პარასკევი, მარტი 24, 2023
No Result
View All Result
Education Blog
  • მთავარი გვერდი
  • ჩვენს შესახებ
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ისტორია
  • კულტურა
  • განხილვები
სინოლოგია
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

მეომარ მგელთა დიპლომატია, თაობათა შორის დაპირისპირება საგარეო პოლიტიკის სტრატეგიის გამო

shalva chikhladze by shalva chikhladze
თებერვალი 14, 2022
in პოლიტიკა
1 min read
მეომარ მგელთა დიპლომატია, თაობათა შორის დაპირისპირება საგარეო პოლიტიკის სტრატეგიის გამო
Share on FacebookShare on TwitterLinkedin

მსოფლიო პოლიტიკაში იშვიათად შევხვდებით სახელმწიფოს რომელსაც ფაქტობრივად რამდენიმე დეკადის განმავლობაში უცვლელი ჰქონდა საგარეო პოლიტიკის ზოგადი კონტურები, ჩინური საგარეო პოლიტიკა ერთ-ერთი გამონაკლისია ამ თვალსაზრისით.

  რა თქმა უნდა, ჩინური დიპლმატიის პრიორიტეტები იცვლებოდა დრო და დრო, თუმცა ბოლო 40 წლის განმავლობაში სხვადასხვა თაობის დიპლომატები მიჰყვებოდნენ საგარეო საქმეთა პირველი მინისტრის ჭოუ ენლაის  „მშვიდობიანი თანაარსებობის ხუთ პრინციპს“ და ტენგ სიაოფინგის ე.წ ინერტულ პროფილს საერთაშორისო პოლიტიკაში. ამ პრინციპების თანახმად ოფიციალური პეკინი მეტწილად ორიენტირებული იყო საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობებსა და შიდა რეფორმებზე, თუმცა იმთავითვე გააჩნდა წითელი ხაზი საკუთარი ტეორიტორიული მთლიანობის (თაივანი, ტიბეტის, ჰონგ-კონგის, მაკაოსა და მოგვიანებით უკვე სინძიანზეც) საკითხზე.

2012 წლის შემდეგ გამოიკვეთა გარკვეული კონტურები რომ საგარეო პოლიტიკა უფრო პროაქტიულ რეჟიმში გადადიოდა, თუმცა ქვეყანა მეტნაკლებად ინარჩუნებდა ისტორიულ მემკვიდრეობას ფრთხილი, ნეიტრალური და არააგრესული დიპლომატიის შესახებ. 2019 წლის ბოლოს ჩინეთის ქალაქ უხანიდან გავრცელებულმა კოვიდ 19-მა, ქვეყნის ჯანდაცვის სისტემაზე უფრო მეტი გავლენა საგარეო პოლიტიკას დაატყო. გლობალური პანდემიის პიროებებში წარმოიშვა ათასგვარი შეთქმულების თეორია ვირუსის წარმოშვებისა და გავრცელების გამო და ზემოთხსენებული მითქმა სავარაუდოდ კარგა ხანს არ დასრულდება. ამ ფონზე, შეერთებული შტატების და ავსტრალიის წარმომადგენლებმა ღიად დაადანაშაულეს ჩინეთის ხელისუფლება ვირუსის გავრცელების დამალვაში და ა.შ, სწორედ 2020 წლის რამდენიმე თვიანმა გლობალურმა დაძაბულობამ წინ წამოსწია ახალგაზრდა ჩინელი დიპლომატები, რომლებსაც ინტერნეტ მომხმარებლებმა მეომარი მგლები (战狼) შეარქვეს  და შესაბამისად  დამკვიდრდა ტერმინი მეომარ მგელთა დიპლომატია (战狼外交) შეარქვეს.

