შაბათი, სექტემბერი 23, 2023
No Result
View All Result
Education Blog
  • მთავარი გვერდი
  • ჩვენს შესახებ
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ისტორია
  • კულტურა
  • განხილვები
სინოლოგია
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

ჩინეთის უსაფრთხოების პოლიტიკა სინო-ინდურ სასაზღვრო კონფლიქტთან მიმართებით

shalva chikhladze by shalva chikhladze
ოქტომბერი 1, 2020
in პოლიტიკა
3 min read
ჩინეთის უსაფრთხოების პოლიტიკა სინო-ინდურ სასაზღვრო კონფლიქტთან მიმართებით
Share on FacebookShare on TwitterLinkedin

უძველესი დროიდან მოყოლებული უსაფრთხოება, როგორც ცნება დაკავშირებული იყო სამხედრო ძლიერებასთან და ის მხოლოდ „ომისა და მშვიდობის“ ჭრილში განიხილებოდა. დღესდღეობით, მსოფლიოში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, საერთაშორისო ურთიერთობებში ურთიერთდამოკიდებულების ზრდისა და გლობალიზაციის გავლენით, უსაფრთხოება როგორც ცნება ანალიტიკურ ჭრილში განიხილება, როგორც “არსებითად სადავო კონცეფცია” რომლის ზუსტი განმარტება არ არსებობს თუმცა ფაქტია, რომ მსოფლიო პოლიტიკაში უსაფრთხოება განსაზღვრავს თუ ვინ რას იღებს, როდის და როგორ. იმის გათვალისწინებით, რომ უსაფრთხოებასთან რაფინირდება ყველა საფრთხის შემცველი გარემოებასთან, ხშირად ის გადარჩენთან ასოცირდება,  თუმცა აღსანიშნავია, რომ ეს ორი ტერმინი სინონიმი არაა, ვინაიდან გადარჩენა ეგზისტენციალური მდგომარეობაა, უსაფრთხოება კი მოიცავს პოლიტიკურ და სოციალურ ამბიციებს.

მას შემდეგ რაც განვსაზღვრეთ თუ არის უსაფრთხოება და მისი კვლევის საგანი, აუცილებელია უსაფრთხოების საფუძვლების განმარტება. უსაფრთხოების უზრუნველყოფა მოიცავს იმ პროცესების ანალიზსს, რომელთა მეშვეობითაც გენერირდება საფრთხის შემცველი დღის წესრიგი. სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ ამაში მოიაზრება ყველა ის ფაქტორი, რომელიც საფრთხეს უქმნის საერთაშორისო სისტემურ სუბექტებს და აქტორებს.

დღესდღეობით, თითოეულ სახელმწიფოს ეროვნული და საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის წინანსწარ განსაზღვრული პოლიტიკა გააჩნია. რაც შეეხება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეროვნული და საერთაშორისო უსაფრთხოების პოლიტიკას, კრისტოფერ ლაიაენის მიხედვით ის მოიცავს „სახელმწიფოს სასიცოცხლო უსაფრთხოების ინტერესების განსაზღვრას; ამ ინტერესების წინააღმდეგ მიმართული საფრთხეების იდენტიფიცირებას და გადაწყვეტილების მიღების პროცესს, თუ როგორ უნდა იქნას გამოყენებული სახელმწიფოს პოლიტიკური, სამხედრო და ეკონომიკური რესურსი ზემოაღნიშნულის უზრუნველსაყოფად ” [Christopher, L. 1997, p.86–124.].

