„ინიციატივა სარტყლისა და გზის შესახებ“ 21-ე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური და მასშტაბური გლობალური ინიციატივაა, რომელიც სულ უფრო მეტ ყურადღებას იმსახურებს მკვლევრებსა და ანალიტიკოსებს შორის. ჩინური მხრიდან პროექტზე სხვადასხვა სახელმწიფო უწყებები მუშაობენ თუმცა ერთ-ერთი გავლენიანი ორგანო რომელიც უშუალოდ პროექტების შემუშავებასა და ზედამხედველობაში მონაწილეობას NDRC-ია (National Development and Reform Commission) ეროვნული განვითარებისა და რეფორმების კომისია. 2015 წელს უწყებამ გამოაქვეყნა ხედვა ახალი აბრეშუმის გზის აღდგენის შესახებ, რომლის ქართულ თარგმანსაც დღეს პლატფორმა „სინოლოგია“ გიზიარებთ.
გამოცემცემლები: ეროვნული განვითარებისა და რეფორმების კომისია, საგარეო საქმეთა სამინისტრო, კომერციის სამინისტროსა და სახელმწიფო საბჭოს
წინასიტყვაობა
2000 წელზე მეტი ხნის წინ ევრაზიის შრომისმოყვარე და გამბედავმა ხალხმა შეისწავლა და გახსნა სავაჭრო და კულტურული გაცვლა-გამოცვლის რამდენიმე მარშრუტი, რომლებიც აზიის, ევროპისა და აფრიკის ძირითად ცივილიზაციებს ერთმანეთთან აკავშირებდნენ; ამ მარშრუტების ერთობლიობას უფრო გვიანდელმა თაობებმა «აბრეშუმის გზა» უწოდეს. ათასობით წლის განმავლობაში აბრეშუმის გზის ზოგადი სულისკვეთება – „მშვიდობა და თანამშრომლობა, გახსნილობა და ინკლუზიურობა, ურთიერთგადმოღება და ურთიერთსარგებლიანობა“ – გადაეცემოდა თაობიდან თაობას, სტიმულს აძლევდა რა ადამიანური ცივილიზაციის დაწინაურებას, აგრეთვე მნიშვნელოვანი წვლილი შეჰქონდა აბრეშუმის გზის გასწვრივ განლაგებული ქვეყნების ეკონომიკურ აყვავებაში და განვითარებაში. აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის კომუნიკაციას და თანამშრომლობას სიმბოლურად თუ გამოვხატავთ, აბრეშუმის გზის ზოგადი სულისკვეთება წარმოადგენს მსოფლიოს ყველა ქვეყნის საერთო ისტორიულ და კულტურულ მემკვიდრეობას.
როცა მსოფლიო ეკონომიკის აღდგენის ტემპები დაბალია, ხოლო საერთაშორისო და რეგიონალური სიტუაციები – რთული, ჩვენთვის მით უფრო მნიშვნელოვანია ახალი აბრეშუმის გზის ზოგადი სულისკვეთების განხორციელება 21-ე საუკუნეში, – ახალ ეპოქაში, რომლის მახასიათებელი ნიშნებია მშვიდობა, განვითარება, თანამშრომლობა და ურთიერსარგებლიანობა.
2013 წლის სექტემბერში და ოქტომბერში ცენტრალურ აზიაში და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ვიზიტის დროს ჩინეთის პრეზიდენი სი ძინფინგი გამოვიდა „აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყლის“ და „21-ე საუკუნის საზღვაო აბრეშუმის გზის“ (შემდგომში „სარტყელი და გზა“) ერთობლივად აშენების ინიციატივით, რომელსაც განსაკუთრებული ყურადღებით შეხვდნენ მსოფლიოს ყველა ქვეყანაში. 2013 წელს გამართულ გამოფენაზე China-ASEAN Expo ჩინეთის პრემიერმა ლი ქეციანმა ხაზი გაუსვა ASEAN-ის ქვეყნების დაწინაურებისათვის „საზღვაო აბრეშუმის გზის“ აშენების და ჩინეთის პერიფერიული რაიონების განვითარებისათვის – სტრატეგიული მასტიმულირებელი ფაქტორების შექმნის აუცილებლობას. „სარტყლის და გზის“ მშენებლობის დაჩქარებას შეუძლია ხელი შეუწყოს ეკონომიკური აყვავების წარმატებით უზრუნველყოფას ახალი აბრეშუმის გზის გასწვრივ განლაგებულ ქვეყნებში და ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებას რეგიონში, უფრო ინტენსიურს გახდის გაცვლა-გამოცვლის და ურთიერთგადმოღების პროცესს სხვადასხვა ცივილიზაციებს შორის, და სტიმულს მისცემს მშვიდობის დამყარებას და განვითარებას მსოფლიოში. ეს უდიდესი წამოწყებაა, რომელიც სარგებელს მოუტანს ხალხს მთელს მსოფლიოში.
ინიციატივა „სარტყელი და გზა“ სისტემური პროექტია, რომელიც ერთობლივად უნდა განხორციელდეს კონსულტაციების მეშვეობით, რათა დაკმაყოფილდეს ყველას ინტერესი, აუცილებელია ძალისხმევის გაღება „სარტყლის და გზის“ გასწვრივ განლაგებული ქვეყნების განვითარების სტრატეგიების ინტეგრირებული შემუშავებისათვის. ჩინეთის მთავრობამ შეადგინა და გამოაქვეყნა „აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყლის და 21-ე საუკუნის საზღვაო აბრეშუმის გზის ერთობლივად აშენების ხედვა და სამოქმედო გეგმა“, რათა სტიმული მიეცეს ინიციატივის რეალიზაციას, ენერგია და სასიცოცხლო ძალა შეიძინოს უძველესმა აბრეშუმის გზამ, რომელიც უფრო დაახლოებს აზიის, ევროპისა და აფრიკის ქვეყნებს და ურთიერთხელსაყრელ თანამშრომლობას ახალ სიმაღლეზე აიყვანს ახალი ფორმებით.
ზოგადი ხასიათის ცნობები
მსოფლიოში რთული და სერიოზული ცვლილებები მიმდინარეობს. იგრძნობა საერთაშორისო ფინანსური კრიზისის ყოვლისმომცველი გავლენა; მსოფლიო ეკონომიკის აღდგენის ტემპი შენელებულია, გლობალური განვითარება კი არათანაბარზომიერ ხასიათს ატარებს; საერთაშორისო ვაჭრობისა და ინვესტიციების სტრუქტურა და მრავლმხრივი ვაჭრობისა და ინვესტიციების განხორციელების წესები სერიოზულ გადასინჯვას ექვემდებარება; ქვეყნები კვლავ უდიდესი გამოწვევების წინაშე დგანან განვითარების გზაზე. „სარტყლის და გზის“ ერთობლივად აშენების ინიციატივა, რომელიც გულისხმობს მულტიპოლარული სამყაროსკენ სვლას, ეკონომიკურ გლობალიზაციას, კულტურულ მრავალფეროვნებასა და საინფორმაციო ტექნოლოგიების უფრო ფართოდ გამოყენებას, მიმართულია მსოფლიოში თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის მხარდაჭერისაკენ და მსოფლიო ეკონომიკის გახსნისაკენ, ღია რეგიონალური თანამშრომლობის ზოგადი სულისკვეთების საფუძველზე. მისი მიზანია ეკონომიკური ფაქტორების მოწესრიგებული და თავისუფალი გადაადგილებისათვის ხელის შეწყობა, რესურსების რაც შეიძლება რაციონალურად განაწილება და ბაზრების ღრმა ინტეგრაცია; „სარტყლის და გზის“ გასწვრივ განლაგებული ქვეყნების შეგულიანება, რათა მათ მიაღწიონ ეკონომიკური სტრატეგიების კოორდინაციას და უფრო თავისუფლად და უფრო ფუნდამენტურად ჩაერთონ უფრო მაღალი სტანდარტების რეგიონალურ თანამშრომლობაში; აგრეთვე გახსნილი, ინკლუზიური და დაბალანსებული თანამშრომლობის არქიტექტურის შექმნა რეგიონალურ დონეზე, ერთობლივად, რაც სარგებელს მოუტანს ყველას. „სარტყლის და გზის“ ერთობლივი აშენება მსოფლიო საზოგადოების ინტერესებშია. გამოხატავს რა ზოგად იდეალებს და ისწრაფვის ადამიანური საზოგადოების შექმნისაკენ, აღნიშნული ინიციატივა წარმოადგენს პოზიტიურ განზრახულობას, რომლის მიზანია საერთაშორისო თანამშრომლობისა და გლობალური მართვის ახალი მოდელების ძიება, და ის ახალ პოზიტიურ ენერგიას შესძენს მსოფლიოში მშვიდობისა და განვითარების უზრუნველყოფის საქმეს.
