ბოლო რამდენიმე წელია აქტიურად მიმდინარეობს მსჯელობა, რომ მსოფლიოს ეკონომიკური ცენტრი აზიისკენ იხრება, რადგან ევროპულმა სახელმწიფოებმა ცივი ომის შემდეგ პოლიტიკური მნიშვნელობის შენარჩუნება შეძლეს, ხოლო ახლო აღმოსავლეთში არსებული რეგიონალური ვითარება ლიბანის, ერაყისა და ავღანეთის ომების, სირიის კრიზისის ფონზე მხოლოდ უსაფრთხოების კონტექსტში განიხილება, მაშინ როდესაც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფოებრივი განვითარების მოდერნიზებულმა გეგმამ, ქვეყანა გავლენიან სახელმწიფოდ აქცია. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეკონომიკური ზრდის შთამბეჭდავი მაჩვენებლები აზიას სტრატეგიულ მნიშვნელობას სძენს, ხოლო საერთაშორისო საზოგადოება განსაკუთრებული ინტერესით აკვირდება აზიური განვითარების ტენდენციებს, რომელიც საერთაშორისო სისტემას უნიპოლარულიდან მულტიპოლარულისკენ ცვლის. ჩინეთის ირგვლივ დებატები ორი მიმართულებით – ლიბერალიზმის და რეალიზმის ჭრილში მიმდინარეობს. ლიბერალები ყურადღებას ამახვილებენ ჩინეთის ეკონომიკურ პოტენციალზე, მათი მოსაზრებით ქვეყნის პირდაპირი საგარეო ინვესტიციების (FDA) სხვა ქვეყნებთან ურთიერთქმედება მეტად უფრო გახსნის ქვეყნის „დახურულ საზღვრებს“, ამის საწინააღმდეგოდ, რეალისტები ხაზს უსვამენ ძალაუფლების ცვალებად დინამიკას და ამტკიცებენ, რომ ჩინეთი კიდევ უფრო ხისტად განაგრძობს პოზიციონირებას ლოკალურ, რეგიონალურ და გლობალურ ასპარეზზე, რადგან აღნიშნავენ, რომ ძალაუფლების ზრდასთან ერთად იზრდება გავლენის სფეროებიც. აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ აზიური დებატები აშშ-ისთვის წარმოქმნის კომპლექსურ და რთულ პრობლემებს, რაც თავის მხრივ ამერიკის საგარეო პოლიტიკის ძალაუფლების ლიმიტს და შესაძლებლობებს განსაზღვრავს. [1]
სახელმწიფოთაშორის დავების გადაწყვეტის პროცეში, ისტორიული წინაპორობა მნიშვნელოვან როლს თამაშობს, შესაბამისად საკითხის სწორად გასაანალიზებლად მნიშვნელოვანია განვმარტოთ ყველა კრიტიკული ეპიზოდი, რომელიც უკავშირდება სამხრეთ ჩინეთის ზღვის კრიზისს, მათ შორის დადებულ ხელშეკრულებებს, დაწესებული სანქციებს და სხვა.
წყნარი ოკეანის განაპირად, აღმოსავლეთ სანაპიროდან გრძედზე 900 საზღვაო და განედზე 1700-მდე საზღვაო მილით დაშორებული, კონტინენტურ ჩინეთის, თაივანის კუნძულის სამხრეთით, ფილიპინების დასავლეთით, მალაიზიისა და ბრუნეის სამხრეთ-დასავლეთით, ინდონეზიის ჩრდილოებით, მალაკის ნახევარკუნძულის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ვიეტნამის აღმოსავლეთით, სინგაპურის მალაკის და სრუტეებიდან თაივანის სამხრეთით მდებარე 3,500,000 კმ2 სამხრეთ ჩინეთის ზღვაში მდებარე ათასობით არქიპელაგებად დაჯგუფებული კუნძულებს შორის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი კუნძულებია – პრატას, პარასელის, მაკილსფილდის და სპრტალის კუნძულები. დღესდღეობით პრატას კუნძულებზე ვრცელდება ჩინეთის იურისდიქცია, ხოლო მაკილსფილდის ერთ კუნძულზე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასა და ფილიპინებს შორის საერთაშორისო დავა მიმდინაარეობს, რაც შეეხება პარასელის კუნძულებს, მასზე ვიეტნამი აცხადებს პრეტენზიას. [2]
დღესდღეობით, სამხრეთ ჩინეთის საზღვაო აკვატორიასთან მიმართებით ცალსახად დემარკირებული სამართლებრივი გადაწყვეტილება არ არსებობს, თუმცა გარდა რეგიონალური აქტორებისა, ზემოაღნიშნულ საზღვაო აკვატორიაში საკუთარი სამხედრო მიზნებიდან გამომდინარე ისეთი ზესახელმწიფოების ინტერესებიც იკვეთება როგორიცაა ამერიკის შეერთებული შტატები.