მას შემდეგ რაც მაო ძედუნმა 1951 წელს ინდოეთის კონსტიტუციისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას „ორ ქვეყანას შორის არსებულ, მეგობრული კავშირის შესახებ ისაუბრა“, [Malone, D., & Mukherjee R., 2010, p.137–158] ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასა და ინდოეთს შორის ურთიერთობა გეოსტრაგეტიულ კონკურენციაში გადაიზარდა. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ როგორც ჩინეთი, ასევე ინდოეთი ბირთვული სახელმწიფოები არიან, რომელთაც  განვითარებული ეკონომიკა და მზარდი სამხედრო ბიუჯეტი გააჩნიათ. დღესდღეობით, სახელმწიფოთაშორის დებატებში, ჩინეთის საკითხი ინდოეთისათვის უფრო აქტუალურია ვიდრე პირიქით, თუმცა  დაპირისპირება გლობალური თვალსაზრისით გავლენის სფეროების მოპოვების მიზნით ინდოეთის ოკეანეში, სპარსეთის ყურეში, აფრიკაში, შუა აზიასა და აღმოსავლეთ აზიაში მიმდინარე პროცესის შემადგენელი ნაწილია.

თანამედროვე სინო-ინდურ ურთიერთობაში  ოთხი განსხვავებული ეტაპი შეიძლება გამოვყოთ. პირველი, 1950 წლიდან ანტი იმპერიალისტური საგარეო პოლიტიკის მიზნით მეგობრობა და იდეოლოგიური თანხვედრა. მეორე, 1962 წელს ქაშმირის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე, ასკაი-ჩინის (518კმ2) და არუნაჩალ-პრადეშის (82.88 ათ.კმ2) შტატის ჩრდილოეთ ნაწილში მწვავე, მაგრამ ხანმოკლე სასაზღვრო კონფლიქტი რომელსაც ჩინეთ-ინდოეთის “ცივი ომი” შეიძლება ვუწოდოთ.[Waheguru, P.S. & Yuan J.D 2003, p.17] აღსანიშნავია, რომ 1962 წელს, ინდოეთ – ჩინეთის სასაზღვრო დავისას, ჩინეთის პრემიერ მინისტრმა ჭოუ ენლაიმ ინდოეთის პრემიერ მინისტრს ჯავაჰარლალ ნეჰუს შეახსენა ”ჩვენი ხალხების საერთო ინტერესები იმპერიალიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში ორ ქვეყანას შორის ყოველგვარ დაძაბულობას აღემატება, ასევე ჩვენ უდიდესი პასუხისმგებლობა გვაქვს აღებული ჩინეთ-ინდოეთის მეგობრობაზე, აზიურ–აფრიკულ სოლიდარობაზე და აზიურ მშვიდობაზე“ [4;32]. მესამე, 1976 წელს სახელმწიფოთაშორის უთანხმოების დიალოგის გზით ნორმალიზაციის მცდელობა და მეოთხე, 1998 წელს ბირთვული იარაღით დემონსტრირება. საყურადღებოა, რომ ორ ქვეყანას შორის მზგავსი ფორმით დაძაბულობამ და ანტაგონიზმმა, ჩინეთს თავისი შესაძლებლობების გლობალურად დემონსტრირების საშუალება მისცა.

ორ ბირთვულ სახელმწიფოს შორის დაპირისპირება და სახელმწიფოთაშორის სამხედრო ესკალაციის მცდელობები, თამადად შეიძლება შეფასდეს როგორც საერთაშორისო სამართლებრივი ნორმებისა და პრინციპირების უგულეველყოფა. კერძოდ, 2017 წლის ივნისში, დოკლამის პლატოს რაიონში ბჰუტანის საზღვრის გასწვრივ, ჩინეთის მიერ გზის გამაგრებითი სამუშაოების დაწყება ბჰუტანში სამშვიდობო ზავის დარღვევად დააკვალიფიცირეს. რაც შეეხება ინდოეთს, ის კონფლიქტში ბჰუტანის თხოვნით ჩაერთო და ჩინეთის საზღვარს 18 ივნისს მიუახლოვდა, რათა ხელი შეეშალა სამშენებლო სამუშაოებისთვის. თავის მხრივ, ოფიციალურმა პეკინმა რეგიონში თავისი სამხედრო შენაართები გადმოისროლა და ჩინეთ-ინდოეთის საზღვართან სამხედრო წვრთნები ჩაატარა, რაც ერთმნიშვნელოვნად ჩინეთის მხრიდან ძალის აშკარა დემონსტრირება იყო.[5;6] სახელმწიფოთაშორის დაძაბულობა 73 დღის განმავლობაში გაგრძელდა. მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩინეთის და ინდოეთის შეიარაღებული ძალები საზღვრის მიმდებარედ იყო განლაგებული. საბოლოოდ კი მთავრობებმა, მოახლოვებული BRICS-ის სამიტის გამო ვითარების დეესკალაცია მოახდინა.