  სანამ უშუალოდ ამ კონკრეტულ ადამიანთა ხედვებისა და ტაქტიკის ანალიზზე გადავიდოთ, მანამდე ორიოდე სიტყვით თუ საიდან მოვიდა ეს სახელი. ზედმეტსახელები აღებულია ამავე სახელწოდების ფილმიდან 战狼(zhang lang) wolf warriors, მეომარი მგლები, რომელსაც ორი ნაწილი აქვს. ზოგადად ჩინურ კინემატოგრაფიაში საომარი ხაზი ძირითადად მიმართულია სამოქალაქო ომის ან შუა საუკუნეების მიმართ. ამ თემატიკებზე ასეულობით ფილმი არსებობს, ამავდროულად განსხვავებით ამერიკული საბრძოლო ჰეროიკული ფილმებისა, როდესაც ამერიკელი გმირები პლანეტის სხვადასხვა წერტილში პლანეტის გადარჩენისთვის იბრძვიან, ჩინური ეროვნული კინო ნაკლებად ორიენტირდებოდა მსგავს შინაარსიის მქონე ფილმებზე, თუმცა ყველაფერი იცვლებაო და როგორც ჩანს ნელა  ჩინელი რეჟისორებიც იწყებენ ამ ხაზის განვითარებას. კერძოდ, მეომარი მგლების ორივე ნაწილში ვითარდება შემდეგი სიუჟეტი: არსებობს ჩინური სპეციალური სამხედრო დანაყოფი ამავე სახელწოდებით, რომლებიც ჩინური ნარკოკარტელების მიერ დაქირავებული ამერიკელი საბრძოლო ჯგუფის დევნის ოპერაციას ახორციელებს ქვეყნის საზღვარზე, ფილმში უხვადაა ეროვნული სიმბოლიკის პოპულარიზაცია, ჩინური ტექნოლოგიური უპირატესობის ხაგზგასმა და ა.შ, მეორე ნაწილი კიდევ უფრო საინტერესოა სადაც სიუჟეტი აფრიკის კონტინენტზე ვითარდება, სადაც მეომარ მგელთა ვეტერანი მებრძოლი აფრიკაში განთავსებული ჩინური საწარმოს მუშების გადარჩენისთვის უპირისპირდება ასევე ამერიკელ დაქირავებულ სამხედროებს. მოკლედ, ფილმის მოტივების დიდად არ საჭიროებს რაიმე ღრმა ქვეტექსტის ძებნას  და ის საკმაოდ მარტივია.

   ვინ არიან ჩინური საგარეო პოლიტიკის მეომარი მგლები და რა გამოარჩევთ ტრადიციული ჩინური დიპლომატიური ისტებლიშმენტისგან?

მეომარი მგლები
“მეომარი მგლები”

ჩინური პოლიტიკური სპეციფიკისგან გამომდინარე, რა თქმა უნდა, არ არსებობს ზუსტი სია იმ ადამიანებისა რომლებიც ჩინური საგარეო პოლიტიკის რევიზიის იდეით გამოდიან და უფრო ხისტ ტაქტიკას ემხრობიან, თუმცა ჰონგ-კონგური და საერთაშორისო პრესა ძირითადად 7 ჩინოსანს გამოყოფენ. ესენია:

Wang Yi, ვანგ ი-სახელმწიფო მრჩეველი და საგარეო საქმეთა მინისტრი

Zhao lijian, ჭაო ლიძიენი- საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი

Geng Shuang, კენგ შუანგი- საგარეო საქმეთა სამინსტროს სპიკერი

Hua chun ying-ხუა ჩუნ ინგი- საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი

Liu xiao ming – ლიუ სიაომინგი – ჩინეთის ელჩი გაერთიანებულ სამეფოში

Cui tiankai, ცუეი თიენქაი- ჩინეთის ელჩი შეერთებულ შტატებში

ზემოთხსენებული ჩინელი მგლები შეგვიძლია შევადაროთ ამერიკულ პოლიტიკურ საზოგადოებაში არსებულ ე.წ „ქორებს“ რომლებიც გამოირჩევიან ხოლმე ხისტი და აგრესული რიტორიკით თეთრი სახლის ადმინისტრაციაში.

ჭაო ლიძიენი იყო პირველი ჩინოსანი, რომელიც ვირუსის წარმოშვებისა და გავრცელების საკითხზე, კონტრშეტევაზე გადავიდა და ტვიტერზე გამოაქვეყნა პოსტი სადაც ამერიკელ სამხედროებს ადანაშაულებდა ვირუსის გავრცელებაში. მსგავსი რიტორიკა აქვთ მის კოლეგებს კენგ შუანგსა და ხუა ჩინ ინგსაც. სახელდობრ, კენგ შუანგმა ყოველკვირეულ პრესკონფერენციაზე, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესპიკერს მარია ზახაროვას ხაზი გაიმეორა და მოუწოდა შეერთებულ შტატებს ნათელი მოეფინა პოსტ საბჭოთა ქვეყნებში ბიოლოგიური ლაბორატორიის საქმიანობის შესახებ. კენგს უშუალოდ საქართველო და ლუგარის ლაბორატორია არ უხსენებია, თუმცა CGTN მა, (ჩინეთის გლობალური სატელევიზიო ქსელი) რომელიც სახელმწიფოს დაქვემდებარებაშია ღიად ახსენა საქართველოს და ლუგარის ლაბორატორიის შემთხვევაც.