სამხრეთ ჩინეთის ზღვის ირგვლივ გაზრდილი ლოკალური, რეგიონალური თუ გლობალური ინტერესის განმაპირობებელი ფაქტორი ის გეოსტრატეგიული მდებარეობა და ბუნებრივი თუ არაბუნებრივი სიმდიდრეა, რომელიც სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ეკონომიკური და ენერგო უსაფრთხოების მაუზრუნველმყოფებელ ფაქტორად შეიძლება იქცეს.[3] საერთაშორისო უსაფრთხოებაში, საზღვაო დავების ანალიზისას აუცილებელია გავითვალისწინოთ მისი ნაციონალიზაციის (სახელმწიფოთა ერთმნიშვნელოვანი ზეგავლენა) ან ინტერნაციონალიზაციის (საერთაშორისო სამართლის/თანამეგობროვის მიერ მინიჭებული უფლება ისარგებლოს კონკრეტული რესურსით) განმაპირობებელი გარემოებები.[4] თავის მხრივ, საზღვაო დავების დიფერენცირება სამ ქვეკატეგორიად ხდება.[5]
- მკაფიოდ დემარკირებული საზღვაო საზღვარი, რომლის ურღვევობის გარანტი სახელმწიფოთა ეროვნული სუვერენიტეტია, რაც აგრეთვე გულისხმობს კუნძულების, ტერიტორიული წყლების და აკვატორიულ შელფზე არსებულ სასარგებლო წიაღისეულების კონტროლს.
- გაეროს საზღვაო სამართლის მიხედვით, 200 საზღვაო მილით განსაზღვრული ნებართვა, რომელიც ქვეყნებს უფლებას ანიჭებს ისარგებლონ სახმელეთო საზღვრის მომიჯნავედ არსებული წყლებით. [6]
- წინასწარ არ განსაზღვრული საზღვარო რესურსი, იგივე ნეიტრალური წყლები, რომელიც United Nations Convention on the Law of the Sea – The theory of Freedom of the Open Sea თანახმად არ წარმოადგენს არცერთი ქვექყნის საკუთრებას.
თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობებში სახელმწიფოთა შორის არსებული საზღვაო დავების გადაწყვეტის და წყლებზე სუვერენიტეტის მოპოვების რამდენიმე ვარიანტი არსებობს.
- ნაციონალიზაცია – საზღვაო აკვატორია ქვეყნის ტერიტორიას განეკუთვნება და მასზე სხვა საერთაშორისო სამართლებრივ სუბიექტებს არ გააჩნიათ პრეტენზია.
- ძალის გამოყენება – გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებით გათვალისწინებული მე-2 და მე-4 პუნქტების უხეშად დარღვევით, კონკრეტულ საზღვაო აკვატორიაზე გავნელის სფეროების გაძლიერება.
- არბიტრაჟი – სამართლებრივი დავის მოლაპარაკება, მედიაციის გზით მოგვარება ან არსებული დაპირისპირების პროცესში, სუვერენული უფლებების საერთაშორისო სასამართლოს გზით განსაზღვრა.

2013 წლის იანვარში, ფილიპინებმა ჩინეთის წინააღმდეგ ოფიციალურად დაიწყო საარბიტრაჟო პროცესი nine-dash line წინააღმდეგ, [7] რამაც სამხრეთ ჩინეთის ზღვის ირგვლივ მიმდინარე დაპირისპირება სამართლებრივ ჩარჩოში მოაქცია, მაგრამ ჩინეთმა არბიტრაჟში მონაწილეობაზე უარი განაცხადა, თუმცა UNCLOS-ს დანართი VII-ს ფარგლებში საარბიტრაჟო ტრიბუნალი შედგა [8] და სასამართლო პროცესი ჩაინიშნა, რომლის გადაწყვეტილებით არ არსებობს არანაირი ისტორიული მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს რომ ჩინეთი ისტორიულად სარგებლობდა წყლებისა და რესურსის ექსკლუზიური უფლებით. [9] კოლეგიის მიერ გამოტანილ დასკვნაში აღნიშნულია, რომ ჩინეთმა დაარღვია ფილიპინების სუვერენული უფლება, რითაც სახელმწიფოს მიაყენა მნიშვნელოვანი ზიანი. ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტმა არ სცნო ტრიბუნალის მიერ მიღებული გადაწყვეტილება და არსებული დავის მოგვარების მიზნით სახელმწიფო ლიდერთა შორის მოლაპარაკებების ინიციატივა გამოთქვა.[10] საყურადღებოა, რომ ზემოხსენებულ საკითხთან დაკავშირებით თაივანმა გაიზიარა ოფიციალური პეკინის პოზიცია, რადგან ზედამხედველობასსპრტალის კუნძულზე არსებულ ვითარებას უწევს.
