პარასკევი, მარტი 24, 2023
No Result
View All Result
Education Blog
  • მთავარი გვერდი
  • ჩვენს შესახებ
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ისტორია
  • კულტურა
  • განხილვები
სინოლოგია
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

ჩინეთის საპენსიო პოლიტიკა

teona gelashvili by teona gelashvili
აპრილი 17, 2021
in პოლიტიკა
2 min read
ჩინეთის საპენსიო პოლიტიკა
Share on FacebookShare on TwitterLinkedin

1980-იანი წლების შუა პერიოდიდან შეიქმნა და განსაკუთრებით გაფართოვდა ჩინეთის სოციალური კეთილდღეობის პროგრამები, მათ შორის: პენსია, ჯანმრთელობის დაზღვევა, უმუშევრობის დაზღვევა, შრომის დაზიანების დაზღვევა და ცხოვრების მინიმალური შემწეობა. 2007 წელს ორას მილიონზე მეტი ჩინელი მონაწილეობდა სოციალური პენსიისა და ძირითადი სამედიცინო დაზღვევის პროგრამებში. იმავე წელს, მთავრობის სადაზღვევო ხარჯებმა მიაღწია 789 მილიარდ RMB-ს და გაიზარდა 21.8%-ით წინა წელთან შედარებით (Statistical Communi- qué on Civil Affairs Development, 2007). 2009 წელს მთავრობამ დაამტკიცა ბიუჯეტი 850 მილიარდი RMB-ს მოცულობის (დაახლოებით 125 მილიარდი აშშ დოლარი) ჯანმრთელობის დაზღვევის სისტემის შესაქმნელად, რომელიც უზრუნველყოფდა სოფლისა და ქალაქის ყველა მაცხოვრებელს ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურებით (უფრო ღრმა სამედიცინო და ჯანდაცვის რეფორმის განხორციელების სქემა 2009–2011 წლებში ). რაც შეხება საპენსიო პოლიტიკას ის ორი ტიპისაა: სოფლისა და ურბანული საპენსიო პოლიტიკა.

სოფლის საპენსიო სისტემა მნიშვნელოვნად განსხვავდება ურბანული საპენსიო სისტემისგან. საპენსიო პროგრამაში მონაწილეობა ნებაყოფლობითია, ხოლო ოპერატიული საკითხები ადგილობრივ მთავრობებს ევალებათ. შეღავათები გაცილებით ნაკლებად გულუხვია, ვიდრე ურბანულ საპენსიო სისტემაში და სოფლის საპენსიო სისტემაში მონაწილეობაც ძალზე შეზღუდულია. 2003 წლის მონაცემებით, სოფლის საპენსიო სისტემაში მხოლოდ 54 მილიონი ადამიანი მონაწილეობდა, რაც მთლიანი სოფლის მოსახლეობის 9%-ს შეადგენს. 2006 წელს პეკინის მახლობელ სოფლებში დაიწყო საპილოტე პროექტი, რომელიც მიზნად ისახამდა უფრო მეტი ადამიანის ჩართულობას აღნიშნულ პროგრამაში.

ურბანული საპენსიო სისტემა ოფიციალურად დაიწყო 1997 წელს პროვინციულ დონეზე, მისი ეროვნულ დონეზე გაფართოების მიზნით. ეს საზოგადოებრივი საპენსიო სისტემა შედგება ორი ე.წ სვეტისგან, მაგ: A-სგან, ანაზღაურება, რომელსაც თქვენ იღებთ და B სვეტისგან, დაფინანსებული ნაწილი, რომელიც შედგება ინდივიდუალური ანგარიშებისგან. სვეტი A ფინანსდება მხოლოდ დამსაქმებლის მიერ ხელფასის 20%-ის შენატანებით, ხოლო სვეტი B დაფინანსებულია თანამშრომელთა შენატანის 8%-ით. Pay-as-you-go პრინციპი მიზნად ისახავს პენსაზე გასვლის შემდეგ თანამშრომლის არსებული ხელფასის 35%-ის ჩანაცვლებას.

