ჩინეთის საგარეო პოლიტიკის ძირითადი პრინციპიები
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკა საინტერესოდ ვითარდებოდა მე-20 საუკუნეში. 1949 წლის პირველ ოქტომბერს რევოლუციურ საწყისებზე დაფუძნებული კომუნისტური სახელმწიფო თავდაპირველად აგრესიულ ხასიათს ატარებდა და ჩართული იყო კორეის კონფლიქტში, მონაწილეობას იღებდა ინდოეთთან, ვიეტნამთან, საბჭოთა კავშირთან სასაზღვრო კონფლიქტებში, თუმცა გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან სახელმწიფო იწყებს სხვა ტიპის უფრო მშვიდობიანი საგარეო პოლიტიკის გატარებას, სადაც იკვეთება ხედვები მსოფლიო წესრიგთან და გლობალურ მმართველობასთან მიმართებით. დღესდღეობით შეგვიძლია რამდენიმე ძირითადი მიმართულება გამოვკვევთოთ, როგორც ჩინეთის საგარეო პოლიტიკის ძირითადი პრიორიტეტები:
- ანტიჰეგემონია და მშვიდობის შენარჩუნება მსოფლიოში, კაცობრიობის საერთო ინტერესების გაზიარება.
- სამართლიან და რაციონალარულ კრიტერიუმებზე აგებული ახალი საერთაშორისო პოლიტიკური და ეკონომიკური წესრიგი.
- ტერიტორიული მთლიანობის ურთიერთპატივისცემის, აგრესიული მეთოდებისგან თავის შეკავების, სხვა სახელწმიფოების შიდა საქმეებში ჩაურევლობისა და ურთიერთმომგებიან პრინციპებზე დაყრდნობით მეგობრული ურთიერთობების განვითარება მსოფლიოს ყველა სახელმწიფოსთან.
- ღია პოლიტიკა გარე მსოფლიოსთან
- ტერორიზმის ყველა ფორმის წინააღდეგ ბრძოლა
- აქტიური მონაწილეობა მრავალმხრივ დიპლომატიურ ურთიერთობებში[1]
ამასთან ერთად ევროპული პარლამენტის ერთ-ერთი კვლევითი ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში გამოკვეთილია ჩინური საგარეო პოლიტიკის აქტივობა, კერძოდ კომუნისტური პარტიისგან მართული სახელმწიფო, ფაქტობრივად არ ეგუება არსებულ მსოფლიო წესრიგს და ეწინააღმდეგება ერთპოლუსიან მმართველობას, ამავდროულად მისი აქტივობა მიმართულია გლობალური ფინანსური ინსტიტუტების იმ ტიპის მმართველობის წინააღმდეგაც, რომელიც ზოგ შემთხვევაში შეერთებული შტატებისა და მისი პოლიტიკური-ეკონომიკური პარტნიორების ჰეგემონიისკენ არის მიმართული ასევე მნიშვნელოვანია მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების წინააღდეგ მწყობრი და თანმიმდევრული ქმედება დასავლურ სახელმწიფოებთან და ტერორიზმის ყველა ფორმასთან ბრძოლა საკუთარი მეთოდებით.[2]
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სამეზობლო პოლიტიკა
დღევანდელი გადმოსახედიდან, ჩინეთი მეტნაკლებად ინარჩუნებს სტაბილურ პოლიტიკურ ურთიერთობებს მის ისტორიულ კონკურენტებთან თუ მტრებთან, უპირველესად იაპონიასთან, ინდოეთთან და ვიეტნამთან, სავაჭრო ბრუნვები აღნიშნულ ქვეყნებს შორის ათეულობით მილიარდი დოლარია და მოცულობა ყოველწლიურად იზრდება, თუმცა მჭიდრო ეკონომიკური კავშირების ფონზე სახეზეა გარკვეული სტრატეგიული დაძაბულობა კონკრეტულ რეგიონებთან მიმართებით.
სამხრეთ ჩინეთის ზღვის სტრატეგიული მნიშვნელობა და მასთან დაკავშირებული დაძაბულობა საგარეო პოლიტიკაში
სამხრეთ ჩინეთის ზღვა და სადაო ტერიტორიები
წყარო:http://apjjf.org/-Michael-Richardson/2949/article.html
დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების პერიოდიდან სამხრეთ ჩინეთის ზღვის აკვატორია დაპირისპირების არეალი იყო ადგილობრივ თუ ევროპულ ძალებს შორის, ამას ემატება შეერთებული შტატების და იაპონიის კონკურენცია მეოცე საუკუნეში. სინო-იაპონური ომის დროს (1931-1945), კუნძულ ხაინანის დაკავებით იაპონელმ ნაციონალისტურმა ძალებმა ფაქტობრივად მთლიანი აკვატორიის კონტროლი მოახერხეს, რომლის განთავისუფლება ნაციონალისტების ხელმძღვანელობით ჩინელებმა კარგა ხანს ვერ შეძლეს. დღეს მოცემული ზღვის აკვატორიის სახელმწიფოები და აღნიშნული ტერიტორია ატარებს დაახლოებით 5.3 ტრილიონი ამერიკული დოლარის ღირებულების საქონელსა და დაახლოებით ამდენივე თანხა ტრიალებს ამ სივრცეში, საიდანაც 1,2 ტრილიონი შეერთებულ შტატებზე მოდის,[1] აქედან გამომდინარე განსაკუთრებული დამოკიდებულება აღნიშნულ საკითხზე ბუნებრივი ჩინური მხარის მხრიდან. EEZ ანუ ექსკლუზიური ეკონომიკური ზონა, რომელიც 12 საზღვაო მილს მოიცავს ჩინეთისთვის განხილვის საგნად იქცა სხვა სახელმწიფოებთან, უპირველეს პრობლემას წარმოადგენს ფილიპინებისა და ვიეტნამის საკითხი, კერძოდ გაზისა და ნავთობის საბადოები, თუმცა არც სხვა სახელმწიფოები ჩამორჩებიან პრეტენზიებით. აღნიშნულ ტერიტორიაზე მოიპოვება ნავთობი და გაზი, რაც ჩინური ეკონომიკისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ფაქტობრივად ის არის ერთადერთი სივრცე, სადაც ჩინეთს შეუძლია დიდი რაოდენობით რესურსები მოიპოვოს, ამავდროულად პრობლემას ქმნის ფილიპინებსა და შეერთებულ შტატებს შორის 1951 წელს გაფორმებული ხელშეკურლება, რომლის თანახმადაც შტატების მზად არის ჩაერთოს სამხედრო კონფრონტაციაში იმ შემთხვევაში თუ ფილიპინების ეროვნულ უსაფრთხოებას პრობლემები შეექმნება. ფოტოზე გამოსახულია სამხრეთ ჩინეთის ზღვის აკვატორიაში, გაზისა და ნავთობის საბადოები.
წყარო:http://www.cfr.org/world/armed-clash-south-china-sea/p27883
ამავდროულად თაივან-ფილიპინებ-იაპონიის უსაფრთხოების საკუთხედი, რომელიც შეერთებული შტატების სამხედრო საზღვაო ბაზებთან ერთად ერთგვარ წყნარ ოკეანურ ფარს ქმნის შეერთებული შტატებისთვის, ასევე პრობლემატურია ჩინეთის ხელისუფლებისთვის. შესაბამისად შეიძლება თამამად ითქვას, რომ პირველი დაძაბულობის წერტილი რეგიონებს შორის ჩინეთისთვის მოდის სამხრეთ ჩინეთის ზღვაზე, საინტერესოა რამდენიმე თვის წინ ფლოტილიის გაგზავნით გამოხატული დემარშები, როცა ამერიკული და ჩინური სამხედრო გემები ერთმანეთის მიყოლებით იგზოვნებოდნენ რეგიონში. ფაქტია რომ დაძაბულობა არსებობს, თუმცა გამომდინარე რეგიონის მზარდი ეკონომიკური პოტენციალისა, აზიური ვეფხვები, ჩინეთი, ინდოეთი და აშ, საეჭვოა რაიმე სახის ფართო მასშტაბიანი კონფრონტაცია მივიღოთ ახლო მომავალში, თუმცა სამხრეთ ჩინეთის ზღვის საკითხი კვლავაც მნიშვნელოვან როლს დაიკავებს ჩინურ საგარეო პოლიტიკაში.
იაპონური ნაციონალიზმი-სამომავლო საფრთხე ჩინეთისთვის
უკანასკნელი 150 წელი ჩინური-იაპონური დაპირისპირების ხანაა რეგიონში, დაპირისპირებამ კორეის ნახევარკუნძულისათვის პიკს მიაღწია 1894 წელს, როცა შეიარაღებული კონფრონტაცია დაიწყო ორი ქვეყნის სამხედროებს შორის. შედეგი ჩინური მანჯურიელთა დინასტიისთვის კატასტროფული იყო, ამას მოჰყვა მეოცე საუკუნის 30-იან წლებში იაპონელ ნაციონალისტთა აგრესია რეგიონული მასშტაბით და მეორე მსოფლიო ომში ჩართვა. 1947 წელს იაპონიის სამეფო კაპიტულაციიდან ორი წლის შემდეგ, იაპონელებმა მიიღე ე.წ მაკარტურის კონსტიტუცია, რომელშიც შეზღუდული იყო აგრესიული ნაციონალიზმის ნებისმიერი გამოვლინება, ამავდროულად შეზღუდული იყო შეაიარაღებული ძალების რიცხვი და ტიპები. თუმცა ბოლო ხანებში იაპონურ საზოგადოებაში არ წყდება კამათი, იმის შესახებ, რომ იაპონიამ საკუთარი შესაძლებლობები უნდა გამოიყენოს, საუბარია ბირთვული იარაღის საკითხზეც, არსებობს მოსაზრებებიც, რომ ჩინური მშვიდობიანი აღზევების საპირწონე შესაძლოა იაპონური ნაციონალიზმის აღმავლობა იყოს, თუმცა ომის სინდრომის მქონე ერში რამდენად შეიძლება აღნიშნულის განხორციელება რთული სათქმელია, გრძელვადიან პერსპექტივაში არ არის გამორიცხული სხვა გლობალურმა აქტორებმა ინდოეთ-იაპონიის ალიანსი გამოიყენონ ჩინური საფრთხის დასაბალანსებლად, თუმცა ახლო მომავალში მსგავსი ტენდენცია ნაკლებად შეიმჩნევა, ფაქტია, რომ ჩინეთ-იაპონიას შორის სტრატეგიული უნდობლობა არსებობს. მათ ურთიერთობებს ლაიტმოტივად გასდევს 1937 წლის ნანკინის სასაკლაო. მიუხედავად ათეულობით მილიარდიანი ტვირთბრუნვისა, საგულისხმო ფაქტია ერების ეთნო-ფსიქიკის გათვალისწინება ორმხრივ ურთიერთობებში.
ტეროტორიული კონფლიქტების გავლენა ჩინეთის საგარეო პოლიტიკაზე
1949 წლიდან ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ტერიტორიული მთლიანობის პრობლემას უპირისპირდება. მაო ძედუნის, ჭოუ ენლაისა და სხვა კომუნისტი ლიდერების გამარჯვების შემდგომ, ჩინეთის ნაციონალისტური პარტია, ჩან კაი შის ხელმძღვანელობით თაივანზე გადავიდა, სადაც გაგრძელდა ჩინეთის რესპუბლიკა, რომელიც გაეროში ჩინეთის ადგილს იკავებდა 1971 წლამდე. 1956 წელს ტიბეტის სამხედრო დაკავების შემდგომ ტიბეტიც შედის ჩინეთის შემადგენლობაში, სამხრეთ-დასავლეთი სინძიან-უიღურეთის ავტონონომიური რესპუბლიკა კი ცალკეულ პრობლემებს ქმნის სეპარატიზმის კუთხით.
