პარასკევი, თებერვალი 3, 2023
No Result
View All Result
Education Blog
  • მთავარი გვერდი
  • ჩვენს შესახებ
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ისტორია
  • კულტურა
  • განხილვები
სინოლოგია
No Result
View All Result
Home

პეკინის ოპერა

otar chigladze by otar chigladze
სექტემბერი 2, 2020
in კულტურა
1 min read
პეკინის ოპერა
Share on FacebookShare on TwitterLinkedin

 ისტორია
პეკინის ოპერა ანუ  京剧, ჩინური ოპერის 368 სხვადასხვა სახეობიდან ყველაზე პოპულარულია. მას ნაციონალურ ოპერასაც უწოდებენ, რომელიც, ცხადია, პეკინში წარმოიშვა და მთელი ქვეყნის მასშტაბით გავრცელდა. მას 200 წელზე მეტი ხნის ისტორია აქვს.
ეს სახელი თავდაპირველად 1790 წელს გაჩნდა, ცინგის დინასტიის მმართველობის ხანაში (1644-1911), როდესაც ანხუეის ოპერის წარმომადგენელი ოთხი ჯგუფი გაემგზავრა პეკინში წარმოდგენების გასამართად იმპერატორ ციენ ლუნგის (乾隆) მე-80 დაბადების დღისთვის. მოგვიანებით კი, ამ შემსრულებლებმა პეკინის ადგილობრივი თეატრალური წარმოდგენიდან გადმოიღეს ზოგიერთი ელემენტი და ამგვარად შექმნეს პეკინის ოპერა. იგი უძველესი დრამის ტრადიციების მატარებელია და მსოფლიოში მალევე დიდი აღიარება მოიპოვა.   მისი წარმოდგენების მთავარი შინაარსი ისტორიული ხასიათისაა. არსებობს დაახლოებით 1300 რეპერტუარი და აქედან მხოლოდ 300-ზე მეტი ან 400 არის ხშირად გამოყენებადი.
პეკინის ოპერა არის ვარიაცია ორი ჩინური ტრადიციული ოპერის მუსიკალური სტილისა, ესენია არხუანი და სიფი,რომელიც ხანის ოპერიდან წარმოშობილი.  ხანის ოპერის მელოდია ძალიან ჰგავს პეკინის ოპერის მელოდიას, ამიტომ მას პეკინის ოპერის დედასაც კი უწოდებენ. პეკინის ოპერაში დიალოგის ენა იყო პრიმიტიული ფორმის, რომელიც შანსის დიალექტის მსგავსია. პეკინის ოპერა შეიცავს სხვა მრავალი ჩინური მუსიკალური ფორმის ელემენტებს, როგორიცაა  სცენური ელემენტები ქუნცუს (崑曲) ოპერიდან,რომელიც ჩინური ოპერის ერთ-ერთი უძველესი ფორმაა.
1949 წელს ჩინეთში კომუნისტური პარტია მოვიდა ხელისუფლებაში და ,შედეგად, პეკინის ოპერა განვითარდა ახალი ლიდერების იდეოლოგიის ასახვის მიზნით. კომუნისტური პარტია კომუნისტური პროპაგანდის არარსებობის ნებისმიერ ფორმას ღალატად მიიჩნევდა, ამრიგად, პეკინის ოპერა შეიცვალა “მოდელის ოპერებით”, რომლებიც შექმნილი იყო მშრომელთა კლასის შეხედულებებისთვის. თავმჯდომარე მაოს ხელმძღვანელობით ეს რვა მოდელის ოპერა გაჯერებული იყო კომუნისტური პროპაგანდით და მიზნად ისახავდა მოსახლეობა კომუნისტური იდეოლოგიით გაჯერებულიყო. 1966-76 წლების კულტურული რევოლუციის დროს მრავალი ტრადიციული პიესა შეიცვალა, რათა ასახულიყო კომუნიზმთან დაკავშირებული შეცვლილი შეხედულებები. არალეგალური გახდა რვა მოდელის ოპერის გარეთ ნებისმიერი სპექტაკლის შესრულება. პეკინის ოპერა ჩინეთიდან გაქრა კულტურული რევოლუციის დასრულებამდე, ხოლო,როდესაც იგი აღადგინეს,  მრავალი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა ქვეყანაში თანამედროვეობის განცდის გამო და ასევე გავლენა იქონია შესრულების ხარისხის დაბალმა სტანდარტებმა. პეკინის ოპერამ კვლავ შეინარჩუნა კომუნიზმის ასპექტები, განსაკუთრებით მსახიობების მოძრაობის და ზოგადი რომანტიზმის თვალსაზრისით. თანამედროვე აუდიტორიისთვის ტრადიციულ ოპერაში გავრცელებულმა თემებმა აქტუალობა დაკარგა და განსაკუთრებით შოუების ნელი ტემპი დამღლელი იყო ახალი თაობის აუდიტორიისთვის. ასევე მეტად საინტერესოა ის ფაქტი, რომ მიუხედავად იმისა პეკინური ოპერა პეკინში წარმოიშვა, მასში მხოლოდ პეკინური დიალექტი არ არის გამოყენებული ამიტომ ბევრ ჩინელს, განსაკუთრებით ახალ თაობას, უჭირს გაგება თუ რას მღერიან სანამ სცენარის ტექსტს არ წაიკითხავენ.მე -20 საუკუნის ბოლოს, პეკინის ოპერაში დაიწყო მთელი რიგი რეფორმების გატარება, რომლებიც მიზნად ისახავდა ხელოვნების მოდერნიზებას და ახალი აუდიტორიის მოზიდვას. დაარსდა საშემსრულებლო ხელოვნების ახალი სკოლები, დასებმა კი დაიწყეს ახალი, თანამედროვე სპექტაკლების წარმოება.ეს რეფორმები დიდწილად წარუმატებელი აღმოჩნდა, რადგან დასის მსახიობებმა ისინი აღიქვეს, როგორც უბრალოდ მაყურებლის მოზიდვის ტაქტიკა. მიუხედავად იმისა, რომ პეკინის ტრადიციული ოპერები უფრო ხისტი იყო სტრუქტურაში, თანამედროვე სპექტაკლები უფრო მოქნილია, ეს კი მათ უფრო მრავალფეროვანს ხდის .

