პარასკევი, თებერვალი 3, 2023
No Result
View All Result
Education Blog
  • მთავარი გვერდი
  • ჩვენს შესახებ
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ისტორია
  • კულტურა
  • განხილვები
სინოლოგია
No Result
View All Result
Home განხილვები

ჩემი ჩინური ენის ილუსტრირებული ლექსიკონი

teona gelashvili by teona gelashvili
აგვისტო 20, 2020
in განხილვები
1 min read
ჩემი ჩინური ენის ილუსტრირებული ლექსიკონი
Share on FacebookShare on TwitterLinkedin

„ჩემი ჩინური ენის ილუსტრირებული ლექსიკონი“ დიდი პროექტის ძალიან სასიამოვნო ნაწილია, რომელიც ჩინური ენით დაინტერესებულ ადამიანებს ქართულ ენაზე აძლევს შესაძლებლობას შეისწავლონ ჩინური ენა და გაიღრმავონ ლექსიკური მარაგი. ლექსიკონი 15 თემატური ერთეულლის ქვეშ დეტალიზებული 142 სასაუბრო თემისგან შედგება, როგორიცაა: სკოლა, სამუშაო, სპორტი, ტურიზმი და სხვა. და საერთო ჯამში აერთიანებს 4800 სიტყვას. ლექსიკონის გამოყენება თავისუფლად შეიძლება საგანმანათლებლო დაწესებულებაში დამხმარე სახელმძღვანელოდ და ასევე მისი გამოყენება შეუძლია ნებისმიერ მსურველს, რომელსაც სურს ჩინური ენის გაუმჯობესება და ლექსიკური მარაგის შევსება. ლექსიკონის შეძენა შესაძლებელია ჩინეთის საერთაშორისო განათლების ინსტიტუტში, რომელიც მდებარეობს თბილისში, ბალანჩივაძის 43 ნომერში და ასევე გამომცემლობა „ინტელექტში“. 

ლექსიკონზე მუშაობის პროცესზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გადავწყვიტეთ დავკავშირებოდით თავად ლექსიკონის მთარგმნელს და ქართული ტექსტის რექდაქტორს, ქართველ სინოლოგსა და ჩინეთის საერთაშორისო განათლების ინსტიტუტის დირექტორს, ქალბატონ ელი ელისაშვილს. აქვე გთავაზობთ ინტერვიუს:

  • პირველად როდის გაჩნდა იდეა დაგეწყოთ ლექსიკონზე მუშაობა და როდის გამოიცა ის?

ჩინური ენის ილუსტირებული ლექსიკონი არ არის ჩემი პირადი იდეა, ეს არის დიდი პროექტის ნაწილი. ეს ლექსიკონი უკვე მრავალი წელია არსებობს და ნათარგმნია რამდენიმე ათეულ ენაზე. 2016 წელს მქონდა შემოთავაზება ჩინეთიდან, რომ ამ პროექტში მიმეღო მონაწილეობა და მეთარგმნა ლექსიკონი. მანამდეც მიმუშავია სახელმძღვანელოებზე და მსგავსი ტიპის სხვა პროექტებზე, მაგრამ  ვყოფილიყავი მსოფლიოში ცნობილი და საკმაოდ პოპულარული ლექსიკონის მთარგმნელი ქართულ ენაზე, ჩემთვისაც ძალიან მისასალმებელი და სასიხარულო იყო. მე შევასრულე ქართული თარგმანი და რედაქტირება, ლექსიკონიც 2016 წელსვე გამოიცა. ამასთანავე გამოიცა „ჩემი ჩინური ენის პატარა ილუსტრირებული ლექსიკონიც“, რომელიც საბავშოა და უფრო დამწყები კლასის მოსწავლეებზეა გათვლილი. რაც შეეხება დიდ ლექსიკონს, აქ თავმოყრილია 4800 ხშირადგამოყენებული სიტყვა, საკმაოდ დეტალურადაა ჩაშლილი ბევრი სფერო და დიდ მასალას მოიცავს. 

  • რამდენად არის შესაძლებელი ლექსიკონის გამოყენება სწავლის პროცესში?

ეს ლექსიკონი ძალიან კარგი დამხმარე სახელმძღვანელოა მათთვის, ვისაც სურთ, ზოგადი სახელმძღვანელოს ფარგლებს გარეთ გაიმდიდრონ ლექსიკური მარაგი და უფრო მეტი დარგობრივი ცოდნა მიიღონ, რაც საბოლოოდ მეტი ვარჯიშის და ცოდნის გამყარების საშუალებას მისცემთ. ასევე კარგი ინსტრუმენტია სხვადასხვა სფეროში მოღვაწე თარჯიმნებისთვის.

  • ლექსიკონის ილუსტრაციები შაბლონიდან არის გადმოღებული თუ არის რაიმე შეცვლილი?

ილუსტრაციები ზუსტად იგივეა, რაც მოცემულია თავად დედანში, მაგრამ სასიხარულოა ის ფაქტი, რომ საქართველოსთან და ქართულ ეთნოკულტურასთან დაკავშირებული რამდენიმე სიტყვაც დავამატეთ. ამ მიმართულებით საინტერესო იყო თავად ილუსტრაციებზე მუშაობაც, მაგალითად, ბევრჯერ მომიწია ახსნა, თუ როგორ უნდა გამოესახათ ღვთისმშობელი მარიამი, რადგან შარავანდედს ხატავდნენ როგორც ქუდს, ვცდილობდი ამეხსნა, რომ არ უნდა ქონოდა მკვეთრი კონტური და საბოლოოდ შედარებით მიახლოებულ ვერსიაზე შევჯერდით. 