ტერიტორიული კონფლიქტებიდან ჩინური საგარეო პოლიტიკაზე ყველაზე დიდ გავლენას ახდენს ტაივანის საკითხი, რომელიც ჩინეთის განუყოფელ ნაწილად განიხილება, თუმცა ტაივანის არაოფიციალური კავშირები შეერთებულ შტატებთან და ბევრ დასავლურ სახელმწიფოსთან შეშფოთებას იწვევს ოფიციალურ პეკინში. ამასვე ემატება სამხედრო-შეიარაღებული კავშირები ამერიკისა და კონფლიქტური რეგიონის უსაფრთხოების სამკუთხედში ჩართვა სამხრეთ კორეასთან და იაპონიასთან ერთად, რაც გულისხმობს ძირითად შემთხვევაში ჩინური საფრთხის შეკავებას წყნარ ოკეანეში. თაივანის საკითხი ხშირ შემთხვევაში ამერიკის საკანონმდებლო ორგანოში ლობისტების დაპირისპირების არენას წარმოადგენს. თუმცა ბოლო ხანებში აღინიშნება გარკვეული ცვლილებები, კერძოდ პირველად ისტორიაში პრეზიდენტი სი ძინპინი და თაივანის ლიდერი მა ინ ძიოუ ერთმანეთს სინგაპურში შეხვდნენ, თუმცა ამ საკითხთან მიმართებაში საინტერესოა ერთი საკითხი; როგორც ჩანს თაივანელი ჩინელების ეთნიკური იდენტობა და დამოუკიდებლად ცხოვრების ათეული წლები თავისას შვება, კერძოდ შეხვედრიდან ცოტა გაიმართა არჩევნები და არჩევნებში გაიმარჯვა ქალმა ლიდერმა ცაი ინგ ვენმა, რომელიც მა ინ ძიოუს ადანაშუალდებდა პეკინთან კოლაბორიაციაში. თაივანის საკითხი ალბათ არის ერთ-ერთი განმსაზღრელი ჩინური საგარეო პოლიტიკისა რადგან სწორედ ტერიტორიული პრობლემა აიძულებს ოფიციალურ პეკინს ფაქტობრივად ნეიტრალური პოზიცია დაიკავოს მსგავს საკითხებთან მიმართებით.
ძალთა ბალანსის პოლიტიკა ჩინეთის სამეზობლოში
1962 წელს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასა და მის მეზობელს შორის სასაზღრვო კონფლიქტი დაიწყო, რომელიც მცირე ხანს გაგრძელდა თუმცა რამდენიმე ათასი ადამიანი შეიწირა. კონფლიქტი ეხებოდა ჩინეთის დასავლეთ სასაზღვრო რეგიონს, ჰიმალაის მთები კალთების მიმდებარე ტერიტორიებს, აღნიშნული კონფლიქტი ჩინური წარმატებით დასრულდა, მან მიაღწია მიზანს გარკვეული სადაო ტერიტორიები დაიკავა. ჩინურ-ინდურ ურთიერთობებში პრობლემატურია ქაშმირის საკითხიც, სადაც სამი ბირთვული ქვეყანაა ჩაბმული. ქაშმირის მცირე ტერიტორიას, კერძოდ აღმოსავლეთ ნაწილს ოფიციალური პეკინი აკონტროლებს შესაბამისად დელის შეშფოთებას იწვევს აღნიშნული საკითხი.
ასევე გასული საუკუნის 60-იან წლებში ადგილი ჰქონდა ინდურ-პაკისტანურ შეიარაღებულ კონფლიქტსაც, რამაც გამოიწვია სინო-პაკისტანური ურთიერთობების გაღრმავება. ფაქტობრივად 60-იანი წლებიდან მოყოლებული ორი ქვეყანა თანამშრომლობს ყველა მიმართულებით და რეგიონში ცდილობენ ინდოეთის დაბალანსებას, რომელიც ბოლო ხანებში საკმაოდ ვითარდება როგორც სამხედრო ასევე ეკონომიკური კუთხითაც. პაკისტანის პრემიერ მინისტრი ნავაზ შარიფი ორმხრივ ურთიერთობებს შემდეგნაირად აღწერს” უტკბესი ვიდრე თაფლი, უფრო ღრმა ვიდრე ნებისმიერი ზღვის ფსკერი, უფრო მაღალი ვიდრე მთების მწვერვალები” ხატოვანი გამოთქმა, მართლაც შეესაბამება რეალობას, თუ თვალს მივადევნებთ პაკისტანთან ურთიერთობის დინამიკას, კერძოდ ბირთვული იარაღის შექმნა და ტექნიკურ-მატერიალური დახმარება ფაქტობრივად ჩინური მხარის დამსახურებაა, რომ დღეს ისლამაბადი ბირთვული ქობინების მფლობელია, ამასვე ემატება ინფრასქტრუქურული და სხვა სახის სამხედრო თანამშრომლობები. “New York Times”- ისთვის მიცემულ ინტერვიუში პეკინის, ცინხუას უნივერსიტეტის, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამნეტის დირექტორი იენ სუეთონგი საუბრობს, რომ ჩინეთს ჰყავს, მხოლოდ ერთი ნამდვილი მოკავშირე პაკისტანის სახით, რაც კიდევე ერთხელ ხაზზს უსვამს ორი ქვეყნის ახლო პოლიტიკურ ურთიერთობებს. მეტი სიცხადისთვის საინტერესო იქნება განვიხილოთ, ახალი აბრეშუმის გზის კონცეფციის ფარგლებში გვადარის პორტის ინვესტიციები და ამავდროულად ახალი მაღალ სიჩქარიანი დერეფნის მშენებლობა[1]
ზემოთჩამოთვლილი ეკონომიკურ-სამხედრო პროექტები სერიოზულ ადგილს იკავებს ჩინურ საგარეო პოლიტიკაში და პაკისტანს მის საიმედო მხარდაჭერად აქცევს. რუკაზე გამოსახული ახალი მაგისტრალი, რომელიც ჩინეთის დასავლურ ნაწილს, კონფლიქტური ქაშმირის გავლით გვადარის პორტთან აკავშირებს, რომელიც არაბეთის ზღვაზე გასასვლელი. რატომ არის აღნიშნული პროექტი ასე მნიშვნელოვანი?
გვადარის პორტი და ჩქაროსნული მაგისტრალი, ამყარებს და კიდევ უფრო სტრატეგიულს ქმნის ჩინეთ-პაკისტანის ურთიერთობებს, ამავდროულად რეგიონალური ბალანსის კუთხითაც, კონკურენციას უწევს რა ირანულ ჩაჰაბარის პორტს უმოკლეს მარშრუტს ქმნის სპარსეთის ყურიდან ენერგორესურსების მომარეგებისთვის.
ჩინურ-ამერიკული ურთიერთობები, წინააღმდეგობები და საერთო შეხების წერტილები
საერთაშორისო ურთიერთობების თეორიები და ისტორია გვიჩვენებს, რომ ომი ხშირად ასოცირდება ახალი ზესახელმწიფოების აღზევებასთან. ეს კი იწვევს ძალის ტრანზიციასთან დაკავშირებულ საფრთხეებს, როდესაც აღზევების გზაზე მყოფ ახალ დიდ სახელმწიფოსა და მოქმედ დომინანტ სახელმწიფოს შორის კონკურენცია შეიძლება კონფლიქტში გადაიზარდოს. ბოლო სამი ათწლეულის მანძილზე სწრაფი განვითარების გამო, ჩინეთს მიიჩნევენ აშშ-ს შესაძლო „ჩელენჯერად“ და მოიაზრებენ მომავალ ჰეგემონად. ეს კი განპირობებულია ჩინეთის მნიშვნელოვან წარმატებებთან: ეკონომიკაში, დიპლომატიასა და სამხედრო მიმართულებებში.
ამერიკის საგარეო პოლიტიკის დაგეგმვის დროს განსაკუთრებულ ადგილს იკავებდა და დღესაც იკავებს მისი ურთიერთობები ჩინეთთან. კლინტონიდან მოყოლებული მისი ძირითადი ურთიერთობების კურსი ჩართულობას[1] მოიაზრებდა ბუშის ადმინისტრაციისაგან განსხვავებით, რომელიც შეკავების[2] კურსს უჭერდა მხარს. ბუშის ადმინისტრაციის მიერ არჩეული კურსი შესაძლოა ყოფილიყო სამომავლო საფრთხეების თავიდან აცილების პრევენციული ღონისძიებები, რომელიც შესაძლოა ყოფილიყო თუნდაც კომუნიზმის გავრცელება. უმცროსი ბუშის მმართველობის დროს, აშშ-ს ხედვამ ჩინეთთან დაკავშირებით ცვლილება განიცადა და მისი აღქმა მოხდა, როგორც „პასუხისმგებლიან მოთამაშედ“. ეს იდეა აღიარებდა ჩინეთის ძლიერებას და მისი, როგორც დაინტერესებული აქტორის პოზიციას გლობალურ საკითხებში. უნდა აღინიშნოს, რომ აშშ-ს მთავრობა ხშირად ცვლიდა კურსს ჩინეთეთთან დაკავშირებით. თავდაპირველად ყველა ლიდერს სურდა ჩინეთის მთავრობის „გულის მოგება“ საკუთარი ინტერესებისათვის, ამიტომაც ხოტბის შესხმასაც არ ერიდებოდნენ. ეს ალბათ მარტივი მიზეზით შეგვიძლია ავხსნათ. ზესახელმწიფოთა პოლიტიკაში ყოველთვის არსებობდა და იარსებებს ძალასთან დაკავშირებული კონკურენცია, ამასთანავე მშვიდობაც არ გამოირჩევა სიმტკიცით. მითუმეტეს, როდესაც ჩინეთის ბლანტ პოლიტიკურ მიზნებთან გვაქვს კავშირი. მხოლოდ საკმარისი ძალაა საჭირო იმისათვის, რათა საკუთარი უსაფრთხოება უხრუნვეყო და საჭიროების შემთხვევაში სხვისი დამორჩილება შეძლო. სწორედ ამიტომ, ფრთხილობს აშშ, გარს უვლის ჩინეთს და ტკბილი სიტყვითაც ელაპარაკება, რათა შეძლოს ამოიცნოს ჩინეთის მიზნები გლობალურ სამყაროსთან დაკავშირებით. ჩინეთი კი მუდამ კარჩაკეტილობას ეწევა და გადადგმულ ნაბიჯებს, არასოდეს არ ხსნის.
2016 წლიდან ვაშინგტონსა და პეკინს შორის ურთიერთობები უარესდება. დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია არ მორიდებია ე.წ სავაჭრო ომის დაწყებას პეკინთან. ურთიერთობები კიდევ უფრო დაიძაბა კოვიდ 19 გლობალური პანდემიის დროს და ფაქტია “ჩინურ საფრთხესთან” ბრძოლა ტრამპის კამპანიის ძირითადი ნიშაა. აქედან გამომდინარე სულ უფრო გაძლიერდა პროგნოზები ახალი ცივი ომის შესახებ, რომელზეც ანალიზსს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.
თაივანი
1940-იანი წლების ბოლოს, როდესაც სამოქალაქო ომის შემდეგ ჩინეთში კომუნისტებმა გაიმარჯვეს, ნაციონალისტებმა კუნძულ ტაივანზე გადაინაცვლეს ძიან ძიეშის (ჩან კაი ში) ხელმძღვანელობით. ამ პერიოდიდან მოყოლებული 1972 წლამდე, აშშ ნაციონალისტების მოკავშირე იყო, რაც ძირითადად კომუნისტური რეჟიმის მოწინააღმდეგეთა მხარდაჭერა წარმოადგენა. სწორედ ამ წლებშიც (1972-მდე) თაივანი იყო ჩინეთის წარმომადგენელი გაეროში. თანდათანობით პოლიტიკა შეიცვალა ნიქსონისა და კისინჯერის პერიოდში, როდესაც მან შემოიღეს „ერთი ჩინეთის პოლიტიკა“ , ამ მიდგომით ისინი გაერთიანების მხარდამჭერებად გამოვიდნენ და მშვიდობიანი გაერთიანების პოლიტიკის ფარგლებში შეწყვიტეს თაივანის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ცნობა. თუმცაღა, არსებული პოლიტიკის მშვიდობიანი ფორმა გულისხმობდა ტაივანის დაცვას ჩინეთის აგრესიისაგან. შეკავების პოლიტიკამ ამ ასპექტშიც ნახა თავისი გამოვლინება, რისი შედეგიც იყო 1995-1996 წ კრიზისი, როდესაც ჩინეთმა ძალის დემონსტრირების მიზნით, რაკეტების გამოცდის დროს სამიზნეები თაივანთან ახლოს განალაგა. საპასუხოდ კლინტონის ადმინისტრაციამ თავისი სამხედრო საზღვაო ძალები განათავსა. მეორე კრიზისი ბუშის ადმინისტრაციის დროს მოხდა, რომელიც არც თუ ისე დადებითად იყო განწყობილი ჩინეთს მიმართ. შემთხვევა შეეხებოდა თაივანისათვის იარაღის მიყიდვას, რომელიც არღვევდა 1970 და 1980 წლების აშშ-ჩინეთის ნორმალიზაციის ხელშეკრულებებს.[1] ვითარება გამოსწორების გზას დაადგა უმცროსი ბუშის პრეზიდენტობის დროს, რომელმაც ჩინეთი „პასუხიმგებლიან მოთამაშედ“ მიიჩნია და შეეცადა დაეცვა ბალანსი იარაღის მიყიდვის საქმეში და არ გამოეწვია ჩინეთის გაღიზიანება.