მიუხედავად იმისა, რომ პროგრამა სრულად ფინანსდებოდა ადგილობრივმა მთავრობამ აიღო კაპიტალი ამ ანგარიშებიდან საპენსიო დეფიციტის დასაფარავად და შეღავათების გასაცემად. ამან გამოიწვია “ცარიელი ანგარიშების” პრობლემა. სიტუაციის გამოსასწორებლად ჩინეთის ხელისუფლებამ გადადგა ნაბიჯები B სვეტის შევსებისკენ ადგილობრივი და ცენტრალური მთავრობის მხრიდან ფისკალური გადარიცხვების გზით. ამ მიზნით 2001 წელს დაიწყო საპილოტე პროექტი ლიაონინგის პროვინციაში, რომლის მიზანიც ცარიელი ანგარიშების შევსება ხელფასების 5%-ის ექვივალენტით იყო. 3.75% დაფინანსებულია ცენტრალური მთავრობის მიერ, ხოლო დანარჩენი 1.25% დაფინანსებულია ადგილობრივი მთავრობის მიერ. ანგარიშების შევსების შემდეგ, ბალანსი ყოველწლიურად იზრდება ხელფასების 1% -ით, სანამ 8% არ მიიღწევა.

მას შემდეგ, რაც საპილოტე რეფორმამ დადებითი შედეგი გამოიღო, რეფორმა გავრცელდა ხეილონძიანისა და ძილინის პროვინციებზე 2004 წელს და კიდევ რვა პროვინციაზე 2006 წელს. საბოლოოდ, რეფორმები ქვეყნის მასშტაბით გაგრძელდება. სამომავლო რეფორმები სავარაუდოდ ფოკუსირდება საპენსიო სისტემის ეროვნულ დონეზე დამკვიდრებაზე. დღეს, საპენსიო გაერთიანება მუშაობს პროვინციულ, ეროვნულ და მუნიციპალურ დონეზე. ადმინისტრაცია დეცენტრალიზებულია, რაც ნიშნავს, რომ ადგილობრივი შეხედულებები მნიშვნელოვანია.

სოფლად მყოფი მიგრანტი მუშაკები რომლების ურბანულ რაიონებში მუშაობენ და რომელთა რაოდენობაც დაახლოებით 150 მილიონი ადამიანია, ძირითადად არ არის გათვალისწინებული ქალაქის საპენსიო სისტემის მიერ. მონაწილეობა დასაშვებია, მაგრამ არა სავალდებულო. როგორც დამსაქმებლები, ასევე სოფლად მცხოვრები მიგრანტი მუშაკები ერიდებიან გაწევრიანებას, რადგან გაწევრიანება იწვევს შრომის მაღალ ხარჯებს დამსაქმებლებისთვის და მიგრანტი მუშაკები უფრო მეტად არიან დაინტერესებული უშუალო ხელფასებით, ვიდრე პენსიებით. უფრო მეტიც, მათი მაღალი მობილურობა რეგიონებში ხელს უშლის მონაწილეობას. დამსაქმებლებისა და დასაქმებულების მონაწილეობის წახალისების მიზნით, ადგილობრივმა მთავრობებმა დაიწყეს ექსპერიმენტები თავიანთ რეგიონებში. მაგალითად, ზოგიერთ ქალაქში საპენსიო შენატანების მაჩვენებლები 8% გახდა ხოლო 5% მიგრანტი მუშაკთათვის.

ეროვნული სოციალური დაცვის ფონდი

ეროვნული სოციალური დაცვის ფონდი (NSSF) 2000 წელს დაარსდა და  მისი ფუნქციაა მომავალი დემოგრაფიული განვითარების შედეგად საზოგადოებისთვის საპენსიო კაპიტალის შეგროვება. ფონდს მართავს და აკონტროლებს სოციალური დაცვის ფონდის ეროვნული საბჭო, რომელიც ამავე დროს შეიქმნა. გაუგებარია, როდის დაიწყებს ფონდი თანხების დარიგებას. ზოგიერთი წყარო ფიქრობს, რომ დეკულაცია დაიწყება, როდესაც ფონდი მიაღწევს აქტივებს მინიმუმ 97,2 მილიარდ ევროს (1 ტრილიონი აშშ დოლარი). სხვები ვარაუდობენ, რომ დეკუმულაცია დაიწყება 2030 წლიდან, როდესაც დემოგრაფიული ვითარება გაუარესდება. 

NSSF-ის აქტივები ოთხი წყაროდან მოდის:

– ფისკალური გადარიცხვები ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტიდან

– სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საწარმოების ჩამონათვალიდან მიღებული თანხა

– გასართობი სექტორიდან მირებული შემოსავლები

– ინვესტიციის შემოსავალი

NSSF-ის აქტივების ძირითადი ნაწილი მოდის ფისკალური გადარიცხვებიდან (2005 წელს- 65%), რასაც მოჰყვება პრივატიზებიდან მიღებული თანხები (16,2%), ინვესტიციების შემოსავლები (10,5%) და გასართობი სექტორიდან მირებული შემოსავლები (8,3%). 2006 წელს NSSF-ის მთლიანი აქტივი 275 მილიარდი ევრო იყო (283 მილიარდი RMB). აქტივების განაწილება საწყის პერიოდში ძალიან კონსერვატიული იყო, მაგრამ მას შემდეგ ინვესტიციები დეპოზიტებში თანდათან შემცირდა. იმავდროულად, გარედან გაცემული აქტივების წილი სტაბილურად გაიზარდა, 2003 წლის 24,1%-დან 2006 წელს 37,3%-მდე.

