოლუცია სიძინპინი სტალინი სუნგის დინასტია ტაივანი ქაღალდის გავრცელება ქაშმირი შანგის დინასტია ჩაგვრის საუკუნე ჩენგიუ ჩინეთ-ამერიკა ჩინეთი ჩინეთის ისტორია ჩინეთისისტორია ჩინეთისკვლევებისკავკასიურიასოციაცია ჩინეთის რესპუბლიკა ჩინეთის საგარეო პოლიტიკა ჩინური აღმოჩენები ჩინური იეროგლიფური დამწერლობა ჩინურიკულტურა ჩინური ლიტერატურა ჩინური ნაციონალიზმი ჩუნციოუ ცაო ცაო ცინგის დინასტია ცინის დინასტია ცინ შიხუანგტი ძველი ჩინური ფილოსოფია ძიაკუვენი ჭანკუო ჭოუს დინასტია ჭუ იუენჭანგი ხანის დინასტია

კატეგორიები

  • CACS
  • ეკონომიკა
  • ისტორია
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • პოლიტიკა
სინოლოგია

სინოლოგია

ყველა კატეგორია

  • CACS (4)
  • ეკონომიკა (4)
  • ისტორია (39)
  • კატეგორიის გარეშე (12)
  • კულტურა (36)
  • პოლიტიკა (19)

ბოლო ჩანაწერები

ჩინეთის საიმპერატორო საგამოცდო სისტემა

ჩინეთის საიმპერატორო საგამოცდო სისტემა

იანვარი 19, 2026

© 2020 Sinologia - ყველა უფლება დაცულია

No Result
View All Result
  • მთავარი გვერდი
  • ჩვენს შესახებ
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ისტორია
  • კულტურა
  • CACS

© 2020 Sinologia - ყველა უფლება დაცულია