დღევანდელი მდგომარეობით თაივანის საკითხი კვლავ პრობლემურად რჩება აშშ- ჩინეთის ურთიერთობებში. ჩინეთმა თაივანთან მიმართებაში მშვიდობიანი გზა აირჩია, რაც გამოხატულია გაზრდილი ეკონომიკური კავშირებით, გაცვლებით განათლების სფეროში, სატრანსპორტო კავშირები, კომუნიკაციები, ტურიზმი და სხვა. ამ ქმედებებით ჩინეთი შესაძლოა ცდილობდეს პრობლემის მშვიდობიანად მოგვარებას და თაივანის თანდათან დაახლოებას, რომელიც შესაძლოა გაერთიანებითაც კი დამთავრდეს. ჩინეთის გააქტიურება კი აშშ-სთვის ხელისშემშლელად გვევლინება, თაივანის დაკარგვით ის დაკარგავს პარტნიორს იმ მნიშვნელოვან რეგიონში, რომლიდანაც აშშ ყოველწლიურად ასობით მილიონობით დოლარს შოულობს. ამასთან ერთად აღსანიშნავია ის ფაქტიც რომ, 2006 წელს მიღებული კანონის თანახმად პეკინი მზად არის გამოიყენოს სამხედრო ძალა თუ თაივანი დამოუკიდებლობას გამოაცხადებს და ერთი ჩინეთის პოლიტიკას საფრთხე დაემუქრება.
აღნიშვნას იმსახურებს ის ფაქტიც, რომ ჩინეთი შეიარაღებას საკმაოდ სერიოზულად უდგება და ამ მხრივ თანამედროვე აღჭურვილობის დამზადებას ცდილობს, რაც მანადმე ჩინეთს არასოდეს ჰქონია. ესენია თანამედროვე და მაღალტექნოლოგიური იარაღის შექმნა და წარმოება, დიდი წყალქვეშა ნავები, სარაკეტო სისტემები და ჩინეთის პირველი ავიამზიდები. მართალია მისი რაოდენობა აშშ-სას საგრძნობლად ჩამორჩება, მაგრამ ჯარისკაცების რაოდენობით მოწინავე პოზიციებს იკავებს. ჩინეთის სამხედრო ძალებში 2,3 მილიონი მოქმედი ჯარისკაცი მსახურობს, აქედან 1,25 ხმელეთზე მოდის.
ჩინეთის სამხედრო კუთხით ასეთი სწრაფი აღმავლობა განსაკუთრებულ საფიქრელს აძლევს აშშ-ს მთავრობას. მიუხედავად ჩინეთის მთავრობის განცხადებისა, რომ ის მტკიცედ გაატარებს მშვიდობის განმტკიცებაზე მიმართულ საგარეო პოლიტიკასა და მხოლოდ მისი ტერიტორიისა და მოსახლეობის დაცვაზე ორიენტირებულ თავდაცვის პოლიტიკას, ის არასოდეს შეეცდება ჰეგემონიის დამკვიდრებას ან სამხედრო ექსპანსიას. ეს სიტყვები აშშ-ს მთავრობისთვის დამაჯერებელი არ არის, ვინაიდან მათთვის შემაშფოთებელია ჩინეთის მიერ კოსმოსის სამხედრო მიზნებისათვის გამოყენების წამოწყება და კიბერომების წარმოების მიზნით შთამბეჭდავი განვითარება. მაშინ, როდესაც ამ და სხვა ქმედებებზე კომენტარს ჩინეთის მთავრობა არ ხსნის წამოწყების მიზნებსა და მიზეზებს, ამერიკის უნდობლობაც თანდათანობით იზრდება.
აშშ-ს პოლიტიკა იცოდეს ყველაფერი, ერთგვარ ჰარმონიას ქმნის, რომელსაც ჩინეთი არღვევს თავისი ბლანტი პოლიტიკური მიზნებით. მსგავსი სიტუაცია აშშ-სათვის მიუღებელია ვინაიდან ცივი ომის შემდგომ ვერც კი იფიქრებდნენ აშშ-ს პოლიტიკის მამები, რომ გამოუჩნდებოდათ ახალი ძალა, რომელიც მათ გარკვეულ პრივილეგიებში შეეცილებოდა. სწორედ ასეთ მდგომარეობაშია ახლა აშშ ჩინეთთან მიმართებაში.
ეკონომიკური ურთერთობები
დღესდღეობით, ჩინეთის საკითხი აქტიურად დგას თანამედროვე მსოფლიოს საერთაშორისო ურთიერთობების დღის წესრიგში. ჩინეთის ყოველდღიურად მზარდი ეკონომიკა, მისი როლისა და მნიშვნელობის ზრდა მსოფლიოს პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ სავაჭრო ურთიერთობებში, დიდ ინტერესს იწვევს აღნიშნული სახელმწიფოს მიმართ. მისი ასეთი გაძლიერება კი განსაკუთრებული საფრთხის შემცველია აშშ-სათვის. მიუხედავად მისგან მომავალი საფრთხის აღქმისა აშშ და ჩინეთი დღეისათის ეკონომიკური ურთიერთობებში ერთმანეთთან ახლო კავშირში იმყოფებიან. 1989 წელს ვაჭრობა 18 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენდა, 2000 წელს 116 მილიარდს, ხოლო 2012 წელს ამ მაჩვენებელმა 536 მილიარდს მიაღწია.
მიუხედავად ასეთი მაშტაბური პარტნიორობისა, ამ სავაჭრო ურთიერთობებში ერთგვარი დისბალანსი შეინიშნება. მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ 2012 წელი, როდესაც აშშ-ს მთლიანი სავაჭრო დეფიციტის 58% წარმოადგენდა ორმხრივი დეფიციტი ჩინეთთან. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კი ჩნეთის ფულადი ერთეულის, იუანის, გაცვლითი კურსის ხელოვნურად დაბლა დაწევა იყო. ჩინეთის ფულადი ერთეული სიიაფე კი იწვევს თავად ექსპორტის სიიაფეს, რაც ქვეყნის კონკურენტუნარიანობას გლობალურ ბაზარზე ზრდის. ექსპერტები დღესაც კი ბჭობენ 2012 წელს რამდენად იყო გაუფასურებული ჩნური ვალუტა. მაგრამ მისი დაბალი ფასის გამო რელური მიზეზების ძიება დღესაც კი პრობლემურია.
სავაჭრო ურთიერთობებში უთანხმოების კიდევ ერთი მიზეზეი ენერგიის განახლებადი ტექნოლოგიებია. 2011 წელს სოლარული პანელების მწარმოებელმა ამერიკულმა კომპანიებმა ჩინური მზის ენერგიის ინდუსტრიას უჩივლეს. მთავარი პრობლემა კი ის იყო, რომ ჩინური კომპანიები სუბსიდიების ამკრძალავი კანონების დარღვევით, ხელოვნურად დაბალ ფასად ყიდდნენ მათ მიერ წარმოებულ სოლარულ პანელებს, რაც წარმოუდგენელი იქნებოდა თავად სახელმწიფოს დახმარების გარეშე. შესაბამისად ჩინეთმა დაიპყრო აშშ-ს სოლარული პანელების 50%. სესხების დაბალი საპროცენტო განაკვეთის გაცემით აშშ-ს სამმა მსხვილმა კომპანიამ თავი გაკოტრებულად გამოაცხადა, სხვა კომპანიები კი იძულებულნი გაცდნენ წარმოება დროებით შეეჩერებინათ. თავისებურ ვერსიაზე საუბრის დროს ჩინეთის ადანაშაულებს აშშ-ს ვაჭრობაში უსამართლო და შერშევითი ხერხების გამოყენებაზე.
რაც არ უნდა ვისაუბროთ აშშ- ჩინეთის გარკვეულ უთანხმოებაზე ვაჭრობის სფეროში, ფაქტია რომ საერთაშორისო საფინანსო სისტემაში, აშშ-ს მიერ გაყიდული სახაზინო ობლიგაციების ძირითადი შემსყიდველი ჩინეთია. ეს კი ის ობლიგაციებია, რომელსაც აშშ თავისი უზარმაზარი სავაჭრო და საბიუჯეტო დეფიციტის დასაფინანსებლად ყიდდა. ჩინეთის უცხოური ვალუტის რეზერვი 2013 წლის მონაცემებით 3,4 ტრილიონ დოლარს შეადგენდა, რითაც მან იაპონიასაც კი გაუსწრო. საბანკო სისტემის განვითარებაში ჩინეთმა მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია, მაშინ როდესაც 2006 წელს მისი ვერც ერთი ბანკი მსოფლიოს ოცეულშიც კი ვერ მოხვდა, 2009 წელს სამი ყველაზე მსხვილი ბანკი ჩინური იყო, ხოლო აშშ-ს მხოლოდ სამი ბანკი მოხვდა სიაში. უნიშვნელოვანესია ის რომ, აშშ-ს სავაჭრო ურთიერთობებში იაპონია ჩინეთმა ჩაანაცვლა, თავისი ოსტატური და ნიუანსირებული პოლიტიკით. მისი გადაწყვეტილებები არსებულ რეალობას არის მორგებული და არ უჭირს ისეთ დიდ სახელმწიფოსთან ლავირება როგორიც ამერიკის შეერთებული შტატებია.
და მაინც, დღევანდელ გლობალურ სამყაროში ჩინეთი ყოველდღიურად ამტკიცებს საკუთარ შესაძლებლობებს,რითაც ანგარიშგასაწევი ძალა ხდება ისეთი ზესახელმწიფოსათვის როგორიც ამერიკაა. ძალის ტრანზიციასთან დაკავშირებულ საფრთხეებზე ფიქრი აშშ-ს მთავრობას ახლა უკვე ჩინეთთანაც უხდება, რაც თავის მხრივ გლობალურ სისტემას მრავალპოლუსიანობისაკენ მიაქანებს.
ლათინური ამერიკა ჩინეთის საგარეო პოლიტიკაში
ლათინური ამერიკა აფრიკასთან ერთად კიდევ ერთი კონტინენტია, რომელსაც მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ჩინეთის სავაჭრო და პოლიტიკურ დღის წესრიგში. კონტინენტი განვითარებადი ქვეყნების არეალია, ამავდროულად დასავლეთისადმი განწყობილება არც ისეთი კარგია შემდეგ ქვეყნებში: ვენესუელა, ბოლივია, ეკვადორი, არგენტინა, ბრაზილია. ალბათ ეს პროცესიც ხელს უწყობს ორმხრივ თანამშრომლობას. ლათინური ამერიკა მომსწრეა უცხო ქვეყნების მხრიდან შიდა საქმეებში უხეში ჩარევით, თუნდაც ჩილეში სამხედრო გადატრიალება და პინოჩეტის რეჟიმის მოსვლა, ასევე 1982 წელს ფოლკლენდის ომი, ბრიტანეთსა და არგენტინას შორის. ზემოთაღნიშნული პროცესების ფონზე, აფრიკული-ჩინური მაგალითი კარგად გაიაზრეს და ლათინური ამერიკის ქვეყნებმა. მრავალმხრივი ურთიერთობები , უმეტესწილად ეკონომიკაში, წლიდან წლამდე იზრდება. ინარჩუნებს რა შიდა საქმეებში ჩაურევლობის პრინციპს შედეგიც სახეზეა. ჩინური ბანკები და კორპორაციები უმსხვილესი ინვესტორიები არიან რეგიონში;
10-15 წლის განმავლობასი სახეზეა სავაჭრო ბრუნვის მკვეთრი ზრდა. რებეკა რეი და კევინ გალაჰარი თავიანთ პუბლიკაციაში, რომელიც ეხება ლათინურ ამერიკისა და ჩინეთის ეკონომიკური ურთიერთობების ანალიზს, გამოთქვამენ პროგნოზს, რომ ბოლო წლებში ჩინეთის ეკონომიკის ტემპის ზრდის შეჩერების გამო ლათინური ამერიკის ქვეყნების ეკონომიკებსაც ანალოგიური პროცესი ემუქრებათ. საინტერესოა ჩინური ბანკების მიერ გაცემული სესხების სტატისტიკაც რეგინის ქვეყნებისადმი,
იხილეთ:
ამავდროულად ყურადღების ღირსია ჩინეთ-ვატიკანის ურთიერთობების დათბობა ბოლო ხანებში. ცივის ომის დროს ვატიკანმა თავისი ანტიკომუნისტური პოლიტიკის გამო ტაივანის მნიშვნელოვან მხარდაჭერას უწევდა, მიუხედავად ამ ფაქტისა გარკვეული ძვრები მაინც არის ურთიერთობებში, რომელიც ემსახურება ლათინურ ამერიკაში ჩინურ ინტერესების გამტკიცებას. ანუ გამომდინარე პაპი ფრანცისკის წარმომავლობისა და ლათინურ ამერიკაზე უზარმაზარი გავლენისა ვატიკანის მხრიდან, სავარაუდოა, რომ პოლიტბიურო პოზიტიურ ძვრებს გამოიყენებს აღნიშნულ რეგიონში პოზიციონირებისთვის.
