პარასკევი, იანვარი 16, 2026
No Result
View All Result
Education Blog
  • მთავარი გვერდი
  • ჩვენს შესახებ
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ისტორია
  • კულტურა
  • CACS
სინოლოგია
No Result
View All Result
Home ისტორია

მინგის დაცემა

otar chigladze by otar chigladze
აპრილი 2, 2025
in ისტორია, კულტურა
1 min read
მინგის დაცემა
Share on FacebookShare on TwitterLinkedin

大明劫- „მინგის დაცემა“ არის 2013 წელს კონტინენტურ ჩინეთში გადაღებული ისტორიულ ფაქტებზე დაფუძნებული ფილმი, რომელიც მოგვითხრობს მინგის დინასტიის უკანასკნელ წლებში განვითარებულ მოვლენებს.

მინგის დინასტია (明朝), რომელიც ლამის სამასი წელი მართავდა ჩინეთს, 1642 წელს არსებობის ბოლო წლებს მოითვლიდა. ბუნებრივი კატაკლიზმებით, კორუფციით, ეკონომიკური, სამხედრო, პოლიტიკური და სოციალური კრიზისით დასუსტებულ იმპერიაში აჯანყებულთა ჯგუფები დათარეშობდნენ. მათ შორის ყველაზე საშიში- ლი წიჩენგი (李自成) დასავლეთიდან უახლოვდებოდა ხენანის პროვინციას. მის შესაჩერებლად იმპერატორმა ჩონგჭენმა (崇祯) ციხიდან გაათავისუფლა ჯერ კიდევ 1639 წელს დაკავებული სარდალი სუნ ჩუანთინგი (孙传统). ეს უკანასკნელი თონგის სიმაგრისაკენ (潼关) დაიძრა, რომელიც შაანსის პროვინციიდან ხენანში გადასასვლელ მთავარ პუნქტს წარმოადგენდა. ადგილზე ჩასული სუნ ჩუანთინგი კორუმპირებული ადგილობრივი ჩინოვნიკების და მსხვილი მიწათმფლობელების მხრიდან არაერთ პრობლემას წააწყდა.

ამ ყველაფერთად ერთად კი მალე მომაკვდინებელი ეპიდემიაც დაიწყო, რომელიც დიდი სისწრაფით გავრცელდა არმიასა და მოსახლეობაში. ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლას მოგზაური ექიმი- უ იოუქე ჩაუდგა. მან არმიაში ეპიდემიის გაკონტროლება შეძლო და დაავადებულებზე დაკვირვებით დაასკვნა, რომ დაავადება თვალისათვის უხილავი ნაწილაკების წყალობით გადადიოდა, რომელიც სასუნთქი სისტემით ხვდებოდა ჩვენს ორგანიზმში. საბოლოოდ მან ჩინეთის ისტორიაში უძველესი სამედიცინო ნაშრომი შექმნა გადამდებ დაავადებებზე.

მიუხედავად სუნ ჩუანთინგის მცდელობებისა დრო დაეყოვნებინა რათა არმია გაეძლიერებინა, იმპერატორის ბრძანების გამო იძულებული გახდა მოუმზადებელი, მცირერიცხოვანი და ცუდად აღჭურვილი არმიით შებრძოლებოდა ლი წიჩენგს. შედეგად მინგის არმია დამარცხდა და თვითონ სუნ ჩუანთინგი ბრძოლაში დაიღუპა.

ფილმი საკმაოდ ზუსტად მიჰყვება ისტორიულ რეალობას, კარგადაა ნაჩვენები, რომ მიუხედავად სუნ ჩუანთინგის მსგავსი ჭკვიანი, გამოცდილი და პატრიოტი პიროვნებების მცდელობისა, არაკომპეტენტური იმპერატორით სათავეში, კორუმპირებული სისტემითა და ხარბი ელიტით მინგის დინასტია უკვე დაცემის ზღვარზე იყო.