ინიტიატივის „სარტყელი და გზა“ მიზანია კომუნიკაციების გაუმჯობესება აზიის, ევროპისა და აფრიკის კონტინენტებზე და მათთან მიმდებარე ზღვებზე, პარტნიორობის დამყარება და გაძლიერება „სარტყლის და გზის“ გასწვრივ განლაგებულ ქვეყნებს შორის, მრავალფეროვანი, დამოუკიდებელი, დაბალანსებული და მდგრადი განვითარების რეალიზება ამ ქვეყნებში. ინიციატივის ფარგლებში პროექტების განხორციელება ხელს შეუწყობს „სარტყლის და გზის“ გასწვრივ განლაგებული ქვეყნების განვითარების სტრატეგიების შეთანხმებას და კოორდინაციას, გამოავლენს საბაზრო პოტენციალს აღნიშნულ რეგიონში, სტიმულს მისცემს ინვესტიციების ჩადებას და ათვისებას, შექმნის მოთხოვნილებებს და შრომითი მოწყობის შესაძლებლობებს, გააძლიერებს ადამიანებს შორის კონტაქტებს და კულტურულ გაცვლა-გამოცვლას, აგრეთვე ურთიერთგადმოღებას შესაბამისი ქვეყნების ხალხებს შორის, მისცემს რა მათ გაგების, ურთიერთნდობისა და ურთიერთპატივისცემის გამოხატვის და ჰარმონიული, მშვიდობიანი და წარმატებული ცხოვრების ნებას. ჩინეთის ეკონომიკა მჭიდროდაა დაკავშირებული მსოფლიო ეკონომიკასთან. ჩინეთი ერთგული დარჩება გახსნილობის ძირითადი პოლიტიკის, ყოველმხრივი გახსნილობის ახალი მოდელის შექმნის და მოახდენს საკუთარი თავის ინტეგრაციას მსოფლიოს ეკონომიკურ სისტემაში. ინიციატივა ჩინეთს მისცემს გახსნილობისა და ინტეგრაციის კიდევ უფრო გაფართოების და გაღრმავების ნებას, ის გააძლიერებს თავის ურთიერთხელსაყრელ თანამშრომლობას აზიის, ევროპისა და აფრიკის ქვეყნებთან და დანარჩენ მსოფლიოსთან. ჩინეთი კისრულობს ვალდებულებას უფრო მეტი პასუხისმგებლობა აიღიოს თავის თავზე შესაძლებლობების ფარგლებში, და უფრო მეტ წვლილს შეიტანს კაცობრიობის მშვიდობისა და განვითარების უზრუნველყოფის საქმეში.
პრინციპები
„ინიციატივა სარტყელი და გზა“ შეესაბამება გაეროს ქარტიის მიზნებსა და პრინციპებს. ის მხარს უჭერს მშვიდობიანი თანაარსებობის ხუთ პრინციპს: თითოეული ქვეყნის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის ურთიერთპატივისცემა, ურთიერთთავდაუსხმელობა, თითოეული ქვეყნის საშიანო საქმეებში ურთიერთჩაურევლობა, თანასწორობა და ურთიერთსარგებლიანობა, და მშვიდობიანი თანაარსებობა. ინიციატივა გახსნილია თანამშრომლობისათვის. ის მოიცავს უძველეს აბრეშუმის გზას, თუმცა არ შემოიფარგლება ამით. ის გახსნილია კონტაქტის დასამყარებლად ყველა ქვეყანასთან, საერთაშორისო და რეგიონალურ ორგანიზაციასთან, რათა შეთანხმებული ძალისხმევის შედეგებით იხეიროს უფრო დიდმა სფეროებმა.
ინიტიატივა ჰარმონიული და ინკლუზიურია. ის იცავს ტოლერანტობას ცივილიზაციებს შორის, პატივს სცემს სხვადასხვა ქვეყნების მიერ არჩეულ განვითარების გზებს და მეთოდებს, მხარს უჭერს დიალოგს სხვადასხვა ცივილიზაციებს შორის საერთო საფუძვლის ძიების პრინციპებიდან გამომდინარე, ამასთან ნაკლებ ყურადღებას აქცევს განსხვავებულობას და ეყრდნობა თითოეულის ძლიერ მხარეებს, რათა ყველა ქვეყანამ შეძლოს მშვიდობიანი თანაარსებობა საერთო ეკონომიკური წარმატების მიღწევის მიზნით. ინიტიატივა მიჰყვება საბაზრო პრინციპებს. ის დაიცავს საბაზრო წესებსა და საერთაშორისო ნორმებს, გადამწყვეტ როლს დაუთმობს ბაზარს რესურსების განაწილებაში და მთავარ როლს – საწარმოებს, აგრეთვე მისცემს მთავრობებს თავიანთი სათანადო ფუნქციების შესრულების შესაძლებლობას.
ინიციატივა ისწრაფვის ურთიერთსარგებლიანობისაკენ. ის ითვალისწინებს ყველა მონაწილე მხარის ინტერესებსა და წამოწყებებს, აგრეთვე ცდილობს ინტერესების გამთლიანებას და ეძებს „უდიდეს საერთო მნიშვნელს“ თანამშრომლობისათვის, რათა მოხდეს ყველა მხარის სიბრძნისა და შემოქმედების, ძლიერი მხარეებისა და პოტენციალის სრული მოცულობით გამოყენება.
ინიციატივის სქემა
„ინიციატივა სარტყელი და გზა“ – ეს არის ურთიერთხელსაყრელი თანამშრომლობის მიღწევის ხერხი, რომელიც ხელს უწყობს საერთო განვითარებას და ეკონომიკურ აყვავებას, ის აგრეთვე წარმოადგენს გზას მშვიდობისაკენ და მეგობრობისაკენ ურთიერთგაგებისა და ურთიერთნდობის სტიმულირების, ყოველმხრივი გაცვლა-გამოცვლის გაძლიერების მეშვეობით. ჩინეთის მთავრობა მხარს უჭერს მშვიდობას და თანამშრომლობას, გახსნილობას და ინკლუზიურობას, ურთიერთგადმოღებას და ურთიერთსარგებლიანობას. ის სტიმულს აძლევს პრაქტიკულ თანამშრომლობას ყველა სფეროში, მუშაობს საზოგადოების ასაშენებლად, რომლის საფუძველი იქნება საერთო ინტერესები, საერთო მომავალი და პასუხისმგებლობა, ამასთან განასახიერებს საერთო პილიტიკურ ნდობას, ეკონომიკურ ინტეგრაციას და კულტურულ ინკლუზიურობას.
„სარტყელი და გზა“, რომელიც გადაჭიმულია აზიის, ევროპისა და აფრიკის კონტინენტებზე, ერთ მხარეს, – აღმოსავლეთ აზიის დინამიურად განვითარებადი ქვეყნების ჯგუფს, – აკავშირებს მეორე მხარესთან – ევროპის განვითარებული ქვეყნების ჯგუფთან, და აერთიანებს ქვეყნებს ეკონომიკური განვითარების უზარმაზარი პოტენციალით. „აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყელი“ კონცენტრირებულია ჩინეთის, ცენტრალური აზიის, რუსეთისა და ევროპის (ბალტიის ქვეყნების) გაერთიანებაზე; ჩინეთს აკავშირებს სპარსეთის ყურესთან და ხმელთაშუა ზღვასთან ცენტრალური აზიის და დასავლეთ აზიის გავლით; ჩინეთს აკავშირებს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასთან, სამხრეთ აზიასთან და ინდოეთის ოკეანესთან. „21-ე საუკუნის საზღვაო აბრეშუმის გზა“ განკუთვნილია ჩინეთის სანაპიროდან ევროპაში გადასასვლელად სამხრეთ ჩინეთის ზღვისა და ინდოეთის ოკეანის გავლით – ერთი მარშრუტი, ჩინეთის სანაპიროდან სამხრეთ ჩინეთის ზღვის გავლით წყნარი ოკეანის სამხრეთ ნაწილში გადასასვლელად – მეორე მარშრუტი.