სახელმწიფო მრჩეველი და საგარეო საქმეთა მინისტრი ვანგ ი გლობალურ პანდემიამდეც გამოირჩეოდა საკმაოდ ხისტი რიტორიკით, თუმცა სავარაუდოდ ახლა კიდევ უფრო გაიზარდა მისი თანამოზარეების გავლენები დიპლომატიურ ელიტაში.

ჯერ-ჯერობით უცნობია პოლიტბიუროს მუდმივმოქმედი შვიდკაციანი საბჭოდან ჰყავს თუ არა ამ აგრესიულ და ხისტ დიპლომატიურ რიტორიკას აქტიური მხარდამჭერები, რადგან პრეზიდენტი სიც და პრემიერი ლიც ამ დრომდე დაბალანსებულ რიტორიკას ინარჩუნებენ, თუმცა მეომარი მგლების დიპლომატიას რომ ბევრი მოწინააღმდეგე და კრიტიკოსი ჰყავს ჩინურ აკადემიურ სექტორში ეს ფაქტია.

ჩინეთის სახალხო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობის პროფესორი ში ინხონგი ღიად უპირისპირდება ახალგაზრდა ჩინოვნიკების ტაქტიკას: „ძალიან ადრე და ძალიან ხმამაღლა“ სწორედ ასე მოიხსენა South China Morning Post თან ჩინელი დიპლომატების ტონი. ში ინხონგი საკმაოდ გავლენიანი სპეციალისტია და კონსულტაციებს უწევდა სახელმწიფო საბჭოს 2011 წლიდან, შესაბამისად მისი საჯარო კრიტიკა აჩვენებს რომ ამჟამად აქტიური ბრძოლა მიმდინარეობს ძველსა და ახალ თაობას შორის ტენგ სიაოფინგისა და ჭოუ ენლაის იდეების შენარჩუნება არ შენარჩუნებაზე.

ასევე კრიტიკული პოზიცია აქვს ნანძინგის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების პროფესორ ჭუ ფენგსაც, რომელიც საბოლოო ჯამში მხოლოდ უკუშედეგს ჰხედავს ახალი თაობის ხისტ რიტორიკაში და შიშობს რომ ჩინეთის მშვიდობიანი აღმასვლით გამოწვეული ბენეფიტებს შესაძლოა საფრთხე დაემუქროს თუ სამინისტროს ჩინოსნები ტონს არ დაუწევენ.

ცინგხუას უნივერსიტეტის პროფესორი იენ სუეთონგი რომელიც  საერთაშორისო ურთიერთობების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჩინელი სპეციალისტია ასევე ღიად გამოდის ზემოთხსენებული პოლიტიკის მაკრიტიკებლად. სუეთონგის მიმართებაში ეს საკმაოდ უცნაურია, რადგან წარსულში მას ე.წ „ქორის“ რეპუტაცია ჰქონდა, ის გამოდიოდა ჩინეთის სამხედრო ბლოკში გაწვერიანების იდეით რუსეთთან ერთად და ა.შ, თუმცა მისი ხედვით  პანდემიის პირობებში აბსოლუტურად უშედეგოა აგრესიული რიტორიკა მით უფრო ევროპული ქვეყნების მიმართ, მიუხედავად იმისა თუ რას იტყვიან ტრამპის ადმინისტრაციაში.

