პარასკევი, თებერვალი 3, 2023
No Result
View All Result
Education Blog
  • მთავარი გვერდი
  • ჩვენს შესახებ
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ისტორია
  • კულტურა
  • განხილვები
სინოლოგია
No Result
View All Result
Home კატეგორიის გარეშე

ჩინურ-ქართული ლექსიკონი უკვე ხელმისაწვდომია

shalva chikhladze by shalva chikhladze
აპრილი 28, 2022
in კატეგორიის გარეშე
1 min read
ჩინურ-ქართული ლექსიკონი უკვე ხელმისაწვდომია
Share on FacebookShare on TwitterLinkedin

პლატფორმა სინოლოგია ულოცავს ქართველ სინოლოგებს პირველი ჩინურ-ქართული ონლაინ ლექსიკონის შექმნას. დარწმუნებული ვართ ლექსიკონი დიდ დახმარებას გაუწევს ჩინური ენითა და კულტურით დაინტერესებულ პირებს. გთავაზობთ ინფორმაციას ლექსიკონის შესახებ;

ლექსიკონის სანახავად გადადით ბმულზე https://www.chinese.ge/#/

26 აპრილს გაიხსნა პირველი დიდი ჩინურ-ქართული ონლაინლექსიკონი, რომელზეც 10 წლის განმავლობაში იმუშავა „ჩინური ენის ცენტრის“ ლექსიკონის სარედაქციო კოლეგიის რამდენიმე წევრმა.

ლექსიკონის შექმნის იდეა ძალიან დიდი ხნის წინ გაჩნდა, თუმცა მის დაბადების დღედ ითვლება 2013 წლის 6 მარტი, როდესაც სარედაქციო გუნდის მიერ თავადვე შექმნილ სამუშაო პლატფორმას დაემატა პირველი სიტყვა.  ლექსიკონის ელექტრონული სახით გამოცემის იდეა იმიტომ გაჩნდა, რომ, პირველ რიგში, სარედაქციო გუნდის წევრი სინოლოგები რამდენიმე ქვეყანაში იყვნენ მიმობნეულნი და წიგნის სახით გამოცემა, ჩინეთისა თუ საქართველოს სტამბებთან კოორდინაცია თავიდანვე ძალიან არაპრაქტიკულად ჟღერდა. გარდა ამისა, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ელექტრონულ ლექსიკონს ძალიან დიდი უპირატესობები გააჩნია. ნებისმიერი აღმოჩენილი ხარვეზი შესაძლოა სულ რაღაც 10 წამში აღმოიფხვრას. ამასთან, ენა ცოცხალი ორგანიზმია და კარგმა ლექსიკონმაც ენაში მიმდინარე ცვლილებები მაქსიმალურად უნდა ასახოს. ონლაინლექსიკონი სწორედ ამის შესაძლებლობას იძლევა. ის წარმოადგენს უწყვეტად განახლებად, უსაზღვრო გაფართოებების მქონე პლატფორმას, რომელსაც ჩარჩოები არ გააჩნია.

საწყის ეტაპზე ონლაინლექსიკონი მოიცავს:

  • 41 ათასზე მეტ სიტყვას;
  • სამი სახის ძიების ფუნქციას;
  • სიტყვის გახმოვანების ფუნქციას;
  • იეროგლიფის წერის ანიმაციას;
  • შესაბამის ფოტომასალას;
  • თემატურ ცნობარს;
  • ბიბლიოთეკას და სხვ.

ლექსიკონი, უპირველეს ყოვლისა, განკუთვნილია ჩინური ენის სპეციალისტებისთვის, პედაგოგებისთვის, მთარგმნელებისა და სტუდენტებისთვის, აგრეთვე, ყველა სხვა, ჩინური ენითა და კულტურით დაინტერესებული პირისთვის. გარდა ამისა, ის გარკვეულწილად ასევე დაეხმარება ქართული ენით დაინტერესებულ ჩინურენოვან მომხმარებლებსაც.