ხმელეთზე ინიტიატივის ფოკუსში მოექცევა ახალი ევრაზიული სახმელეთო ხიდის (Eurasian Land Bridge) აშენება და ეკონომიკური დერეფნების „ჩინეთი – მონღოლეთი – რუსეთი“, „ჩინეთი – ცენრალური აზია – დასავლეთ აზია“ და „ჩინეთი – ინდოჩინეთის ნახევარკუნძული“ განვითარება საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტების გათვალისწინებით, „სარტყლის და გზის“ გასწვრივ განლაგებული მთავარი ქალაქების საყრდენი პუნქტების სახით და საკვანძო ეკონომიკური სამრეწველო ზონების (economic industrial parks) – თანამშრომლობის პლატფორმების სახით გამოყენებით. ზღვაზე ინიტიატივის ფოკუსში მოექცევა მდოვრე, უსაფრთხო და ქმედითი მარშრუტების ერთობლივი გაყვანა, რომლებიც დააკავშირებენ „სარტყლის და გზის“ გასწვრივ განლაგებულ მთავარ პორტებს. ეკონომიკური დერეფნები „ჩინეთი – პაკისტანი“ და „ბანგლადეში – ჩინეთი – ინდოეთი – მიანმარი“ მჭიდროდაა დაკავშირებული ინიციატივასთან „სარტყელი და გზა“, და ამიტომ საჭიროებს უფრო ინტენსიურ თანამშრომლობას და უფრო მეტ განვითარებას.
ინიციატივა – ეს არის „სარტყლის და გზის“ გასწვრივ განლაგებულ ქვეყნებს შორის გახსნილობისა და თანამშრომლობის ამბიციური ეკონომიკური ხედვა. ქვეყნებმა შეთანხმებულად უნდა იმუშაონ და იარონ საერთო სარგებლის და საერთო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნების მისაღწევად. რომ დავაკონკრეტოთ, მათ უნდა გააუმჯობესონ რეგიონის ინფრასტრუქტურა, შექმნან სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო გზების უსაფრთხო და ქმედითი ქსელი, რათა თავიანთი დაკავშირებულობის ხარისხი უფრო მაღალ დონეზე აიყვანონ; უფრო უნდა გაამარტივონ სავაჭრო და საინვესტიციო პროცედურები, შექმნან თავისუფალი სავაჭრო ზონების ქსელი, რომელიც მაღალ სტანდარტებს აკმაყოფილებს, მხარი უნდა დაუჭირონ უფრო მჭიდრო ეკონომიკური კავშირების დამყარებას, და პოლიტიკური ნდობის ხარისხის ამაღლებას; უნდა გააქტიურონ კულტურული გაცვლა-გამოცვლის პროცესი; წაახალისონ სხვადასხვა ცივილიზაციების წარმომადგენლები, რომ ისწავლონ ერთმანეთისაგან და ერთად მიაღწიონ წარმატებას; აგრეთვე ხელი უნდა შეუწყონ ურთიერთგაგების, მშვიდობისა და მეგობრობის განვითარებას ყველა ქვეყნის ხალხებს შორის.
პრიორიტეტები თანამშრომლობის სფეროში
„სარტყლის და გზის“ გასწვრივ განლაგებულ ქვეყნებს უპირატესობების საკუთარი რესურსი აქვთ და მათი ეკონომიკები ერთმანეთს ავსებენ. მაშასადამე, არსებობს უდიდესი პოტენციალი და სივრცე თანამშრომლობის განვითარებისათვის. მათ მხარი უნდა დაუჭირონ განვითარების სტრატეგიების შეთანხმებას, დაკავშირებულობის ხელსაყრელი პირობების შექმნას, ვაჭრობის თავისუფლებას, საფინანსო სფეროში ინტეგრაციას და ადამიანებს შორის კონტაქტების დამყარებას, როგორც საკუთარ ხუთ მთავარ მიზანს, და უნდა გააძლიერონ თანამშრომლობა შემდეგ საკვანძო სფეროებში:
- პოლიტიკის კოორდინირება
ინიციატივის განვითარების მნიშვნელოვანი გარანტიაა განვითარების სტრატეგიების შეთანხმების სტიმულირება. ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ მთავრობათაშორის თანამშრომლობას, უნდა შევქმნათ მრავალსაფეხურიანი მთავრობათაშორისი მაკრო-სტრატეგიების მიმოცვლის და კომუნიკაციის მექანიზმი, გავაფართოვოთ საერთო ინტერესების არეალი, გავზარდოთ პოლიტიკური ურთიერთნდობის ხარისხი და უნდა მივაღწიოთ ახალ კონსენსუსს თანამშრომლობასთან დაკავშირებით. „სარტყლის და გზის“ გასწვრივ განლაგებულ ქვეყნებს შეუძლიათ მოახდინონ თავიანთი ეკონომიკური განვითარების სტრატეგიების სრული შეთანხმება, მათ უნდა აწარმოონ მოლაპარაკებები თანამშრომლობასთან დაკავშირებული საკითხების გადასაწყვეტად და ერთობლივად შესთავაზონ სტრატეგია, რომელიც ხელს შეუწყობს პრაქტიკული თანამშრომლობის რეალიზაციას და ფართომასშტაბიანი პროექტების განხორციელებას.
- მჭიდრო კავშირის შესაძლებლობა
მჭიდრო კავშირის შესაძლებლობა წარმოადგენს აღნიშნული ინიციატივის რეალიზაციის პრიორიტეტულ მიმართულებას. ერთმანეთის სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების პატივისცემიდან გამომდინარე, „სარტყლის და გზის“ გასწვრივ განლაგებულმა ქვეყნებმა უნდა აამაღლონ ურთიერთკავშირის ხარისხი მათი ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობის გეგმებისა და ტექნიკური სტანდარტების სისტემების შეთანხმების გზით, ერთად უნდა დააწინაურონ საერთაშორისო მაგისტრალური დერეფნების მშენებლობა, და უნდა შექმნან ინფრასტრუქტურული ქსელი, რომელიც ყველა სუბ-რეგიონს ეტაპობრივად დააკავშირებს ერთმანეთთან აზიაში, აზიას, ევროპასა და აფრიკას შორის. ამავე დროს, საჭიროა ძალისხმევის გაწევა მწვანე და დაბალნახშირბადიანი ინფრასტრუქტურის და ექსპლუატაციის მენეჯმენტის სისტემის შექმნის სტიმულირებისათვის, ამასთან აუცილებელია მშენებლობის დროს გარემოზე გავლენის მთლიანად გათვალისწინება.
რაც შეეხება სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობას, ჩვენ კონცენტრაცია უნდა მოვახდინოთ საკვანძო დერეფნებზე, კვანძებსა და პროექტებზე. პრიორიტეტი უნდა მივანიჭოთ დაუკავშირებელი საავტომობილო-საგზაო უბნების დაკავშირებას, სატრანსპორტო სისტემაში ვიწრო ადგილების აღმოფხვრას, საგზაო უსაფრთხოების ობიექტების და მოძრაობის მართვის საშუალებებისა და აღჭურვილობის მხარდაჭერას, და საგზაო ქსელების დაკავშირებულობის გაუმჯობესებას. ჩვენ უნდა ავაშენოთ თანამშრომლობის უნიფიცირებული მექანიზმი გადაზიდვების მთელი კურსის ფარგლებში, უნდა გავზარდოთ საბაჟო გაფორმების პროცედურების დაკავშირებულობა, ქვეყნებს შორის მულტიმოდალური გადაზიდვების წარმოება, და თანდათანობით უნდა ჩამოყალიბდეს გადაზიდვების თავსებადი და სტანდარტული წესები, რათა გაადვილდეს საერთაშორისო გადაზიდვების წარმოება. ჩვენ სტიმული უნდა მივცეთ საპორტო ინფრასტრუქტურის აშენებას, უნდა გავიყვანოთ სატრანსპორტო არხები „ხმელეთი-წყალი“, ხელი უნდა შევუწყოთ პორტებს შორის თანამშრომლობის განვითარებას; უნდა გავზარდოთ საზღვაო მარშრუტების რაოდენობა და რეისების რიცხვი, აგრეთვე ხელი უნდა შევუწყოთ საინფორმაციო ტექნოლოგიების დანერგვას საზღვაო ლოგისტიკის სფეროში. ჩვენ უნდა გავაფართოვოთ და შევქმნათ ყოველმხრივი თანამშრომლობის პლატფორმები და მექანიზმები სამოქალაქო ავიაციის სფეროში და ოდნავ დავაჩქაროთ საავიაციო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების პროცესი.
ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ თანამშრომლობას ენერგეტიკის ინფრასტრუქტურული ობიექტების დაკავშირებულობის სფეროში, კარგად უნდა შევათანხმოთ მუშაობა, რათა ვუზრუნველყოთ ნავთობის და ბუნებრივი აირის მილსადენებისა და სხვა სატრანსპორტო მარშრუტების უსაფრთხოება, ავაშენოთ ტრანს-სასაზღვრო ენერგომომარაგების ქსელები და ელექტრო-გადამცემი მარშრუტები, აგრეთვე უნდა ვითანამშრომლოთ რეგიონში ერთიანი ენერგოსისტემის მოდერნიზაციის და გარდაქმნის სფეროში.
ერთად უნდა დავაჩქაროთ სტრანს-სასაზღვრო ოპტიკური კაბელების გაყვანა და კავშირგაბმულობის სხვა მაგისტრალური ხაზების ქსელების მშენებლობა, უნდა გავაუმჯობესოთ საერთაშორისო კავშირგაბულობის ხაზების დაკავშირების უნარი, აგრეთვე უნდა შევქმნათ „საინფორმაციო აბრეშუმის გზა“ (Information Silk Road). ჩვენ უნდა ავაშენოთ მრავალმხრივი ტრანს-სასაზღვრო ოპტიკური კაბელის ქსელები უფრო მაღალი ტემპებით, დავგეგმოთ პროექტები ტრანს-კონტინენტური წყალქვეშა ოპტიკური კაბელების გაყვანის შესახებ, აგრეთვე უნდა გავაუმჯობესოთ სივრცითი (თანამგზავრული) საინფორმაციო არხების ფუნქციონირება, რათა გაფართოვდეს ინფორმაციის მიმოცვლა და თანამშრომლობა.
- თავისუფალი ვაჭრობა
თანამშრომლობა ინვესტიციების განხორციელების და ვაჭრობის წარმოების სფეროში მთავარი ამოცანაა „სარტყლის და გზის“ მშენებლობის დროს. ჩვენ უნდა ვცადოთ ინვესტიციების განხორციელების და ვაჭრობის წარმოების პროცედურების გაუმჯობესება, აგრეთვე ინვესტიციების და ვაჭრობის სფეროში არსებული დაბრკოლებების აღმოფხვრა, რათა შევქმნათ ჯანსაღი ბიზნეს-გარემო რეგიონში და ყველა მომიჯნავე ქვეყანაში. „სარტყლის და გზის“ გასწვრივ განლაგებულ ქვეყნებთან და რეგიონებთან ჩვენ განვიხილავთ თავისუფალი სავაჭრო ზონების გახსნის საკითხს, რათა თანამშრომლობის გაღრმავების პოტენციალს განვითარების ნება მიეცეს.
„სარტყლის და გზის“ გასწვრივ განლაგებულმა ქვეყნებმა უნდა გააქტიურონ თანამშრომლობა საბაჟო სფეროში, რაშიც იგულისხმება ინფორმაციის მიმოცვლა, რეგლამენტების ურთიერთაღიარება, ურთიერთდახმარება კანონების ცხოვრებაში გატარების დროს; უნდა გააუმჯობესონ ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობა ინსპექტირებისა და კარანტინის გამოცხადების, სერთიფიცირებისა და აკრედიტაციის, სტანდარტული შეფასებისა და სტატისტიკური ინფორმაციით უზრუნველყოფის სფეროებში; და უნდა იმუშაონ იმის უზრუნველსაყოფად, რომ WTO-ს ვაჭრობის გამარტივების შესახებ შეთანხმება (Trade Facilitation Agreement) ძალაში შევიდეს და დაინერგოს. ჩვენ უნდა გავაუმჯობესოთ საბაჟო გაფორმების საშუალებები სასაზღვრო გამშვებ პუნქტებში, შევქმნათ „ერთი ფანჯარა“ (“single-window”) სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებში, შევამციროთ საბაჟო გაფორმებასთან დაკავშირებული ხარჯები და ავამაღლოთ განბაჟების უნარი. ჩვენ უნდა გავააქტიუროთ თანამშრომლობა მიწოდების ჯაჭვის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში, გავაუმჯობესოთ კოორდინაცია ტრანს-სასაზღვრო კონტროლის პროცედურებს შორის, მხარი უნდა დავუჭიროთ საინსპექციო და საგარანტიო სერთიფიკატების ონლაინ-შემოწმებებს, აგრეთვე უნდა გავამარტივოთ რეგისტრირებული ეკონომიკური ოპერატორების (Authorized Economic Operator) ურთიერთაღიარების პროცესი. ჩვენ უნდა შევამციროთ არასატარიფო ბარიერები, ერთად უნდა გავაუმჯობესოთ ტექნიკური სავაჭრო ზომების გამჭვირვალობა, უნდა გავაძლიეროთ ვაჭრობის ლიბერალიზაციის პროცესი და უფრო უნდა გავამარტივოთ ვაჭრობის პროცედურები.
ჩვენ უნდა გავაფართოვოთ ვაჭრობის ზონები, გავაუმჯობესოთ ვაჭრობის სტრუქტურა, გამოვავლინოთ ვაჭრობის ზრდის ახალი სივრცეები და ხელი უნდა შევუწყოთ სავაჭრო ბალანსის დაცვას. ჩვენ ინოვაციები უნდა დავნერგოთ ვაჭრობის ფორმებში, აგრეთვე უნდა განვავითაროთ ტრანს-სასაზღვრო ელექტრონული კომერცია (e-commerce) და ბიზნესის სხვა თანამედროვე მოდელები. უნდა შეიქმნას ვაჭრობის მხარდამჭერი სისტემის (trade support system) სერვისი ტრადიციული ვაჭრობის კონსოლიდაციის და გაფართოების მიზნით, აგრეთვე უნდა გააქტიურდეს თანამედროვე მომსახურების ბაზრის (modern service trade) განვითარებისაკენ მიმართული ძალისხმევა. ჩვენ უნდა მოვახდინოთ ინვესტიციების განხორციელების და ვაჭრობის ინტეგრირება, და ვაჭრობის გააქტიურება ინვესტიციების მეშვეობით.
ჩვენ უნდა დავაჩქაროთ პროცედურების გამარტივების პროცესი ინვესტიციების განხორციელების დროს, აღმოვფხვრათ საინვესტიციო სფეროში არსებული ბარიერები, და უნდა გავააქტიუროთ მოლაპარაკებები ორმხრივი შეთანხმებების დადების შესახებ ინვესტიციების დაცვის სფეროში, აგრეთვე ორმაგი დაბეგვრის თავიდან არიდების შესახებ შეთანხმებების გაფორმების შესახებ, რათა დაცული იქმნას ინვესტორების კანონიერი უფლებები და ინტერესები.
ჩვენ უნდა გავაფართოვოთ საერთო საინვესტიციო სფეროები, უნდა გავაღრმავოთ თანამშრომლობა სოფლის მეურნეობის, სატყეო მეურნეობის, მეცხოველეობის და მეთევზეობის, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის და სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების გადამუშავების დარგებში, აგრეთვე უნდა გავააქტიუროთ თანამშრომლობა ზღვის პროდუქტების ფერმერული მეურნეობის დანერგვის, ღრმა-წყლოვანი მეთევზეობის, წყლის პროდუქტების გადამუშავების, ზღვის წყლის გამტკნარების, საზღვაო ბიო-აფთიაქის, საოკეანე საინჟინრო ტექნიკის, გარემოს დაცვის, საზღვაო ტურიზმის და სხვა სფეორებში. ჩვენ თანამშრომლობა უნდა გავააქტიუროთ ქვანახშირის, ნავთობის, ბუნებრივი აირის, ლითონის მინერალების და ენერგიის სხვა ტრადიციული წყაროების ძიებისა და ათვისების სფეროში; უნდა განვავითაროთ თანამშრომლობა ჰიდროენერგეტიკის, ატომური ენერგეტიკის, ქარის ენერგიის, მზის ენერგიის და სხვა სუფთა, განახლებადი ენერგიის წყაროების სფეროებში; აგრეთვე უნდა წავახალისოთ თანამშრომლობა ენერგიის და რესურსების გადამუშავების და გარდაქმნის სფეროში მათი დამუშავების რაიონებში ან მათ მახლობლად, რათა შეიქმნას თანამშრომლობის ერთიანი საწარმოო ჯაჭვი ენერგეტიკისა და რესურსების სფეროში. ჩვენ უნდა გავააქტიუროთ თანამშრომლობა ენერგეტიკისა და რესურსების სფეროში ღრმა დამუშავების ტექნოლოგიის, მოწყობილობებისა და საინჟინრო მომსახურების განვითარების მიმართულებით.