ჩინეთ- აფრიკის ურთიერთობები
ჩინეთსა და აფრიკას ურთიერთობის დიდი ხნის ისტორია გააჩნია, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ თანამშრომლობის ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება 2000 წლიდან, როდესაც შეიქმნა “ჩინეთ-აფრიკის თანამშრომლობის ფორუმი”. აქედან მოყოლებული, ჩინეთსა და აფრიკას შორის მჭიდრო კავშირების დამყარებისა და ურთიერთობების გაღრმავების მიზნით, მუდმივად იმართება ჩინეთისა და აფრიკის ქვეყნების უმაღლესი რანგის წარმომადგენელთა შეხვედრები. პირველივე ფორუმზე (2000 წ.) მიღებულ იქნა ორი უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი: “პეკინის დეკლარაცია” და “ჩინეთ-აფრიკის თანამშრომლობის პროგრამა სოციალური და ეკონომიკური განვითარებისთვის”. ჩინეთი აფრიკის სახელმწიფოებს ყოველთვის უწევდა და უწევს სხვადახვა სახის დახმარებას, იქნება ეს ფინანსური, ტექნიკური თუ სხვა.
დღესდღეობით, ჩინეთი კვლავ აგრძელებს თავის დასახულ სტრატეგიას აფრიკის კონტინენტზე სხვადასხვა ქვეყანაში, ცდილობს გააძლიეროს თავის ეკონომიკური გავლენა რეგიონის მასშტაბით და მოიპოვის მოკავშირეთა მაქსიმალური რაოდენობა აფრიკის კონტინენტზე. ეს ყველაფერი ჩინეთს სჭირდება თავისი ეკონომიკური და პოლიტიკური მიზნების განხორციელებისათვის. ჩინეთი სულ უფრო და უფრო ზრდის სავაჭრო კავშირებს “შავ კონტინენტზე”. ჩინეთის სავაჭრო ბრუნვა აფრიკის ქვეყნებში ყოველწლიურად რამდენიმე მილიარდი დოლარით იზრდება. 2012 წელს ჩინეთმა სოფლის მეურნეობის, ინფრასტრუქტურის, ჩინეთში გაცვლითი სასწავლო და კულტურული პროგრამებისათვის 20 მილიარდი დოლარის სესხები გამოუყო აფრიკულ ქვეყნებს. ჩინურმა კომპანიებმა ზამბიასა და კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში მაღაროებთან გააფორმეს შეთანხმებები, რის შედეგადაც აშენებენ უდიდესი რკინის მომპოვებელ მაღაროს გაბონში. ისინი ეძებენ მიწებს მსხვილი აგრობიზნესისათვის და აფრიკა ამისათვის იდელური ვარიანტია.
რაც შეეხება ჩინეთის პოლიტიკურ ინტერესებს აფრიკის რეგიონში, ეს საკმაოდ საინტერესო თემაა. ბევრი ავტორი წერს და მსჯელობს ამ საკითხის შესახებ, თუმცა ყველასათვის ნათელია, რომ ჩინეთის ინტერესებიდან ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია ჩინეთის ეკონომიკური და პოლიტიკური დაინტერესება “შავი კონტინენტისადმი”. ეკონომიკური ინტერესებიდან პირველ რიგში უნდა გამოვყოთ ჩინეთის დაინტერესება აფრიკული ბუნებრივი რესურსებით. როგორც მოგეხსენებათ, აფრიკას გააჩნია ბუნებრივი რესურსების უდიდესი მარაგი. აფრიკა არის უმდიდრესი რეგიონი სასარგებლო წიაღისეულით. ქვანახშირი, რკინა, სპილენძი, ბოქსიტები, ოქრო, ალმასი და სხვა რესურსები აფრიკის მთავარი სიმდიდრეა. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ აფრიკა მდიდარია ნავთობისა და ბუნებრივი აირის რესურსებითაც. კერძოდ, ნიგერია, ლიბია, ეგვიპტე და ალჟირი ნავთობის მოპოვების მიხედვით, მსოფლიოს ქვეყნების ოცეულში შედიან. მართალია ჩინეთი ბუნებრივი რესურსებით უმდიდრესი ქვეყანაა, თუმცა მხოლოდ საკუთარი რესურსებით მოთხოვნილებებს ვერ იკმაყოფილებს, ამიტომ ესაჭიროება მას რესურსებით მდიდარი აფრიკის კონტინენტი.
ჩინეთისათვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს აფრიკას, როგორც ერთ-ერთ უდიდეს გასაღების ბაზარს. აფრიკა თავისი მილიარდიანი მოსახლეობით უდიდესი პოტენციური ბაზარია, ამიტომაც დიდია დაინტერესება არა მარტო ჩინეთის, არამედ სხვა ქვეყნებისგანაც. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ აფრიკა უღარიბესი კონტინენტია, შესაბამისად, ევროპულ და ამერიკულ ძვირადღირებულ პროდუქციას ვერ ითვისებს. სამაგიეროდ, აფრიკის რამდენიმე ქვეყანაში უკვე სრული დატვირთვით ფუნქციონირებს ჩინური ფაბრიკა-ქარხნები, რომლებიც თავისუფლად ასაღებენ წარმოებულ ჩინურ იაფ პროდუქციას.
ჩინეთს აფრიკის კონტინენტისადმი ეკონომიკურ ინტერესებთან ერთად, პოლიტიკური ინტერესებიც ამოძრავებს. კერძოდ, ჩინეთის მთავარი პოლიტიკური მიზანია გავლენა მოახდინოს განვითარებად სამყაროზე, რათა კიდევ უფრო გაზარდოს თავისი როლი და ძალა დანარჩენ მსოფლიოზე. ასევე ჩინეთი ცდილობს დაამყაროს მეგობრული ურთიერთობები აფრიკის ქვეყნებთან, იმ მიზნით, რომ ისინი დაეხმარონ მას ტაივანის საკითხის მოგვარებაში. ჩინეთი აქტიურად ცდილობს ახალი მოკავშირეების მოძებნას, რადგან მას სჭირდება ხმები და მხარდამჭერები გაეროში და საერთაშორისო ფორუმებზე, რათა შეინარჩუნოს თავისი საგარეო პოლიტიკური კურსის სტაბილურობა. ასევე ჩინეთი ცდილობს ახალი მოკავშირეების საშუალებით დაიცვას საკუთარი ინტერესები ისეთ საერთაშორისო ორგანიზაციებში, როგორებიცაა გაერო და მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაცია.ჩინეთის მთავარი ამოცანაა მოაგვაროს ტაივანის საკითხი და მსოფლიომ არ აღიაროს ტაივანი. სწორედ ამისთვის ესაჭიროება მას ახალი მოკავშირეები. ჩინეთი დასახულ მიზანს წარმატებით ახორციელებს. ამაზე მოწმობს ის ფაქტიც, რომ აფრიკის მხოლოდ ოთხ ქვეყანას აქვს შენარჩუნებული დიპლომატიური ურთიერთობა ტაივანთან. ეს აფრიკული ქვეყნებია: ბურკინა ფასო, გამბია, მალავი და სან ტომე და პრინსიპი.
ეკონომიკური და პოლიტიკური დაინტერესების გარდა, აუცილებელია გამოიყოს
სამხედრო დაინტერესება, რომელიც საბოლოოდ დაგვირგვინდება აფრიკაში, კერძოდ ჯიბუტიში სამხედრო ბაზის გახსნით. აღსანიშნავია რომ ჯიბუტიში ანალოგიური სამხედრო ბაზები აქვთ აშშ-ს, საფრანგეთისა და იაპონიას. რომელსაც მალე ჩინეთი შეემატება. ის განთავსდება პორტ ობოკში, რომელიც ახლოს მდებარეობს საუდის არაბეთთან და იემენთან.
სამხედრო ბაზის პირობებში ჩინეთის მოვალეობა იქნება იემენის ყურეში პატრულირება და სომალელი მეკობრეების ქმედებების აღკვეთა, ჰუმანიტარული ინტერვენცია და გამოვლენილი პრობლემების აღკვეთა. ამით ის უერთდება დანარჩენი ქვეყნების კოალიციას სომალელ მეკობრეებთან ბრძოლის საქმეში. მიუხედავად გლობალური საქმისა, ჩინეთი საკუთარი ინტერესების გატარებასაც ცდილობს. მისი ბაზის პორტ ობოკში განთავსება საკმაოდ სტრატეგიული დანიშნულებისაა, ვინაიდან ის საკმაოდ ახლოს მდებარეობს საუდის არაბეთთან და იემენთან. გასულ წელს, როდესაც საუდის არაბეთმა იემენი დაბომბა ჩინეთი საკითხის მოგვარების პროცესში მნიშვნელოვან როლს ასრულებდა. ეს შესაძლოა ერთგვარი გათვლაც იყოს იმისა, რომ ჩინეთი შელებს ვითარების გაკონტროლებას ამ ორ ქვეყანას შორის და უსაფრთხოების დამცველადაც მოგვევლინება რეგიონში. მიუხედავად ამისა, ადენის ყურე მნიშვნელოვანი სტრატეგიული ადგილია, სადაც თავმოყრილია მსოფლიოს უმსხვილესი ნავთობმომპოვებელი ქვეყნები და ყურე ვაჭრობისათვის მიმზიდველ გარემოს ქმნის. თავისუფლად შეგვიძლია მივიჩნიოთ, რომ ჩინეთი ამ რეგიონით სულ უფრო და უფრო ინტერესდება და სამომავლო თანამშრომლობისათვის ნიადაგს იმზადებს. ამ მოსაზრების თქმის საშუალებას კი თავად ჩინეთს საგარეო პოლიტიკა გვაძლევს, რომელიც ყოველთვის , ყველგან საკუთარი ინტერესების გატარებას ცდილობს.
ამრიგად, ჩინეთის განზრახვა მოიპოვოს ზეგავლენა საერთაშორისო დონეზე, ვრცელდება ყველა მიმართულებით, დაწყებული ზესახელმწიფოებით დამთავრებული განვითარებადი ქვეყნებით. მისი რესურსები კი იმდენად დიდია, რომ მისი გამოყენება ხდება მსოფლიოს ნებისმიერი კონტინენტის მიმართულებით. სწორედ ამაზე მიუთითებს ჩინეთ- აფრიკის ურთიერთობების გააქტიურება.
ჩინეთ- ევროკავშირის ურთიერთობები
ჩინეთ- ევროკავშირის ურთიერთობებს საფუძველი 1973 წელს ჩაეყარა, მაგრამ თავდაპირველად ეს ურთიერთობები აქტიური თანამშომლობით არ ხასიათდებოდა. სტრატეგიული პარტნიორობის საფუძვლად შეგვიძლია მივიჩნიოთ 2003 წელი, როდესაც თანდათანობით ხდება ჩნეთ- ევროკავშირის ურთიერთობების აქტიურ ფაზაში გადასვლა. ეს კი უკავშირდება ჩინეთის პოლიტიკური კურსის ცვლილებას, როდესაც იწყება რეფორმების გზით გარკვეული სფეროების ლიბერალიზაცია და ამ გზის საშუალებით ფართო მსოფლიო ასპარეზზე გამოსვლა. 2012 წელს გამართულ ყოველწლიურ სამიტზე ევროკავშირისა და ჩნეთის ლიდერები მიესალმნენ ჩინეთ- ევროკავშირის ურთიერთობებში მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს ყველა მიმართულებით და შეთანხმდნენ, რომ მათი ყოვლისმომცველი სტრატეგიული თანამშრომლობა გაფართოვდა და გაღრმავდა. ამის მტკიცებულება კი გახლავთ „ჩინეთ- ევროკავშირის თანამშრომლობის სტრატეგიული გეგმა 2020“. უნდა აღინიშნოს რომ ეს დოკუმენტი არის 1973 წლიდან მოყოლებული ერთადერთი მნიშვნელოვანი და ქმედითი დოკუმენტი, რომელიც აქამდე ყოფილა ჩინეთ- ევროკავშირის ურთიერთობებში. ამ სტრატეგიულ გეგმაზე დაყრდნობით უნდა ვთქვათ, რომ ჩინეთ-ევროკავშირის ურთიერთობები რამდენიმე ძირითადი მიმართულებებით ხორციელდება: პირველი, ეს არის მშვიდობა და უსაფრთოება, მეორე კეთილდღეობაზე დაფუძნებული პარტნიორობა, მესამე მდგრადი განვითარება და ეკონომიკა და ბოლოს, კულტურა და განათლება.