დღესდღეობით, მხარეთა შორის დაძაბულობის ძირითად საგანს წარმომადგენს არუნაჩალ-პრადეშის ოლქის და აქსაი ჩინის პლატოების ირგვლივ განითარებული სასაზღვრო კონფლიქტი. ვითარება იმდენად გამწვავდა, რომ სამხედრო დაპირისპირებში გადაიზარდა, რასაც 43 ჩინელი და 20 ინდოელი სამხედრო მოსამსახურის სიცოცხე შეეწირა. ლადახის ოლქში მომხდარი სამხედრო დაპირისპირებამ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას კიდევ ერთხელ მისცა საშუალება თავისი სამხედრო შესაძლებლობების დემონსტირება მოეხდინა. ასევე აღსანიშნავია, რომ ტერიტორიული განთავსების თვალსაზრისით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა შვიდ სამხედრო ოლქად არის დაყოფილი [7], რაც ქვეყნის სამხედრო ლოჯისტური პოტენციალს ერთმნიშვნელოვნად ზრდის.

  • პეკინის სამხედრო ოლქო (北京军区)
  • შენიანის სამხედრო ოლქო (沈阳军区)
  • ძინანის სამხედრო ოლქი (济南军区)
  • ნანძინის სამხედრო ოლქი (南京军区)
  • კუანგჭოუს სამხედრო ოლქი (广州军区)
  • ჩენგტუს სამხედრო ოლქი (成都军区)
  • ლანჭოუს სამხედრო ოლქი (兰州军区)

მიმდინარე წლის ივნისში მომხდარმა სამხედრო დაპირისპირებამ, ბირთვული სახელმწიფოები აიძულა შეიარაღებული ძალები მოეყვანათ მზადყოფნაში. საყურადღებოა, რომ ჩინეთი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს თავისი სახმელეთო ჯარების, მათ შორის ჯავშანტექნიკის განვითარებას, რაც სასაზღვრო პროვინციებში ჩინეთს ინდოეთის საწინააღმდეგოდ გარკვეულ უპირატესობას ანიჭებს. სინო-ინდურ ურთიერთობაზე დაყრდნობით, შეგვიძლია ვივარაუდოთ რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ინდოეთთან სამხედრო დაპირისპირებისთვის დიდი ხნის განმავლობაში ემზადებოდა. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ ჩენგდუს პროვინციაში, ინდოეთის საზღვართან სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები განახორციელა, რამაც ჩინეთის შეიარაღებული ძალების სატანკო დივიზიის მობილურობის ხარისხი გაზარდა. ზემოხსენებული ვითარების ესკალაციისას, ჩინეთმა T-15 დაკომპლექტებული დივიზია გამოიყენა,რომელსაც „მთამსვლელ ტანკს“ უწოდებენ. [8] Type-15 1000 ცხ. ძ. მქონე ძრავი აქვს, ხოლო საბრძოლო მდგომარეობაში ის 36 ტონას იწონის, რაც მნიშვნელოვნად ზრდის მისი მანევრირების უნარს. [9]  ჩინური წარმოების Type-15 მოდელი ტანკის ტაქტიკურ ტექნიკურ მახასიათებლის მიხედვით, მას შეუძლია სამ მეტრიანი საგნის და 1.3 მეტრი სიღრმის კალაპოტის გადალახვა, ერთ მეტრამდე სიმაღლის კედელზე ასვლა, ხოლო მოდიფიცირებული ქვემეხის დიამეტრი 105 მმ, რაც ზრდის გასროლის დისტანციას. [10]