ჩვენ უნდა გავაძლიეროთ თანამშრომლობა მრეწველობის ახალ დარგებში. ურთიერთკომპლემენტარობის და ურთიერთსარგებლიანობის პრინციპების თანახმად, ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობის გაღრმავებას „სარტყლის და გზის“ გასწვრივ ახალი თაობის საინფორმაციო ტექნოლოგიების, ბიოტექნოლოგიის, ახალი ენერგეტიკული ტექნოლოგიების, ახალი მასალებისა და სხვა ახალი დარგების სფეროებში, აგრეთვე უნდა შევქმნათ თანამშრომლობის მექანიზმები სამეწარმეო და საინვესტიციო სფეროებში.
ჩვენ უნდა გავაუმჯობესოთ შრომის განაწილების და საწარმოო ჯაჭვების გაშლის პროცესი მთელი სამრეწველო ჯაჭვისა და მომიჯნავე დარგების ერთობლივი განვითარების სტიმულირების გზით; უნდა შევქმნათ სამეცნიერო კვლევების, წარმოებისა და მარკეტინგის სისტემები; აგრეთვე უნდა გავაუმჯობესოთ რეგიონალური დარგების საერთო კონკურენტუნარიანობის დონე. ჩვენ უნდა გავზარდოთ მომსახურების სფეროს გახსნილობა ერთმანეთისადმი, რათა დაჩქარდეს მომსახურების დარგების განვითარება რეგიონების დონეზე. უნდა გამოვიკვლიოთ თანამშრომლობის ახალი ხერხები ინვესტიციების სფეროში, ვიმუშაოთ ერთად ყველა ფორმის სამრეწველო პარკების ასაშენებლად, როგორიცაა ეკონომიკური და სავაჭრო თანამშრომლობის ზონები უცხოეთში და ტრანს-სასაზღვრო ეკონომიკური თანამშრომლობის ზონები, აგრეთვე სტიმული უნდა მივცეთ სამრეწველო კლასტერების შექმნას. ხელი უნდა შევუწყოთ ეკოლოგიური ხასიათის წარმატებების მიღწევას ინვესტიციების განხორციელების და ვაჭრობის წარმოების დროს, უნდა გავაძლიეროთ თანამშრომლობა ეკოლოგიური გარემოს შენარჩუნებაში, ბიო-მრავალფეროვნების დაცვაში, აგრეთვე უნდა ვიბრძოლოთ კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ, და ძალისხმევა უნდა გავაერთიანოთ, „აბრეშუმის გზა“ ეკოლოგიურად სუფთა რომ გახდეს.
ჩვენ მივესალმებით ყველა ქვეყნის კომპანიებს, რომლებსაც სურთ ინვესტიციების განხორციელება ჩინეთში, და მხარს ვუჭერთ ჩინურ საწარმოებს, რათა მათ მონაწილეობა მიიღონ ინფრასტრუქტურის მშენებლობაში „სარტყლის და გზის“ გასწვრივ განლაგებულ ქვეყნებში და ვდებთ ინვესტიციებს მათ მრეწველობაში. ჩვენ მხარს ვუჭერთ ჩინური საწარმოების ლოკალურ მუშაობას და მენეჯმენტს, რათა სტიმული მიეცეს ეკონომიკას ადგილობრივ დონეზე, ამაღლდეს დასაქმების დონე, გაუმჯობესდეს ცხოვრების პირობები, და თავიანთ თავზე აიღონ სოციალური პასუხისმგებლობა ადგილობრივი ბიო-მრავალფეროვნების და ეკოლოგიური გარემოს დაცვაზე.
- ფინანსური ინტეგრაცია
ინიტიატივის „სარტყელი და გზა“ რეალიზაციისათვის მნიშვნელოვან საფუძველს წარმოადგენს ინტეგრაცია საფინანსო სფეროში. ჩვენ უნდა გავაღრმავოთ ინტეგრაციის პროცესი საფინანსო სფეროში და უფრო მეტი ძალისხმევა უნდა გავიღოთ სტაბილური სავალუტო სისტემის, ინვესტიციების და დაფინანსების სისტემის და საკრედიტო საინფორმაციო სისტემის შესაქმნელად აზიაში. ჩვენ უნდა გავაფართოვოთ ორმხრივი სავალუტო სვოპის (currency swap) მოქმედების არეალი და მასშტაბები და მასთან დაკავშირებული საკითხები უნდა მოვაგვაროთ „სარტყლის და გზის“ გასწვრივ განლაგებულ სხვა ქვეყნებთან, უნდა გავხსნათ და განვავითაროთ ობლიგაციების ბაზარი (bond market) აზიაში, ერთობლივი ძალისხმევა უნგა გავიღოთ აზიის ინფრასტრუქტურული ინვესტიციების ბანკის (Asian Infrastructure Investment Bank) და BRICS-ის განვითარების ახალი ბანკის (BRICS New Development Bank) დასაფუძნებლად, უნდა ვაწარმოოთ მოლაპარაკებები დაინტერესებულ მხარეებს შორის შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის (Shanghai Cooperation Organization) ფინანსური ინსტიტუტის შექმნის სფეროში, და რაც შეიძლება ადრე შევქმნათ და ავამოქმედოთ აბრეშუმის გზის ფონდი (Silk Road Fund). უნდა გავაძლიეროთ China-ASEAN-ის ბანკთაშორისი ასოციაციის და შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის ბანკთაშორისი ასოციაციის (SCO Interbank Association) პრაქტიკული თანამშრომლობა, უნდა დავამყაროთ მრავალმხრივი საფინანსო თანამშრომლობა სინდიცირებული სესხის (syndicated loans) და საბანკო დაკრედიტების ფორმით. ჩვენ მხარს დავუჭერთ მუშაობას „სარტყლის და გზის“ გასწვრივ განლაგებული ქვეყნების მთავრობების, აგრეთვე მათი კომპანიებისა და საფინანსო ინსტიტუტების მრიდან, რომელთაც კარგი საკრედიტო რეიტინგი აქვთ, ჩინეთში ჟენმინბის აქციების (Renminbi bonds) გამოშვების საქმეში. კვალიფიციურ ჩინურ ფინანსურ ინსტიტუტებს და კომპანიებს ეძლევათ რეკომენდაცია გამოუშვან აქციები როგორც ჟენმინბის, ისე უცხოურ ვალუტაში ჩინეთის ფარგლებს მიღმა, და ამგვარად შეგროვებული სახსრები გამოიყენონ „სარტყლის და გზის“ გასწვრივ განლაგებულ ქვეყნებში.
ჩვენ უნდა გავაძლიეროთ თანამშრომლობა ფინანსური რეგულირების სფეროში, ხელი უნდა შევუწყოთ ორმხრივი ფინანსური რეგულირების თაობაზე თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმების გაფორმებას და რეგიონში უნდა შევქმნათ რეგულირების სფეროში ეფექტური მაკოორდინირებელი მექანიზმი. უნდა გავაუმჯობესოთ კრიზისულ სიტუაციებში რისკებზე რეაგირებისა და მართვის სისტემა, უნდა შევქმნათ რეგიონში საფინანსო რისკების შესახებ წინასწარ შეტყობინების სისტემა, უნდა ჩამოვაყალიბოთ გაცვლა-გამოცვლისა და თანამშრომლობის მექანიზმი ტრანს-სასაზღვრო რისკებისა და კრიზისების გადაწყვეტისათვის. ჩვენ უნდა გავზარდოთ ტრანს-სასაზღვრო გაცვლა-გამოცვლა და თანამშრომლობა გადახდისუნარიანობის გამომკვლევ მარეგულირებელ ორგანოებს, გადახდისუნარიანობის გამომკვლევ ორგანიზაციებსა და სარეიტინგო დაწესებულებს შორის. სრულფასოვანი ფუნქცია უნდა მივანიჭოთ აბრეშუმის გზის ფონდს და „სარტყლის და გზის“ გასწვრივ განლაგებული ქვეყნების სახელმწიფო საინვესტიციო ფონდებს აგრეთვე მხარი უნდა დავუჭიროთ სააქციო კაპიტალში აქციების დაფინანსების ფონდებს და კერძო ფონდებს, რომ მათ მიიღონ მონაწილეობა ინიციატივის ფარგლებში საკვანძო პროექტების მშენებლობაში.