ჩინეთთან ურთერთობის ერთ- ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი სწორედ უსაფრთოება და მშვიდობა გახლავთ. ამ თვალსაზრისით ევროკავშირი მაქსიმალურად ცდილობს ჩინეთთან დაახლოებასა და ერთგვარი გარანტიის მიღებას, რომ მისგან მსოფლიო მშვიდობას არანაირი საფრთხეა არ ემუქრება. სტრატეგიული გეგმის ამ ეტაპზე, ევროკავშირი ჩინეთისათვის ხელშემწყობად გვევლინება, რათა მან მოახერხოს თანამშრომლობა რეგიონისა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან და ზოგადად კომუნიკაცია იქონიოს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებთან. მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირი მხოლოდ ევროპის ქვეყნების გაერთანებაა, აზიაში ვხვდებით ASEM- სა ARF-ს , ის ცდილობს გააძლიეროს ჩინეთს ურთიერთობები აზიაში არსებულ მსხვილ გაერთიენებებთან. დიალოგის წარმატებულობაზე მიგვანიშნებს, ის ფაქტი, რომ 2016 წლის ოქტომბერში G20-ის სამიტი სწორედ ჩინეთის ქალაქ ხანჭოუში გაიმართება. ასეთი მაშტაბური ღონისძიება ჩინეთსათვის ძალიან მნიშვნელოვანია სამომავლო თანამშრომლობისათვის, რისთვისაც ცდილობს სამიტი შესაბამისი სტანდარებით ჩაატაროს. გარდა ამისა, ჩინეთ- ევროკავშირის ურთიერთობების მნიშვნელოვანი სფერო მშვიდობის კუთხით არის ატომური უსაფრთოების, კიბერუსაფრთხოების, კორუფციისა და მეკობრეობის აღმოფხვრა. ამ თვალსაზრისით ცდილობენ სათანადო პლატფორმის შექმნას, სადაც წარმომადგენლები ეცდებიან თავიანთი როლი შეიტანონ მსოფლიო უსაფრთხოებაში. რაც შეეხება მეკობრეობას, ჩინეთი წლევანდელ წელს აქტიურად ჩაერთო ადენის ყურეში მიმდინარე სპეცოპერაციებში და ჯიბუტიში სამხედრო ბაზის გახსნით, ის კისრულობს ვალდებულებებს, რომ მეკობრეების წინააღმდეგ თავის როლს შეიტანს. ეს კი ჩინეთისათვის წინ გადადგმული ნაბიჯია, ვინაიდან ის არასოდეს გამოირჩეოდა მსოფლიოში წინაშე მდგარი პრობლემის აღმოფხვრაში საკუთარი წვლილის შეტანით.
ჩინეთ- ევროკავშირის მეორე, მნიშვნელოვანი ეტაპი გახლავთ სავაჭრო ურთიერთობები, რომლებიც მოცავს ინვესტიციებს, ვაჭრობას, სოფლის მეურნეობასა და ინდუსტრიის განვითარებას. 2005-2015 წლის სავაჭრო ბრუნვა ცხადყოფს ჩინეთ- ევროკავშირის სავაჭრო ბრუნვის საგრძნობლივ ზრდას. ამ მიზნით ჩინეთი ეკონომიკურ სამიტებსა და კონფერენციებზე აქტიურად ესწრება და აღრმავებს ურთიერთობებს წამყვან სახელმწიფოებთან. ამასთანავე უნდა აღინიშნოს სპეცილური მოქნილი სატარიფო პოლიტიკის შემუშავება, რომელიც ექსპორტ- იმპორტირებული საქონლისათვის ხელშემწყობი იქნება და ამასთანავე პროდუქცია მაქსიმალურად იქნება სტანდარტებთან შესაბამისი და დაცული იქნება მომხმარებლის უსაფრთოება.
შემდეგი ჩინეთ- ევროკავშირის ურთიერთობებში ეს არის კეთილდღეობაზე ზრუნვა, სადაც მოიაზრება მეცნიერებაში, ტექნოლოგიებსა და ინოვაციებში თანამშრომბობა. აქვე იგულისხმება კოსმოსის საკითხი, ურბანიზაცია, გარემოს დაცვა,კლიმატის ცვლილება, ოკეანოლოგია, რეგიონალური პოლიტიკის ხელშეწყობა და მრავალი სხვა. განსაკუთრებით ამ მიმარტულებით გამოიყოფა კლიმატის ცვლილება და ურბანიზაცია, ვინაიდან მსოფლიოს 10 დაბინძურებული ქალაქიდან 6 ჩინეთში მდებარეობს, რაც სავალალო მდგომარეობას ქმნის ქალაქში მცხოვრები მოსახლეობისათვის. ამ მიმართულებით თანამშრომლობა თანდათანობით ძლიერდება, რათა ხელი შეეწყოს პროლემის მოგვარებას. კიდევ ერთ თემა რაც ასე თუ ისე დაკავშირებულია დაბინძურებულ ქალაქებთან ეს არის ურბანიზაცია. მოგვეხსენება, რომ მოსახლეობის დონით ჩინეთ უკვე წლებია მოწინავე პოზიციას არავის არ უთმობს, ამიტო სტრატეგიულ დოკუმენტში ჩადებულია პუნქტი, რომელიც ცდილობს შესაბამისი დაგეგმარების პირობებში შექმნას ყველა მოქალაქისათვის საცხოვრებელი გარემო. ევროკავშირი და ჩინეთი ამ მიმართულებით კარგად თანამშრომლობენ და ისინი ყოველთვის უზიარებენ თავიანთ გამოცდილებას. თავდაპირველად, როდესაც ჩინეთში გამალებული ურბანიზაცია დაიწყო ევროპელი ლანდშაპტოლოგები და არქიტექტორები აქტიურად იყვნენ ჩართულნი ამ პროცესში.
და ბოლოს, მეოთხე მიმართულება ეს გახლავთ კულტურა და განათლება, სადაც ჩინეთის მთავრობა ყოველწლიურად გასცემს სტიპენდიებს ევროკავშირის წევრი ქვეყნებისათვის ( და არა მარტო), რომელიც სრულიად არის დაფინანსებული და ცდილობს გაზარდოს პოლულარიზაცია და დაინტერესება ჩინეთის კულტურითა და ენით. გარდა ამისა, 2005 წლიდან USESCO ყოველწლიურად მართავს მაღალი დონის კულტურულ ფორუმს, რომელიც ტრადიციულად ჩინეთში იმართება. ასევე, ევროპული უნივერსიტეტები თავიანთ ფილიალებს ფლობენ ჩინეთში და ევროპულ განათლებას სთავაზობენ ჩინელ ახალგზარდებს. ურთიერთობების ფარგლებში ყოველწლიურად ჩინეთში ეწყობა საზაფხულო სკოლები, ექსკურსიები, ფორუმები, კონფერენციები და სხვა, რომელიც მიმართულია ჩინელი და ევროპელი აზალგაზრდების ინტეგრაციისათვის.
ჩინურ-რუსული სტრატეგიული თანამშრომლობის ზოგიერთი ასპექტი
საბჭოთა კავშირმა სერიოზული როლი შეასრულა მაოისტური რევოლუციის წარმატებით დაგვირგვინებაში და 1949-1953 წელი სსრკ-ჩინეთის სტრატეგიული თანამშრომლობის “ოქროს ხანა ” იყო, თუმცა კორეის ომმა და ომის პროცესებში სსრკს ინდეფერენტულობამ გარკვეული ბზარი გააჩენა ურთიერთობებში. 1968 წელს კი პროცესები შეიარაღებულ დაპირისპირებამდე მივიდა სასაზღვრო რაიონში. სსრკს დაშლის შემდეგ რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობები სწრაფი ტემპით ვითარდება, ტვირთბრუნვა ათუელობით მილიარდ დოლარს შეადგენს, ამასვე დაემატა 400 მილიარდიანი ენერგო-პროექტი, რომელი ერთ-ერთი უმსხვილესია ბოლო ორი წლის განმავლობაში, თუმცა როგორი ადგილი უჭირავს რუსეთის ფედერაციას ჩინეთის საგარეო პოლიტიკაში?
ერთი რამ ცხადია, ორი ევრაზიული სახელმწიფო ხშირ შემთხვევაში ერთიანი ძალისხმევით გამოდიან დასავლური სახელმწიფოების წინადადებების დასაბალანსებლად, მაგალითისთვის მოვიყვანოთ უნდათ სირიის საკიტხი, ლიბიის საკითხი. თუმცა გაგრძელდება კი სტრატეგიული ფლირტი ორ სახელმწიფოს შორის შორ ვადიან პერსპექტივაში?
ბოლო ორი ათწლეულის შედეგად სახეზეა ეკონომიკური აღმავლობის აშკარად არათანაბარი დინამიკა, რაც ერთგვარად საფრთხეს უქმნის რუსეთის ეკონომიკურ უსაფრთხოებას, საილუსტრაციოდ იხილეთ ცხრილი:
ცხრილში წარმოდგენილი დინამიკა ნათელ პასუხს გვაძლევს ეკონომიკური ურთიერთდამოკიდებულებისა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივების შესახებ. მძლავრი ტემპებით მზარდი სტრატეგიული პარტნიორი, რომელიც ამერიკული ნავთობრესურსებს გახსნისა, ევროპული სანქციების ფონზე ძირითად სავაჭრო პარტნიორად გვევლინება, შეშფოთებას უნდა იწვევდეს რუსულ პოლიტიკურ ელიტაში.
სავაჭრო ბრუნვის საილუსტრაციოდ იხილეთ შემდეგი ცხრილი
ფაქტია, რომ ციმბირის საკითხი, ცენტრალური აზია, ახალი აბრეშუმის გზა გარკვეულ უხერხულობას უქმნის რუსეთის ფედერაციას, ამასვე ემატება რუსეთ-ინდოეთის მრავალმილიარდიანი სამხედრო კონტრაქტები, რომელიც სულაც არ არის ჩინეთის სტრატეგიული მიზნებისთვის სახარბიელო ფაქტი. ამასვე ემატება ციმბირში მიგრაციის არნახული მაჩვენებლები და ცენტრალურ აზიისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან გეომეტრიული სისწრაფით მზარდი ეკონომიკური კავშირები. რაც ერთგვარ ბალანსს ქმნის და გეო-ეკონომიკურად სულაც არ არის მომგებიანი რუსეთის ფედერაციისთვის.