პროფესიული პენსიები: საწარმოს ანუიტეტები

საწარმოს ანუიტეტები დაარსდა 2004 წელს, რომელიც გახლავთ დამატებით საპენსიო დაზღვევის სისტემა, რომელიც ნებაყოფლობით შეიქმნა საწარმოებისა და მათი თანამშრომლების მიერ. გარდა ამისა, ახლად დაარსებული საწარმოების ანუიტეტური სახსრების გარდა, არსებობს ასევე მემკვიდრეობით მიღებული სახსრები, კომპანიის სახსრები, რომლებიც შეიქმნა საწარმოს ანუიტეტების შესახებ კანონმდებლობის შემოღებამდე. ამ მემკვიდრეობით მიღებულ ფონდებს 7.3 მილიარდი ევროს (75 მილიარდი RMB) აქტივი მართავს. ამჟამად მათ მართავენ სოციალური დაცვის ადგილობრივი სააგენტოები, მაგრამ მთავრობა აპირებს მენეჯმენტი კერძო კომპანიებს გადასცეს. ამ პროცესის გასაადვილებლად, შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ 2007 წლის აპრილში შეიტანა დროებითი სახელმძღვანელო მითითებები, თუ როგორ შეიძლება მემკვიდრეობით მიღებული სახსრების გადარიცხვა კერძო სექტორში. განხორციელდა ადგილობრივი თვითმმართველობის ორი უმსხვილესი ცენტრის რეფორმირება; ერთი- გადაიქცა დამოუკიდებელ სადაზღვევო კომპანიად, ხოლო მეორე ცენტრის პროფესიული საპენსიო ბიზნესი გადაეცა ორ ჩინურ ფინანსურ ინსტიტუტს. ჯგუფური საპენსიო დაზღვევის ხელშეკრულებები კიდევ ერთი საშუალებაა, რომლის საშუალებითაც დამსაქმებლებს შეუძლიათ თავიანთი თანამშრომლებისთვის ასაკის საპენსიო ფონდების მიწოდება.

დამსაქმებლის შენატანები შემოიფარგლება თანამშრომლის ხელფასის მეთორმეტედით, ხოლო დამსაქმებლის/თანამშრომლის კომბინირებული შენატანი არ უნდა აღემატებოდეს მთლიანი ხელფასის მეექვსედს. თავიანთი თანამშრომლებისთვის საწარმოს საბიუჯეტო სახსრების უზრუნველსაყოფად, საწარმოებმა მონაწილეობა უნდა მიიღონ ურბანულ საპენსიო სისტემაში, იყოს ფინანსურად გამართლებული და უნდა ჰქონდეთ კოლექტიური შეთანხმების მექანიზმები.

ამ დრომდე, საწარმოთა ანუიტეტური სქემები ძირითადად მიიღეს მსხვილმა, მომგებიანმა, ძირითადად სახელმწიფო საწარმოებმა. მთლიანი აქტივები 8,9 მილიარდ ევროს შეადგენს (91 მილიარდი RMB). ამასთან, 82% მემკვიდრეობით მიღებულ ფონდებშია განთავსებული. 2006 წლის შუა რიცხვებისთვის, ჩინეთში 263 საწარმოს ჰქონდა შემოღებული საწარმოს ანუიტეტის ახალი სქემა, რომელიც მოიცავს 940,000 მონაწილეს.

მხოლოდ ლიცენზირებულ ფინანსურ ინსტიტუტებს აქვთ აქტივების მართვისა და ადმინისტრირების უფლება. 2005 წლის ბოლოსთვის 37 ფინანსურ ინსტიტუტს მიენიჭა ლიცენზია მას შემდეგ, რაც მათ შეასრულეს წარმოდგენილი წინაპირობები. ამ 37 ინსტიტუტს შორის იყო 5 რწმუნებული, 11 ანგარიშის ადმინისტრატორი, 6 მეურვის ბანკი და 15 აქტივის მენეჯერი. რეგლამენტი ადგენს, რომ მეურვეები უნდა იყვნენ დამოუკიდებლები სხვა მომსახურების მიმწოდებლებისგან. შიდა რწმუნებულის მოდელში, რწმუნებულმა უნდა აწარმოოს ადმინისტრაციის, აქტივების მენეჯმენტისა და მზრუნველობის სერვისების სხვა საშუალებები, რომლებიც ლიცენზირებული არიან ამ ბიზნესის წარმოებისთვის. გარე რწმუნებულის მოდელში, რწმუნებულს ასევე შეუძლია უზრუნველყოს ადმინისტრაციული და აქტივების მენეჯმენტის მომსახურება, მაგრამ არა მეურვეობა.