- სახალხო დიპლომატია
სახალხო დიპლომატია უზრუნველყოფს ინიტიატივის რეალიზაციის საზოგადოებრივ მხარდაჭერას. ჩვენ უნდა დავაწინაუროთ „აბრეშუმის გზის“ მეგობრული თანამშრომლობის სულისკვეთება ფართო კულტურული და აკადემიური გაცვლა-გამოცვლის, პერსონალის გაცვლის და თანამშრომლობის, მედიის სფეროში თანამშრომლობის, ახალგაზრდებისა და ქალბატონების გაცვლა-გამოცვლის და უსასყიდლო მომსახურების შეთავაზების გზით, რათა მოვიპოვოთ საზოგადოების მხარდაჭერა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებისათვის.
ჩვენ ბევრი სტუდენტი უნდა გავაგზავნოთ ერთმანეთის ქვეყნებში და დავაწინაუროთ თანამშრომლობა ერთობლივად დაფუძნებულ სკოლებში. ჩინეთი ყოველწლიურად გამოჰყოფს 10000 სამთავრობო სტიპენდიას ქვეყნებისათვის „სარტყლის და გზის“ გასწვრივ. ჩვენ ყველა ქვეყანაში უნდა ჩავატაროთ კულტურული წლები, ხელოვნების ფესტივალები და კინოფესტივალები, სატელევიზო კვირეულები და წიგნის ბაზრობები; უნდა ვითანამშრომლოთ მაღალხარისხიანი ფილმების, რადიო- და ტელეპროგრამების წარმოებისა და ტრანსლირების სფეროში; აგრეთვე ერთად უნდა მოვუაროთ და დავიცვათ მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები. ჩვენ აგრეთვე უნდა გავზარდოთ პერსონალის გაცვლა-გამოცვლისა და თანამშრომლობის მოცულობა ქვეყნებს შორის „სარტყლის და გზის“ გასწვრივ.
ჩვენ უნდა გავაძლიეროთ თანამშრომლობა ტურიზმის სფეროში და გავაფართოვოთ მისი მასშტაბი; უნდა ჩავატაროთ ტურიზმის წახალისების კვირეულები და სარეკლამო თვეები ყველა ქვეყანაში; ერთად უნდა შევქმნათ კონკრენტუნარიანი საერთაშორისო ტურისტული მარშრუტები და პროდუქცია აბრეშუმის გზის შესაძლებლობების გამოყენებით; უფრო მოსახერხებელი უნდა გავხადოთ ტურისტული ვიზის მიღების პროცესი ქვეყნებში „სარტყლის და გზის“ გასწვრივ. ჩვენ უნდა ვაწარმოოთ გაცვლა-გამოცვლა სპორტის სფეროში და მხარი უნდა დავუჭიროთ „სარტყლის და გზის“ გასწვრივ განლაგებულ ქვეყნებს დიდი საერთაშორისო სასპორტო ღონისძიებების ჩატარებისათვის განაცხადის შეტანის დროს.
ჩვენ უნდა გავაძლიეროთ თანამშრომლობა მეზობელ ქვეყნებთან ეპიდემიების შესახებ ინფორმაციის გაზიარების, პროფილაქტიკური და სამკურნალო ტექნოლოგიების გაცვლა-გამოცვლის, აგრეთვე პროფესიონალი მედიკოსების მომზადების სფეროში, აგრეთვე უნდა გავაუმჯობესოთ საგანგებო სიტუაციების ერთობლივი გადაწყვეტის შესაძლებლობები საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში. ჩვენ სამედიცინო დახმარებას და სასწრაფო სამედიცინო დახმარებას აღმოვუჩენთ შესაბამის ქვეყნებს, პრაქტიკულად განვახორციელებთ კოოპერციას დედისა და შვილის ჯანმრთელობის დაცვის, ინვალიდების რეაბილიტაციის და ძირითადი ინფექციური დაავადებების სფეროში, სპიდის, ტუბერკულოზისა და მალარიის ჩათვლით.ჩვენ აგრეთვე გავაფართოვებთ კოოპერაციის მასშტაბებს ტრადიციული მედიცინის სფეროში.
ჩვენ უნდა გავაფართოვოთ თანამშრომლობა მეცნიერებისა და ტექნიკის სფეროში, შევქმნათ ერთობლივი ლაბორატორიები (ან კვლევითი ცენტრები), ტექნოლოგიების გადაცემის საერთაშორისო ცენტრები და ზღვაზე თანამშრომლობის ცენტრები, დავაწინაუროთ კადრების გაცვლა-გამოცვლა მეცნიერებისა და ტექნიკის სფეროში, ვითანამშრომლოთ საკვანძო სამეცნიერო-ტექნიკური საკითხების გადაწყვეტის სფეროში და ერთობლივად ვიმუშაოთ ინოვაციური პოტენციალის ამაღლებაზე მეცნიერებისა და ტექნიკის სფეროში.
ჩვენ არსებული რესურსები უნდა გავაერთმთლიანოთ, რათა გავაფართოვოთ და დავაწინაუროთ პრაქტიკული თანამშრომლობა „სარტყლის და გზის“ გასწვრივ განლაგებულ ქვეყნებს შორის ახალგაზრდების დასაქმების, მეწარმეების მომზადების, პროფესიულ-ტექნიკური კვალიფიკაციის ამაღლების, სოციალური დაზღვევის სისტემის მართვის, საჯარო ადმინისტრირებისა და მენეჯმენტის და ადამიანური საქმიანობის სხვა ურთიერთსაინტერესო სფეროებში.
ყველა პირობა უნდა შევქმნათ იმისათვის, რომ პოლიტიკურ პარტიებსა და პარლამენტებს შორის კავშირმა შეხიდების ფუნქცია შეასრულოს, გააქტიუროს მეგობრული გაცვლა-გამოცვლის პროცესი „სარტყლის და გზის“ გასწვრივ განლაგებული ქვეყნების საკანონმდებლო ორგანოებს, წამყვან პოლიტიკურ პარტიებსა და პოლიტიკური ორგანიზაციებს შორის. ჩვენ უნდა განვავითაროთ გაცვლა-გამოცვლისა და თანამშრომლობის პროცესი დიდ ქალაქებს შორის, ხელი უნდა შევუწყოთ ამ ქვეყნების მთავარ ქალაქებს შორის დაძმობილებას, აქცენტი უნდა გავაკეთოთ პრაქტიკული კოოპერაციის დაწინაურებაზე, კერძოდ კულტურულ მიმოცვლაზე და ადამიანებს შორის გაცვლა-გამოცვლაზე, და უნდა შევქმნათ თანამშრომლობის უფრო ცხოველი პრეცედენტები. ჩვენ მხარს ვუჭერთ ანალიტიკურ ცენტრებს „სარტყლის და გზის“ გასწვრივ განლაგებულ ქვეყნებში, რათა ერთობლივად ვაწარმოოთ სამეცნიერო კვლევები და ჩავატაროთ ფორუმები.
ჩვენ უფრო აქტიური უნდა გავხადოთ გაცვლა-გამოცვლისა და კოოპერაციის პროცესი „სარტყლის და გზის“ გასწვრივ განლაგებული ქვეყნების არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის, ორგანიზაცია უნდა გავუწიოთ საქმიანობას, რომელიც სახელმწიფო ინტერესებს ეხება განათლების, ჯანდაცვის, სიღატაკის შემცირების, ბიოლოგიური მრავალფეროვნების შენარჩუნების და გარემოს დაცვის სფეროებში, რათა სარგებელი ნახოს ფართო საზოგადოებამ, აგრეთვე უნდა გავაუმჯობესოთ საწარმოო და საცხოვრებელი პირობები ღარიბ რაიონებში „სარტყლის და გზის“ გასწვრივ. უნდა გავააქტიუროთ გაცვლა-გამოცვლის და თანამშრომლობის პროცესი საერთაშორისო დონეზე კულტურისა და მედიის სფეროებში, უფრო აქტიურად უნდა გამოვიყენოთ ინტერნეტი და მასობრივი ინფორმაციის ახალი საშუალებები ჰარმონიული და მეგობრული კულტურული გარემოს და საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბების მიზნით.