ჩინეთ-რუსეთის თანამშრომლობა გაეროს უშიშროების საბჭოში
ხშირად მიდის საუბარი ჩინეთ- რუსეთის კოლაბორაციაზე უშიშროების საბჭოში, რაც ერთობლივი ვეტოებით არის გამოხატული. ჩინეთ- რუსეთის ანგარიშზე ექვსი ერთად გამოყენებული ვეტოა. აქედან ოთხი შეეხება სირიისა საკითხს. დანარჩენი ორი გამოყენებულ იქნა ზიმბაბვესა და მიანმას მისამართით. მიუხედავად არსებული მოსაზრებისა, რომ ჩინეთი არ გამოიყენებდა ვეტოს რომ არა რუსეთის პოზიცია, საკმაოდ რთულია დავადგინოთ მოსაზრების ვალიდურობა რელობასთან. ვინაიდან საკითხი არ არის ნაკვლევი და ჰიპოთეზის შემოწმებაც საკმაოდ რთულია, უბრალოდ სიტუაციის აღსაწერად ძირითადად მოვიშველიებთ არსებულ ჰიპოთეზებს. მიიჩვნევენ, რომ უშიშროების საბჭოში ჩინეთი და რუსეთი თავიანთი თანამშრომლობით ცდილობენ შეკვეცონ აშშ-ს ჰეგემონობა და მსოფლიო მულტიპოლარულობისაკენ წარმართონ, ამით კი შეეცადონ გააძლიერონ საკუთარი პოზიციები მსოფლიოს ასპარეზზე. მსგავსი თანამშრომლობით გაეროს წევრი ქვეყნებისათვის ჩინეთი და რუსეთი გამწევ ძალად წარმოჩინდებიან, რომლებსაც შესაძლოა განსხვავებული შეხედულებები ჰქონდეთ საკითისადმი, ამიტომაც საჭირო იქნება მათი მხედველობაში მიღება. გარდა ამ მოსაზრებებისა, თავისუფლად შესაძლებელია ეს მოსაზრებები უკუვაგდოთ და ჩინეთი, როგორც ცალკე მდგომი ქვეყანა განვიხილოთ, რომლისთვისაც მიუღებელია სირიაში მიმდინარე მოვლენები და სრულიად შემთხვევითად მოდის თანხვედრაში რუსეთთის ინტერესებთან. ეს კი შესაძლოა განპირობებული იყოს თავად ჩინეთის პოლიტიკით. ყოველთვის აღნიშნავენ რომ ჩინეთის მიდგომა ქვეყნებთან ერთიანად მომხიბლავია, როგორც ავტორიტარული რეჟიმებისათვის, ასევე დემოკრატიულისათვის. ის თავისი ურთიერთობებით არ ერევა შიდა პოლიტიკით და არ ინტერესდება ამა თუ იმ ქვეყნის რეჟიმით, მისთვის მთავარია ეკონომიკური და საგარეო ურთიერთობები. ამიტომ არის, რომ ჩინეთი არავის მოძღვრავს და არც არავის ამოძღვრინებს თავს. ეს კი გაცილებით მოსახერხებელია ავტორიტარული ქვეყნებისათვის, ვინაიდან დასავლური ქვყენების უმეტესობა მათ აკრიტიკებენ ავტორიტარიზმისათვის და მოუწოდებენ დემოკრატიისაკენ. ჩინეთის ასეთი მიდგომა კი თავისუფლად შეგვიძლია მივიჩნიოთ დადებითად, რაც ქვეყნების უმრავლესობისათვის სრულიად მისაღებია. გარდა ამისა, ჩინეთი გლობალური პრობლემის წინაშე თავისი წვლილის შეტანით არ გამოირჩევა. ის მსგავსი ტიპის საქმიანობის ხელშემწყობად არ გვევლინება. ამიტომაც, შესაძლოა ჩინეთის მოსაზრება სირიასთან დაკავშირებით თავისუფლად ემთხვეოდეს რუსეთის შეხედულებებს.
ჩინეთის საგარეო პოლიტიკის პრო-აქტიურობის მაგალითი: “სარტყელი და გზა ინიციატივა”
აბრეშუმის გზის ისტორიული წარსული
აბრეშუმის გზის შექმნის ისტორია უკავშირდება ძვ.წ მეორე საუკუნესა და ცინის დინასტიას, როდესაც იმპერატორს ჩჟან ციანის წარგზავნილმა მოხელეებმა მას ანგარიში ჩააბარეს ცენტრალურ აზიაში არსებული პოლიტ-ეკონომიკური პროცესების შესახებ. ამის შემდგომ გადაწყდა შექმნილიყო მარშრუტები, რომელიც ხანის იმპერიას დააკავშირებდა ცენტრალური აზიის სახელმწიფოების გავლით დასავლურ სამყაროსთან. იმთავითვე უნდა ითქვას, რომ მარშრუტი არ ყოფილა ერთგვაროვანი და მას რამდენიმე განშტოება ჰქონდა. “ერთ-ერთი იყო ეწ “ჩრდილოეთის მარშრტუტი”, რომელიც იწყებოდა ჩინეთის დედაქალაქ ჩანიანიდან იყოფოდა ლანჯოუში და შემდეგ იქიდან სან-ტაშის უღელტეხილის გავლით გადადიოდა თანამედროვე ყაზახეთის ტერიტორიაზე იქიდან სამარყანდზე, ბუხარაზე და პართიის გავლით ხვდებოდა დასავლეთში.”
ზემოთხსენებული მარშრუტების დახმარებით ძირითადად დასავლეთს მიეწოდებოდა მაღალხარისხიანი ჩინური აბრეშუმი, ფაიფური, დენთი და სხვადასხვა ნაკეთობანი. სავაჭრო მარშრუტი ფუნქციონირებდა: ცინის, ხანის, ძინის სუის, თანის, მინის დინასტიების დროს, ასევე მონღოლთა ბატონობის დროსაც, დასავლეთში თავის მხრივ ამ დინასტიების თანამედროვე შემდეგი იმპერიები დომინირებდნენ: რომის იმპერია, პართია, ბიზანტიის იმპერია, არაბთა სახალიფო, სელჩუკები და აშ. მონღოლთა ბატონობისგან განთავისუფლების შემდგომ, უფრო ზუსტად კი კონსტანტინეპოლის დაცემის შემდეგ განვითარებულმა გეოგრაფიულმა აღმოჩენებმა სხვა მარშრუტები გაკვალა დასავლეთ აღმოსავლეთს შორის სავაჭრო თუ პოლიტიკური ურთიერთობების გასავითარებლად. “თავად ტერმინი ” დიდი აბრეშუმის გზა” გერმანელმა ისტორიკოსმა ფერდინან რიჰტჰოფერმა 1870 წელს გამოიყენა, მაშინ როცა აღნიშნული გზისგან მხოლოდ ისტოროული ნარჩენები იყო შემორჩენილი[1].
აბრეშუმის გზის აღდეგნისთვის გადადგმული ნაბიჯები მე-20 და 21-ე საუკუნეში
მე-20 საუკუნე ალბათ ყველაზე სისხლიანი საუკუნე იყო კაცობრიობის არსებობის ისტორიაში, ორი მსოფლიო ომი და ათეულობით სამხედრო შეიარაღებული კონფლიქტი თუ გადატრიალებები მთელს მსოფლიოში ეს არის წინა საუკუნის მონაპოვარი. მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდგომ, ევროპამ სწრაფად იწყო ჭრილობების მოშუშება და ფაქტობრივად შემდეგი პერიოდი დაპირისპირებული საზოგადოებების ერთ ევროპულ სივრცეში გაერთიანებას მოხმარადა, საერთო უსაფრთხოების ფარითა და ერთიანი ეკონომიკური სივრცით. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა 1949 წლის პირველ ოქტომბერს გამოცხადდა, რომელიც იდეაში კომუნისტური საბჭოეთის ბუნებრივი მეკავშირე უნდა ყოფილიყო, მაგრამ სტალინის გარდაცვალების შემდგომ 1953წ, ნიკიტა ხრუშჩოვისა და ლეონიდ ბრეჟნევის მმართველობისას საბჭოთა კავშირის და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ურთიერთობები სულ უფრო უარესდებოდა. დაძაბულობამ პიკს მიაღწია 1968-1969 წლებში, როდესაც სასაზღვრო კუნძულ დამანსკიზე და ასევე სახმელეთო საზღვრის ერთ მონაკვეთზე მოხდა შეიარაღებული შეტაკებები. ამ ყველაფერს მოყვა საბჭოეთთან ისედაც გართულებული ურთიერთობების დაძაბვა და აშშ-სთან პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება.
Silk Road Strategy Act of 1999
საინტერესოა ის ფაქტი, რომ შეერთებული შტატების კონგრესში 1961 წელს, არსებობდა აქტი, რომლის მიხედვითაც კონგრესი მხარს უჭერდა სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისა და ცენტრალური აზიის სახელმწიფოების პოლიტიკურ და ეკონომიკურ დამოუკიდებლობას.(ედუარდ შევარდნაძე:დიდი აბრეშუმის გზა) ამ აქტის საფუძველზე 1999 წელს სენატორმა სემ ბრაუნბენკმა კონგრესს წარუდგინა ანგარიში, რომელიც ითვალისწინებდა აბრეშუმის გზის პროექტის აღდგენასა და ამ ყველაფერში შეერთებული შტატების ხელშეწყობას. ანგარიში მიხედვით ირკვევა რომ
- პროექტის განხორციელება გამოიწვევდა ცენტრალური აღმოსავლეთისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ეკონომიკური ურთიერდამოკიდებულების ზრდას, რაც უნდა ყოფილიყო მშვიდობისა და სტაბილურობის გარანტი მეტად რთულ გეოპოლიტიკურ სივრცეში.
- თავისუფალი ბაზრისა და ლიბერალური ეკონომიკის პრინციპების გაზიარება და ამავდროულად გლობალურ პროექტში ზემოთხსენებული სახელმწიფოების ჩართვა გაზრდიდა აღნიშნული რეგიონის გავლით ეკონომიკური თანამშრომლობის ხარისხს მსოფლიოში.
- აღნიშნულ სივრცეში მნიშვნელოვანი იყო მუსულმანური სახელმწიფოების სეკულარული ხელისუფლების მხარდაჭერა და დახმარება.
- პროექტის ხელშეწყობით შესაძლებელი იყო აშშ-ის დამოკიდებულება სპარსეთის ყურის ნავთობზე შემცირებულიყო და ნაწილობრივ ჩანაცვლებულიყო კასპიისპირეთის ნავთობით.
ამ ყველაფრის განსახორციელებლად სენატორი კონგრეს სთავაზობდა გეგმას,რომელიც მისი თქმით შტატებს უნდა განეხორციელებინა:
- აშშ-ს ხელი უნდა შეეწყო სახელმწიფოთა სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და დემოკრატიული განვითარებისთვის, ასევე ადამიანის უფლებების სფეროში უნდა გაუმჯობესებულიყო ვითარება.
- ხელი უნდა შეწყობოდა პოლიტიკური პლურალიზმსა და უნდა შემცირებულიყო რასიზმისა და ანტისემიტიზმის ნიშნები.
- ხელი შეწყობოდა კონფლიქტების მშვიდობიან დარეგულირებასა და თავისუფალი ბაზრის მშენებლობას.
- მოწესრიგებულიყო საბანკო და ასევე სადაზღვეო სისტემები
- შტატები უნდა დახმარებოდა ამ სივრცის ქვეყნებს თანამშრომლობის გაღრმავებასა და ასევე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში, რომლის გარეშეც წარმოუდგენელია სატრანსპორტო კორიდორის მშენებლობა.
მიუხედავად შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერისა და გარკვეულწილად ზოგიერთი რეგიონთშორისი პროექტის წარმატებით განხორციელებისა(ნაგულისხმევია მილსადენებისა და გაზსადენების გაყვანა) ფაქტია,რომ სენატის ამ ანგარიშმა რეალური შედეგი ვერ გამოიღო და ამ მოვლენიდან 16 წლის შემდეგაც კონფლიქტები გაყინულია და ადამიანის უფლებების კუთხით საქართველოს გარდა დანარჩენს სახელწიფოებში დიდი ცვლილება არ არის.(silk road act კონგრესის ანგარიშია)
სი ძინფინგის ინიციატივა, Belt and Road პროექტი და მისი ანალიზი
2013 წლის სექტემბერში ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში ნურსულთან ნაზარბაევის სახელობის უნივერსიტეტში გამოსვლისას გააჟღერა იდეა: ახალი აბრეშუმის გზა,ეკონომიკური სარტყელის შესახებ. ზემოთაღნიშნული ინიციატივა საინტერესო გახლდათ იმ მიზეზის გამო, რომ გლობალური პოლიტ-ეკონომიკური აქტორი გამოთქვამდა სურვილს შექმნილიყო კონტინენტალური მასშტაბის პროექტი,რომელსაც ზურგს გაუმაგრებდა ფინანსური კაპიტალიც. პრეზიდენტი სი სთავაზობდა ევრაზიულ სახელმწიფოებს თანამშრომლობის ახალ მოდელს,რომლის მიხედვითაც უნდა შექმნილიყო აბრეშუმის გზის ერთიანი კორიდორი, საერთო ეკონომიკური ზონებითა და გამართული, მოწესრიგებული ინფრასტრუქტურული ცენტრებით.( Fodorenko, V. (2013). The New silk Road Initiatives in Central Asia. Washington DC: Rethink institute.)
პროექტი არ ითვალისწინებდა არანაირი სახის პოლიტ-ეკონომიკურ კავშირებს,მაგალითად როგორიც იყო ევროკავშირი ან თუნდაც ევრაზიული კავშირი, ჩინური ინიციატივის თანახმად პროექტმა ხელი უნდა შეუწყოს ათეულობით სახელმწიფოს,რომელიც ჩართული იქნება მასში, რათა მოახდინონ ეკონომიკური განვითარება და სტაბილიზაცია თავიანთი ქვეყნებისა. პროექტი იყო ორ ნაწილად სახმელეთო გზა და საზღვაო მარშრუტები. პროექტი დამუშავების სტადიაშია და განიხილება ბევრი ვარიანტი, თუმცა ძირითადი მოსაზრება ჩვენ შეგვიძლია შევიქმნათ მაინც აღნიშნულ ინიციატივაზე:
როგორც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ცენტრალური ტელევიზიის cctv ის მიერ, დაანონსებულ რუკაზე ჩანს პროექტი ჩინეთს,ცენტრალური აზიის გავლით აკავშირებს ირანთან და თურქეთთან,რომლის გავლით ის უკავშირდება ევროპას, ასევე არსებობს სხვა მარშრუტიც,რომელიც რუსეთის გავლით ბალტიისპირეთთან და დანარჩენ ევროპასთან დაკავშირებას გულისხმობს. საზღვაო აბრეშუმის გზა აღმოსავლეთ ჩინეთის პორტებს აკავშირებს სამხ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებთან და იქიდან უკვე ორ მიმართულება იყო ერთი მარშრუტი მიდის აღმ აფრიკაში, რუკის მიხედვით კენიაში და მეორე მარშრუტი სუეცი არხის გავლით ხმელთაშუა ზღვაში შემოდის და იქიდან უკვე დანარჩენ ევროპაში ვრცელდება.