ინდოემა ლადახის ოლქში T-90-ის მოდიფიცირებული ვერსია, Bhishma-ს მოდელის ტანკები განალაგა, რომელიც 2001 წელს ინდოეთმა რუსეთისგან შეიძინა რადგან ის T-72 ის პირდაპირი მოდიფიკაციაა, რომლის ნაწილების 60% ინდოეთი აწარმოებს. 2008 წელს ინდოეთის თავდაცვის სამინისტრო მოლაპარაკებებს აწარმოებდა ისრაელის თავდაცვის ტექნოლოგიურ კომპანია Rafael Advanced Defense Systems Ltd-თან, ბრიტანეთის მრავალეროვნული თავდაცვის უსაფრთხოების კომპანია BAE Systems plc (BAE)-თან, შვედური კოსმოსური თავდაცვის კომპანია Saab AB-თან, რუსეთის თავდაცვისა და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის, ტექნოლოგიებისა და მომსახურების ექსპორტ/იმპორტიურ სააქციო საზოგადოება JSC Rosoboronexport-თან და აქტიური თავდაცვის სიტემების მწარმოებელ გერმანულ კომპანია AMAP-ADS-სთან. [11] აღსანიშნავია, რომ T-90 ტიპის ტანკის მოდიფიცირებისთვის გამოყოფილი იყო განსაზღვრული იყო 270 მლნ აშშ დოლარი. საბოლოოდ, ინდოეთის გენერალურმა შტაბმა ხელშეკრულება  Saab AB-თან გააფორმა,  [12] ხოლო T-90-ის მოდიფიცირებულ, დისტანციურად მართვად ვერსიას Bhishma ეწოდა,რომელიც შეიარაღებულია 125მმ თერმული იზოლაციის მქონე ქვემეხებით, აგრეთვე 7.62 PKT და 12.7 მმ HCBT კალიბრის საზენიტო ტყვიამფრქვეებით, თუმცა მაღალტექნოლოგიურ ჯავშანტექნიკას მანევრირების პრობლემა აქვს.

დასკვნა

დღესდღეობით სინო-ინდური ურთიერთობები გეოპოლიტიკურ კონტექსტში უნდა იქნას განხილული, რადგან გეოპოლიტიკა სახელმწიფოს სტრატეგიულ პოტენციალზე გავლენის მქონე გეოგრაფიული, ისტორიული, პოლიტიკური და სხვა ურთიერთდამოკიდებული ფაქტორების ერთობაში შემსწავლელი მეცნიერებაა რომელიც სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებს ძალის ძლიერების კუთხით განიხილავს და სივრცობრივ ფაქტობებს განსაკუთრებულ ყურადღებას ანიჭებს.

რაც შეეხება შეფასებით ნაწილს, ლადახის ოლქში მომხდარი სამხედრო დაპირისპირებამ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას კიდევ ერთხელ მისცა საშუალება თავისი სამხედრო შესაძლებლობების დემონსტირება მოეხდინა. უფრო მეტი სიცხადისთვის, სახელმწიფოს რომლის სახმელეთო ჯარები დაკომპლექტებულია 14 000 ტანკით, 15 000 საარტილერიო დანადგარით, მოდერნიზებული ანტი-სატანკო და საზენიტო დანადგარებით, ჯავშანმაქანებით ა.შ. ასევე საჰაერო და საზღვაო ძალები წარმოდგენლია 470 000 ოფიცრით, 2556 გამანადგურებილით, 400 რეაქტიული თვითმფრინავით, ასამდე წყალქვეშა გემით, ასამდე ფრეგატით და ავიამზიდებით, ერთმნიშვნელოვნად ანგარიშგასაწევ ძალას წარმოადგენს.

ავტორი: თამაზ გოგოლი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი

გამოყენებული ლიტერატურა

  1. Christopher, L. 1997. America’s future grand strategy. International Security, pp 86–124.
  2. Malone, D., & Mukherjee R., 2010 ,,Does the Elephant Dance”?  India, New Delhi, Survival vol. 52 pp. 137–158.
  3. Waheguru, P. S. & Yuan J. D, 2003, China and India: Cooperation or Conflict? , p. 17.
  4. Government of India, Chinese Aggression in War and Peace: Letters of the Prime Minister of India (1962) New Delhi: Ministry of Information and Broadcasting, Government of India), p. 32. 
  5. India, China to hold joint military exercises

Retrieved from the Economic Times

https://economictimes.indiatimes.com
  • Minnie C., ,,China-India dispute highlights both sides’ growing military presence at border”, Retrieved from ,,South China Morning Post” https://www.scmp.com 
  • ,,People’s Liberation Army”.