- თანამშრომლობის მექანიზმები
მსოფლიო ეკონომიკის ინტეგრაციის პროცესი დაჩქარებულია, რეგიონალური კოოპერაცია კი აღმავლობას განიცდის. ჩინეთი მთლიანად გამოიყენებს ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის მექანიზმებს „სარტყლის და გზის“ მშენებლობის დაწინაურებისათვის და რეგიონალური თანამშრომლობის განვითარების ხელშეწყობისათვის.
ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ორმხრივი თანამშრომლობა და ხელი შევუწყოთ ორმხრივი ურთიერთობების კომპლექსურ განვითარებას კავშირის დამყარებითა და კონსულტაციების გამართვით სხვადასხვა დონეზე და სხვადასხვა არხებით. ჩვენ უნდა წავახალისოთ თანამშრომლობის სფეროში ურთიერთგაგების მემორანდუმებზე ან გეგმებზე ხელის მოწერა, უნდა შევიმუშაოთ ორმხივი თანამშრომლობის რამდენიმე საპილოტე პროექტი. ჩვენ უნდა შევქმნათ და გავაუმჯობესოთ ერთობლივი მუშაობის ორმხრივი მექანიზმები, უნდა შევიმუშაოთ რეალიზაციის გეგმები და საგზაო რუკები ინიციატივის „სარტყელი და გზა“ დაწინაურებისათვის. გარდა ამისა, მთლიანად უნდა გამოვიყენოთ არსებული ორმხრივი მექანიზმები, როგორიცაა გაერთიანებული და შერეული კომიტეტები, საკოორდინაციო კომიტეტები და ხელმძღვანელი კომიტეტები, სამმართველო კომიტეტები, რათა მოხდეს თანამშრომლობის სფეროში პროექტების რეალიზაციის შეთანხმება და დაწინაურება.
- ჩინეთის რეგიონები გახსნილობის კვალდაკვალ
ინიციატივის „სარტყელი და გზა“ დაწინაურების დროს ჩინეთმა სრულად უნდა გამოიყენოს მისი სხვადასხვა რეგიონების შედარებითი უპირატესობები, მიიღოს შემდგომი გახსნილობის სტრატეგია უფრო აქტიურად, გააძლიეროს ურთიერთქმედება და კოოპერაცია აღმოსავლეთ, დასავლეთ და ცენტრალურ რეგიონებს შორის, ყოველმხრივ აამაღლოს ჩინეთის ეკონომიკის გახსნილობის დონე.
ჩრდილო -დასავლეთი და ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონები
ჩვენ უნდა გამოვიყენოთ სინძიანგის გეოგრაფიული უპირატესობა და გავზარდოთ მისი როლი როგორც ფანჯრის, რომელიც აკავშირებს ჩინეთს ცენტრალურ და დასავლეთ აზიასთან. გავხადოთ ის სატრანსპორტო, სავაჭრო, კულტურული და საგანმანათლებლო ძირითადი კვანძი ახალი აბრეშუმის გზის გასწვრივ. ჩვენ ფართო მასშტაბებით უნდა გავაძლიეროთ კანსუსა და შაანსის პროვინციები, ასევე უნდა გამოვიყენოთ ის კულტურული უპირატესობები რაც ნინგსია-ხუეისა ავტონომიურ ოლქსა და ცინგხაის რეგიონებს გააჩნია. ხელი შევუწყოთ ცენტრალური ჩინეთის ქალაქების ლანჭოუსა და სინინგის განვითარებას. ამავდორულად განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს შიდა მონღოლეთის რეგიონის მონღოლეთის რესპუბლიკასა და რუსეთთან კავშირს სხვადასხვა ლოგისტიკური საშუალებებით. ასევე ჩინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ პროვინციებს ძილინის, შანტუნგსა და რუსეთის შორეული აღმოსავლეთ პროვინციებს შორის უნდა განვითარდეს როგორც სახმელეთო ასევე საწყლოსნო გადაზიდვები. და ბოლოს, გასავითარებელია ევრაზიის სწრაფ სიჩქარიანი სარკინიგზო კორიდორი რომელიც მოსკოვსა და პეკინს ერთმანეთთან დააკავშირებს.
სამხრეთ-დასავლეთ რეგიონები
ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში ხელი უნდა შევუწყოთ კუანგსი-ჭუანგის ავტონომიურ ოლქს, როგორ ასეანის ქვეყნების უშუალო მეზობელს, აჩქარება და განვითარება პეიპუს ყურის და მარგალიტის მდინარის თავისუფალი ეკონომიკური ზონების არის კიდევ ერთ მთავარი მიზანი ინიციატივისა. ჩვენ ასევე უნდა გამოვიყენოთ იუნანის პროვინციის მდებარეობა რათა გაიზარდოს მდინარე მეკონგის სუბ-რეგიონთან კომუნიკაცია.
სანაპირო რეგიონები: ჰონგ-კონგი, მაკაო და თაივანი
საზღვაო რეგიონებთან მიმართებით, ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ მარგალიტის, იანძის მდინარეების აუზში თანამშრომლობას თაივანის სრუტესთან, ამავდროულად ფუძიანის პროვინცია უნდა გახდეს საზღვაო აბრეშუმის გზის ქვაკუთხედი. გასავითარებელია ჰონგ-კონგს, მაკაოსა, შენჭენსა და კუანგჭოუს შორის სატრანსპორტო და სხვა ტიპის კავშირები. ასევე აუცილებელია ჭეძიანგის საზღვაო ეკონომიკური განვითარების ზონასა და ფუძიენის საპილოტო საზღვაო ეკონომიკურ არეალის განვითარებას. ამასთან ერთად ქვეყანამ უნდა განავითაროს საპორტო ინფრასტრუქტურა შანხაის, თიენძინის, ნინგპოსა და სანიაზე ზემოთხსნებული მიზნების შესასრულებლად. ჩვენი მიზანია წავახალისოთ ჰონგ-კონგისა და მაკაოს სპეციალური ადმინისტრაციული ზონების ინტეგრაცია და მაღალი ჩართულობა პროექტში და ასევე თაივანის მცხოვრებელთათვის შესაძლებლობის მიცემა რათა სარგებელი მიიღონ მისგან.
ჩვენ უნდა შევქმნათ დერეფანში „ჩინეთი-ევროპა“ სარკინიგზო ტრანსპორტზე და პორტებში საბაჟო გაფორმების პროცედურების კოორდინაციის მექანიზმები, უნდა განვავითაროთ ბრენდი „სატვირთო მატარებლები ჩინეთი-ევროპა“ (“China-Europe freight trains”), და უნდა ავაშენოთ ტრანს-სასაზღვრო სატრანსპორტო დერეფანი, რომელიც ერთმანეთთან დააკავშირებს დასავლეთ, ცენტრალურ და აღმოსავლეთ რეგიონებს. ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ ქვეყნის სიღრმეში განლაგებულ დიდ ქალაქებს, როგორიცაა, ჭენგჭოუ და სიანი , აეროპორტების და საერთაშორისო სახმელეთო პორტების მშენებლობაში, საბაჟო გაფორმების სფეროში უნდა გავაძლიეროთ თანამშრომლობა ქვეყნის სიღრმეში განლაგებულ პორტებსა და სანაპირო და სასაზღვრო რეგიონებში განლაგებულ პორტებს შორის, აგრეთვე უნდა დავიწყოთ ელექტრონული კომერციის საცდელი მომსახურების გაშვება ტრანს-სასაზღვრო ვაჭრობის სფეროში. ჩვენ უნდა მოვახდინოთ განსაკუთრებული საბაჟო კონტროლის რაიონების განლაგების ოპტიმიზაცია, უნდა შევიმუშაოთ გადამუშავებითი მრეწველობის პროდუქციით ვაჭრობის ახალი მოდელები, აგრეთვე უნდა გავაღრმავოთ თანამშრომლობა „სარტყლის და გზის“ გასწვრივ განლაგებულ ქვეყნებს შორის მრეწველობის სფეროში.