OBOR-ONE BELT ONE ROAD ასეთია პროექტის აბრევიატურა, საინტერესოა ის ფაქტიც,რომ ევრაზიული სახმელეთო ხიდის განვითარების მხრივ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა მრავამხრივი მუშაობით ხასიათდება, მათ შორის გამორჩეულია პაკისტანში ღრმა წყალოვანი პორტის მშენებლობა,რომელიც 14000 კმ-იან მარშრუტს,რომელიც აქამდე სჭირდება სპარსეთის ყურიდან ენერგოტვირთების გადატანას შეამცირებს ფაქტობრივად 7ჯერ. ამავე კონტექსტში საინტერესოა,რომ ჩინური მულტინაციონალური კორპორაციები მზადყოფნას გამოთქვამენ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაში მიიღონ მონაწილეობა და გასცენ მთლიანი დანახარჯის 60 პროცენტიანი კრედიტები. (Hongzhou, Z. (2015). Building The Silk Road,Road Rconomic Belt, Broblems and Priorities in Central Asia. Nanyiang: S.Saracutnam School of International Studies.)
პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის გადაიდგა უკვე სერიოზული ნაბიჯები,კერძოდ შექმნილია SILK ROAD FUND, რომელშიც პირველ ეტაპზე აკუმულირებული იქნება 40 მილიარდი დოლარი, აღნიშნული ფონდი ხელს შეუწყობს ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებასა და მოწესრიგებას საერთო მარშრუტების.ამავდროულად საინტერესოა აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის შექმნა,რომელშიც 45-ე წევრად საქართველოც ფიქსირდება, რომელიც ორიენტირებული იქნება განვითარებულ ქვეყნებში ინვესტირებისთვის, ბაკის საერთო კაპიტალი ამ ეტაპისთვის $100 მილიარდს აღწევს.( Sahbaz, U. (2014). The Modern Silk Road, One Way or Another? Bucharest: The Black Sea Trust for Region and Coopoeration.)
სი ძინფინგის ინიციატივამ მსოფლიოში სერიოზული გამოხმაურება ჰპოვა რამდენიმე მიზეზის გამო:
- პროექტის განხორციელებას იწყებს გლობალური აქტორი და არა რომელიმე მცირე რეგინალური მოთამაშე
- პროექტის განსახორციელებლად გამოყოფილია მილიარდობით ამერიკული დოლარი და ის ქმედითია განსხვავებით სხვა მსგავსი ინიციატივებისა.
- გეოპოლიტიკური თვალსაზრისით შესაძლოა აღნიშნულმა ინიციატივამ გარკვეული გადაადგილებები გამოიწვიოს მოთამაშეებს შორის.
გლობალური და რეგიონალური აქტორების დამოკიდებულება აბრეშუმის გზის ახალი პროექტის მიმართ და მათი მიზნების იდენტიფიკაცია
21-საუკუნეში ახალი ძალებით დაიწყო აბრეშუმის გზის აღდგენისკენ მიმართული ქმედებების რეალიზება. საერთაშორისო ურთიერთობებში ჩახედული ადამიანებისთვის, უცხო არ არის,რომ ნებისმიერ სახელმწიფოს აქვს თავისი ეროვნული ინტერესები,რომლის განხორციელებას ის სხვადასხვა მეთოდებით ცდილობს. დღევანდელ პოლიტიკურ სივრცეში,როგორც ჩანს ბევრ რეგიონალურ თუ გლობალურ აქტორს ჰქონდა აქვს თავისი მიზნები აბრეშუმის გზის ფორმატში განახორციელოს კონკრეტული ქმედებები და მიიღს სარგებელი.
ამერიკის შეერთებული შტატების პოზიცია
ამერიკის შეერთებული შტატები,რომ დიდი ხანია დაინტერესებულია აბრეშუმის გზის აღდგენით, ეს კარგად გამოჩნდა 1999 წელს სენატში სენატორი ბრაუნბეკის მიერ წარგდენილი ანგარიშის განხილვის შედეგად. თუმცა მას მერე დრო გავიდა, 2011 წელს აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა ინდოეთში ვიზიტისას გაახმოვანა იდეა,რომ შტატები მხარს უჭერდა ცენტრალური აზიის სახელმწიფოებისა და ინდოეთის მრავალ ფორმატში თანამშრომლობას, მათ შორის აბრეშუმის გზის ფორმატშიც,რომელიც გულისხმობდა სავაჭრო ურთიერთობების გამყარებას, სავაჭრო-ენერგეტიკული დერეფნების კეთილმოწყობასა და ამუშავებას,რომელიც ცენტრალური აზიის ქვეყნებს,ავღანეთს,პაკისტანსა და ინდოეთს ჩააბამდა რეგიონალურ თანამშრომლობის ფორმატში. მეტიც ის აქტიურად უჭერდა ტაპის, პროექტს,რომელიც გულისხმობდა თურქმენული გაზის საბადოდან მილსადენის აშენებას ავღანეთისა და პაკისტანის ისლამური რესპუბლიკის გავლით ინდოეთისკენ. შეიძლება გამოიყოს რამდენიმე მიზეზი,რომლის გამოც შტატების ხელისუფლებას აქვს ასეთი პოზიცია:
- მისი სურვილია ავღანეთი ჩართული იყოს რეგიონალურ ეკონომიკურ პროექტებში და ავღანეთში მოქმედებდეს რამდენიმე რეგიონალური აქტორი,რომელიც დაინტერესებული იქნება მშვიდობისა და სტაბილიზაციისთვის,რაც პოსტ აისაფის მიის პერიოდში გაზრდის ავღანური მშვიდობის შესაძლო პერსპექტივის შანსებს.
- მისი სურვილია პასუხიმგებლობა ავღანურ და სხვა ზოგადად რეგიონალურ კონტექტსში გადაუნაწილოს ჩინეთსაც და ინდოეთსაც.საინტერესოა ის ფაქტი,რომ შტატების აქტიურად ცდილობდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ხელისუფლება დაერწმუნებინდა,რომ ისინი ჩართულიყვენ ავღანურ სამშვიდობო მისიაში თუმცა ეს ვერ მოხერხდა.
ასეთი დამოკიდებულება ჰქონდა შტატებს პროეტზე,თუმცა ჯერ-ჯერობით უცნობია OBOR ინიციატივას, როგორ შეხვდა შეერთებული შტატების ხელისუფლება, ამერიკულ ანალიტიკურ გამოცემებში უკვე გამოჩნდა კრიტიკული მოსაზრებები სის ინიციატივის მიერ და ის შედარებულია სხვადასხვა უკვე კარგად ნაცნობ პროექტებს, რომელთა მიზეზი გეო-ეკონომიკურ და გეო-პოლიტიკურ კონტექსტში მსოფლიო ძალთა ბალანსის ცვლილება იყო.( Swanstorm, N. (2011). China and greater central Asia,new frontiers? Singapore: Institute for security and development policy.)
თურქეთისა და სამხრეთ კავკასიური სახელმწიფოების პოზიცია
თურქეთის ხელისუფლებამ 2008 წელს საკურორტო ქალაქ ანტალიაში გამართულ ფორუმზე ვაჭრობისას გამოთქვა სურვილი,აბრეშუმის გზის ფორმატში უფრო გაღრმავებლიყო თანამშრომლობა სახელმწიფოებს შორის თურქეთიდან სამხრეთ კორეის ჩათვლით. მათ შორის საერთო სარკინიგზო ქსელის ჩამოყალიბებით, ამის შემდგომ მსგავსი ფორმის შეხვედრებს უმასპინძლეს ბაქოს ქარავანსარაის ფორუმმა და ასევე ბათუმის ტრასეკას ფორუმმაც. ოფიციალური ანკარა როგორც მაშინ,ახლაც პრეზიდენტ სი ძინპინის პროექტშიც ერთ-ერთი საკვანძო მოთამაშეა,ასე რომ პროქტზე თურქეთის აქტიურ მხარდაჭერას უნდა ველოდოთ.
რუსეთის ხედვა ევრაზიულ ინტეგრაციასა და თანამშრომლობაზე
რუსეთს,როგორც ასეთი არ აქვს სტრატეგია აბრეშუმის გზის შესახებ,თუმცა რუსი გეოპოლიტიკოსები გასული საუკუნის დასაწყისშიც და ახლაც, ძალიან აქტიურად ლობირებენ ევრაზიანიზმის იდეას და ევრაზიაში საერთო ეკონომიკური სივრცის შექმნის იდეას.სწორედ ამის გამოვლინებაა ევრაზიული კავშირი,რომელიც ევროკავშირის ალტერნატივა უნდა იყოს,თუმცა რამდენად არის ეს რეალობასთან,ახლოს ეს მკიტხველის შესაფასებელია. OBOR ში რუსეთის არის ჩართული,თუმცა ფაქტია,რომ ამ პროექტში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა იქნება წამყვანი ლოკომოტივი,რომელიც არც არის გამორიცხული შეეცილოს ცენტრალურ აზიაზე გავლენის მოსაპოვებლად რუსეთის ფედერაციას,ამავდროულად ჩინეთის მზარდი ინვესტიციები სამხრეთ კავკასიაში ახალ მოთამაშეს აჩენს რუსეთისთვის საციცხლო სივრცეში და საინტერესო რა პოზიცია იქნება ოფიციალური მოსკოვის აღნიშნულ საკითხზე. მიუხედავად დღესდღეობთ სტრატეგიული პარტნიორობისა ვფიქრობ, OBOR რუსეთის მტკივნეულ წერტილებს შეეხება და სულაც არ შედის მის გრძელვადიან იმპერიალსიტურ ინტერესებში.( Swanstorm, N. (2011). China and greater central Asia,new frontiers? Singapore: Institute for security and development policy.)
ევროკავშირის პოზიცია
შეიძლება თამამად ითქვას,რომ ჩინეთამდე აბრეშუმის გზის აღდგენის იდეას ევროკავშირი ლობირებდა აშკარად და სწორედ ის იყო რეგიონალური აქტორი,რომელიც ფინანსებს არ იშურებდა ტრასეკას პროექტის აღსადგენად. ტრასეკას შემთხვევაშიც და OBOR განხცორციელებისას დანიშნულების ადგილი ევროპული სახელმწიფოებია,აქედან გამომდინარე ევროკავშირის წევრი და არაწევრი სახელმწიფოების აქტიურად თანამშრომლობენ სხვადასხვა ფორმატში საერთო ქმედებების დასახვეწად. ერთ-ერთი ასეთი ფორმატია 16+1 სადაც ევროპული სახელმწიფოები და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა მართავს შეხვედრებს, ზემოტხსენებულ პროექტზე. სანტერესოა ის ფაქტი,რომ სწორედ რამდენიმე დღის წინ შედგა 16+1 ფორუმი,რომელზეც მიიღწა კონკრეტული შეთანხმებები,მაგ ჩინეთის მხარე ააშენებს ბელგრადსა და ბუდაპეშტს შორის მაღალ სიჩქარიან სარკინიგზო მაგისტრალს.
ცენტრალური აზიის სახელმწიფოების პოზიცია
ცენტრალური აზიის სახელმწიფოები საკმაოდ აქტიურად არიან ნებისმიერ პროექტში ჩართული,რომელიც ეხება მათი გავლით რაიმე სახის პროექტის განხორციელებას.მათ შორის ყველაზე მეტად აქტიურობს ნურსულთან ნაზარბაევი,რომლის ევრაზიული საერთო ეკონომიკური შექმნის ინიციატივები არახალია პოლიტიკოსებისთვის.თურქმენეთის,ტაჯიკეთი,უზბეკეთის ხელისუფლებებიც ანალოგიურ მხარდაჭერას აცხადებენ. განსაკუთრებით თურქმენეთისა და ყახაზეთის ენერგეტიკული კუთხით ვაჭრობა არის საინტერესო,როგორც ევროპის სახელმწიფოებთან ასევე ჩინეთის,პაკისტანი და ინდოეთის ხელისუფლებებთანაც.ასე,რომ ისინი მხოლოდ და მხოლოდ მხარდაჭერასა და თანადგომას აცხადებენ.( Riduan, S., & Cem, K. S. (2014). Bridging Civilization from Asia to Europe, The Silk Road. Ankara: Chinese Bussines Review.