დ ა ს კ ვ ნ ა
დღესდღეობით, სამხრეთ ჩინეთის საზღვაო აკვატორიასთან მიმართებით ცალსახად დემარკირებული გადაწყვეტილება არ არსებობს, შესაბამისად სამხრეთ ჩინეთის ზღვის ირგვლივ გაზრდილია ლოკალური, რეგიონალური თუ გლობალური ინტერესი, რადგან ზღვის შელფზე არსებული ბუნებრივი თუ არაბუნებრივი სიმდიდრე სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ეკონომიკური და ენერგო უსაფრთხოების მაუზრუნველმყოფებელ ფაქტორად შეიძლება იქცეს.
21-ე საუკუნეში ენერგო რესურსების ქონას სტრატეგიული მნიშვნელობა გააჩნია, ხოლო სამხრეთ ჩინეთის ზღვის კონტინენტურ შელფზე არსებული ნავთობს და გაზს საერთო ფართობის 852, 400 კვ.მ უჭირავს, რაც საზღვაო აკვატორიის 48% შეადგენს. [11] აგრეთვე, სამხ. ჩინეთის სტრატეგიულ მნიშვნელობას ზრდის საზღვაო მარშუტები მალაკის სრუტიდან ჩინეთამდე და ლომბოკიდან იაპონიამდე. შესაბამისად, ის ერთგვარი დამაკავშირებელი დერეფანია აღმოსავლეთ აზიას, აფრიკასა და ევროპას შორის როგორც ექსპორტზე ორიენტირებული ეკონომიკური ჰეგემონებისთვის, ასევე განვითარებადი სტატუსის მქონე სახელმწიფოებისთვის. შესაბამისად, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა თავისი ამბიციური საგარეო ეკონომიკური და უსაფრთხოების პოლიტიკის გათვალისწინებით, სამხრეთ ჩინეთის ზღვაში მიმდინარე მოვლენებზე უფრო ინტენსიურ რეჟიმში შეეცდება გავლენის სფეროების გაძლიერებას.
გამოყენებული ლიტერატურა
- Jihyun Kim, Territorial Disputes in the South China Sea, Implications for Security in Asia and Beyond, summer 2015 pg. 108.
- Resources (Energy, Fishing) and Maritime Law. Dr. Su Hao. China Foreign Affairs University. Beijing. 34 2013.
- Resources (Energy, Fishing) and Maritime Law. Dr. Su Hao. China Foreign Affairs University. Beijing pg.2-5. 2013.
- TAN Bo-Ping, A Study on China’s Laws and Rules concerning Marine Resource Protection, People’s University of China, Ph. D. Dissertation, 2007
- Resources (Energy, Fishing) and Maritime Law. Dr. Su Hao. China Foreign Affairs University. Beijing pg.13. 2013.
- WANG Shi-Cheng, Dragon will Rise from the Sea, Ocean University of Qingdao Publishing House, 1997
- The Timeline: South China Sea dispute. Financial Times. 12 Jupy 2016
- China’s Global Reputation Hinges on Upcoming South China Sea Court Decision”.
- The South China Sea Arbitration (The Republic of the Philippines v. The People’s Republic of China PCA. 12 July 2016. Retrieved 13 July 2016. (A UN-appointed tribunal 47 dismisses China’s claims in the South China Sea”.)
- Tom Phillips, Oliver Holmes, Owen Bowcott (12 July 2016). “Beijing rejects tribunal’s ruling in South China Sea case”. The Guardian.).
- (VALENCIA (Mark J.), “Oil and Gas Potential, Overlapping Claims, and Political Relations” in George Kent and mark J. Valencia (eds.), Marine Policy in Southeast Asia, University of California Press, Berkeley, 1985, pg.159.)
ავტორი: თამაზ გოგოლი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი
Discussion about this post