ჩინეთი მოქმედებაში
ერთ წელზე მეტია, რაც ჩინეთის მთავრობა აქტიურად უწყობს ხელს „სარტყლის და გზის“ მშენებლობას, აფართოებს კომუნიკაციებს და კონსულტაციებს და აძლიერებს პრაქტიკულ თანამშრომლობას „სარტყლის და გზის“ გასწვრივ განლაგებულ ქვეყნებთან, აგრეთვე შემოიღო მთელი რიგი სტრატეგიებისა და ღონისძიებებისა, რათა შედეგები რაც შეიძლება სწრაფად დადგეს. ხელმძღვანელობა და მხარდაჭერა უმაღლეს დონეზე. პრეზიდენტი სი ცინფინგი და პრემიერი ლი ქეციანგი 20-ზე მეტ ქვეყანაში იმყოფებოდნენ ვიზიტით, მონაწილეობა მიიღეს ურთიერთდამოკიდებულობის გაზრდის დიალოგის ფორმატში ჩინეთსა და არაბეთის ქვეყნების თანამშრომლობის ფორუმის (China-Arab States Cooperation Forum) მეექვსე კონფერენციის მუშაობაში, აგრეთვე შეხვდნენ შესაბამისი ქვეყნების ლიდერებს ორმხრივი ურთიერთობების და რეგიონალური განვითარების საკითხების განხილვის მიზნით. მათ ეს შესაძლებლობები გამოიყენეს ინიციატივის „სარტყელი და გზა“ მდიდარი შინაარსისა და პოზიტიური შედეგების ახსნისათვის, და მათმა ძალისხმევამ ხელი შეუწყო ფართო კონსენსუსის მიღწევას ინიციატივის „სარტყელი და გზა“ გარშემო.
თანამშრომლობის ჩარჩო-ხელშეკრულებებზე ხელის მოწერა. ჩინეთმა ზოგიერთ ქვეყნებთან ხელი მოაწერა თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმებს ინიციატივის „სარტყელი და გზა“ ერთობლივი განვითარების სფეროში, აგრეთვე რეგიონალური და სასაზღვრო თანამშრომლობის სფეროში, ზოგიერთ მეზობელ ქვეყნებთან მოაწერა ხელი საშუალო- და გრძელვადიანი განვითარების გეგმებს ეკონომიკური და სავაჭრო თანამშრომლობის სფეროში. მან შესთავაზა რეგიონალური განვითარების გეგმების მონახაზი ზოგიერთ მომიჯნავე ქვეყნებს.
თანამშრომლობის შესახებ პროექტების სტიმულირება. ჩინეთმა გააძლიერა კომუნიკაცია და კონსულტაციები ინიციატივის „სარტყელი და გზა“ გასწვრივ განლაგებულ ქვეყნებთან, აგრეთვე დააწინაურა მთელი რიგი საკვანძო პროექტებისა თანამშრომლობის შესახებ ინფრასტრუქტურული ობიექტების დაკავშირებულობის, მრეწველობაში ინვესტიციეიბის განხორციელების, რესურსების განვითარების, ეკონომიკური და სავაჭრო თანამშრომლობის, ფინანსური თანამშრომლობის, კულტურული გაცვლა-გამოცვლის, გარემოს დაცვის და საზღვაო თანამშრომლობის სფეროებში, სადაც შესაფერისი პირობები არსებობს.
გასატარებელი სტრატეგიებისა და ზომების გაუმჯობესება. ჩინეთის მთავრობა მოახდენს თავისი შიდა რესურსების ინტეგრაციას ინიციატივის უფრო ძლიერი სტრატეგიული მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად. ეს ხელს შეუწყობს აზიის ინფრასტრუქტურული განვითარების ბანკის (Asian Infrastructure Investment Bank) შექმნას. ჩინეთმა შესთავაზა აბრეშუმის გზის ფონდი, აგრეთვე ჩინეთი-ევრაზიის ეკონომიკური თანამშრომლობის ფონდის (China-Eurasia Economic Cooperation Fund) საინვესტიციო ფუნქცია გაძლიერდება.
თანამშრომლობის პლატფორმების როლის გაძლიერება. ინიციატივის „ერთი სარტყელი, ერთი გზა“ თემაზე ჩატარდა მთელი რიგი საერთაშორისო შეხვედრები, ფორუმები, სემინარები და გამოფენები, რამაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ურთიერთგაგების ამაღლებაში, კონსენსუსის მიღწევაში და თანამშრომლობის გაღრმავებაში.
ერთად შევქმნათ უფრო ნათელი მომავალი
მიუხედავად იმისა, რომ „ინიციატივა სარტყელი და გზა“ ჩინეთის მიერ შეთავაზებული ინიციატივაა, ის ყველა ქვეყნის საერთო სწრაფვას გამოხატავს თავიანთი მარშრუტების გასწვრივ. ჩინეთი მზად არის გაიაროს თანასწორუფლებიანი კონსულტაციები „სარტყლის და გზის“ გასწვრივ განლაგებულ ყველა ქვეყანასთან, ინიციატივით შეთავაზებული შესაძლებლობების გამოყენებისათვის, ქვეყნებს შორის გახსნილობის, კომუნიკაციისა და ინტეგრაციის პროცესების უფრო დიდი მასშტაბით, უფრო მაღალი სტანდარტების დაცვით და უფრო ღრმა დონეებზე სტიმულირებისათვის, ამასთან ყველა მხარის ინტერესებისა და განზრახულობათა გათვალისწინებით. ინიციატივის „სარტყელი და გზა“ გაშლა – ეს არის ღია და ინკლუზიური პროცესი, და ჩვენ მივესალმებით ყველა ქვეყნის, აგრეთვე საერთაშორისო და რეგიონალური ორგანიზაციების აქტიურ მონაწილეობას აღნიშნულ ინიციატივაში. ჩინეთი იმუშავებს „სარტყლის და გზის“ გასწვრივ განლაგებულ ქვეყნებთან ერთობლივი სამეცნიერო კვლევების, ფორუმებისა და გამოფენების, პერსონალის გადამზადების, გაცვლა-გამოცვლის და ვიზიტების განხორციელების სფეროში არსებული ორმხრივი, მრავალმხრივი, რეგიონალური და სუბ-რეგიონალური თანამშრომლობის მექანიზმების ზოგადი სქემის ფარგლებში, რათა მათ უკეთ გაიგონ და გააცნობიერონ ინიციატივის „სარტყელი და გზა“ არსი, მიზნები და ამოცანები.ჩინეთი იმუშავებს „სარტყლის და გზის“ გასწვრივ განლაგებულ ქვეყნებთან სადემონსტრაციო პროექტების განუხრელი დაწინაურებისათვის, იმ პროგრამების ერთად განსაზღვრისათვის, რომლებიც ორმხრივ და მრავალმხრივ ინტერესებს აკმაყოფილებენ, და იმ პროგრამების გაშვების დაჩქარებისათვის, რომლებიც შეთანხმებულია მხარეებთან და მზად არიან რეალიზაციისათვის, სწრაფი შედეგები რომ უზრუნველყონ. თანამშრომლობა ინიციატივის „სარტყელი და გზა“ ფარგლებში განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ურთიერთპატივისცემას და ნდობას, ურთიერთსარგებლიანობას და ურთიერთხელსაყრელ თანამშრომლობას, ურთიერთგადმოღებას ცივილიზაციებს შორის. თუ „სარტყლის და გზის“ გასწვრივ განლაგებული ყველა ქვეყანა შეთანხმებულად იმუშავებს ჩვენი საერთო მიზნის მისაღწევად, ინიციატივას „აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყელი და 21-ე საუკუნის საზღვაო აბრეშუმის გზა“ ბრწინვალე პერსპექტივები ექნება და „სარტყლის და გზის“ გასწვრივ განლაგებული ყველა ქვეყანა შეძლებს აღნიშნული ინიციატივისაგან სარგებლის მიღებას.
დოკუმენტის მთარგმნელი: დათო გოჩავა
სახელმწიფო ენის დეპარტამენტის მიერ გამოცემული ჩინურ ენის ქართულად ტრანსლიტერაციის სისტემის მიხედვით დაარედაქტირა შალვა ჩილაძემ.
Discussion about this post