თუ საწარმოები წარმოადგენენ საწარმოს ანუიტეტის გეგმებს, ისინი განთავისუფლდებიან გადასახადებისგან მაგრამ არ არსებობს საგადასახადო შეღავათები თანამშრომელთა შენატანებისთვის. ამასთან, საგადასახადო შეღავათები პრაქტიკულად განსხვავდება პროვინციიდან პროვინციაში. მომავალში, როგორც დამსაქმებლებს, ასევე დასაქმებულებს, უფრო მეტად შეუმსუბუქდებათ გადასახადები და სავარაუდოდ განხორციელდება ჰარმონიზებული საგადასახადო სისტემის დანერგვა. ინვესტიციის შემოსავალი და საპენსიო გადასახადი იბეგრება სტანდარტული გადასახადის განაკვეთების შესაბამისად, ამიტომ საწარმოს წლიური ანაზღაურება ექვემდებარება ETT სისტემას.

თეონა გელაშვილი

Previous Post

ჩენგიუების ისტორია (成语故事) II

Next Post

ჩინეთი ჰეერტ ჰოფსტედეს და მიხაილ მინკოვის კულტურის განზომილებათა სქემაში

teona gelashvili

teona gelashvili

Next Post
ჩინეთი ჰეერტ ჰოფსტედეს და მიხაილ მინკოვის კულტურის განზომილებათა სქემაში

ჩინეთი ჰეერტ ჰოფსტედეს და მიხაილ მინკოვის კულტურის განზომილებათა სქემაში

Discussion about this post

ბოლო პოსტი

გამოიცა პირველი ქართულენოვანი წიგნი ჩინეთის ისტორიის შესახებ

გამოიცა პირველი ქართულენოვანი წიგნი ჩინეთის ისტორიის შესახებ

იანვარი 2, 2023

კალენდარი

მარტი 2023
ო ს ო ხ პ შ კ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« იან    

ტეგების ღრუბელი

ახალიბარეშუმისგზა თანგის დინასტია იუენის დინასტია კონფუციონიზმი ლადახის მთიანეთი მაო ძედუნი მატეო რიჩი მინგის დინასტია მონტეკორვინი მონღოლთაიმპერია სავაჭროგზები სამი სამეფოს რომანი სამხრეთ ჩინეთის ზღვა სარტყელიდაგზაინიციატივა სიას დინასტია სინოლოგია სიძინპინი სტალინი სუნგის დინასტია ტაივანი ქაღალდის გავრცელება ქაშმირი შანგის დინასტია ჩენგიუ ჩინეთ-ამერიკა ჩინეთი ჩინეთის ისტორია ჩინეთის რესპუბლიკა ჩინეთის საგარეო პოლიტიკა ჩინური აღმოჩენები ჩინური იეროგლიფური დამწერლობა ჩინურიკულტურა ჩინური ლიტერატურა ჩინური ნაციონალიზმი ჩუნციოუ ცაო ცაო ცინგის დინასტია ცინის დინასტია ცინ შიხუანგტი ძველი ჩინური ფილოსოფია ძიაკუვენი ჭანკუო ჭოუს დინასტია ჭუ იუენჭანგი ხანის დინასტია

კატეგორიები

  • განხილვები
  • ეკონომიკა
  • ისტორია
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • პოლიტიკა
სინოლოგია

სინოლოგია

ყველა კატეგორია

  • განხილვები (4)
  • ეკონომიკა (4)
  • ისტორია (36)
  • კატეგორიის გარეშე (7)
  • კულტურა (26)
  • პოლიტიკა (18)

ბოლო ჩანაწერები

გამოიცა პირველი ქართულენოვანი წიგნი ჩინეთის ისტორიის შესახებ

გამოიცა პირველი ქართულენოვანი წიგნი ჩინეთის ისტორიის შესახებ

იანვარი 2, 2023

© 2020 Sinologia - ყველა უფლება დაცულია

No Result
View All Result
  • მთავარი გვერდი
  • ჩვენს შესახებ
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ისტორია
  • კულტურა
  • განხილვები

© 2020 Sinologia - ყველა უფლება დაცულია