ექსპერტების მოსაზრებების Belt and Road შესახებ
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მესვეურების მიერ განცხადებული ინიციატივა, რომელმაც ცვლილებები უნდა გამოიწვიოს ევრაზიულ სივრცეში, მვლევარებსა და ჟურნალისტებს შორის იწვევს სხვადასხვა ასოციაციებს, კერძოდ:
- ინიციატივა რბილი ძალის მექანიზმია, რომელსაც მოამავალში სახელმწიფოებზე ზემოქმედებისთვის გამოიყენებს
- ინიციატივა ჩინური მარშალის გეგმაა და მიზნად ისახავს ეკონომიკური მექანიზმებით ზემოქმედების გაზრდასა და გავლენის მოპოვებას პროექტში ჩართულ ქვეყნებზე.
- ევრაზიული კავშირი vs ახალი აბრეშუმის გზა, აღნიშნული მოსაზრებას ავითარებენ ექსპერტები, რომლებიც ორი პროექტს სამომავლო კონკურენციაში ხედავენ.
რბილი ძალის შესახებ თეორია ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორმა ჯოზეფ ნაიმ განავითარა, ძალა კომპლექსური ცნებაა და რთული კონგლომერატია, რომელიც შეიცავს, როგორც უხეშ ისევე რბილ ძალის ელემენტებსაც. რბილი ძალა” ძალაუფლების ისეთი სახეა, რომელიც არ საჭიროებს არც ძალდატანებას და არც ეკონომიკური სტიმულის გაცემას. როგორც ჯოზეფ ნაი აღნიშნავს, რბილი ძალა არის „უნარი, მიაღწიო შედეგს არა ძალდატანების ან გადახდის, არამედ დარწმუნებისა და მიმზიდველობის მეშვეობით”. უპირველეს ყოვლისა, „რბილი ძალა” სწორედაც რომ მიმზიდველი ძალაა.( Tiezzi.sh. November 06, 2014,The Diplomat”., “The New Silk Road: China’s Marshall Plan?”, http://thediplomat.com/2014/11/the-new-silk-road-chinas-marshall-plan/)
მის მიმზიდველობას სხვადასხვა რანგის ფაქტორები და მახასიათებლები განაპირობებს, უმთავრესად კი ღირებულების სისტემათა თანხვედრა, ისე, როგორც ამ ღირებულებების განხორციელების პროცესში თანაზიარობის განცდა. მიუხედავად იმისა, რომ რბილი ძალის გამომყენებელ მთავარ აქტორებად მსოფლიოში დასავლური სახელმწიფოები მეტწილად ამერიკის შეერთებულ შტატებს განიხილავენ, რომელიც ზოგ შემთხვევაში თავისი იდეოლოგიითა და ლიბერალური-დემოკრატიის პლატფორმიდან ხშირად აღწევენ იმ შედეგს, რომელსაც სხვა სახელმწიფოების სამხედრო ძალით, რუსეთთან მიმართებით რბილი ძალის გამოყენება უმეტესწილად განიხილება შემდეგი ფორმატით, ყოფილ საბჭოთა კავშრის ქვეყნებში რუსეთის ფედერაცია იყენებს ტრადიციულ ღირებულებებსა და აპოკალიპტურ თეორიებს, რომლის შემდეგაც პოსტსაბჭოთა მართლმადიდებლურ სივრცეში ვითარდება მოსაზრება, რომ მსოფლიო პოლიტიკური პროცესები განპირობებულია მართლმადიდებლობისა და ეროვნულობის დამცველი რუსეთისა და გარყვნილების მაპორპაგანდირებელი დასავლეთის ბრძოლით, ამ კოცნეპტიდან რთულია რეალურად ჩინეთს რა ბერკეტები აქვს რბილი ძალის განხორციელების, კონფუციანური და კომუნიზმი ჩინური სპეციფიკით, სულაც არ უნდა იყოს მიმზიდველი ცენტრალური აზიისა თუ სხვა რეგიონის სახელმწიფოებისთვის, თუმცა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის შემთხვევაში სვენ გრიმი გამოჰყოფს, რამდენიმე მიზეზს,რომელიც საგარეო პოლიტიკის პოსტულატებიდან გამომდინარე ხელს შეუწყობს ძალდაუტანებელი ზეგვალენის ზრდას აბრეშუმის გზის სახმელეთო და საზღვაო მონაკვეთზეც, ჩინეთის სახალხლო რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკაში არსებობს ძირითადი პრინციპები,რომელიც ეწინააღმდეგება შიდა პოლიტიკაში ჩარევას,რომელიც ასე მიმზიდველია მთელი რიგი სახელმწიფოებისთვის,მათთვის მთავარია ორმხრივ ურთიერთობებზე დაფუძნებული, აქედან გამომდინარე ამ კუთხით ირიბი ზემოქმედება რომ გაიზარდოს მთელ რიგ სახელმწიფოებზე არ არის გამორიცხული.
აბრეშუმის გზის 40 მილიარდიანი ფონდი უკვე არაერთხელ შეადარეს ჩინურ მარშალის გეგმას. ამის შესახებ სტატიები დაიდო,როგორც რიგით გამომცემლობებში ასევე გავლენიან გამოცემებში, მაგალითად “foreign policy” ში. საკითხმა ისეთი მსვლელობა მიიღო,რომ ჩინეთის ეროვნული სახალხო კონგრესის რეპორტშიც მოხვდა, სადაც საგარეო საქმეთა მინისტრი ვანგ ი შეშფოთებას ვერ მალავდა აღნიშნულ საკითხზე შემდეგი მიზეზების გამო. კერძოდ, ვანგ ი ინფრასტრუქტურის გასამართავად შექმნილ ფონდისა და პოლიტიკური მიზნების განსახორციელებული მარშალის გეგმის შედარებას ისეთივე მოვლენას უწოდებს,როგორც ვაშლი და ფორთოხალი გააიგივე ერთმანეთთან. მინისტრი აღნიშნავს,რომ აბრეშუმის გზის ახალი სიცოცხლე იქნება კომერციული პროექტი და არა ჰუმანიტარული პროექტი,რომლის ქვეტექსტიც შიდა პოლიტიკაზე გავლენის მოხდენა იყო თავის დროზე. საინტერესოა ის ფაქტიც,რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ძალიან უფრთხილდება იმიჯს,რომელიც მას წლების განმავლობაში ჩამოუყალიბდა მსოფლიო პოლტიკაში. ეს იმიჯია შიდა საქმეში ჩაურევლობის მომხრე,კომერციულ ურთიერთობებზე ორიენტირებული სახელმწიფოს იმიჯი. ჩინელებისთვის ფაქტია,რომ მიუღებელია დასავლეთის პოლიტიკა,რომელიც ზოგ შემთხვევაში ორიენტირებული იყო მთელ რიგ სახელმწიფოებთან შიდა პოლიტიკურ პროცესებზე ზეგავლენის მოხდენით.
საკმაოდ საინტერესოა სტოკჰოლმში დაფუძნებული კვლევითი ორგანიზაციის ანალიტიკოის ანტონიო გალოს მოსაზრება,რომ OBOR VS EURASIAN UNION ეს იქნება მომავალი ევრაზიულ სივრცეში, ის აქცენტს აკეთებს რუსეთისა და ჩინეთის კონკურენციაზე მოიპოვოს მეტი გავლენა ცენტრალური აზიის სახელმწიფოებსა და ენერგეტიკულ რესურსზე.ამავდროულად არ გამორიცხავს,რომ რუსეთის საგარეო პოლიტიკიდან გამომდინარე,რომელიც საკმაოდ აგრესიულია და ერევა შიდა პოლიტიკურ პროცესებში მეზობელი თუ არამეზობელი სახელმწიფოებისა, დროთა განმავლბაში აბრეშუმის გზა ახალი ეკონომიკური სარტყელი უფრო მისაღები და მომგებიანი აღმოჩნდეს სახელმწიფოებისთვის და ინტერესი დააკარგვინოს ერებს ეძიონ რუსეთთან დაახლოება მეტი სარგებელისთვის. (Fodorenko, V. (2013). The New silk Road Initiatives in Central Asia. Washington DC: Rethink institute.)
დასკვნის სახით
ბოლო პერიოდში კიდევ ბევრი საკითხია რომელიც განსაკუთრებით აქტუალურია პეიძინგის (პეკინის) საგარეო პოლიტიკაში. პრეზიდენტ სი ძინფინგის (სი ძინპინის) მმართველობა აშკარად უფრო აქტიური და ეფექტურია ამ მხრივ ვიდრე მისი წინამორბედების. კომუნისტური პარტიის კონგრესზე გაკეთებული განცხადებებით თუ ვიმსჯელებთ (რომელიც ა.წ ოქტომბერში ჩატარდა), მომავალ დეკადაში პეიძინგი (პეკინი) შეეცდება შემდეგი საკითხების აქტიურ ლობირებას:
- ეკონომიკური გლობალიზაციის მხარდაჭერა
- ინიციატივის „სარტყელი-გზა“ ფარგლებში უფრო მყარი ეკონომიკური კავშირების დამყარება მსოფლიოს სხვადასხვა სახელმწიფოებთან.
- განვითარებულ ქვეყნებთან განსაკუთრებული სიახლოვე (თავისუფალი ეკონომიკური ზონები, ინდუსტრიული პარკები და ა.შ)
- სამხრეთ ჩინეთის ზღვის კუნძულების საკითხის უფრო პრინციპული დაცვა
- სეპარატიზმისა და სეცესიონიზმის წინააღდეგ კამპანია, როგორც ქვეყანაში ასევე მის ფარგლებს გარეთ
- შიდა პოლიტიკური ძალაუფლების უფრო მეტი ცენტრალიზაცია და „სოციალიზმი ჩინური სპეციფიკით“ იდეის უფრო აქტიური პოზიციონირება ქვეყნის მმართველობის ყველა მიმართულებით.
[1] . კალანდია, ა. (2015). ჩინეთის ტრანსფორმაცია 21-ე საუკუნეში. თბილისი: მწიგნობარი.გვ 55
[1] China Africa trade by sector იხ: http://www.africaresearchinstitute.org/publications/ambassador-zhong-jianhua-on-trade-aid-and-jobs/
[1] ნორმალიზაციის ხელშეკრულებები ითვალისწინებდა, რომ აშშ გააგრძელებდა ტაივანისათის თავდაცვითი, მაგრამ არა თავდასხმითი იარაღის მიყიდვას.
[1] ჩართულობის პოლიტიკის აქცენტი გადატანილია ინტეგრაციასა და დიპლომატიაზე.
[2] შეკავება წარმოადგენ საბჭოთა კავშირის მიმართ გატარებული ცივი ომის სტრატეგიის შერბილებუულ და შეზღუდულ ვარიანტს. ეს სტრატეგია არის ხისტი,ფრთხილი და ყურადღებას აქცევს საფრთეებს.
[1] გასულ წელს პრეზიდენტმა სი ძინპინმა გამოცხადა, რომ პაკისტანის ინფრასტრუქტურულ და ლოჯისტიკურ პროექტებში ჩინეთი აპირებს 19 მილიარდი დოლარის ინვესტიციას, ამასვე ემატება სახელმწიფო კომპანიის მიერ გვადარის პორტის მართვა, რომელიც ირანული ჩაჰაბარის პორტის პირდაპირი კონკურენტი
[1] აღნიშნულ საკითხზე დეტალურად საუბრობს ბონი კლასერი, თავის პუბლიკაციაში ” სამხედრო ჯახი სამხრეთ ჩინეთის ზღვაში” იხ, ბმული: http://www.cfr.org/world/armed-clash-south-china-sea/p27883
[1] არჩილ კალანდია “ჩინეთის ტრანსფორმაცია 21-ე საუკუნეში” , 2015 , უნივერსალი,
[2] სინძიან უიღურეთის ავტონომიური რესპუბლიკა, რომელიც მდებარეობს ჩრდილო-დასავლეთ მხარეს დასახლებული თურქმენი მუსლიმებით, რომლებიც ხშირ შემტხვევაში ტერორისტული მეთოდებით, ცდილობენ საკუთარი თვითგამორკვევის უფლების მოპოვებას.
ავტორები: შალვა ჩიხლაძე, თეონა გელაშილი
Discussion about this post