პერსონაჟები
თავის მხრივ პეკინის ოპერა იყოფა ორ ნაწილად ლიტერატურული და საბრძოლო ხელოვნების. პეკინის ოპერის შესახებ ყველაზე ღირსშესანიშნავი თავისებურება სიმბოლურობაა. ეს იმას ნიშნავს, რომ მსახიობები წარმოდგენის დროს ისეთ გარემოს ქმნიან, დეკორაციები საერთოდ არ არის საჭირო.
ხშირად პეკინის ოპერაში კაცი მსახიობები ასრულებენ ქალის როლს და პირიქით, ქალები მამაკაცების როლს. ოპერაში არსებობს პერსონაჟების ოთხი მთავარი როლი: შენგი (生-მამაკაცის დადებითი როლი), ტანი (旦- ქალი როლი), ძინგი (净- სახეშეღებილი მამაკაცის როლი, რომელიც ძირითადად წარმოადგენს გმირს, მოგზაურს, ჯარისკაცს და ა.შ) და ჩოუ (丑-კაცი ჯამბაზი, მას ძირითადად მეორეული როლი აქვს დასში, თვით სიტყვა “ ჩოუ-丑“ კი ჩინურად ნიშნავს მახინჯს). ტრადიციული რწმენიდან გამომდინარე ჩინელებს სჯეროდათ, რომ ჯამბაზის სიმახინჯისა და სიცილის კომბინაციას შეეძლო ბოროტი სულების განდევნა.
თითოეული მსახიობის ვოკალური შესრულება დამოკიდებულია მის მიერ შესრულებული როლის ხასიათზე. კოსტუმი ასევე აღნიშნავს პერსონაჟის ტიპს. ამ ზემოაღნიშნული ნიშნების საფუზველზე, ხშირად პერსონაჟების ტიპები მარტივი გამოსაცნობია გამოცდილი აუდიტორიისთვის.

მთავარი უნარები
პეკინის ოპერის თითოეულმა მსახიობმა უნდა გაიაროს მკაცრი წვრთნა პატარაობიდან, რათა უზრუნველყოს მაქსიმალური შესრულების ხარისხი. პოტენციალის მქონე მოსწავლეებს მასწავლებლები იყვანდნენ და  წლების განმავლობაში ასწავლიდნენ ტექნიკას, რათა სრულყოფილად გაემეორებინათ. ეს ყველაფერი საშუალებას აძლევდა პეკინის ოპერას მსგავსი ხარისხი წლების განმავლობაში შეენარჩუნებინა. მიუხედავად იმისა, რომ ზოგს შეიძლება მხოლოდ სიმღერა ან მხოლოდ საბრძოლო ხელოვნება უკეთ გამოსდიოდეს, მაინც აუცილებელია ჰქონდეს ოთხი ძირითადი უნარი, ესენია: სიმღერა, მეტყველება, ცეკვა და საბრძოლო მოქმედებები.ეს უნარები არ არის ურთიერთშემცვლელი, არამედ თანმიმდევრობით უნდა იყოს გამოყენებული, რათა შეიქმნას ერთიანი პრეზენტაცია, მიუხედავად იმისა, შეიძლება ერთი რომელიმე უნარი დომინანტი იყოს, თუმცა დანარჩენები კიდევ არსებობდნენ.