  • საინტერესოა ის ფაქტი რომ თუ ლექსიკონი 2016 წელს გამოვიდა პირველად, ჩვენთან რატომ არ იყო მისი შეძენა შესაძლებელი?

2016 წელს გამოვიდა მცირე ტირაჟით ჩინეთში, პეკინში და მისი შეძენა მხოლოდ ჩინეთში იყო შესაძლებელი, თანაც ფასი საკმაოდ მაღალი იყო და ბევრ ქართველ მომხმარებელს გაუჭირდებოდა შეძენა. გარდა ამისა, ჩინეთში სახელმწიფო დონეზე გამოსული წიგნის სხვაგან დაბეჭდა, რიგი საკითხების გამო თითქმის არარეალურად მეჩვენებოდა, მაგრამ გასულ წელს გადავწყვიტე ბედი მეცადა და დიდი შემართებით დავიწყე მოლაპარაკებები ნებართვის მოსაპოვებლად. საქმეში რამდენიმე მხარე იყო ჩართული: კონფუცის ინსტიტუტის სათაო ოფისი, გამომცემლობა „ქომერშალ პრეს“, ჩინეთის საელჩო და გამომცემლობა „ინტელექტი“. საბოლოოდ, მრავალმხრივი მოლაპარაკების შედეგად შეთანხმებას მივაღწიეთ ლექსიკონის გამოცემაზე. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს გაწეული მხარდაჭერისთვის.

  • წიგნში რაიმე ცვლილება ხომ არ შეგიტანიათ 2016 წლის შემდეგ?

არა, არანაირი ცვლილება არ არის წიგნში შეტანილი. ჩვენ მხოლოდ უფლება მოვიპოვეთ რომ საქართველოში დაგვებეჭდა. ესეც და პატარა ლექსიკონიც რომელიც უკვე ვახსენე. უბრალოდ პანედმიის გამო შევფერხდით ტექნიკური საკითხების გამო, მაგრამ ცოტახანში ისიც იქნება ხელმისაწვდომი. 

  • სად არის წიგნის შეძენა ხელმისაწვდომი?

წიგნის შეძენა შესაძლებელია ჩინეთის საერთაშორისო განათლების ინსტიტუტში, გამომცემლობა „ინტელექტში“ და მის პატნიორ წიგნის მაღაზიებში.  ჩემთვის ძალიან სასიხარულოა, რომ ჩინური ენის შემსწავლელთათვის ასეთი საჭირო ლექსიკონი უკვე ყოველმხრივ ხელმისაწვდომია ქართველი ხალხისთვის. 

Previous Post

რევოლუციიდან სამოცდაათი წელი-მნიშვნელოვანი პოლიტიკური პროცესების ქრონოლოგია

Next Post

ჩინეთ-რუსეთის პოლიტიკური ურთიერთობები 1911-1949 წლებში

teona gelashvili

teona gelashvili

Next Post
ჩინეთ-რუსეთის პოლიტიკური ურთიერთობები 1911-1949 წლებში

ჩინეთ-რუსეთის პოლიტიკური ურთიერთობები 1911-1949 წლებში

Discussion about this post

ბოლო პოსტი

გამოიცა პირველი ქართულენოვანი წიგნი ჩინეთის ისტორიის შესახებ

გამოიცა პირველი ქართულენოვანი წიგნი ჩინეთის ისტორიის შესახებ

იანვარი 2, 2023

კალენდარი

თებერვალი 2023
ო ს ო ხ პ შ კ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728  
« იან    

ტეგების ღრუბელი

ახალიბარეშუმისგზა თანგის დინასტია იუენის დინასტია კონფუციონიზმი ლადახის მთიანეთი მაო ძედუნი მატეო რიჩი მინგის დინასტია მონტეკორვინი მონღოლთაიმპერია სავაჭროგზები სამი სამეფოს რომანი სამხრეთ ჩინეთის ზღვა სარტყელიდაგზაინიციატივა სიას დინასტია სინოლოგია სიძინპინი სტალინი სუნგის დინასტია ტაივანი ქაღალდის გავრცელება ქაშმირი შანგის დინასტია ჩენგიუ ჩინეთ-ამერიკა ჩინეთი ჩინეთის ისტორია ჩინეთის რესპუბლიკა ჩინეთის საგარეო პოლიტიკა ჩინური აღმოჩენები ჩინური იეროგლიფური დამწერლობა ჩინურიკულტურა ჩინური ლიტერატურა ჩინური ნაციონალიზმი ჩუნციოუ ცაო ცაო ცინგის დინასტია ცინის დინასტია ცინ შიხუანგტი ძველი ჩინური ფილოსოფია ძიაკუვენი ჭანკუო ჭოუს დინასტია ჭუ იუენჭანგი ხანის დინასტია

კატეგორიები

  • განხილვები
  • ეკონომიკა
  • ისტორია
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • პოლიტიკა
სინოლოგია

სინოლოგია

ყველა კატეგორია

  • განხილვები (4)
  • ეკონომიკა (4)
  • ისტორია (36)
  • კატეგორიის გარეშე (7)
  • კულტურა (26)
  • პოლიტიკა (18)

ბოლო ჩანაწერები

გამოიცა პირველი ქართულენოვანი წიგნი ჩინეთის ისტორიის შესახებ

გამოიცა პირველი ქართულენოვანი წიგნი ჩინეთის ისტორიის შესახებ

იანვარი 2, 2023

© 2020 Sinologia - ყველა უფლება დაცულია

No Result
View All Result
  • მთავარი გვერდი
  • ჩვენს შესახებ
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ისტორია
  • კულტურა
  • განხილვები

© 2020 Sinologia - ყველა უფლება დაცულია