ასევე აღსანიშნავია, რომ ისტორიული რეალობა დაცულია მეომრების აღჭურვილობასა და შეიარაღებაშიც. ფილმში რამდენჯერმე ვხვდებით უცნაურ ზარბაზანს, რომელიც არა წინიდან, არამედ უკნიდან იტენებოდა. ასეთი ტიპის ზარბაზანი მე-14 საუკუნეში გამოიგონეს ევროპაში, მე-16 საუკუნეში შევიდა ჩინეთში პორტუგალიელების მეშვეობით და მინგის დინასტიის არტილერიის მთავარი იარაღი იყო. მას „ევროპულ ზარბაზანს“ (佛朗机炮) უწოდებდნენ. ფილმში ასევე ჩანს თოფის მაგვარი ცეცხლსასროლი იარაღი- მოკლე ერთლულიანი იარაღი კონდახის გარეშე. მსგავსი ცეცხლსასროლი იარაღები მინგის შუა პერიოდიდან გამოიყენებოდა, თუმცა დიდი დრო სჭირდებოდა დატენვისათვის და არც მაღალი სიზუსტით გამოირჩეოდა, ამიტომ ახლო მანძილზე მშვილდ-ისარს ეფექტურობით ჩამორჩებოდა.

佛朗机炮

ავტორი: ოთარ ჭიღლაძე

Tags: ლი წიჩენგიმინგის დაცემასუნ ჩუანთინგიუ იოუქეჩონგჭენი
Previous Post

პირველი ქრისტიანები და ნესტორიანელობა ჩინეთში

Next Post

კათოლიციზმის ისტორია ჩინეთში ნაწილი I

otar chigladze

otar chigladze

Next Post
კათოლიციზმის ისტორია ჩინეთში ნაწილი I

კათოლიციზმის ისტორია ჩინეთში ნაწილი I

Discussion about this post

ბოლო პოსტი

ცვლილებათა წიგნი 21-ე საუკუნეში-易经在二十一世纪

ცვლილებათა წიგნი 21-ე საუკუნეში-易经在二十一世纪

ნოემბერი 3, 2025

კალენდარი

იანვარი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« ნოე    

ტეგების ღრუბელი

თანგის დინასტია იუენის დინასტია კონფუციონიზმი ლადახის მთიანეთი მაო ძედუნი მატეო რიჩი მინგის დინასტია მონტეკორვინი სამი სამეფოს რომანი სამხრეთ ჩინეთის ზღვა სიას დინასტია სინოლოგია სინხაის რევოლუცია სიძინპინი სტალინი სუნგის დინასტია სუნ იატსენი ტაივანი ქაღალდის გავრცელება ქაშმირი შანგის დინასტია ჩაგვრის საუკუნე ჩენგიუ ჩინეთ-ამერიკა ჩინეთი ჩინეთის ისტორია ჩინეთისკვლევებისკავკასიურიასოციაცია ჩინეთის რესპუბლიკა ჩინეთის საგარეო პოლიტიკა ჩინური აღმოჩენები ჩინური იეროგლიფური დამწერლობა ჩინურიკულტურა ჩინური ლიტერატურა ჩინური ნაციონალიზმი ჩუნციოუ ცაო ცაო ცინგის დინასტია ცინის დინასტია ცინ შიხუანგტი ძველი ჩინური ფილოსოფია ძიაკუვენი ჭანკუო ჭოუს დინასტია ჭუ იუენჭანგი ხანის დინასტია

კატეგორიები

  • CACS
  • ეკონომიკა
  • ისტორია
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • პოლიტიკა
სინოლოგია

სინოლოგია

ყველა კატეგორია

  • CACS (4)
  • ეკონომიკა (4)
  • ისტორია (39)
  • კატეგორიის გარეშე (12)
  • კულტურა (35)
  • პოლიტიკა (19)

ბოლო ჩანაწერები

ცვლილებათა წიგნი 21-ე საუკუნეში-易经在二十一世纪

ცვლილებათა წიგნი 21-ე საუკუნეში-易经在二十一世纪

ნოემბერი 3, 2025

© 2020 Sinologia - ყველა უფლება დაცულია

No Result
View All Result
  • მთავარი გვერდი
  • ჩვენს შესახებ
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ისტორია
  • კულტურა
  • CACS

© 2020 Sinologia - ყველა უფლება დაცულია