ნიღბები
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ პეკინის ოპერა სახის მხატვრობით გამოირჩევა და მას ძალიან დიდი დატვირთვა აქვს. ის აუცილებელი ელემენტია, რათა აუდიტორიამ უკეთ გაიგოს ოპერის არსი. იგი წარმოადგენს პერსონაჟის როლს, ხასიათს. მაგალითად, წითელი ფერი ნიშნავს სიმამაცესა და ერთგულ ხასიათს, მწვანე იმპულსურობას, ძალადობრიობას, მოუთმენლობას გამოხატავს,  ლურჯი ფერი ერთგულებას, გამჭრიახობას, მძვინვარებას აღნიშნავს, შავი- სამართლიანობასა და გონებამახვილობას, ყვითელი- ამბიციურობას, ულმობლობას, ხოლო თეთრს კი მოღალატისა და ბოროტის დატვირთვა აქვს. რაც შეეხება, ოქროსფერ და ვერცხლისფერს, ისინი ძირითადად გამოიყენება ღმერთებისა და სულებისთვის.
უძველესი ნიღბების არტეფაქტები ჩინეთში ნაპოვნია პრიმიტიულ საზოგადოებაში, როდესაც ისინი რელიგიური რიტუალებისთვის გამოიყენეოდა. ნიღაბს აქვს სამი მახასიათებელი. კომბინაცია სილამაზისა და სიმახინჯის, პერსონაჟის ხასიათის გამოხატულება და მყარად დამაგრებული ფორმა მოხატვისთვის. მოხატულობა შენისთვისა და ტანისთვის შეიძლება შედარებით მარტივი იყოს, როდესაც ძინისა და ჩოუს უფრო მძიმე . განსაკუთრებით ძინის ნიღბის მოხატულობა ძალიან კომპლექსურია.
პეკინის ოპერის გუნდი ძირითადად შედგება ორკესტრული და პერკუსიული გუნდებისგან. ორკესტრული გუნდი ინსტრუმენტებით: არხუ, ძინხუ, ფიფა, ლუოგუ, იუეცინი და სხვანი აკომპანიმენტს წყნარსა და მშვიდობიან სცენებს უწევენ. დასარტყმელი ინსტრუმენტები კი, დოლებითა და ზარებით, უფრო საბრძოლო სცენებს ახლავს. გუნდი ჩვეულებრივ ადგილს სცენის მარცხნივ იკავებს.
მე-20 საუკუნის პეკინური ოპერის გამოჩენილ მსახიობად მეი ლანფანგი (梅兰芳 1894-1961) ითვლება, სცენის მაესტრო, რომელმაც დიდი გავლენა იქონია პეკინის ოპერის პოპულარიზაციასა და ჩინური თეატრის დასავლეთ ქვეყნებისთვის გაცნობაში. მან უკვე 1930 წელს ამერიკაში და 1935 წელს ევროპაში ჰქონდა წარმოდგენები. მეიმ ასევე გაბედული ნაბიჯი გადადგა აეყვანა გოგონა მოსწავლეები, რაც იმ დროისთვის ძალიან რისკიანი ნაბიჯი იყო. ეს გამომდინარეობდა იქედან, რომ 1770-იან წლებში იმპერატორ ციენ ლუნგის განკარგულების თანახმად, ჩინეთში სცენაზე გამოსვლა მხოლოდ მამაკაცს შეეძლო. კანონით ქალებს აკრძალული ჰქონდათ სცენაზე სიმღერა. მხოლოდ 1870-იანი წლებიდან დაიწყეს ქალებმა არაოფიციალურად სცენაზე ასვლა. ორივე სქესით დაკომპლექტებული პირველი საოპერო ჯგუფები 1894 წელს გამოჩნდა. 1912 წელს, რესპუბლიკის შექმნის შემდეგ, ჩინეთის მთავრობამ ქალი შემსრულებლების აკრძალვა ოფიციალურად გააუქმა.
როგორც ხელოვნების ფორმა, პეკინის ოპერა ჩინეთისთვის კულტურულად და ისტორიულად მნიშვნელოვანია. იგი კომუნიზმის გაჩენამდე დიდწილად უცვლელი იყო, პეკინის ოპერა ხაზს უსვამს ცხოვრების სილამაზეს, რასაც მოწმობს მოძრაობისადმი მისი დიდი ყურადღება. პეკინის ოპერა არ არის რეალისტური ხელოვნების ფორმა. სცენაზე მოძრაობის დიდი ნაწილი, სიმღერის, ცეკვისა და აკრობატიკის ჩათვლით, ძლიერ რომანტიზებულია, რაც მაყურებელს ოცნების მსგავსი გამოცდილების მიღების საშუალებას აძლევს. პეკინის ოპერისთვის ესთეტიკური წარმოდგენა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ცხოვრების ზუსტი ასახვა.
და ბოლოს, პეკინის თანამედროვე ოპერამ დაკარგა თავისი მიმზიდველობა იმ აუდიტორიის მიმართ, რომელიც კულტურულ ტრადიციას არ ანიჭებს ისეთ პრიორიტეტს, როგორც წინანდელი თაობები ანიჭებდნენ, და გარდატეხის კიდევ ერთ სერიას განიცდის.