ზემოთხსენებული სამი პროფესორის საჯარო კრიტიკა, აშკარად აჩვენებს რომ „მეომარ მგლებს“ შიგნიდანაც დიდი წინააღმდეგობა აქვთ, ჩინურ აკადემიურ თუ პოლიტიკურ ელიტაში დღესაც საკმაოდ ძლიერია ჯგუფი რომელიც ე.წ მშვიდობიანი ზრდის იდეების ერთგულია და მომსწრეა იმ სარგებლის რაც ქვეყანას აღნიშნული სტრატეგიის შედეგად შეეხო ბოლო 40 წლის განმავლობაში, აქედან გამომდინარე პროცესები კიდევ უფრო მეტ ყურადღებას იმსახურებს. შესაძლოა პათეტიკურად ჟღერდეს თუმცა სამომავლო გლობალური პოლიტიკის ხაზი ალბათ ძირითადად ორ პოლიტიკურ მოვლენაზეა დამოკიდებული, ერთი თუ რა შედეგები იქნება ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში და მეორე, თუ რომელი ფრთა გაიმარჯვებს ჩინური საგარეო პოლიტიკის მესაჭეობის საკითხში.

ავტორი: შალვა ჩიხლაძე

Tags: კოვიდ 19მეომარი მგლებირევიზიონიზმიჩინეთის საგარეო პოლიტიკა
Previous Post

მეოცე საუკუნის ჩინური რევოლუციები, სინხაის 1911 წლის რევოლუცია, მონარქიის დასასრული და რესპუბლიკის დაარსება

Next Post

„ჭირვეული მეზობლები“ ანუ ინდურ-ჩინური ურთიერთობები დაურეგულირებელი საზღვრების პირობებში

shalva chikhladze

shalva chikhladze

Next Post
„ჭირვეული მეზობლები“ ანუ ინდურ-ჩინური ურთიერთობები დაურეგულირებელი საზღვრების პირობებში

„ჭირვეული მეზობლები“ ანუ ინდურ-ჩინური ურთიერთობები დაურეგულირებელი საზღვრების პირობებში

Discussion about this post

ბოლო პოსტი

გამოიცა პირველი ქართულენოვანი წიგნი ჩინეთის ისტორიის შესახებ

გამოიცა პირველი ქართულენოვანი წიგნი ჩინეთის ისტორიის შესახებ

იანვარი 2, 2023

კალენდარი

მარტი 2023
ო ს ო ხ პ შ კ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« იან    

ტეგების ღრუბელი

ახალიბარეშუმისგზა თანგის დინასტია იუენის დინასტია კონფუციონიზმი ლადახის მთიანეთი მაო ძედუნი მატეო რიჩი მინგის დინასტია მონტეკორვინი მონღოლთაიმპერია სავაჭროგზები სამი სამეფოს რომანი სამხრეთ ჩინეთის ზღვა სარტყელიდაგზაინიციატივა სიას დინასტია სინოლოგია სიძინპინი სტალინი სუნგის დინასტია ტაივანი ქაღალდის გავრცელება ქაშმირი შანგის დინასტია ჩენგიუ ჩინეთ-ამერიკა ჩინეთი ჩინეთის ისტორია ჩინეთის რესპუბლიკა ჩინეთის საგარეო პოლიტიკა ჩინური აღმოჩენები ჩინური იეროგლიფური დამწერლობა ჩინურიკულტურა ჩინური ლიტერატურა ჩინური ნაციონალიზმი ჩუნციოუ ცაო ცაო ცინგის დინასტია ცინის დინასტია ცინ შიხუანგტი ძველი ჩინური ფილოსოფია ძიაკუვენი ჭანკუო ჭოუს დინასტია ჭუ იუენჭანგი ხანის დინასტია

კატეგორიები

  • განხილვები
  • ეკონომიკა
  • ისტორია
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • პოლიტიკა
სინოლოგია

სინოლოგია

ყველა კატეგორია

  • განხილვები (4)
  • ეკონომიკა (4)
  • ისტორია (36)
  • კატეგორიის გარეშე (7)
  • კულტურა (26)
  • პოლიტიკა (18)

ბოლო ჩანაწერები

გამოიცა პირველი ქართულენოვანი წიგნი ჩინეთის ისტორიის შესახებ

გამოიცა პირველი ქართულენოვანი წიგნი ჩინეთის ისტორიის შესახებ

იანვარი 2, 2023

© 2020 Sinologia - ყველა უფლება დაცულია

No Result
View All Result
  • მთავარი გვერდი
  • ჩვენს შესახებ
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ისტორია
  • კულტურა
  • განხილვები

© 2020 Sinologia - ყველა უფლება დაცულია