სარედაქციო გუნდი აგრძელებს ლექსიკონზე მუშაობას და შემდეგი ეტაპად გეგმავს 60 ათას სიტყვამდე გაფართოებას. ასევე იგეგმება ლექსიკონის პროგრამაში ახალი ფუნქციების ჩაშენება, მობილური აპლიკაციის შექმნა და სხვა. საბოლოო მიზანი კი არის, შეიქმნას უწყვეტად განახლებადი, არანაკლებ 100 ათასი სიტყვის შემცველობის მქონე დიდი ჩინურ-ქართული ონლაინლექსიკონი.

სარედაქციო კოლეგია ლექსიკონს უძღვნის საქართველოში სინოლოგიის ფუძემდებელს, ქალბატონ მალი ლიუ-ყანდარელს.

ლექსიკონზე მუშაობდნენ: ზურა მამნიაშვილი, თათია სიორიძე, ნატალია მაისურაძე, თამარ მუჯირი, ელენე ყანდარელი, ნინო ტეტუნაშვილი, ლიკა გაბლიშვილი, მარიამ ასათიანი.

ლექსიკონი შექმნილია სინოლოგ ზურაბ მამნიაშვილისა და საქართველოში ჩინეთის საელჩოს მხარდაჭერით.

Previous Post

ჩინეთის პოლიტიკა ტერორიზმის წინააღმდეგ: საერთაშორისო განზომილება

Next Post

მწარე პოდკასტის ახალი ეპიზოდი: ჩინეთი ხუთ შეკითხვაში

shalva chikhladze

shalva chikhladze

Next Post
მწარე პოდკასტის ახალი ეპიზოდი: ჩინეთი ხუთ შეკითხვაში

მწარე პოდკასტის ახალი ეპიზოდი: ჩინეთი ხუთ შეკითხვაში

Discussion about this post

ბოლო პოსტი

გამოიცა პირველი ქართულენოვანი წიგნი ჩინეთის ისტორიის შესახებ

გამოიცა პირველი ქართულენოვანი წიგნი ჩინეთის ისტორიის შესახებ

იანვარი 2, 2023

კალენდარი

თებერვალი 2023
ო ს ო ხ პ შ კ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728  
« იან    

ტეგების ღრუბელი

ახალიბარეშუმისგზა თანგის დინასტია იუენის დინასტია კონფუციონიზმი ლადახის მთიანეთი მაო ძედუნი მატეო რიჩი მინგის დინასტია მონტეკორვინი მონღოლთაიმპერია სავაჭროგზები სამი სამეფოს რომანი სამხრეთ ჩინეთის ზღვა სარტყელიდაგზაინიციატივა სიას დინასტია სინოლოგია სიძინპინი სტალინი სუნგის დინასტია ტაივანი ქაღალდის გავრცელება ქაშმირი შანგის დინასტია ჩენგიუ ჩინეთ-ამერიკა ჩინეთი ჩინეთის ისტორია ჩინეთის რესპუბლიკა ჩინეთის საგარეო პოლიტიკა ჩინური აღმოჩენები ჩინური იეროგლიფური დამწერლობა ჩინურიკულტურა ჩინური ლიტერატურა ჩინური ნაციონალიზმი ჩუნციოუ ცაო ცაო ცინგის დინასტია ცინის დინასტია ცინ შიხუანგტი ძველი ჩინური ფილოსოფია ძიაკუვენი ჭანკუო ჭოუს დინასტია ჭუ იუენჭანგი ხანის დინასტია

კატეგორიები

  • განხილვები
  • ეკონომიკა
  • ისტორია
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • პოლიტიკა
სინოლოგია

სინოლოგია

ყველა კატეგორია

  • განხილვები (4)
  • ეკონომიკა (4)
  • ისტორია (36)
  • კატეგორიის გარეშე (7)
  • კულტურა (26)
  • პოლიტიკა (18)

ბოლო ჩანაწერები

გამოიცა პირველი ქართულენოვანი წიგნი ჩინეთის ისტორიის შესახებ

გამოიცა პირველი ქართულენოვანი წიგნი ჩინეთის ისტორიის შესახებ

იანვარი 2, 2023

© 2020 Sinologia - ყველა უფლება დაცულია

No Result
View All Result
  • მთავარი გვერდი
  • ჩვენს შესახებ
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ისტორია
  • კულტურა
  • განხილვები

© 2020 Sinologia - ყველა უფლება დაცულია