Retrieved from Global Security.org https://www.globalsecurity.org

  • ,,Indian vs Chinese Tanks: Why Mighty T-90 Tanks Have No Answer to Chinese Type-15 Lightweight Tanks?”.

Retrieved from Global Security, https://eurasiantimes.com  

  • Teddy N., ,,China’s new light tank for mountainous areas goes into service”

Retrieved from ,,South China Morning Post” https://www.scmp.com

  1. China Arms,. 2020, ,,Type 15 tank uses new autoloader and 105mm APFSDS”

Retrieved from https://www.china-arms.com

  1. Dr. Bonsignore E., 2008, ,,India changes its top defence supplier”
    Retrieved from https://web.archive.org
  2. Sengupta. K. P., 2009, “TRISHUL: India’s ‘Born Again’ T-90M MBT”.
  3. Retrieved from, Trishulgroup.blogspot.com
Tags: ინდოეთილადახის მთიანეთისინო-ინდურიქაშმირიჩინეთი
Previous Post

ჩენგიუების ისტორია (成语故事)I

Next Post

ქაღალდის ჭრის ხელოვნება ჩინეთში

shalva chikhladze

shalva chikhladze

Next Post
ქაღალდის ჭრის ხელოვნება ჩინეთში

ქაღალდის ჭრის ხელოვნება ჩინეთში

Discussion about this post

ბოლო პოსტი

საქართველო-ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობა: არაფერი და ყველაფერი

საქართველო-ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობა: არაფერი და ყველაფერი

აგვისტო 1, 2023

კალენდარი

სექტემბერი 2023
ო ს ო ხ პ შ კ
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930  
« აგვ    

ტეგების ღრუბელი

თანგის დინასტია იუენის დინასტია კონფუციონიზმი ლადახის მთიანეთი მაო ძედუნი მატეო რიჩი მინგის დინასტია მონტეკორვინი სავაჭროგზები სამი სამეფოს რომანი სამხრეთ ჩინეთის ზღვა სიას დინასტია სინოლოგია სიძინპინი სტალინი სუნგის დინასტია ტაივანი ქაღალდის გავრცელება ქაშმირი შანგის დინასტია ჩენგიუ ჩინეთ-ამერიკა ჩინეთი ჩინეთი და კორეა ჩინეთის ისტორია ჩინეთის რესპუბლიკა ჩინეთის საგარეო პოლიტიკა ჩინური აღმოჩენები ჩინური იეროგლიფური დამწერლობა ჩინურიკულტურა ჩინური ლიტერატურა ჩინური ნაციონალიზმი ჩინური სამოსის ისტორია ჩუნციოუ ცაო ცაო ცინგის დინასტია ცინის დინასტია ცინ შიხუანგტი ციფაო ძველი ჩინური ფილოსოფია ძიაკუვენი ჭანკუო ჭოუს დინასტია ჭუ იუენჭანგი ხანის დინასტია

კატეგორიები

  • განხილვები
  • ეკონომიკა
  • ისტორია
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • პოლიტიკა
სინოლოგია

სინოლოგია

ყველა კატეგორია

  • განხილვები (4)
  • ეკონომიკა (4)
  • ისტორია (36)
  • კატეგორიის გარეშე (8)
  • კულტურა (26)
  • პოლიტიკა (18)

ბოლო ჩანაწერები

საქართველო-ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობა: არაფერი და ყველაფერი

საქართველო-ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობა: არაფერი და ყველაფერი

აგვისტო 1, 2023

© 2020 Sinologia - ყველა უფლება დაცულია

No Result
View All Result
  • მთავარი გვერდი
  • ჩვენს შესახებ
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ისტორია
  • კულტურა
  • განხილვები

© 2020 Sinologia - ყველა უფლება დაცულია