ავტორი: მარიამ ფაცურია

გამოყენებული ლიტერატურა:
1. ანა კონტრიძე, ცნობები პეკინური ოპერის შესახებ, ჩინეთი ჟამთა სივრცეში, თბილისი: მერიდიანი, 2007, გვ. 305
2.“რა ვიცით ჩინეთის შესახებ?“ თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტი.
3. Peking Opera https://www.chinaculturetour.com/culture/peking-opera.htm
4.Steven Devellis-The History Of Beijing Opera As a National Chinese Art Form https://cducomb.colgate.domains/globaltheater/asia/the-history-of-beijing-opera-as-a-national-chinese-art-form/ 

Tags: მეი ლანფანგიპეკინის ოპერა
Previous Post

მინგთიაოს ბრძოლა

Next Post

აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყლის და 21-ე საუკუნის საზღვაო აბრეშუმის გზის ერთობლივად აშენების ხედვა და სამოქმედო გეგმა

otar chigladze

otar chigladze

Next Post
აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყლის და 21-ე საუკუნის საზღვაო აბრეშუმის გზის ერთობლივად აშენების ხედვა და სამოქმედო გეგმა

აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყლის და 21-ე საუკუნის საზღვაო აბრეშუმის გზის ერთობლივად აშენების ხედვა და სამოქმედო გეგმა

Discussion about this post

ბოლო პოსტი

გამოიცა პირველი ქართულენოვანი წიგნი ჩინეთის ისტორიის შესახებ

გამოიცა პირველი ქართულენოვანი წიგნი ჩინეთის ისტორიის შესახებ

იანვარი 2, 2023

კალენდარი

თებერვალი 2023
ო ს ო ხ პ შ კ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728  
« იან    

ტეგების ღრუბელი

ახალიბარეშუმისგზა თანგის დინასტია იუენის დინასტია კონფუციონიზმი ლადახის მთიანეთი მაო ძედუნი მატეო რიჩი მინგის დინასტია მონტეკორვინი მონღოლთაიმპერია სავაჭროგზები სამი სამეფოს რომანი სამხრეთ ჩინეთის ზღვა სარტყელიდაგზაინიციატივა სიას დინასტია სინოლოგია სიძინპინი სტალინი სუნგის დინასტია ტაივანი ქაღალდის გავრცელება ქაშმირი შანგის დინასტია ჩენგიუ ჩინეთ-ამერიკა ჩინეთი ჩინეთის ისტორია ჩინეთის რესპუბლიკა ჩინეთის საგარეო პოლიტიკა ჩინური აღმოჩენები ჩინური იეროგლიფური დამწერლობა ჩინურიკულტურა ჩინური ლიტერატურა ჩინური ნაციონალიზმი ჩუნციოუ ცაო ცაო ცინგის დინასტია ცინის დინასტია ცინ შიხუანგტი ძველი ჩინური ფილოსოფია ძიაკუვენი ჭანკუო ჭოუს დინასტია ჭუ იუენჭანგი ხანის დინასტია

კატეგორიები

  • განხილვები
  • ეკონომიკა
  • ისტორია
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • პოლიტიკა
სინოლოგია

სინოლოგია

ყველა კატეგორია

  • განხილვები (4)
  • ეკონომიკა (4)
  • ისტორია (36)
  • კატეგორიის გარეშე (7)
  • კულტურა (26)
  • პოლიტიკა (18)

ბოლო ჩანაწერები

გამოიცა პირველი ქართულენოვანი წიგნი ჩინეთის ისტორიის შესახებ

გამოიცა პირველი ქართულენოვანი წიგნი ჩინეთის ისტორიის შესახებ

იანვარი 2, 2023

© 2020 Sinologia - ყველა უფლება დაცულია

No Result
View All Result
  • მთავარი გვერდი
  • ჩვენს შესახებ
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ისტორია
  • კულტურა
  • განხილვები

© 2020 Sinologia - ყველა უფლება დაცულია